Saturday, October 10, 2009

ნობელის პრემია,ჰერტა მილერი და სულგანაბული ქანაობა

ორი დღის წინ ნობელის პრემიებით რო დაჯილდოვდნენ ბედნიერი ადამიანები ხო ბავშვმაც კი იცის?
მე რომ ლიტერატურა მიყვარს ეგეც იცის ერმა.
სამაგიეროდ,ჰერტა მიულერი არ უნდა იყოს ჩვენი ბავშვობის მეგობარი...

ამიტომ ახლა მე გაგაცნობთ და მერე თქვენ მოიფიქრეთ, დაუმეგობრდებით თუ არა...

ჰერტა, გერმანელია, ოღონდ ისეთი, იძულებულები რომ გახდნენ ომის მერე რუმინეთში გადაცხოვრებულიყვნენ...
შესაბამისად,რუმინელი გერმანელია...

ორიოდე დღის წინ ის ნეტარხენებული ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში,მანამდე კი სკოლებში ასავლიდა,კერძო მოსწავლეები ყავდა, ცხოვრებას და ადამიანებს სწავლობდა, მოგონებებს აგროვდებდა, წიგნებს წერდა და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე დებატებში...ბოლო რომანი, ,,სულგანაბული ქანაობა'', გერმანიაში წლის საუკეთესო 6 წიგნთა შორის მოხვდა...

ამ რომანში გაციმბირებული ბიჭის ამბებია...
რომანის იდეა ჯერ კიდე დედის გაციმბირების შედეგი უნდა იყოს, მე და ფროიდს თუ გვკითხავს კაცი...

რომანის დაწერამდე ფიქრობდა, რომ აუცილებლად ჭირდებოდა ადამიანი, რომელმაც რეალურად იცოდა, რა ხდებოდა გადასახლების მერე ბანაკებში...ასეთი ასევე გემანელ-რუმინელი პოეტი და მთარგმნელი ოსკარ პასტიორი იცოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ოსკარს მისთვის დასაკარგი დრო არ ექნებოდა...თუმცა პირიქით მოხდა: ოსკარმა დროც გამონახა, ჰერტას ღია კითხვებსაც უპოვა პასუხი და კიდე, მასთან ერთად უკრაინაშიც წავიდა, იმ ბანაკის მოსანახულებლად, სადაც გადასახლებული იყო...

ხომ იცით,ზოგჯერ მტკიცედ რომ ხარ დარწმუნებული რაღაცაში, რომ გერიდება, გეშინია და მოკლედ, რომ  გგონია, ჯობია მარტომ აკეთო რაღაც, ეგრე ჭირდა ჰერტასაც უკრაინაში წასვლის წინ. ეგონა რომ ოსკარზე ცუდად იმოქმედებდა იქ წასვლა, თუმცა, სულაც არა...უკრაინაში ჩასული ოსკარი ,,ჩვენ ბანაკზე'' ლაპარაკობდა და ბედნიერად გამოიყურებოდა...

ასეა,როცა იცი, რომ ვიღაცას ჭირდები, ცუდად აღარ ხდები...
როცა ვიღაცას სადღაც წაყოლა ჭირდება, უნდა წაყვე და შენი ძალები ამოქექო...
როცა გიყურებენ, ძლიერი ხდები...
როცა გისმენენ, ჭკვიანი...
როცა გენდობიან, ნდობის გამართლება გინდება...
და როცა უკვე ბანაკი წარსულია, შენ კი შემდგარი პოეტი და შენზე ვინმე რომანს წერს, ბედნიერი...

როგორც ოსკარი ამბობდა, პირველად წლების მერე ჰერტასთან გაიხსნა, იმიტომ რომ მანამდ არავის არ უკითხავს ქონდა თუ არა ბანაკში სარკე, ან სარკეში ჩახედვის სურვილი...როდის წყვეტს ადამიანი თავის თავზე ზრუნვას ბანაკში...
ოსკარი ყველაზე ხშირად იხსენებდაიმას,როგორ ოცნებობდა კექსებზე...

როგორც ჰერტა ამბობს,ოსკარის მიზანი მუდამ ბანაკის გარეთ იყო,თვითონ კი რომანის წერისას მუდამ ბანაკში შესვლა უხდებოდა და ზოგჯერ იმდენად ძნელი იყო,რომ დღეების განმავლობაში საჭმელსაც კი ვერ ჭამდა...

ვოტ პროფესიონალზმი და ვოტ თანაგრძნობის უნარი...


ზოგადად სალიტერატურო წრეები,ჰერტას ნობელი ცოტა არ იყოს და მოულოდნელი იყოო,ამბობენ...

სხვადასხვა დროს გერმანელი მწერლებიდან ნობელი ტომას მანმა,ჰესსემ,ბიოლმა,გიუნტერ გრასმა და კიდე ჩვენთვის ნაკლებად ცნობილებმა აიღეს...

ზოგადად კონკურსები ნაკლებად მიზიდავს,მაგრამ ფაქტია,რომ ამინდს ქმნის...
მაგრამ საინტერესო ისაა,რის მიხედვით იქმნება ამინდი...
როგორც თომუშკამ დაწერა,იქნებ ყველას გვეკუთვნის ნობელი...
ან ჩვენ თუ არა,დოჩანაშვილს მაინცო...

მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენ ნობელი არ გვეკუთვნის,იმიტო რომ კითხვაზე მეტად წერა გვიყვარს,იმიტო რო მასწავლებლობა არა,პირდაპირ პრემიები გვინდა,კიდე იმიტო,რომ საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღება მარტო მართლმადიდებელ მშობლთა კავშირსა და ქალიშვილობის ინსტიტუტზე ,,კაიფში'' გამოიხატება,იმიტო რომ საზოგადოება რო გააჯანსაღო და სხვისი დაწერილის წაკითხვა,სხვისი მოსმენა და კიდე შენი საკუთარი პრობლემების გაშიშვლება უნდა ისწავლო...
კიდე,ის უნდა ისწავლო,როგორ გაიტანო შენი ლიტერატურა და ზოგადად შენი კულტურა საზღვრებს გარეთ,კიდე,ის,რომ როცა ყველა წიგნის ფესტივალზე და ყველა გადაცემაში და ყველა საღამოზე დეფი და კიდე ვიღაც ფსევდოები გისხედან და ამტკიცებ,კულტურულები ვართო,არადამაჯერებელი ხარ...
მოკლედ,ჩვენ ნობელი არ გვეკუთვნის...

სამაგიეროდ ვიცი,რატო ეკუთვნის ჰერტა მიულერს ნობელი:

იმიტო,რომ როგორც ჩემზე ბევრად კომპეტენტურები ამბობენ,უნიკალური ენა აქვს,პოეზიისებური პროზა,რომელიც ანათებს და კიდე წკრიალებს...თვითონ ამბობს,რომ ერთხელაც იგრძნო,როგორ გავლენას ახდენდა მასზე ენა და მიხვდა,რომ ამ გავლენის გამოყენებით რამეს მიაღწევდა...

იმიტო,რომ იმას არ წერს,რაც არ იცის,და როცა წერს,ისე წერს,თითქოს თვითონ ცხოვრობს...
ოღონდ თვლის რომ ცხოვრება წერის ანტონიმია...დაახლოებით ისეთა,როცა ვერ ვცხოვრობ,რო ვწერ ხოლმე...

მგონი მეც ავიღებ როდესმე ნობელს...:D

კიდე,იცის რომ იღბალი შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს,ამიტო ბედის გამონათებას არ ელოდება და ზოგჯერ იძულებით,მაგრამ მაინც ყოველდღიურად მუშაობს...

როგორც ამბობენ,რომ შეხედავ,გეგონება,ხელს ჩამორთმევისას თითები მოტყდებაო,ისეთი სისუსტის სუნი დის,მაგრამ როცა კითხულობ,გრძნობ ადამიანების უსაზღვრო შესაძლებლობასო...


მე მიყვარს,როცა ვხვდები,რო მართლა ბევრი შეგვიძლია,მერე ცხოვრება აღარ მეზარება ხოლმე...რამდენიმე დღე მაინც...

კიდე,მიყვარს,რამე გემრიელობა რო გამომიჩნდება წასაკითხი...