Thursday, December 31, 2009

მგონია რომ მაინც არაფერი..


მოვიდა, წავიდა, არაფერი. . .
მერე ისევ მოვა, ისევ წავა და ისევ არაფერი. . .
მე მარტო სითბო, ხელი და სიზმარი. . .
ეგეც ჩემია და იმიტომ. . .

უფრო ხშირად მინდა ხოლმე თვალების დახუჭვა, მშვიდი ძილი და თმებში დამალვა. ..
მინდა უფრო სავსე, თბილი და არაფერზე მეტი...
როცა ისევ მოვა და წავა, რამე სხვა ვთქვა...
არაფერიც კარგია, იცი რომ ყველაფერი არასოდეს, ან როდესმე მერე. . . ან უფრო მეტი უნდა..ან გინდა...


დღეს ჩემ თავს ულამაზესი საყურეები ვუყიდე, აი, ზუსტად ისეთები, ჩემი ჭკუისები...
თოვლის ბაბუას რატო არ ელოდებიო...იმიტომ არა, რომ არ მჯერა, იმიტომ რომ არ მოდის ხოლმე თქო...
შეიძლება არ იცის რომ ისევ მჯერა...
შეიძლება ბევრი რამე არსებობს, რაც მარტო მე ვიცი და არ ვამბობ ხოლმე...
ეგეც ჩემია და იმიტომ...
ალბათ...
თქვენიც...
შეგიძლიათ მოხვიდეთ და მკითხოთ რამეები...
გეტყვით, რომ მიყვარხართ და მარტო თოვლის ბაბუასი არ მჯერა..
უბრალოდ ზოგჯერ ლაპარაკი მეზარება ხოლმე...
მგონია რომ მაინც არაფერი...
სასურველი საჩუქრები:
მათხოვოს ვინმემ თავისი ფეხები ჩემი ვერგადადგმული ნაბიჯების გადასადგმელად.
ვინმემ მიშოვოს ჯადოქარი, ცუდადგადადგმული ნაბიჯების უკან დასაბრუნებლად.
გული, რომელმაც არ იცის, რა არის არითმია, თორემ ზოგჯერ ასეთი არაპროგნოზირებადი რითმით ცხოვრება რთულია.
ბევრი მშვიდი, დიდხანსძილიანი დილა.
ბევრი სამოგონებებო მასალა.
 ბევრი ჩურჩხელა და ჭრელა-ჭრულა სამკაულები.
სუფთა ჰაერით სავსე ფილტვები და ბედნიერებისგან გათიშული ტვინი.
შანსები, რესურსები, ილუზიები, თავში ჩასარჩენი კადრები, ზამთრის გრძელი ღამეებისთვის დასამახსოვრებელი ფრაზები და სხვა მსგავსი ამბები, რაც ზოგისთვის სისულელეა, ჩემთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი...
იმაზე მნიშვნელოვანიც კი, იცის თუ არა თოვლის ბაბუამ, რომ მისი არსებობის მჯერა...
 მგონია რომ მაინც არაფერი..


ჩემს გარდა კიდე სხვების მილოცვაც არის აქ