Friday, September 11, 2009

შენი ლუდი, ჩემი ყავა ანუ თქვენი სიზმარი ვარ

                                                                                                                                     ჩემი ყავა

                                                                                                                                     შენი ლუდი

                                                                                                                                     დილის ძილი

                                                                                                                                      ღამე წვიმა.

                                                                                       შემოდგომა შენზე ახლოს. ჩვენზე ჭრელი.



გუშინ ყავის სმისას გაკრეჭილი ბალახის სუნი მეცა,

გაკრეჭილი ნერვები აფრინდნენ. ყავის გემო თან გაიყოლეს,

მარტო დარჩენილს გამახსენდა რომ ხანხადან ფეხმორთხმით ჯდომა და ლაპარაკი მავიწყდება, ან მეზარება, ან აზრს ვერ ვპოულობ და შემოდგომის ფოთლებთან ერთად ჩემი განწყობაც ფარფატით ცვივა.


ადრე, რომელღაცა განწყობადაკარგულ გაზაფხულზე ვთქვი რომ ატმის ყვავილებმა აღფრთოვანებული ემოციების მოლოდინის გადაჭარბებული დოზა ვერ გადაიტანეს და თავი მოიკლეს.

მერე სუიციდი, როგორც გატყალრჭული ჟგერადობის სიტყვა დავგმე

და

აღარ გავიხსენე მანამ, სანამ აივნიდან ყვავილების ფრენის აქტი ჩემ თვალწინ არ განხორციელდა, როგორც აქცია, მიმართული თვითდასამარების წინააღმდეგ.



იცი, მე ვეძებ ადამიანს,რომელიც მიმღერებს შეშლილებისთვის განკუთვნილ იავნანას....

ვეძებ ადამიანს,რომელსაც ხელი არ აუკანკალდება გუბეებში ათამაშებული სინათლის და წვიმის წვეთების გადაღებისას

(მე მიკანკალებს და გადღაბნილობებს ვიღებ)...

ვეძებ ადამიანს, რომლისთვისაც რუტინა რამე სხვაა და არა ყურადღება...

ვეძებ ადამიანს.



შენ ამბობ რომ შორს ხარ

და

მე ვფიქრობ რომ სიშორე კილომეტრებით არ იზომება,მიუხედავად იმისა

რომ მართლა შორს ხარ.


კედელზე მიხატული ყვავილები არ არის ფერადი სიზმრების გარანტი.


რამდენიმე დღის წინ იმდენად შეშინებულს გამეღვიძა,

რომ სასწრაფოდ გადავწყვიტე, არ შემიძლია დანაკარგები.

სიამოვნებდი გავაგდებდი კედლებს სახლიდან.



ასეა, როცა ჩემი ყავა შენი ლუდის გარეშე რჩება,


როცა ბალახს სიკვდილის სუნი ადის,


როცა კედლები სახლიდან არ მიდიან


და დღეები მიწაზე ფერის შეცვლის გარეშე ეცემიან,


ადგილს ვერ ვპოულობ და საკუთარი თავიდან გავდივარ ხოლმე.



ხანდახან მგონია რო თქვენი სიზმარი ვარ.