Wednesday, July 8, 2009


როცა მივხვდი რომ ყველაფრი გახუნდა და გარემო ყელში ამომივიდა,თმები გადავიპარსე,ჩემოდანი ჩავალაგე და ბავშვების,თმების და გამოცდილების გასაზრდელად მშვიდ ადგილას გადმოვსახლდი.
გასაზრდელი ბავშების რაოდენობა მინიმუმამდე შევამცირე და მშვიდი გარემო არამშვიდი გარემოს უკეთ გასაცნობად გამოვიყენე.
უამრავი ოჯახდანგრეული,ალკოჰოლიკი,ნარკომანი,ნევრასთენიკ ი და არალეგალის შემდეგ გავიცანი ქალი,რომელსაც წარმოდგენა არ გონდა ყველა ზემოთ არსებულ პრობლემაზე და ერთადერთი რაც აწეხებდა,თავისუფლება იყო...
და კიდე შეგრძნება,რომ ადამიანია...
მენდე ნაზარი 12 წლამდე ბედნიერი გოგონა იყო,სუდანში,ნუბას ტომში ცხოვრობდა,ტანსაცმლის მაგივრად ოჯახურ რელიქვიებად ქცეული სამკაულით იმოსებოდა,ახლომდებარე არაბულ სკოლაში დადიოდა და ექიმობაზე ოცნებობდა...მანამ,სანამ მის სოფელს არაბი მილიციელები არ დაესხნენ თავს,რომლებმაც ქოხები გადაწვეს,კაცები დახოცეს,ქალები გააუპატიურეს და ბავშვები ტყვედ წაასხეს...ტყვედ წაყვანილ ბავშვებს შორის მენდეც აღმოჩნდა...კარტოუმში მონად გაყიდეს,ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვი...
ღამეს ეზოში ,ძველმანების ქოხში ათევდა,მთელი დღის განმავლობაში დაცემამდე მუშაობდა და მისი მისამართით ნათქვამ მხოლოდ სალანძღავ სიტყვებს ისმენდა...
ეს ყველაფერი არა 200 წლის წინ,არამედ XX- XXI საუუკენეებში და არა მარტო აფრიკასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში,ევროპის შუაგულშიც...
მენდე თავისმა პატრონმა თავის დასთან ,ლონდონში გააგზავნა,რა თქმა უნდა იქაც მონის სტატუსით დ ა სახლიდან გარეთ გაუსვლელობის პირობით..
.მიუხედავად ყველაფრისა,მენდემ შეძლო მონობისგან თავის დაღწევა ლონდონში მცხოვრები ნუბელების დახმარებით და ახლა თავისუფალია,თუმცა ამბობს,რომ არ არსებობს თავისუფლება,სანამ იცის,რომ ჯერ კიდევ არსებობენ მონები,მათ შორის მისი მისი ბავშვობის მეგობრებიც,
სანამ არსებობს შიში,რომ ოჯახი,საიდანაც გამოიქცა,ისევ იპოვის და უკან დააბრუნებს,
სანამ გონია,რომ თავის ოჯახს ისევ ვინმე დაესხმება თავს და მისი გამოქცევის გამო ააწიოკებს...
მენdე ისევ ლონდონში ცხოვრობს,ნუბაში დაბრუნებაზე ოცნებობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოს ის,რომ მონობა 21 საუკუნეშიც არსებობს...

გარდა სუდანისა,ცნობილია რომ მონები ყავთ ინდოეთში,პაკისტანში,ბრაზილიაში,ბანგლადეშში,ნეპალში,დომინიკების რესპუბლიკაში,კარაბიკზე და რაც ცოტა არ იყოს და ძნელი დასაჯერებელია,აშშ-ში,შვეიცარიაში,საფრანგეთსა და გერმანიაშიც კი....
თავისთავად,ის მენდეს ისტორია კატასტროფულად ტრაგიკული ისტორიაა...მაგრამ ჩემს ხელთ არსებული შიშებისა და ეჭვების თანახმად, ,,ოფიციალური''მონების გარდა,კიდევ უამრავი მონა არსებობს ჩვენს გარშემო ან ჩვენი ჩათვლით...

მაგალითად მონობა და ძალადობაა,რომ აგერ უკვე 2 კვირაა,ყველა კუთხიდან მაიკლ ჯექსონის სახელი ისმის...

მონობაა ის,რომ პარის ჰილtონი ყოველ კვირაში თავის ახალ და ,,ნამდვილ'' სიყვარულს გვატენის...
მონობაა ის,რომ უცნობის ბომჟური ამქარი რუსთაველის სრულუფლებიანი მფლობელია...

მონობაა ის,რომ არჩევანი გრეჩეხებსა და ყურქვიტებს შორის არის გასაკეთებელი...

მონობაა როცა გერმანელი ბებია გირეკავს და გეუბნება,ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება და იქნებ შენ ქვეყანას რამე ეშველოსო...

მონობაა h&m-ის დაუსრულებელი სეილები და otto-s კატალოგებიც...

მონობაა დილის ყავა და სიგარეტი და საRამოს 6ის მერე არ ჭამა...

მონობაა დილიs ყავის მერე ლეპტოპის ჩართვა და ამოჩემებული საიტები...

მონობაა წიგნის მაგაზიების 2 ევროიანი ანგებოტები...

მონობაა დაუსრულებელი ჭორაობები და ყვითელი პრესა...

მონობაა დღესასწაულების და დაბადების დღეების მიმლოცველი მეგობრების თუ ნაცნობების სექტები,პეპლებივით მარტო მაგ დღეებში რო ცოცხლობენ...

და საერთოდ,ყველაფერ ამას რო ასე მძაფრად აღიქვამ და ათასი ფობიის ფობია გაქვს,ეგეც მონობაა...


პ.ს.
უკვე კარგა ხანაი მივხვდი,რომ თმები და ბავშვები ჩემს გარეშეც გადასარევად იზრდებიან,მშვიდი გარემოები ილუზიაა და რომ მონობა ილუზია არ არი...
მშვიდი გარემოს ნაცვლად,ცოტა ხანში თავისუფალ გარემოში გადავსახლდები...
ჯერ თავისუფლება ილუზიების კატეგორიაში არ გადამიყვანია..