Friday, February 27, 2009

ვინ დგას ობიექტივის უკან










Thursday, February 26, 2009

მინიმალ

 შენთვის მჭირდება
ყველა ის ფერი, რასაც მხოლოდ ბრმები ხედავენ,
ის მხარე, სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები.
                          რეზო გეთიაშვილი

Tuesday, February 24, 2009

სააღდგომო კვერცხები



ეს კვერცხები მარტო სააღდგომოდ არა, სულ იყიდება.
ზამთარ-ზაფხულ.

ქალაქში, სადაც მოცარტი დაიბადა და მე ერთი წელი ვცხოვრობდი, ძალიან, ძალიან ბევრი პატარა, ვიწრო ქუჩაა, მარჯვნივ და მარცხნივ ტურისტების გულთამპყრობელი მაღაზიებით.

ზუსტად იქ, ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის პატარა ვიწრო ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ ფერად-ფერადი სააღდგომო კვერცხები წელიწადის ნებისმიერ დროს.




























Monday, February 23, 2009

კიოლნის კარნავალი




















კიოლნი ჩემიდან ძალიან, ძალიან შორია, კი ამავე ქვეყანაშია, მარა დაახლოებით ისეა რა, თბილისიდან რო ალბათ სტამბულში ჩახვიდე.
ანუ ბევრი დრო უნდა დაკარგო გზაში და მერე ღამე სადმე დარჩენაზე იჩალიჩო, იმიტო რო იმავე დღეს უკან რო გამობრუნდე, ცოცხალი ვერ გადარჩები.

არადა, ეს კარნავალი ამ ქალაქისთვის კაი დიდი ამბავია.

ხოოდა, ვიჯექი მთელი დღე სახლში და ვუყურებდი ტელევიზორში კარნავალი ტრანსლირებას.

მერე ვიფიქრე, ბარემ აქაც დამედო ფოტოები. გეგონება, კიოლნსი ვიყავი ანგელა მერკერის თოჯინით ხელში/







ვოლფ ერლბრუხი

ბატონი ვოლფი გერმანელია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ილუსტრატორია, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

 ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გადაეკეტა კალენდრებზე, ხოოდა, ხატავს საყვარელ რამეებს და აწყობს თვეების მიხედვით.
მანამდე საბავშვო წიგნებისთვის ხატავდა. მოკლედ, კაი ვინმეა.

წელს თბილისშიც კი გამოჩნდა. "დიოგენემ" უსაყვარლესი კალენდარი დაბეჭდა, ილუსტრაციები კოცნის ციკლის იყო და მოგინდებოდა მთელი წელი აუცილებლად ვინმე გყვარებოდა.

მერე მე აქ ჩამოვედი და კი ძაან მეძინებოდა და იდეაში სულ არ მადარდებდა, ჩემი Gastfamilie–ს ოჯახის აღჭურვილობა, მაგრამ სასადილო ოთახში რო შევედი და კედელზე ამის კალენდარი დამხვდა, ისე გამეხარდა, უი, ვოლფითქო. დეკემბერი იყო და მარტო ბოლო ნახატი ქონდა შერჩენილი იმ კალენდარს. შენც იციო, გაუკვირდათ.