Monday, October 12, 2009

აწყობენ თუ არა 5 დღის მკვდრები შიზოიდურ ისტერიკას

ხუთი დღის მკვდარივით ვარ...


ხუთი დღის მკვდრები ვეღარ დგებიან, ღმერთები ვეღარ ხდებიან და აღარც ღმერთები მიდის მათთან აღსადგენად...

ხუთი დღის მკვდრები ჯერ კიდევ არ არიან გახრწნილები და საფლავზე დაყრილი მიწაც ამობურცულია. . .



ზუსტად ისე, როგროც ჩემ თავზე უძილო ღამეები,სათვალის შუშები, გაბურძგნილი თმა, ნათქვამი სიტყვები, არარეალიზებული ,,მეები’’ და კიდევ განცდა,რომ როცა სისულელეებზე ვბუზღუნებ, ბებიაჩემის იმ ცრემლებს ვიპარავ, რომლითაც ბაბუა არ იტირა...



ბებიამ არა მარტო ბაბუა არ იტირა, არასოდეს არ მიუმართავს სახელით და არ დაუტოვებია ის სახლი,სადაც ერთად დაბერდნენ და რომლიდანაც რამდენიმე მეტრში უკვე გასწორდა ბაბუას საფლავზე ამობურცული მიწა...





შუა შემოდგომობით,როცა დღეები იფუზებიან, როცა სველ ასფალტზე მანქანები ორმაგად ხმაურობენ, როცა წვეთები გაუგებარ ენაზე იქყებენ წკაპუნს , სურვილი მიჩნდება ძალიან დიდი,ძალიან Gღუნღულა კაშნე რამდენჯერმე შემოვიხვიო და ჩემი თავიდან გავიდე... ამჯერად,უპომადოდ. . .



შიზოიდური ისტერიკის მოწყობის მკვეთრად გამოხატული მოთხოვნილება მაქვს. . .

Aარადა, ჩემი შიზოიდიზმის განსაკურნებლად სულ რაღაც ორი მუხლია საჭირო თავის ჩამოსადებად... როცა მუხლები უგზო-უკვლოდ მეკარგებიან :





შეუმჩნევლად მოსული მთვრალი დილა მინდა

ღამე ზღვაში ცურვა არა, ტალღებზე ხტუნაობა მინდა

თოვლი,ბუხარი და ჭრელი ჯემპრის ქსოვა მინდა

Kკლდეზე ცოცვა მინდა და მზისგან დამწვარი ცხვირის გასაკრემად ლოდზე ჩამოჯდომა

Gგაბრუებამდე ბევრი ძილი მინდა

Gრამე აივანზე გამთვარეულება და ბევრი ძილის მერე დილას ცხვირში ყავის არომატი მინდა და კიდე სიზმრების მოყოლა

შუშების დალეწვის და მთის მდინარის ხმაური ერთად მინდა



ხუთი დღის მკვდარის გამცოცხლებელი მინდა