Sunday, May 31, 2009

budapest, ათასი ლამაზი ხიდის ქალაქი

არავინ არ იცის რატომ,მაგრამ კარგა ხანია მინდოდა ბუდაპეშტში წასვლა,მაგრამ როგორც ხდება ხოლმე,


ხან ფული ან მქონდა, ხან დრო და ხან წვიმდა...

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში სრულიად შემთხვევით ზომაზე უფრო ხელსაყრელი მარშუტი ვიპოვე, ოჯახში ვთქვი შაბათ-კვირას ნასტასია  არ არის თქოო, ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, გამოვიძახე ტაქსი და შუაღამისას ავიღე სტარტი...

შემთხვევითობის წყალობით ტაქსისტი უნგრელი აღმოჩნდა და კარგი ვრცელი ლექცია წამიკითხა უნგრეთზე...


როგორც ეს ჩემი გადმოგერმანელებული უნგრელი ირწმუნებოდა, უნგრული თვით გერმანულზე უფრო რთული ენაც კი ყოფილა, 36 თუ კიდევ  მეტი ასო აქვთ და საკომუნიკაციო ბაზისისთვისაც ჩვეულებრივზე მეტი ლექსიკური ერთეული გჭირდება...

მაგალითად სახლის აღსანიშნავად ორი სხვადასხვა სიტყვა ქონიათ...ანუ, ენა საშუალებას აძლევს რომ  როცა უნგრეთშია, მაშინაც სახლში იყოს და როცა გერმანიაში, მაშინაც...

ვკითხე არ გენატრება ხოლმე იქურაობა და დაბრუნება არ გინდა-თქოო?
13 წლის მერე რაღა დროს მაგაზე ფიქრიაო...

მე კიდევ,  სულ მეგონა რომ  უნგრულს სლავურთან რაღაც კავშირი უნდა ქონოდა.  როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად...
ტაქსისტის მტკიცებით, უნგრელები ფილნელებთან ერთად ადრე როდესღაც ციმბირიდან წამოსულან, მაგრამ მერე ფინელები იმდენად შორს გადახვეწილან, რომ ახლა მონათესავე ენების გარდა ყველაფერი ქვია ფინურს და უნგრულსო...(რამდენად მართალია, თავს ვერ დავდებ, მაგრამ უფრო სანდო წყაროს მოძებნის თავი და სურვილი აშკარად არ მაქვს)...


მოკლედ,უნგრულის სწავლას ისედაც არ ვაპირებდი და ამხელა ექსკურსის მერე ხომ სულ გადავიფიქრე...:)))

ახლა ბუდა და პეშტი...
დიდი და ბევრ სივრციანი...
ეს დუნაი იმხელაა, ისე არხეინად არი გაწოლილი შუაში და ისე მშვიდად მოედინება, სულ რომ არ გინდოდეს, მაინც საოცარი სივრცის შეგრძნებას ტოვებს....

ყველაზე დიდი და ლამაზი შენობა, რომელმაც გუგლში თვალიერებისას მომხიბლა, პარლამენტის აღმოჩნდა...
მაგის წინ დუნაი და კიდევ იმის წინ ჩემი ოთახი...

ხო, რაც შეეხება შენობებს და არქიტექტურას, კი ბატონო, ძალიან ლამაზი და მაგარია,მაგრამ ჯერ ერთი ძალიან ცენტრალური ნაწილის გარდა უხვად მოიპოვება დაჭმულფასადიანი, ჩამოძონძილ-ჩამოკონკილი შენობები და მეორე: ამ ვეებრელა შენობების უმეტესობის სადარბაზოები პირდაპირ ქუჩიდან იწყება და ჩემნაირი მობომჟო სულის ადამიანებისთვის საყვარელი კიბეები , სადაც შეგიძლია ჩამოჯდე და დალიო, მოწიო, ქალაქს და გამვლელებს უყურო ან სხვა ათასი ჯანდაბა აკეთო, თითქმის არ მოიპოვება...

თან საღამოს წვიმამ დაიწყო, ადრე ოთახში ასვლა არ მინდოდა და თითქმის ნახევარი საათი მომიწია ბოდიალმა, სანამ კიბეებიანი შენობა ვიპოვე და მთლად ისეთი მაინც არ იყო, როგორსაც ვისურვებდი :(((((((

ხო, შენობები ერთადერთი პრობლემა არ იყო...

ჩემ საყვარელ მაკდონალდსში-ში და ბურგერ კინგში (სადაც  ვიკვებები ხოლმე, როგროც წესი, უცხო ქალაქებში), სასტიკი უარი განაცხადეს ევროზე და კიდევ ერთი ნახევარი საათი ევროსადმი კეთილგანწყობილი კაფის ძიებაში გავატარე...

ისე, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტი საკმაოდ არაძვირი ქალაქია...

ხოოოდა, ეგ შანსი გამოვიყენე და ბლომად საყვარლობები ვიყიდე ;)))

საღამოს რაღაც მოინდიელო ტიპები ვნახე, ქუჩაში უკრავდნენ ეგზოტიკურ საკრავებზე საკმაოდ მხიარულ და კარგ მუსიკას და ზუსტად სათანადო ადილად მივიჩნიე ჩემ ჩანთაში არსებული ლუდის მარაგის მუსრის გასავლებად...



დღის ბოლოს, ზომაზე უფრო დაღლილი აღოვჩნდი ღამის ქალაქის გადასაღებად და ტკბილი ძილით დავიძინე დილის 7 საათამდე, რომელიც ჩემი მასპინძელისთვის ზომაზე უფრო დილა აღმოჩნდა ...დაპირებული ყავის სახლში ლოდინი დამეზარა და წინა დღეს არნანახი ციხის სანახავად გავეშურე და იქვე საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ბუდა ბევრად ლამაზია, ვიდრე პეშტი...

კიდე ერთი დასკვნა: თითქმის არაფერი არ ვიცოდი ამ ქვაყანაზე...ყველა ძეგლი და ყველა მემორიალური დაფა ჩემთვის არაფრისმთქმელ სახელებს შეიცავდა...მერე დავფიქრდი, ვინ ვიცი უნგრელი თქოო და არც არავინ...ან ვინმე ვიცი და არ ვიცი რო უნგრელია :))

საბოლოოდ ერთი-ორი ნაცნობი აფიშებზე ვიპოვე : ვიღაც ტიპი, რომელსაც ადრე ვუსმენდი ხოლმე, დემის რუსო, რომელსაც დედაჩემი უსმენდა ადრე და ლენი კრავიცი, რომელსაც რაღაცატომ არც ერთი არ ვუსმენთ, მარტო ის ვიცი რომ მაგარ ვილაში ცხოვრობს და სექსუალურ ტიპად ითვლება...

Friday, May 29, 2009

ვანილის ნაყინი და შოკოლადი



- შენ შოკოლადის გემო აგქვს ხო?
- შენ ვანილის ნაყინის?

პ.ს. როცა პატარა ხარ, სამყაროს აღქმა გაცილებით მარტივი და გემრიელია.(с) ნასტასია

ჩემი ტკბილი ქუჩის მუსიკოსი


es ucnauri  arseba gushin vnaxe da  ragacatom arc  mikitxavs rogro iyo d a vin iyo,ise gadavcyvite ro bednieri adamiani adamiani iyo....
 2  kvadratul metr  asfaltse elaga mteli magisi mozravi avla dideba...velosipedi,zveli ,didi zurgchanda ,ramdenime egzotikuri  sakravi da  usayvarlesi,ubomboresi  zagli...
kide xewlnaketi ragaceebi da  rac mtavaria batinkebi,velosipedi da  zveli,chreli   naqsovi qudi...
yvelaferi si,rasac tavisuflebis suni adis da  rac individualurobas  da  simsubuqes ganichebs... toje    tak indivilualuri  iyo  is musika,rasac   ukravda  da  ragac zalian  dagubebul,shinagan xmas gamoscemdnen es  ucnauri,chrela-chrula  ,,trubebi'
momechvena,ro is,rasac es tavisufali,bednieri adamiani   ukravda chveni  sulebis,chveni shinagani samyaros,qvecnobieris da kide atasi egeti   chamarxuli ragacis   xma  iyo...
miyvars bednieri adamianebi ,tavisuflebis shegrzneba da  suli musika...




Wednesday, May 27, 2009

იტალიის სილიანი სანაპიროები





კეთილო ადამიანო, კეთილო ადამიანო, გამოდი

სასტიკად მინდა და სასტიკად მენანება ფული.
შესაბამისად სასტიკად მინდა კეთილი ადამიანი, რომელსაც არ ენანება ფული. :ბის:

Tuesday, May 26, 2009

შვებულება იტალიაში



იტალიაში ვიყავი, ოღონდ ყოვლად ისეთში, რომელიც არაფრით არ გავდა იმ იტალიას, რომელიც ჩემ წარმოსახვაში არსებობდა. 




თავიდან ბევრი და  ლამაზი მთები, მერე 
ასევე ბევრი და ლამაზი ყურძნისბაღებიანი და ძალიან, ძალიან ბევრი ვარდები.
მერე ზღვა, ბევრი ჩინელი და ბევრი შავკანიანი, მესამე რანგის ქვეყნებიდან რაღა საკვირველია..

საწყალი და უბედური ადამიანები, სხვების შვილებზე სათამაშოებს რომ ყიდიან თავიანთი შვილებისთვის საჭმლის საყიდელი ფულის გასაგზავნად...








პირველივე დილას პლიაჟზე გასულს იმდენი ჩინელი მომხვდა თვალში თავიანთი ჭრელა-ჭრულა ფრანებით და მასაჟის და ტატუს გაკეთების შემოთავაზებით, ვიფიქრე საქართველო ერთადერთი არ არითქო, მაგრამ მერე ერთმა შავკანიანმა ბანგლადეშელმა, რომელიც განსაკუთრებით იაფად ყიდდა დაპატენტებულ ბრენდების ჩანთებს და ქამრებს, თავისი ორი ბავშვის სურათი მაჩვენა და ამიხსნა, იტალია არ მომწონს, ჩემი ქვეყანა უფრო ლამაზია, იქ მინდა, მაგრამ პოლიტიკური პრობლემებია, ბავშვებს საჭმელი უნდა და მონატრების რეჟიმში ვცდილობ ფული დავაგროვოო, ისე საშინლად შემეცოდა, სულ დამავიწყდა ყველა ის ადამიანი, რომელიც მენატრება.

მერე როგორც იქნა, ცოტა იტალიური განწყობისთვის უგემრიელესი იტალიური ღვინო, არანორმალურად დიდი პიზა და ვენეციური შუშის უსაყვარლესი სამკაულების ავითვისე.
არანაირი კოლიზეუმი, არანაირი ვენეცია, არანაირი რომეო და ჯულიეტა...
მოკლედ, ბანგლადეშელების თანაგრძნობისთვის და ერთად ბევრი გერმანელის და ავსტრიელის სანახავად, გადასარევი ადგილია ბიბიონე.

მე იტალია სულ სხვანაირი მქონდა წარმომედგინა

Tuesday, May 12, 2009

დიალოგი

-სად იყავი?
-არსად
-რას აკეთებდი?
-არაფერს

Tuesday, May 5, 2009

სიხარულები, ბავშვებისთვის მოსაყოლი ამბები და სურვილები

რამდენიმე დღის წინ გამეხარდა რომ ჩემგან ძალიან შორს, ჩემ საყვარელ ქალაქში ორმა ადამიანმა მომიკითხა,რომლებისთვისაც სადღაც რამდენჯერმე ნანახი ადამიანი ვარ..რომლებზეც არასოდეს ვიფიქრებდი თუ  დამიმახსოვრებდნენ და მიტ უმეტეს, მომკითხავდნენ...ჩემი ”პარიკმახერშა” და საავადმყოფოს რეგისტრატორი ქალი...
უცნაური ამბავია...

სულ ვფიქრობ რომ ცხოვრება ღირს იმათ, რომ  ვიღაცას სადღაც, ნებისმიერ კონტექსტში გაახსენდები, როცა შენზე ფიქრობენ და როცა ჩვეულებრივი შემთხვევითი ნაცნობი ვინმეს მოგონებების ნაწილი ხდები...

ვიცი მაროს ხშირად ვახსენდები და არასოდეს დაავიწყდება ნაას ყველაზე მეტად შატილის მთვარე რომ  უყვარს, რომელიც ყველაზე დიდია, ყველაზე ახლოს და ერთ ღამეში ორჯერ ამოდის...
ყოველ შემთხვევაში ნაა ასე ამბობს და ნაას მარო უყვარს..
მარო ამბობს რომ:  ”ნაა თბილა”...

მაგრამ ”პარიკმახერშა” და რეგისტრატორი ქალი მეუცნაურა...სასიამოვნოდ, რაღა თქმა უნდა...

რამდენიმე დღის წინ სიგარეტი არ მომყიდა ახალგაზრდა ბიჭმა, უპასპორტოდ 18 წლისას არ ვგავდი...კაცმა რომ თქვას,პირველი ჩაბურტყუნების მერე ეგეც გამეხარდა,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მაგას არ დავამახსოვრდები ...

დღეს ჩემმა 83 წლის ნაცნობმა ბებომ წარბების კონტურული მაკიაჟის გაკეთება გადაწყვიტა და უფრო მეტად შემიყვარდა ბებიაჩემი,რომელიც ისეთი ნატურალურია, როგორც ყველაფერი მაგის მაგის გარემოში...

გუშინ ალპებზე ნისლი იყო, დიდი,ნაცრისფერი სქელი ფარდის მსგავსი და ნისლების არამსგავსი...
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველაზე ლამასია ნისლები მაწმაოშია...

თითქმის ყოველდღე ვფიქრობ ჩემ სულელ ილოზე, რომელიც კაცმა რომ  თქვას, სულაც არ არის ჩემი და მიუხედავად იმისა, რომ მაგისთვის ოდნავ მაინც მეტი ვარ, ვიდრე ”პარიკმახერშასთვის” და რეგისტრატორისთვის, ვიცი, რომ ეგ ის არ არი, რაზეც ასე ინტენსიურად უნდა ვფიქრობდე...მაგრამ ეგეც ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბებიაჩემი და მოწმაოს ნისლები...

დღეს ჩემ ბავშვს არ ეძინებოდა და ამბების მოყოლა მთხოვა...
მინდა მსგავსი ისტორიები ჩემ როდესმე დასაბადებელ ბავშვს მოვუყვე...
რომ გაიზრდება, ალბათ ისე, რომ მე აზრზე არ ვიქნები, გაახსენდება რომ  ძველ სახლში დაკიდებული ორი აფსოლუტურად თეთრი სურათი ეკიდა, რომლებზე დახატულ მინდორს და ლუფტბალონებს ბავშვების გარდა ვერავინ ხედავდა...
მინდა მეც ხულ მახსოვდეს რომ ისეთი რაღაცეები უნდა დავინახო, რასაც სხვები ვერ ხედავენ...
მინდა ოდესმე ისეთ მინდორზე მოვხვდე, სადაც არავინ არასოდეს არ ყოფილა და სადაც ყვავილები ცეკავვენ და ბზიკები არ იკბინებიან:DD...

რომ ჩამოვალ,მოწაოში ავალ...

Saturday, May 2, 2009

მშრომელების დღე და ერთი პატარა გერმანული ქალაქის დღესასწაულთაგანი



როგორც გუშინ ამიხსნეს, 1 მაისი მუშაობის დღე თუ დღესასწაული თუ  რაღაც ეგეთია, ამ დღეს არავინ არ მუშაობს, ყველა მაღაზია დაკეტილია და ყველას უხარია, სამსახური და დასვენების დღეები ორივე რომ აქვს, ისო.. ( დიადი საბჭოთა კავშირის დღესასწაულებზე ცოტა ნათელი წარმოდგენა რომ მქონოდა, ისედაც უნდა მცოდნოდა მაგდენი და 20 წლის ასაკამდე უნდა გამეგო მსგავსი ამბები, მაგრამ არა უშავს, საბჭოთა მემკვიდრეობისგან რაც უფრო თავისუფალია ტვინი, მით უკეთესი.)

უცნაური ის არის, რომ ამ დღეს მხოლოდ ის დღესასწაულობს, ვინც დანარჩენ დღეებში მუშაობს. ალბათ იმიტომ არ უყვართ საქართველოში ამ დღის აღნიშვნა, იქ ხომ ყველა მეორე უმუშევარია.
აქ კი, სადაც ყველა მეორე 15წლიდან მუშაობს, დღეს კი ყველა ისვენებს, ვიფიქრე, ვნახავ, რას დღესასწაულობენ მაღაზიებდაკეტილ ქალაქში-თქო და აღმოჩნდა რომ მაღაზიებ- და ბიოროებყელში ამოსული ერი 1 მაისს ერთად იკრიბება ქალაქის რამდენიმე ადგილას, და ხის ბოძებითა და ტოტების ლენტებიანი გვირგვინებით რაღაცეებს აშენებენ, მერე ანგრევენ, ხეებს ხერხავენ და მოკლედ, იმ დროს იხსენებენ, მაღაზიებსა და ბიოროებში ჯდომის მაგივრად ტყე-ღრეში რომ მუშაობდნენ...იქიდან დღემდე კაცმა რომ თქვას ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ტყავის შარვლები და კორსეტიანი კაბები აცვიათ და ისევ აცარიელებენ ლუდის კათხებს და იმავე სიმღერებს მღერიან...