Tuesday, December 29, 2009

2 საათით დაგვიანებული არშემდგარი კონცერტი

წინასაახალწლო პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ისე განვრისხდი გუშინ, სულ დავკარგე მთელი წინასაახალწლო და მგონი შემდეგსაახალწლო განწყობაც, ამიტომ ავდგები და დავწერ კონცერტზე, რომლის გამოც არ წავედი დიანას წიგნის პრეზენტაციაზე და რომელიც იდეაში უფრო მხიარულ განწყობაზე დამაყენებდა,ვიდრე რამე სხვა ალტერნატიული საღამოსთვის არსებული გეგმები.. .
მოკლედ,ვიცოდი რომ შვიდ საათზე,თეათრი ათონელში,სამი ჯგუფი,ჩემთვის არაცნობილები,შესაბამისად,სიახლე და მიხაროდა. . .
მისვლისთანავე ცხადი გახდა,რომ 7-ზე არანაირი კონცერტი არ იქნებოდა,იქნებ 8-ზე თქო და გავბრაზდი იმაზე,რომ ასე მშვიდად თანახმა ვიყავი ერთსაათიან ლოდინზე. . .
მაგრამ რა ვქნა,ვიცი რომ ჩვენ ქართველები სულ ვიგვიანებთ,მოუწესრიგებლები ვართ და ამ ყველაფრის გაპროტესტებას უბრალოდ აზრი არ აქვს. . .
8 საათზე ცხადი გახდა,რომ კონცერტი არ დაიწყებოდა,იმიტომ რომ აპარატურის მონტაჟი მხოლოდ მაშინ დაიწყო და თან ისე,რომ ვერავინ ვერ მიხვდებოდა,როდის დამთავრდებოდა. . .

მართლა არ შემიძლია გავიგო, რატომ არიან კონცერტების ორგანიზატორები ისეთი ხალხი,რომლებმაც არ იციან,რომ შენი მაყურებელი შენთვის მნიშვნელოვანია და 2 საათიანი ლოდინი უბრალოდამისი შეურაცხყოფა...
არ მესმის რატომ არ არის უმეტეს დარბაზებში არანაირი სავენტილაციო საშუალება და რატომ უნდა მეშინოდეს გამუდმებით,რამე ,,ღონისძიებაზე'' მისულს,რომ სასიკვდილო დიაგნოზი ჯანგბადის ნაკლებობა იქნება. . .
არ ვიცი,როდის აქეთ მონტაჟდება აპარატურა კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით გვიან (დიახ,ზუსტად ასე არალოგიკურად )...

და ვერასოდეს წარმოვიდგენდი,თუ კონცერტი,რომელიც 2 საათით იგვიანებდა დაწყებას,უბრალოდ აღარ გაიმართებოდა. . .

p.s.ცოტა ნაკლებად განრისხებული რომ ვიყო,აუცილებლად ვიკითხავდი,ახალი კი არა,რამდენი ახალი წელი უნდა მოვიდეს,რომ რამე შეიცვალოს თქო,მაგრამ ახლა უბრალოდ ვიტყვი,რომ ასეთი უკულტურობები სავარაუდოდ არ იცვლება...ჩვენ უბრალოდ ის ხალხი ვართ,ვინც ორსაათიანი დაგვიანების შემდეგაც კონცერტის დაწყებას ველოდებით,იმის ნაცვლად,რომ პირველივე დაგვიანებულ 10 წუთზე სახლში წამოვიდეთ და რამე უფრო მნიშვნელოვანით დავკავდეთ. . .