Saturday, July 25, 2009

ჰოლივ0დური და არაჰოლივუდური ამბები

ტანგაზე და snoope-ის მაიკაზე ლურჯი ჩექმები ჩაიცვა და აივანზე გავიდა.წვიმდა,ხვალ ყვავილებს მორწყვა არ დაჭირდებოდათ.
ჰაიდი კლუმი მეოთხე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ , ბოლო პერიოდის სურათებში გამოფიტული,გადაღლილი და უსიცოცხლო ჩანდა,მიუხედავად იმისა,რომ ინტერვიუებში დაუღალავად იმეორებდა,მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარო.
ევროპის ათასობით ქალაქებში აფრიკელი ბავშვების სურათებიან ბილბორდებს აკრავდნენ ,,ჩვენ შევცვლით სამყაროს '' წარწერით, და მოწოდებით,ქვემოთ მდებარე ანგარიშზე ფულის გადარიცხვით.
აფრიკაში ბავშვები ღია ცის ქვეშ იწვნენ და არავინ იცოდა,ვის ეძინა და ვინ მკვდარი იყო...ჯესიკა ალბას ბოლო პერიოდში ფიტნეს სტუდიოში სიარული არ ჭირდებოდა,ისე გაუმკვრივა ბავშვის ტარებამ ხელის კუნთები...
მთიან აჭარაში ბავშვებმა იცოდნენ,რომ სადღაც,შორს არსებობდა ლამაზი და დიდი ქალაქი ბათუმი,სადაც ბევრი გემრიელობა და ლამაზი რაღაცეები იყიდებოდა და თუ ბევრ კარტოფილს მოიყვანდნენ,მერე მშობლები ბათუმში გაყიდნენ და იქიდან საჩუქრებად ამოუტანდნენ ლამაზ და გემრიელ რაღაცეებს...
ვიქტორია ბეკჰემი ფაქტობრივად დანგრეული ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდა,ალკოჰოლოკზმის მკვეთრად გამოხატული ნიშნები შეენიშნებოდა და ფეხსაცმელებში უშნოდ ამოჩრილი ძარღვები უჩანდა...
სინგაპურელი მოგზაური ავსტრიის მზიანი ქალაქის მზიან მოედანზე იჯდა და თვალებდახუჭული მზიან მუსიკას უკრავდა. გვერდზე ძაღლი თვლემდა და ვიღაცა გოგო კამერაზე იწერდა.მზრუნველი მშობლები ბავშვებს არიდებდნენ გაბურძგნულ მაწანწალას და გოგონას მხრჩოლავ სიგარას...
ანჯელნა ჯოლის და ბრედ პიტის ფაქტობრივად დანგრეული ოჯახი ტყუპების ავადმყოფობამ ისეთი მყარი გახადა ,დასაწყისშიც რო არ ყოფილა...მსოფლიოში ათასობით მამრი თვლიდა რომ ანჯელინა საოცნებო ქალი იყო,ბრედ პიტი კი ყველა ფარტიზე დაუღაალავად ფლირტაობდა...ანჯელინა უკმაყოფილებას არც მალავდა და ბრანჯელინა ყვითელი პრესის საყვარელ გემრიელ ლუკმად რჩებოდა...
25 წლის ოჯახში აღზრდილ ქალიშვილს სამ დღეში ქორწილი ქონდა,ბევრი ნათესავებით და წინასაქორწილო ნრვიულობით...5 კილო უკვე დაეკლო და რიგი შიშები მაინც ვერ გადაელახა...
ვიეტნამში ბრინჯის უჩვეულოდ კარგი მოსავალი მოვიდა და ვიეტნამელებს ბედნიერებისგან თვალები უფრო დაუვიწროვდათ...
პოლ მაკარტნს ღამ-ღამობით დანარჩენები ესიზმრებოდნენ და თხოვდნენ ერთად გაემართათ მსოფლიო ტურნე...დანარჩენები ისევ ახალგაზრდები იყვნენ,პოლს კი ასაკი ეტყობოდა...იმ გადარეულებთან ერთად ტურნეს,თავისი ქალიშვილის დეფილეზე წასვლა ერჩია...
ესკიმოსმა გოგონამ და ბიჭმა პირველად აკოცეს ერთმანეთს,გაეღიმათ,მერე გაეცინათ და შემდეგ კოცნამდე ორივეს ერთდროულად გაახსენდა,რომ თბილ ქვეყნებში ხალხს ეგონა,სიცივისგან გაყინული ესკიმოსები ტუჩებს კაშნეში მალავენ და ერთმანეთს ცხვირებით კოცნიანო...
პარის ჰილტონი და ბრიტნი სპირსი ადრე ახლო მეგობრები იყვნენ,მაგრამ როგორც ახლა პარისი ამბობდა,ბრიტნის კარიერის გარდა არაფერი აინტერესებდა და ამისთვის ყველას და ყველაფერს იყენებდა...თავად პარისს კი უახლოესი მეგობრის თვითმკვლელობის მიზეზად მიიჩნევდა მეგობრის ოჯახი...
გაახსნდა რომ თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც ბავშვობის მეგობარს შეყვარებული მოუკვდა ომში დაბომვებისას და ყველა ის სიტყვა ერთად დაეკარგა შეყვარებულის სახელის მობუტბუტე მეგობრის დანახვაზე,რომელსაც მეგობრებს ეუბნებიან ხოლმე...
ფილიპინელი ადაპტივბავშვი 21 წლის მერე ადაპტივ მამამ თავის ბიოლოგიურ ოჯახთან ჩაიყვანა...მადლობის მაგივრად 278ჯერ ჩაიბურტყუნა აქ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ,ბევრი დრო დავკარგეო...ოჯახში არ იდგა მაცივარი,არ იყო პური და უმცროსი დები ქვებით თამაშობდნენ...
მადონას და მის ადაპტივ ბავშვს ჯერ კიდე ვერაფერი გაეგოთ ერთმანეთი...ბებიამ კიდე ერთი ჭრელი წინდა დაამთავრა,საწოლის ქვეშიდან სკივრი გამოიღო,წინდები ჩადო,კაკლის გამხმარი ფოთლები დააფშვნა და კიდე ერთხელ გადაიმეორა შვილიშვილების სახელები...ისევ შვიდი იყვნენ ...
მაროკოში აბდულას მესამე ცოლმა ფატიმამ თავმომწონედ გაისწორა გუშინ საჩუქრად მიღებული აბრეშუმის ჩადრი,დანარჩენ ცოლებს გადახედა და პაპანაქება სიცხეში სასეირნოდ გავიდა...
ამსტერდამში წთელი ფანრები ასანთებად ემზადებოდნენ, 1,95 სმ. სიმპატიური არსება გამის ბლუზს უკრავდა სადგურთან ახლოს და ჰაერი ჰაშიშით იჟღინთებოდა...
სიზმარში ვიღაც ჰალსტუხიან ღორს უჩვეულო თავდაჯერებით უმტკიცებდა,რომ მისი იდეალები და ჯიმ მორისონის სული დაცინოდა და ღორები ღორებად არ იბადებიან,მაგრამაუცილებლად ღორებად კვდებიან...ღორი სიმშვიდეს ინარჩუნებდა,სანამ მარცხნა ყურის უკან,სადღაც კინკრიხოსთან კოღომ არ ჩაუწუილა...უცბად დაკარგა წონასწორობა,ჩაიღრუტუნა და უმიმართულებოდ გავარდა...
5 წუთის მერე შაჰიდი ქალი ღორის ფერართან და 7იოდე გამვლელთან ერთად აფეთქდა...შაჰიდი ქალი ალაჰთან წავიდა ისე,რომ დანარჩენების ბედით არც დაინტერესებულა...
ერთმანეთს რომ შეხვდნენ ორივე ცუდ ხასიათზე იყო,წაიბუზღუნეს,წაიწუწუნეს,კედელს ცერცვი შეაყარეს და ერთნამეთს უარყოფითი ემოციები...მერე მზე დაინახეს,გვერდზე გაიხადეს,ერთმანეთს თავიდან მიესალმნენ,გაიღიმეს და ხელჩაკიდებულები ნაყინის საჭმელად წავიდნენ...
ტარიელის და ასმათის მეგობრობა უფრო და უფრო არადამაჯერებელი ხდებოდა,მორბელაძე თავისი ჯორით სოფლიდან სოფელში და დახრიკინებდა და მადამ ტუსოს მუზეუმს ბარაკ ობამას ცვილის ფიგურა ემატებოდა...
დედამიწის ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი ქორწილისთვის ემზადებოდა და ვერაფრიტ ვერ პოულობდა ისეთ ეკლესიას,სადაც საკუთარი საწოლით შეეტეოდა. მიუხედავად ყოველღიური ვარჯიშებისა,ფეხზე დგომა ჯერ არ შეეძლო.საცოლე ბედნიერის შთაბეჭდილებას ტოვებდა...
ბაბუამ სუპში შაქარი ჩაყარა,მოურია და ბითლზების დისკი მოითხოვა...შუათანა შვილმა დაფანტული სკლეროზი და ,,გრძელთმიანი სატანისტები'' დაწყევლა,საწოლის თავთან აბლაბუდა არ დაინახა და მეზობელთან გადავიდა ყავაში ჩასახედად...
ბოლო პერიოდში სიზმრების მოპარვას ახერხებდა და დილას ორმაგად ბედნეირი იდუღებდა ყავას...

გაგრძელება იქნებაოოო,სამყარომ