Sunday, September 27, 2009

second hand

გუშინ სიკვდილამდე წანწალით დაღლილი რომ ვუყურებდი,რომ გააგდო მეწამულისფერი ცა ღამემ და ლამპიონების ჩახჩახმა და ნორმალური რო ვყოფილიყავი,მარტო იმაზე უნდა მეფიქრა,სახლში რაც შეიძლება დროზე მომეღწია,შევნიშნე აფიშა წარწერით ,,second natur ''...

მერე გამახსენდა დღე,როცა ჩვენთან გამოცემლობაში სიმპატიური ,რაღაცნაირად ენერგიული ბიჭი შემოიჭრა და ამტკიცებდა რომ ქონდა წიგნი,რომელიც წესით ჩვენ სიამოვნებით უნდა დაგვებეჭდა...გამომდინარე იქიდან,რომ დასაბეჭდი წიგნების არჩევა,ჩემი საქმე სულაც არ იყო,მოსმენა შევწყვიტე და უარით რო გააბრუნეს,მერე თქვა ჩვენიწარმოების მენეჯერმა,იცით რა წიგნი უნდა დაებეჭდაო?...,,მეორადი მოხმარების სიზმრები''..


.წიგნი მერე უკვე სხვაგან გამოცემული ვნახე,ისიც გავიხსენე,ავტორი ვინ იყო და მანამდე ვიფიქრე,რომ მეორადი მოხმარების სიზმრები სულაც არ იყო სასაცილო სათაური და საინტერესოდ ჟგერდა...ყოველ შემთხვევაში ტვინში დიდხანს რო დაგრჩებოდა,ისეთი ფრაზაა და კიდე,საკუთარი ინტერპრეტაციების საშუალებას რო უხვად იძლევა...მეტი არც არის საჭირო...

                                                                                         ინტერპრეტაციების გარეშე კი ,,სამყაროში მიტოვებული უცხო მაყურებლის  დაკვირვებით, ცხოვრება – მეორადი  მოხმარების სიზმარია, რომელიც უკვე  ნახეს, განიცადეს და ახსნეს.''




მერე წიგნების მაღაზიაში ,,second life '' ვნახე,თვალის დაუხამხამებლად ვიყიდე და სანამ გადავშლიდი ვფიქრობდი რომ სიმპატიური ბიჭი,რომელიც მეორადი მოხმარების სიზრებს ნახულობდა,წაუპლაგიატებდა...
თუმცა სულაც არა!

მეორადი მოხმრების ცხოვრება ონლაინ სამყაროა,ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოცალური ქსელი,15 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებლით და 6 წლიანი ისტორით...
აქ შეგიძლია შენი სამყარო შექმნა,მუსიკოსი,ფერმერი ან მათხოვარი გახდე,აირჩიო ადამიანები,რომლებთან ურთიერთობაც გინდა და დაივიწყო რომ მანამდე,სხვა ცხოვრებაც გქონდა...
თუმცა მომხმარებლები აქტიურად ამტკიცებენ,რომ ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის არ ეკარგებათ...

,,მეორადი ბუნება'' ინგლისელი ექსპერიმენტატორი ტონი კრაგის გამოფენის სათაურია...და შეიცავს მინიშნებას იმაზე,რომ კულტურა ადამიანის მეორადი ბუნებაა...და ამ მეორე ბუნების მეშვეობთ შეგვიძლია შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენ გარშემო არსებული გარემო,არამედ ჩვენ შიგნითაც მოვახდინოთ ცვლილებები...მისი ნამუშევრები პლასტიკურია და ერთი სეხედვით არადეკვატური ნივთებით იქმნება...ბოთლებით,ხის,მეტალის,ალუმინის ნაკუწებით,თაბაშირით...

როცა უკვე იცი მეორადი მოხმარების სიზმრების,ცხოვრების და ბუნების არსებობის შესახებ,უკვე აღარ გახსენდება რომ არსებობს მეორადი მოხმარების ტანსაცმელი...

სამაგიეროდ გახსენდება,რას ნიშნავს მეორადი მოხმარების გრძნობები...
როცა გინდა ისევე აღფრთოვანდე ადამიანით,როგორც ურთიერთობის დასაწყისში და არ გამოგდის...
როცა გინდა,ისე გამოშტერდე სიყვარულით,როგორც 16 წლისა...
როცა გინდა,ისე მოგეფერონ,როგორც ბავშვობაში და აღარ...
როცა გინდა,ისევ ბრმად გჯეროდეს წიგნები და მოდის რწმენის ნაცვლად კითხვები...
როცა გინდა,საღამოობით ეკლესიის კედლებს შიგნდან გრძნობდე როგორ შემოდის შენში სიმშვიდე და საღამო და შენ ათუხთუხებული შინაგანით სადGაც უმისამართოთ მიწანწალებ...
როცა გინდა,რომ ისევ გჯეროდეს ადამიანების შესაძლებლობების უსაზღვროების...
როცა გინდა,შენი სიზმრები რაღაც ახალი იყოს და არა დაკონსერვებული ქვეცნობიერი...
როცა გინდა,არ იცოდე რას ნიშნავს როცა ბევრი რამე გინდა...

კიდე,ვიცი,რას ნიშნავს მეორადი მოხმარების სახლები,ქვეყნები,ადამიანები...

კიდე ვიცი,რომ მეორადი პირობითია,თორემ ჩვენ უკვე ყველაფერი ათასჯერ გამოვიყენეთ,გამოგვიყენეს,გავხუნდით,შევიღებეთ და მაინც მოთხოვნადები ვართ...

ალბათ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ის კი არის,რომ ცხოვრება მეორადი მოხმარების სიზმარია,ისაა რომ ,,მაგრამ შენს მიერ ნახული, განცდილი და ახსნილი ყველაზე მნიშვნელოვანია.''


და კიდე,ჩემთვის ზოგჯერ ის უფრო მნიშვნელოვანია,რომ რამე ჯერ არ ნანახი,არ განცდილი და არ ახსნილია...

ზოგჯერ სიზმრებს გაღვიძებამდე ვივიწყებთ...
ადამიანებს გაცნობამდე ვკარგავთ...
ცხოვრება მოწყენამდე გვეზარება...
წიგნებს წაკითხვამდე ვიწუნებთ...
განაჩენი დანაშაულის ჩადენამდე გამოგვაქვს...
მომავლამდე ახლანდელს ვშლით...
ნივთებს გამყენებამდე ვყრით...

ზოგჯერ უბრალოდ მეორადსაც არ ვიმსახურებთ...



p.s. ilustraciebi tony craggis namushevrebia...