Monday, September 7, 2009

სქელტანიანი წიგნი, სადაც ყველა გვერდი თეთრია

თავიდან მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. .

მერე მივხვდი, რომ კარგად ვერ ვიქნებოდი, რადგან სქელტანიანი წიგნის
კითხვა, რომლის ყველა ფურცელი თეთრია და რომელსაც ერთადერთი წარწერა
გარეკანზე მსხვილი შრიფტით აკრეფილი ,,ერთფეროვნება” აქვს, ის არ იყო, რაც მე მიყვარდა, შენთან ურთიერთობა კი სხვას არაფერს გეგმავდა.

ამიტომ გადაგფურცლე, დაგხურე და გვერდზე გადაგდე. .
ამიტომ არ გაგიკვირდეს,რომ აღარასოდეს მოვალ შენთან. .


არ შემიძლია, როცა სასტიკად მჭირდება და უნდა ვთქვა რომ მჭირდება.

არ შემიძლია, როცა მოდის და ვფიქრობ, ისევ როდის წავა .

არ შემიძლია, როცა უნდა ვიცოდე, რომ უფრო ჭკვიანი ვიყო.

არ შემიძლია, ვიცოდე რატომ და კიდე უფრო როდემდე

მე მინდა სულ, ბევრი და თბილი
უფრო სწორად მჭირდება, მაკლია, მშია.