Wednesday, August 26, 2009

როცა სახლიდან სხვები მიდიოდნენ ხოლმე



როცა სახლიდან სხვები მიდიოდნენ ხოლმე,უნდოდა რომ უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნებულიყვნენ,რამდენიმე დღიან-კვირიან-თვიანი მარტოობის მერე დაევიწყებინა,როგორ უნდოდა სხვებიან სახლში უხილავი ყოფილიყო და არავის შეეწყვეტინებინა კითხვა,მოეთხოვა მუსიკის ხმადაბლა მოსმენა,დაჟინებით ეყურებინა უბიუსჰალტეროდ უკუღმა გადაცმულ ფართხუნა მაისურზე და გაუსწორებელ საწოლზე...

მერე ყველაფერი უსხვებო და უკვე უთავისო სახლში ობობებისთვის დაეტოვებინა და მძიმე ბათინკებით და მსუბუქი ზურგჩანთით უმიმართულებოდ წასულიყო და აღარასოდეს აღარ ეცხოვრა სხვებიან სახლში.

ზურგჩანთაში თერმოსით ყავა,კამერა,ფერადი სამაჯურები,წითელი კეტები და ძველფოტოებსანიშნიანი წიგნი იდო...ფოტოები გაყვითლებული იყო,მელნით გაკეთებული წარწერები გადღაბნილი და არავინ იცოდა ვინ ბაბუა იყო,ვინ იმის მამა და ვინ იმის შვილი და ვის ეკუთვნოდნენ არსად მომზირალი მოკრძალებულ ვარცხნილობიანი ქალები...

თვითმფრინავმა გადასერა ორი ღრუბელი,მკერავმა ტყავი,გემმა ზღვა,თოლიამ სილურჯე,ალპინისტმა თოკი,ილეგალმა საზღვარი,აქამდე ,,ნეუდაჩნიკმა'' შესაძლებლობების ზღვარი...

საზღვარი,ზღვარი,სამძღვარი მუხრანის - შემოყრილმა ყივჩაღმა სინდისის დაშვებული ფართობი და ფოლკლორმა დრო...

მაყურებლებმა არაფერი არ გადავსერეთ,დანები,როგროც აგრესიის გამოხატვის ერთ-ერთი საგანი,პოპ-კორნის კოლოფებში ჩავდეთ,სკამების ქვეშ შევალაგეთ და სახეზე მშვიდობისმოყვარული გამომეტყველება ავიფარეთ...
აქციის მხარდაჭერების მიერ გადმორიცხული თანხით დიდი კალედიოსკოპი ვიყიდეთ და შემდეგი დღეები მოწყენ ილობისგან ფერებით დავიცავით...



ზურგჩანთიდან თერმოსი ამოიღო,ყავა აღარ იყო და მარტო შერჩენილი ყავის არომატით ისაუზმა...
მერე ძველ,დროისგან მიტოვებულ ცარიელ ქალაქში დასახლდა,ყველა სახლის დარაბები ფერადად შეღება,აივნებზე ყვავილებიანი ქოთნები შემოალაგა,ჭრელი კაბების მაღაზია და სანაყინე გახსნა და საღამოობით მზეზ უყვებოდა რომ სიმშვიდეს და სილამაზეს ყოველთვის აქვს აზრი,რომ აზრი სუბიექტური არსებაა და არსება ქვია,თორე ფაქტობრივად არ არსებობს...და რომ აზრისგან განსხვავებით აარიან ბევრი არსებები,რომლებიც მარტო არსებობენ და არასოდეს აზრად არ მოუვათ ცხოვრება,ან სიკვდილი,ან აორთქლება,ან რეაქციაში შესვლა...
მზე თვალებს ლულავდა და ტკბილი ძილის ნაცვლად ყელში კოცნას უსურვებდა.
ყელი თითქის აღარ ჩანდა ჟღალ თმებში,აბალახებულ-დახავსებული მიტოვებული სახლის ეზოსავით...


იმ ქალაქში ადამიანები ხო არ არა,მაგრამ ჩრდილებიც არ ცხოვრობდნენ...

დეპრესიულმა,ჭორფლებიანმა დ წვრილთვალებიანმა თვითმკვლელმა თოკიდან პირველად დაინახა აბლაბუდები
მოპირდაპირე კედლის კუთხეში...
შეეცოდა დედა,მთელი ცხოვრება რომ მსგავს სისულეებზე ფიქრში გაატარა და გაეხარდა რომ ეს ბოლო სისულელე იყო,რამაც მისი გონება დაიკავა...მაგრამ ის,რომ სიბრალული ბოლო გრძნობა შეიძლება ყოფილიყო,დიდად არ მოეწონა და მესამე კედელზე თავისზე სამჯერ უფრო დიდი მოქანავე ჩრდილი რომ დაინახა გაიკვირვა და დროისგან დავიწყებულ ქალაქში გააგზავნა ნაყინის საჭმელად და მძიმე ბათინკებიან და მსუბუქ ზურგჩანთიან გოგოსთან ღიმილი გაატანა...
ჩრდილს წასვლა ეზარებოდა და არხეინად ქანაობას აგრძელებდა...
თვითმკვლელმა გაიკვირვა,ამხელა თუ ვიყავი და ასე თავისუფლად თუ ვფარფტებდი ცხოვრება რატო არ ვცადეო...
მერე მიხვდა რომ თავისი მდგომარეობისთვის შეუფერებლად ბევრს ფიქრობდა და პროცესის დასასრულებლად თვალები ოთხჯერ გადატრიალებით ჩაკეტა...


მეზობელ ქალაქში 1საათამდე საუზმობდნენ,7 კაცი 9 ხმაში ლაპარაკობდა,მერვეს მოთმინება ელეოდა და მძიმე ბათინკებინი და მსუბუქ ზურგჩანთიანი გოგონას ქალაქში პირველი ჩრდილის გამოჩენაზე ფიქრობდა...