Wednesday, June 3, 2009

გუგულის საათები ბაქოში [ მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც ნამდვილად არსებობს]


წიგნზე რომელიც თითქმის რამდენიმე თვის წინ წავიკითხე:

პირველ რიგში იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ პირველი წიგნია,რომელიც გერმანულად წავიკითხე თავიდან ბოლო ყველანაირი ენობრივი სირთულეების გარეშე...

მეორე იმიტომ რომ, არ მეგონა თუ ვნახავდი გერმანელს,რომელიც სრულიად მარტო გაემგზავრებოდა აზერბაიჯანში,იქ ერთი თვე დარჩებოდა და მეტიც,თითქმის სამას გვერდიან წიგნად აქცევდა მოგზაურობას...

უჩვეულოდ დაძაბული ვკითხულობდი,იმიტო რო თითქმის ბოლო გვერდამდე მეგონა,სადაც აზერბაიჯანი,იქაც საქართველო,იქნებ ადგეს და გადავიდეს თქოო....თუმცა ეს მოლოდინი არ გამიმართლა...ისე კია რამდენჯერმე ნახსენები საქართველო და ჩემი მოლოდინის დასაკმაყოფილებლად ერთ-ერთი თავის პერსონაჟი,რომელიც ღამეული კოვბოია,ქართველი გიორგი აღმოჩნდება და აქტიურად ირწმუნება,ყველა არასაქართველოში მცხოვრები ქართველი, სევდიანი ქართველიაოო...

მოკელედ,ინგო პეტც და ,,კუკუკსურენ ინ ბაკუ'' ანუ, ,,გუგულის საათები ბაქოში''

წიგნს სათაურის ქვემოთ აწერია,მოგზაურობა ქვეყანაში,რომელიც ნამდვილად არსებობს...:)))))

ის,რომ აზერბაიჯანი არსებული ქვეყანა იყო,ბავშვობიდან ვიცოდი...მეზობლები არიან ბოლო-ბოლო...მერე,გავიზარდე და ერთ მშვენიერ დღეს თვითონ წავედი სამეზობლოში...პირველი,რაც თვალში მომხვდა,ყოველ ხუთ მეტრში ალიევების ბილბორდები იყო...ყველა რაკურსით და კუთხიდან გადაგებული ფოტოები,ერთნაირი თვითკმაყოფილი,მოიდიოტო ღიმილით...ძალიან გამაღიზიანა და პირველად მაშინ ვიფიქრე,ქართველები რო ავწუწუნდებით,პირში ვინმემ რამე უნდა ჩაგვჩაროს,ჩვენზე ათსჯერ უარესი მარაზმებში ცხოვრობს ხალხი თქოო...

მეორე ღირსშესანიშნაობა ჯგუფად მოსიარულე შავი,ულვაშა, ღიპიანი კაცები იყვნენ თითქმის ერთნაირი გამომეტყველებით...


მესამე საცჩაიეში შესვლის აკრძალვა...იქ მარტო კაცები დადიან და ერთგვარი სოციალური თავსშეყრის ადგილია,დილიდან საღამომდე იქ სხედან,ამბებს არჩევენ და დღიდან დღემდე დრო გაყავთ,გოგოების ადგილი,თანაც უცხოელების იქ არ არიო...კეთილმა მასპინძელმა...


მაგრამ ეგ ყველაფერი ჩემი მოგონებებია აზერბაიჯანზე,რაც შეეხება ბატონ ინგოს,რომელსაც ახალგაზრდობაში აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ისტორია,სლავისტიკა და პოლიტიკა უსწავლია კიოლნსა და ვოლგოგრადში,დღეს კი ბერლინის ერთ-ერთი გაზეთისთვის წერს სტატიებს. 2004 წლის ერთ მშვენიერ დღეს უცნაური სურვილი გაუჩნდა და შვებულების გატარება სრულიად მარტომ,ბაქოში გადაწყვიტა...

წიგნი წარმოადგენს ძალიან პერსონალურ მოგზაურის ჩანაწერებს,სავსეს მელანქოლიითა და ირონიით.როგორც ავტორი გვეუბნება,აღმოსავლეთი არი ის,რა მელანქოლიას გიტოვებს...ირონია კიდე,მოდი და ნუ გაგიცჰნდება ბერლინელ კაცს ამ ნაცრისფერ ქალაქსჰი,სადაც ტახისტი აქტიურად გარწმუნებს აზერბაიჯანელი ქალების უპირატესობაში რუს ქალებთან შედარებით და სახლის მაგივრად ბორდელში წაყვანას გთავაზობს (უფრო სწორად გაძალებს)...სადაც ბუსჰალტერების გამყიდველი ღამეული კოვბოი ფილოსოფოსი ქართველია და გეუბნება,სიკვდილის წინ მაგასთან შეხვედრა თუ გაგახსენდება და გაიღიმებ,სიკვდილს ღიმილით შეხვდები... სადაც ბილიარდს კასპიის ზღვის სანაპიროზე თამაშობენ ნავთობის,თამბაქოს და ზღვის სუნში...


,,აზერბაიჯანი აღმოსავლეთშია.აღმოსავლეთში! არ შეშინდეთ.მე ვირწმუნები :აღმოსავლეთი არის კარგი ადგილი თავგადასავლებისთვის, იქ მრავლად მოიპოვება - პატარა,არაკომფორტული სასტუმროები,კითხვის გამჩენი საჭმელები,ცუდი ქუჩები, მძიმე ბიოგრაფიები...ასეთი მოგზაურობა კაცმა ერთხელ აუცილებლად უნდა მოაწყოს. ეს მკვდარი ყველაფერი : მკვდარი ქვეყნები,მკვდარი სახლები,მკვდარი სულები...აღმოსავლეთი იმდენად ნამდვილია,რომ გტკივა. და მიუხედავად ამისა,ყველაფერს გიტოვებს,გარდა დეპრესიისა...პირველ რიგში,მელანქოლიას...'' ასეა მოკლედ ის,რასაც ინგო 260 გვერდში აღწერს...კურიოზულ მოგზაურობას კავკასიის ველურ მხარეში,ასე შორს გერმანიას,მალიორკას და ტოსკანასგან და ასე ახლოს ცხოვრებასთან...(ეს უკვე გამომცემლობის კომენტარი)


 და გუგულის საათი?

ინგო განჯაში ვიღაცა გერმანელს მოინახულებს,რომელიც მარტო ცხოვრობს მშობლებისეულ სახლში, არასოდეს არ არი ნამყოფი ერმანიაში და არაც არანაირი სურვილი არ აქვს იქ წასვლის,მიუხედავად ამისა,მისი სახლი გამოჭედილია გერმანული ნივთებით და ერთგვარ გერმანულ მუზეუმს წარმოადგენს იქურობისთვის .შილერის და გეოთეს სურათებით კედლებზე,გერმანული ფაიფურის ჭურჭლით,ავეჯით და თქვენ წარმოიდგინეთ,დედამისის წლების წინ მომზადებული სააღდგომო ბატის ნაჩენიანი თეფშით,რომელიც უკვე სტატუეტია...და კიდე,შვაბური გუგულის საათით კედელზე...


წიგნის წაკითხვის მერე კომენტარებს ვნახულობდი ფორუმებში და ერთი აზერბაიჯანელი გოგონა წერს,ძალიან საინტერესო წიგნი კია,მაგრამ ის ბაქო,რაც თქვენ აღწერეთ,ახლა უკვე სხვანაირად გამოიყურებაო,მეორეს იდეა გაუჩნდა,იქნებ კიდე ერთხელ წასულიყავი და დაგეწერა მეორე წიგნი და შესაბისად იქნებოდა,მაშინ- ახლაო...მე ვფიქრობ რომ ბაქო არ არის ის,რაც სამ წელიწადში შეიძლება სულ სხვა გახდეს და კიდე, მეორედ წასული კაცის შთაბეჭდილებები არასოდეს არ იქნება ისე საინტერესო,როგორ პირველ ჯერზე...


მე ყოველ შემთხვევაში ხალასი შთაბეჭდილებები მიყვარს და კიდე ეგეთი სპონტანური გადაწყვიტილებები,ბერლინელი კაცის ბაქოში შვებულების გატარება როა...


ისე,არ აპირებს მართლა ეს ინგო საქართველოში ჩამოსვლას?


უნდა მივწერო...:)))))))))))))))