Wednesday, July 1, 2009

უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ადამიანები

დღეს ვიღაცა უცნობმა დარეკა კარზე და ვიფიქრე,ფოსტალიონი იქნება თქოო,მაგრამ ხელში ამანათის ან წერილის მაგივრად ხელში ფურცლები ეჭირა და ის იყო სათვალის ზემოდან უნდა შემეხედა, ამიხსნა რომ სოციალურ კვლევაზე იყო და დიდად დავავალებდი,თუ რამდენიმე კითხვასე ვუპასუხებდი…

ჩემი გაუკვეველი არსებებისადმი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე,უარის თქმას ვაპირებდი,მაგრამ ყურში არაგერმანული აქცენტი და ასევე არაგერმანული ფიზიონომია მომხვდა თვალში ,თან ვიფიქრე,ბოლო-ბოლო კითხვარით ვინ მომკვდარა და ჯანდაბას თქოო…

აღმოჩნდა რო ,,ჭაბუსი’’ უკრაინელი იყო,4 წელი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი,მერე ანტინარკოტიკული პროგრამის წყალობით თავი დაუნებებია და ახლა უკვე 2 წელზე მეტია ადამიანურად ვცხოვრობო( ჩორტი ზნაეტ)…ხოოოდა,ანტინარკოტიკულ პროგრამაში ვმონაწილეობ,გამოკითხვებს  და მოსწავლეებთან  შეხვედრებს ვატარებდა მათ დაცვას ვცდილობ 4 ჩემნაირთან ერთადო…
მოკლედ, ამ გაწლუკულმა ბიჭმა ჩემი ძველი მომეგობრო ნარკომანი არსება გამახსენა და კიდე ერთხელ დავფიქრდი ამ ხალხზე…

როგროც გაირკვა,მკურნალობის გავლის შემდეგ 70% -ზე მეტი ისევ ხვდება კლინიკებში…
რა არის იმის მიზეზი,რომ ადამიანი ნარკომანი ხდება,ჩემი ვარაუდით არარეალიზებულობაა,მაგრამ კარგად თუ დაფიქრდება კაცი,არ შეიძლება გამოირიცხოს ოჯახის ,მეგობრების, გარემოს ფაქტორები…
უნდა მიეცეს თუ არა ნარკომანს ან ყოფილ ნარკომანს სამსახურში შანსი,ზუსტად არ ვიცი…
მე რომ შეფი ვიყო,ფაქტია,რომ ნარკომანებს არ ვისურვებდი თანამშრომლებად,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ყველამ ეგრე თუ იფიქრა, მათი ნარკოტიკებისგან გათავისუფლება უფრო უპერსპექტივო იქნება...
მაგრამ ეს ლოიალური დამოკიდებულებები რომ სულ ათავხედებს ადამიანს,ეგეც ფაქტია…

თან მე ნერვებს მიშლის ეგეთი ტიპები : ,,უბედური ვარ და თანამიგრძენი’’,
,გეი ვარ და გაგებით მომეკიდე’’, ,,ნარკომანი ვარ და შანსი მომეცი’’ ,
,,ალკოჰოლიკი ვარ და ჩემზე უარესებიც არსებობენ’’...

როცა რომელიმე მარგინალიზებულ  კატეგორიას მივეკუთვნები და ვიძახი ხოლმე,ასეთი ვარ და ასეთი გიყვარდეთთქოო, ჩემი თავიც არ მესიმპატიურება დიდად, მაგრამ ადამიანებს ხომ არ გამოდით სიმპატიურებად დიდად ყოფნა.

ალბათ ნარკომანებისადმი დამოკიდებულება ისეთია, როგორ განსაზღვრებასაც მივცემთ…:
თუ ავადმყოფებად ჩავთვლით,მაშინ თანაგრძნობაა,თუ გარემოების მხვერპლებად_დახმარების სურვილი, თუ კრიმინალებად და დამნაშავეებად_აგრესია..
ჩემთვის რაღაც დონით ყველაფერი არიან, მაგრამ პირველ რიგში უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ადამიანები.