Friday, December 18, 2009

არაძალადობა,ანუ ცოცხალი ბიბლიოთეკის ერთი ,,წიგნი''

გუშინ სულ შემთხვევით აღმოვაჩინე fb-ზე,რომ დღეს ზუსტად ისეთი რამეზე შემეძლო წასვლა,რაც კატასტროფულად მიყვარს. . .ანუ,ცოცხალ ბიბლიოთეკაში,ცოცხალი წიგნების წასაკითხად და ბონუსად კინოც მენახა. . . თანაც წიგნები ძირითადად ტოლერანტობაზე,რელიგიებზე,კულტურაზე და მოკლედ,ჩემთვის ,,ინწერესნო'' ამბებზე იყო. . .

,,ამირანში'' მისულმა აღმოვაჩინე,რომ არჩევანი შემთხვევითობის ლოგიკით უნდა გამეკეთებინა,იმიტო რომ თითქმის ყველა ,,წიგნი'' საინტერესო იყო. . .
ამიტომ მარტივად ავიღე არაძალადობა და მივმართე გიორგი ხუციშვილს. . .თითქმის წაკითხული რომ მქონდა მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე,რომ ჩემი არჩეულ ,,წიგნი'' კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი იყო და მე ჩემ ვაკუუმში ცხოვრება ზოგჯერ მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც მიბლოკავს. . ..
სამაგიეროდ გადასარევად იცოდნენ ბატონი გიორგის ვინაობა,ქუთაისელმა ქალბატონმა,რომლსაც არაძალადობა დიდად არ აინტერესებდა,სამაგიეროდ უსასტიკესად უნდოდა,მისი გოგონა წარედგინა. . .

დედაჩემმა რომ ეგრე უფუნქციოდ სადმე მიმათრიოს და წარმადგინოს,აბსოლუტურად არაშესაბამის გარემოში,თუნდაც საკუთარ ბიძაშვილებთან,ზუსტად ვიცი,ვეღარასოდეს შევიყვარებ. . .
მერე ამბობენ,კონფლიქტები აფხაზებთანო. ...რატომ არა კონფლიქტები ადამიანური ქცევის წესებთან?რატომ უნდა დაატარებდეს მაგისტრატურის სტუდენტს დედა რაღაც ღონისძიებებზე თანაც გაურკვეველი ფუნქციით?
კიდევ იყო ვიღაც შემაშფოთებლად აქტიური გოგონა,სავარაუდოდ სტუდენტური თვითმმართველობიდან,რომელმაც რამდენჯერმე შეყვირა ,,რა მაგარიაო'' და მალევე გაქრა. . .
და კიდევ,აფხაზეთიდან ლტოლვილი საყვარელი ქალები,რომლებსაც მართლა უნდათ,რამე აკეთონ,რამე შეცვალონ,რამე ისწავლონ და უბრალოდ,გელაპარაკონ. . .თანაც რამდენი აქვთ ხოლმე ეგეთ ქალებს მოსაყოლი. . .მაგათზე როდესმე აუცილებლად დავწერ რამეს. . .

უცნაურია,მაგრამ მე,რომელსაც გამუდმებით ათასი რამის ერთად კეთება მინდება,სულაც არ გამჩენია ფეხის მოცვლის სურვილი ჩვენი მაგიდიდან. . .
ძალადობა მართლა ის თემაა,რაც სასტიკად მაღელვებს,გარდა იმისა,რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე მელანდება,არამოულანდებელი,ანუ რეალური ფაქტებიც ზომაზე მეტია და ჩემთვის,დაკარგულ ტერიტორიებზე უფრო მტკივნეული, დაულაგებელი ოჯახებია, მენტალური ძალადობა,არალოგიკური კანონები,მასმედია,რომელიც ცუდად მოძალადე და უგემოვნოა და სამოქალაქო საზოგადოება,რომლებიც ასე,კინოდარბაზებში,ფორუმებზე და ტრეინინგებზე ხვდება ერთმანეთს,მსჯელობს,მერე კმაყოფილია და შემდეგამდე ვალმოხდილს მშვიდად ძინავს,რეალურად კი თითქმის არ არსებობს. . ..


ვერ ვიტან როცა კითხვაზე,რეალურად რას ვაკეთებთ,მპასუხობენ,რომ ყველაფერი ჩვენი,ახალი თაობის გასაკეთბელია,იმიტო რომ ჩვენ სხვანაირები ვართ. იმიტო კი არა,რომ ჩვენ რამე საწინააღმდეგო გვაქვს,იმიტომ რომ ყველაფერი მაინც უჩვენოდ კეთდება. . .
ვერ ვიტან,როცა კრიზისული მდგომარეობა და ყველა პრობლემა ერთად ბრალდება 70 წელს. გასაგებია,რომ საბჭოთა სინამდვილე შეცვლილიყო...
ვერ ვიტან,როცა ადამიანები ადამიანს სტატუსის ან ცნობადობის გამო უსმენენ და უღიმიან. . .

სამაგიეროდ,მიყვარს,როცა ვხედავ ადამიანებს,რომლებსაც უნდათ რაღაცის მოსმენა,რაღაცის გაება,აქვთ კითხვები და მათ კიტხვებზე მოიძებნება პასუხები,კიდე,როცა ადამიანი მართლა გისმენს და გრძნობ,რომ სისულეებს არ ლაპარაკობ და როცა ადამიანს არა სტატუსის ან ცნობადობის გამო უსმენ,არამედ იმიტომ,რომ უბრალოდ საინტერესო თემაზე საინტერესოდ ლაპარაკობს.. .

იმდენად მომეწონა,რომ მინდა კიდე იყოს მსგავსი ,,ინწერესნოობები''
იმდენად ჩავერთე,რომ ვერ მივხვდი,თინი რომ თინი იყო...
იმდენად დავიცალე,რომ ერთი თვე აღარაფერს წავიკითხავ ძალადობასა და დარღვეულ უფლებებზე (ისედაც დამიგროვდა გემრიელი წასაკითხები... )

და საბოლოოდ ჩემ გერმანელ თანამცხოვრებს,რომელსაც ეგონა რომ აქ ორ კვირაში მოწყენილობისგან მოვკვდებოდი:
თბილისშიც  თავზესაყრელად  ხდება  კარგი რამეები :)