Tuesday, July 14, 2009

ghettokids

სარკეში ჩავიხედე და ვის ვხედავ? -საკუთარ თავს,
აფსოლუტურად გარედან და უცხო თვალით ვათვალიერებ გამოსახულებას
წარმოდგენაც არ მაქვს, უნდა მoმწონდეს თუ არა ის,
რასაც ვხედავ.
ხანდახან მტკივა, როცა ვიცი რო ჭუჭყიანი ვარ.
სულაც არ ვეძებ სკანდალებს და არც ღორი ვარ,
მიუხედავად იმისა რო ამოუშრობ წუმპეში ვცხოვრობ.

აზრი არ აქვს ცაზე ოცნებას,
რა შეიძლება ღმერთს მოუყვე?
იმედი მქონდეს,გამიგებს?

უკვე იმდენი ჯანდაბა დამიგროვდა,
თხოვნამ რომელიც მქონდა,
მთელი ჩემი თავი გადაფარა სარკეში...


სარკევ,სარკევ - მითხარი სიმართლე,
სარკევ,სარკევ - მითხარი როგორ შემიძლია გამსწორება
სარკევ,სარკევ - მითხარი სიმართლე,
სარკევ,სარკევ - მითხარი ვინ ვარ სინამდვილეში


.......................................................................................





მამ,წახვედი და არ ვიცი სად,
კაცმა რო თქვას,
არც მაინტერესებს,
უბრალოდ გაჩუმება აღარ შემიძლია,
არ შემიძლია არ გითხრა რომ ჩემი ბავშვობა შენ გამომწოვე,მოიპარე და სადღაც გადაკარგე,
ახლა ლაპარაკის დრო მოვიდა,
სიმართლის ლაპარაკის,რომელსაც მარტო ჩემში ვეღარ ვაცხოვრებ...


რატომ ცემდი დედას მუშტებით მუცელში,მიტოვებულს და მოტყუებულს?
რატომ აღარ შეგიძლია სიყვარული?
გგონია ქუჩის კუთხეებში მდგარი პუტანების სიყვარული საკმარია ცხოვრებისთვის?

გინახავს,როგორ ტირის დედა?
იცი რა არის ყვირილის მაგივრად ცრემლები დილის 8 საათამდე?

ჩემ დახეულ,დამტვრეულ,მკვდარ სულს არ შეუძლია იმის გაგება,
როგორ შეძელი ამ ყველაფრის გაკეთება?
ამის გაგება შენგან მინდა...


.....................................................................................................


გეტო?
ეს გეტო არ არის,ეს ფაქტობრივად შეუმჩნეველი არსებობაა

სამუდამოდ ერთნაირი აწლაწული კორპუსები,
ერთმანეთის გადამკვეთი მწვანე ქუჩები
და ეს ყველაფერია,
რაც სიცოცხლისთვის უნდა გეყოს.
თუ არ შეგიძლია სცენაზე მიმდინარე სპექტაკლს უყურო,
კულისებში შეიხედე...


გეტო?
ეს გეტო არ არის,ეს აშკარად შეუმჩნეველი არსებობაა

აქ არსებობისთვის ძალა გჭირდება და უფრო მეტი თავგანწირვა,
უნდა მოკვდე,რო გადარჩე,
მოიპარო, დალიო, ცემო,
და შენი როლი არავის არ დაუთმო...
წარმოდგენას ხო ,,შენი გეტო ცხოვრება'' ქვია...


გეტო?
ეს გეტო არ არის, ეს ფაქტობრივად დაბურული არსებობაა

თავსატეხი, შიში და დაჭიმულობა,
თავისუფლების სურვილი, როგორც ციხეში,
მძიმე ლუზერი,
სცენაზეც ერთი და იგივე,
ვიწრო ბინა, ჭუჭყი და ჯანდაბა...
აქ მართლა ყველა აქედან gასვლაზე ოცნებობს?


გეტო?
ეს გეტო არ არის, ეს აუხსნელი არსებობაა
კულისებში არავინ არავის არ ენდობა,
ისინი ერთად ცხოვრებამ ობობის ქსელივით ჩაქსოვა,
შეეცადო თავის დაღწევას,
იპოვი უკეთეს ცხოვრებას?



...............................................................................


მამ,
შენ აფსოლუტური ტკივილი ხარ,
ბოლო ძვლამდე ცივი.
სულ მეშინია რომ როდესმე აგრესიული და მთვრალი ისევ დაბრუნდები...
ავად ვარ შენით.

ვიცი უსამსახურო, უმეგობრო, დამპალი ცხოვრება გაქვს,
სიყვარულისგან და ნდობისგან ცარიელი,
ძალის შესანარჩუნელლად ჩვენი ცხოვრებაც გადასანსლე...

მითხარი, შენთვის პასუხისმგებლობა მარტო ქამრით ცემაა?
მითხარი, ასე რო იკარგები ხოლმე, სად ხარ?
მითხარი, როდესმე მაინც გყვარებივარ?
საერთოდ, იცი, ვინ ვარ, რას ვფიქრობ და რას ვგრძნობ?
იცი როგორი ვარ სკოლაში და მყავს თუ არა მეგობარი გოგონა?

თუმცა შენ ხო არასოდეს არ ყოფილხარ ჩემი მეგობარი,
შენს გამო ათასჯერ მაინც მიტირია,
მაგრამ შენთან ერთად ერთი გაცინებაც კი არ მახსოვს,
შენ მარტო შეცდომები კედელი ააშენე...

მენატრები მაა
არ მინდა ჩემზე, როგორც ღორზე, ისე ფიქრობდე
და მინდა იცოდე
რო შენი შვილობა საშინლად ძნელია...








ეს ტექსტები გეტო ბავშვების დაწერილია,იაფფასიანი გრძნობების სუნი ადის და ნამდვილია...ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ტკივათ, სადაც ტყუილი, კრიმინალი და შიმშილი ნორმაა, მაგრამ ყველაფერი ნამდვილია, შეულამაზებელი... ამ სახის კატასტროფებს ვერც გაითამაშებ და ვერც შეალამაზებ....
ისევე როგროც ეს ტექსტები...გუშინ რაღაც ფილმის შეფასებას ვისმენდი, რომელიც ირწmuნებოდა,ფილმის კaნის ქვეშ გადისო...ის არ ვიცი,მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, ჩვენ გარშემო ხდება და იმის გარდა,რაც ფიქსირებულია, გაცილებით მასშტაბურია, აშკარად გადის კანის ქვეშ...