Monday, June 29, 2009

წიგნიs ფესტივალი

ბოლო დღეებია თბილისში წიგნის ფესტივალი ტარდება და ხალხი ბლოგებზე შთაბეჭდილებებს წერს...
მე კიდე მიჭირს იმის გათავისება რო წიგნის ფესტივალი უჩემოდ ტარდება...
არ ვდგავარ ჩვენ სტენდთან და ჩემი ხელით გასცორებულ წიგნებზე არ ვქაქანებ...
ჩემ ,,ინტელექტუალ'' მეგობრებს არ ველოდები...
ბიძაჩემის მეგბართან ერთად ყავას არ ვსვამ და მუზილზე არ ვჭორაობ...
უბრალოდ,წიგნებს არ ვყიდულობ,ან არ ვათვალიერებ...
და იქ არ ვარ,სადაც ბოლო წლები ვიყავი...

სტრანი გრძნობაა...
მე მინდა იმის და ისე მწამდეს,რისიც და როგორც ბავშვობაში მწამდა...მინდა რომ ,,პატარა ,ცისფერთვალება,ლამაზქერათმიანი ეშმაკუნა გოგონა'' ისევ მე ვიყო,და არა ვიღაცა,ვინც ბავშვობის ნაცნობებს მოგონებებში დავუტოვე და იმის მერე თვალით არ მინახავს... 
მინდა ისევე მჯეროდეს ჩემი შესაძლებლობების,როგორც უნივერსტეტში ჩაბრებისას მჯეროდა... 
მინდა ვიცოდე რ მინდა და ვცდილობდე იმის მიგებას,რაც მინდა.. 
მინდა ისევ მჯეროდეს რო ბედნიერება ბევრი ბავშვია და ისევ 4 ბავშვის გაჩენაზე ვოცნებობდე და შიშით არ ვუყურებდე ბევრ პატარას... 
მინდა ისევ ისე ვიყო შენით აღფრთოვანებული,დაათ, როგორც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ვიყავი... 
მინდა ასე გულგრილად არ ვუყურებდე,როგორ მიდიან და მოდიან ადამიანები და მინდა შენ არ იყო ის,ვინც ადგება და წავა იმიტომ რომ ის აღარ ვარ ვინც შენ გაიცანი და ვისთან ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო იყო... 
მინდა რომ სურვილებს წერის მაგივრად,ვახორციელებდე... 
მინდა რომ ,,მიყვარხართ''ს სათქმელად აქ წამოსვლა არ დამჭირვებოდა... 
მინდა რომ არითმია მარტო ჩემ გულის დაავადება იყოს და არა ცხოვრების წესი... 
მინდა რომ ჩემი გეგმები ყველაზე ბუნდოვანი რამე არ იყოს,რაც კი ბუნებაში არსებობს... 
მინდა რო მ ადამიანებს,რომლებსაც რეალურად გვერდზე ვჭირდები და რომლებიც მე კიდე უფრო მჭირდებიან, ,,მენატრებით''-ს დამამშვიდებელივით არ ვიგზავნიდე... 
მინდა ასე სასტიკად ეგოცენტრული არ ვიყო და ყველა წინადადებას ,,მე''-თი არ ვიწყებდე... 
მინდა პასუხი კითხვაზე,, რა გიშლის მაგ ყველაფერში ხელს'' ,,არ ვიცი'' არ იყოს... 
მინდა ჩემი თავი ისეთი მიყვარდეს,როგორიც არის და დისკომფორტს არ მიქმნიდეს...


მაგრამ არ მინდა ჩემ თავს პლასტიკური ოპერაცია ჩავუტარო... 
არ შემიძლია ის,რაც ბუნებრივია და თავისით მოდის უკან გავაბრუნო... 
არ შემიძლია ერთ მდინარეში ორჯერ შევიდე... 
არ შემიძლია დანაშაულის გრძნობით ვიცხოვრო... 
არ შემიძლია ჩემ თავს ვუთხრა რო ცუდი არსებაა და რამე უნდა ქნას... 
მე უბრალოდ ასეთი ვარ...ცხოვრება მიყვარს და ისიც,რაც მოაქვს... 
კიდე მისტიკის და მსგავსი სისულეებს მჯერა და ვიცი რო რომ როდესმე ყველაფერი კარგად თუ არა,ისე მაინც იქნება,როგორც საჭიროა...

Sunday, June 28, 2009

მეოთხე საათია მიუნხენის სადგურში ვარ და ბოლო მეოცე წუთია ვიღაც აყროლებული ბომჟის ხვნეშას ვუსმენ. 
მე მგონი არსად,არც ერთ ქვეყანაში არ ისმის ამდენი ხვნეშა,ბოყინი და ცხვირის მოწმენდის ხმა,რამდენიც გერმანიაში.


თბილისში მინდა,ჩემ საყვარელ და ბოლო ქუჩამდე შესისხლხორცებულ თბილისში…
ჩემ 40 კვადრატულიანი ბინის 2 სართულიანი საწოლის მეორე სართულზე,ფანჯარაში გაყოფილი თავი მინდა…
არადა,5 საათის ლოდინის მერე მოსული ჩემი მატარებელი სულაც არ მოდის თბილისში…
მაგრამ როდესმე ხო ჩამოვალ და ჩემი რამდენიმე განსაკურთრებით ,,ჩემი’’ ადამიანის ნახვის მერე სასწრაფოს გავაკეთებ პრაიმ-ფიტნესის აბონემენტს და ბევრს ვირბენ ,,დაროჟკაზე '')))))
ბებიაჩემთან ავალ,მადლობას ვეტყვი რო ცოცხალი დამხვდა და ბევრს ვეთამაშები უჩემოდ გაზრდილ ჩემ ბიძაშვილს  
ჩემ დას დღეში 40ჯერ ვეტყვი რო ყველაზე მეტად მენატრებოდა და მექაჩებოდა ყელში ამოსულ და მაინც ყველაზე საყვარელ ქალაქში…
მოვადუღებ ჩვეულებრივზე მეტ კაპუჩინოს და გაგიმასპინძლდებით danke,bitte-s გარეშე...


ჩემი ბომჯი წავიდა,ეგეც danke,bitte-s გარეშე ...
კიდე,ბევრ ახალ წიგნს ვიყიდი და ბოლო-ბოლო დავიწყებ ეკრანის გარეშე ქართულად კითხვას...
იმედია საიდანმე ახალი ადამიანებიც მოვლენ და რამე ჯობიც ფოტოგრაფის პონტში…
როდემდე უნდა ვიღო მარტო ჩემთვის და უანგაროთ ...
კიდე ზაფხულში ყაზბეგში ავალ და ზამთარში ბათუმში წავალ,ორივეგან საუკუნეა არ ვყოფილვარ …
ხოო,იმედია,ჩემ ეშმაკებს მოგვუდავ,მოვძებნი ჩემ ბავშვობის მოძღვარს და მოვახერხებ ისევე გულწრფელად ლაპარაკს,როგროც ღმერთს ველაპარაკე პრაღაში წასვლის წინა ღამეს ..
ხო,თეატრი…ბევრ სპექტაკლზე წავალ და რა თქმა უნდა ყველაზე ჯინსებით და კეტებით……

კიდე,დედას და მამას არაფერს არ ვეტყვი,იმიტომ რო თვითონაც იციან ყველაზე მაგარი დეე და მაა რომ არიან...
ჯავახეთში წავალ,არ ვიცი როგორ და ვისთან ერთად,მარა წავალ
კიდე,შემოდგომაზე ბაბუას სახლში წავალ,ყურძენს მოვკრიფავ და ისეთ ბადაგს დავლევ,ბაბუა რო მასმევდა
გავიხსენებ მიუნხენის სადგურში 5 საათიან ყურყუტს და მატარებელს,რომელიც თბილისში არ მოდიოდა,როცა ყველაზე მეტად მინდოდა  
მანდ წამოსვლა
უი,ირასთანაც ავალ და ვეტყვი რო ჩემი საყვარელი ირაა
კიდე შევეგუები ჩემი ლამაზი დაქალის შეცვლილ სოციალურ სტატუსს 
მოწმაოში ავალ და მთელი ამ პლასტმასის მარწყვების და ჟოლოების ჯიბრზე ძალიან ბევრ მარწყვს და ჯოლოს ,,გავძოვ'',ტუცჰბის გაწითლებამდე...
შეიძლება დეკის ჩაიც დავლიო,კი არ მიყვარს,მარა მაინც...
მატარებლის მოსვლამდე 40 წუთი რჩება,მე კიდე ყველაფერი გავაკეთე მგონი,რისი გაკეთებაც მინდოდა...ხოო,და ამდენი რამის მერე თუ ისევ ვერ ვისწავლე იმის დაფასება,რაც მაქვს და მიყვარს,ისევ აქ წამოვალ და ახალ გეგმას დავწერ ალბათ..

Thursday, June 25, 2009

ვაკანსია

4 დღის გადაბმული წვიმების და მეზობლების დატბორილი ეზოების დანახვის შემდეგ ვაცხადებ ვაკანიას სიმპატიური ნოეს თანამდებობაზე...

აუცილებელი არ არის კიდობნის აგება და მით უმეტეს ცხოველებით გამოვსება...
საკმარისია წვიმიან ამინდებში ჩემ განწყობაზე ზრუნვა და გამომდინარე იქიდან რო 40 დღიანი წვიმები აღარ არსებობენ და მეც საკმაოდ ადვილად ასატანი ვარ,თავისუფალ დროს შეუძლია ყავა მოადუღოს,ან მზე შეუკვეთოს,ან რამე საინტერესო ალბომები ეძებოს,მერე ერთად მოსასმენად...

სამუშაოს თავის კარგად გართმევის შემთხვევაში გამოეძებნება ადგილი არაწვიმიან ამიდებშიც...

Monday, June 22, 2009

amsterdam

ვიცი რო ყველა ოცნება როდესმე სრულდება...
ახლა უკვე
ვიცი რო არსებობს ქალაქი,სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებ და რო ამსტერდამი ის არის,სადაც ყველანირი წინაპირობების გარეშე შეგიძლია ბედნიერი იყო...
აძონძილ-დაძონძილ,თუხთუხა,მხიარული,ლამაზი,საყვარელი,გადარეული...
ყველაფერი ერთად...
აქ არ შეიძლება მოიწყინო...
აქ არ შეიძლება ლამაზი ჩექმა არ იყიდო...
აქ არ შეიძლება უუმაგრესი გამოფენები არ ნახო...
არ შეიძლება ნავით არ ისეირნო...
არ შეიძლება ვიღაცა გადარეულს,რომელიც დასლევად გეპატიჯება,უარი უთხრა...
არ შეიძლება ღამე დაიძინო...
არ შეიძლება არ აღფრთოვანდე და
არ შეიძლება არ წახვიდე...










PHYLLIS GALEMBO

ფილიპს გალემბო ამერიკელი ფოტოგრაფია,რომლის გამოფენაც ევროპასჰი პირველად წელს მოეწყო.გამოფენა ამსტერდამის გალერიაში 11 ივლისამდე გაგრძელდება.
გამოფენის თემაა ,,მასკარადი''...ფოტოები გადაგებულია სხვადასხვა აფრიკულ ტომში.
გალემბო,რომელიც ნიუ იორკის სახელწიფო უნივერსტეტში უკვე წლებია ლექციებს კითხულობს,ასევე წლებია აქტიურად მოგზაურობს აფრიკის ტომებში და იქ გადაღებული სურათებით ცდილობს დააკავშიროს ერთმანეთთან ამერიკა და აფრიკა,რადგან,როგორც თვოთონ ამბობს,ამერიკელთა წარმოდგენები აფრიკელებზე,მხოლოდ იმის მიხედვით იქმნება,რასაც აფრიკული დიასპორა ამერიკაში ყვება...
სინამდვილეში კი აფრიკული ტრადიციები და რიტუალები ბევრად მეტია...

რაღაცნაირად საინტერესოა ისიც,რომ გამოფენა ამსერდამშია და არა სხვაგან...ქალაქში,რომლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოსაც წითელი ფანრების ქუჩა წარმოადგენს,სადაც სიშიშვლე ესთეთიკაა,სადაც რიტუალი საღამოს ბარში მოსაწევად შესვლაა და სადაც მასკა მხოლოდ კაიფით მოტანილი საკუთარი აზრებია...და სადაც ხელოვნება მაინც ძალიან,ზალიან აქტუალურია...

სხვისი არ ვიცი და მე მესაინტერესოა ეს გამოფენა...
ბოლო 6 თვეა,მარტო ის მესმის რო აფრიკაში ბავშვები შიმშილით კვდებიან და სულ ისეთი შეგრძნება მაქვს,რო ერთადერთი,რაც ევროპამ აფრიკაზე იცის,მარტო ეგ ფრაზაა...

არადა,მაგის გარდა კიდე ათასი საინტერესო აქვთ ჩვენ შავ თანადედამიწელებს...
თუნდაც მუსიკა...
თუნდაც ის გარემო,რაშიც ცხოვრობენ და რასაც ამერიკელი ფოტოგრაფი დეკორაციად იყნებს გადაღებებზე...
თუნდაც ის მხატვრობა,რომელიც მართალია კლასიკაა არაა,მაგრამ ყველა სახლის კედელს ამ
შვენებს და მე თუ მკითხავს კაცი,კლასიკაზე არააკლებ საინტერესოა...
და კიდე უუუუსაყვარლესი და უუუუჭრელესი სამკაულები,რომელსაც არაფრით არ შემიძლია გულგრილმა ვუყურო...
მოკლედ,ამსტერდამში აფრიკული ფიქრებისთვის გამოფენა შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა...









Thursday, June 18, 2009

ბევრი მზე, ჩიტები და ხელშესახები მარადიულობები



პირველად ვიფიქრე რომ ყველა მკვდარი ცოდო არ არი და სიკვდილის მერე ყველაფერი არ მთავრდება...
სიკვდილის მერეც შეიძლება საუკუნეები გესმოდეს ჩიტების ჟივჟივი და გქონდეს ბევრი მზე და კიდევ უფრო ბევრი სიმშვიდე...
და გამიკვირდა...
საღამოს ჩემ ერთ ჭკვიან და კარგ ადამიანს ვუთხარი და მითხრა სისულელეაოო...
ალბათ...
მაგრამ სასაფლაოზე,სადაც ეგ იდეა გამიჩნდა,მართლა ისეთი სიმშვიდეა,რომელსაც ნებისმიერი ადამიანი დიდი სიამოვნებით ინატრებდა საკუთარ თავში...
როცა ვფიქრობ ხოლმე,რატო ვერ ვგრძნობ თავს კარგად,ყოველთვის იმ დასკვანმდე მივდივარ რო არ არ შემიძლია მართივარ მშვიდად ყოფნა...სულ მგონია რო კიდე რაღაც უნდა მქონდეს,კიდე რაღაც უნდა ვაკეთო,კიდე ვიღაცას უნდა ვუყვარდე,კიდე სადმე უნდა წავიდე და ეს ყველაფერი მერე ჩემ სიმშვიდეს საუკუნოდ სადღაც ჩემგან ძალიან შორს მიერეკება...მე მგონი აქ,წორმსის სასაფლაოზეა მთელი ქვეყნის აფორიაქებულ არსებათა დააკრგული სიმშვიდეები...
გარდა მაგისა,კიდე ხვდები,რო მარადიულობა ხელშესახები და აღქმადია...
10 საუკუნის წინანდელი საფლავის ქვები...
მათთვის ყველაფერი ისეა,როგორც მაშინ იყო,როცა მოკვდნენ,როცა სიკვდილის მერე 2 საუკუნე გავიდა და როცა კიდე 2 გავიდა და როცა 10 საუკუნის მერე ვიღაცა მე მივედი,ისევ არაფერი არ იყო შეცვლილი...
ალბათ ეგეც სისულელეა,ალბათ სულ ერთია როცა გვამი ხარ შენ გარშემო მზე და ბევრი ჩიტებია თუ ხალხმავალი სოფელი და ბოლო-ბოლო მზე და მწვანე გარემო შეიძლება სადმე სხვაგანაც ისეთივე წარმატებებით ნახო,როგორც ვორმსის ებრაელების სასაფლაოზე...
ალბათ მთავარი ის არი,რო მსუნთქავი გვამი არ გახდე,რომლისთვისაც სულ ერთი იქნება სად იქნება...



Monday, June 8, 2009

თანამედროვე მონები ანუ ცხენები ეტლების გარეშე






აქციის ადგილი- ზალცბურგი

აქციის თარიღი -7 ივნისი,დღის მეორე ნახევარი

თვალშისაცემი ფაქტი- აქციის მონაწილეთა სიმცირე და თავსხმა წვიმა

აქციის მოთხოვნა- ეტლის ცხენების სამუშაო გრაფიკი


საინფორმაციო ბუკლეტში,რომელიც აქციაზე რიგდებოდა, გულისამაჩუყებელი კი არადა,გულზე მოსახვედრი ფრაზებით არი აღწერილი ამ მართლა საწყალი ცხენების მდგომარეობა...

12 საათი სიცხესა და წიმაში,10-დან 4-მდე ზამთარში, 10-დან 9-მდე ზაფხულში,ყველანაირი დასასვენებელი დღეებისა და ,,შვებულების გარეშე'',მაშინ როცა ქალაქში მოსიარულე ტურისტები (რომლებისთვისაც არსებობს ეტლები) იღლიაში ამოჩრილი წყლის ბოთლებით ჩრდილს ეძებენ,ასფალტზე,ეტლში შებმული ცხენები კლიენტის მოლოდინში სიცხისგან იხარშებიან,ამიტომაცაა,რო ჩვეულებრივთან შედარებით ისინი ნაკლებს ცოცხლობენ...

აქციის მონაწილეების აზრით ეს ცხენები თანამდედროვე სამყაროში მონები არიან,რადგან მხოლოდ მონა მუშაობს ყველანაირი საზღაურის გარეშე დაუსვენებლად...

ცხენების და საერთოდ ცხოველების მონების როლში წარმოდგენა,ცოტა არ იყოს და გაზვიადებულად მეჩვენება,მაგრამ ფაქტი ის არის,რო ამ ჩვენ მარადიულად შეშფოთებულ და მაინც სანატრელ ევროპაში,ცხოველების როლი ზოგჯერ არეულია ხოლმე...

როგორც აქციის მონაცილეების ბროშურაში ეწერა,ცხენი არის ცხოველი,რომელიც გაჩენილია იმისთვის,რომ თავისუფალ,გაშლილ სივრცეში იყოს და არა მანქანებით გაჭედილ ქუჩაში ეტლი ახრიგინოს,რასაც აფსოლუტურად ვეთანხმები...ადრე,ერთმა გერმანელმა ბავშვმა მითხრა,ჩემი საყვარელი ცხოველი ცხენიაო და გამინათდა თვალები,ჯირითზე დადიხარ თქოო?

არა,მეშინიაო და გამოატრია თავისი ოთახიდან სათამაშო ცხენები და კიდე წიგნები,ცხენების სურათებით...

გამახსენდა როცა მაგისხელა ვიყავი და ცხენების სიყვარულზე ვდებდი თავს,როგორ მიხაროდა ზაფხულში ხევსურეთში ასვლა და ცხენზე ჯდომა...

ამ ბავშვის სიყვარული ჩემთვის პლატონურად შეყვარებული იმპონეტიტის სიყვარულია...

ისევე,როგორც ამათი დემოკრატიაა ხოლმე ხშირად იმპოტენტი და არაფრის მაქნისი...


მაგრამ ცხენები ერთადერთი არ არიან,ვინც მეცოდებიან...

სახლში გვყვავს კურდღელი,რომელიც არც ავად გამხდარა და ვერც იმას ეტყვი,არც სტაფილო ეამაოო,მაგრამ მაინც ,,ამ საწყალ კურდღელს'' ვუძახი...

ჯერ იმიტომ რო კასრტირებულია..

მერე იმიტომ რო დღე და ღამე გალიაში ზის და თუ ეზოში გავუშვი ბალახზე სარბენად,სასწრაფოდ მეზობლის ეზოში აღმოჩნდება ხოლმე და ჩემი რისხვა ატყდება თავზე...(მეზობლის ეზოში იმიტო,რო იქ დედალი კურდღელი მოიპოვება, ასევე გალიაში,რა თქმა უნდა)...


ხოოოდა,ჩემ ბავშვს რო კითხო,ამასაც უყვარს კურდღელი...


ოგონდ ყველაფერს დაუშვებს იმის გარდა რო კურდღელმა ტყეში უნდა იცხოვროს და რამდენიც უნდა იმდენი ირბინოს

პ.ს.

ჩემი მეგობარი ორი დღის წინ თევზების საჭმლის საყიდლად წავიდა და ცხოველთა მაღაზიის მისამართი სხვა მაღაზიაში იკითხა,სადაც კითხეს,ჩვეულებრივი ცხოველების თუ სპეციფიურისო...

რაზეც ეს რა თქმა უნდა გამოშტერდა

ხოოოდა,მერე მე ავუხსენი,რო ეტლის ცხენები,კასტირებული კურდღლები და მსგავსი არსებები არიან სპეციფიური ცხოველები და შესაფერის გარემოში არსებული ცხოველები ჩვეულებრივები...

გამომდინარე იქიდან,რო უკეთესი განმარტება ჯერ -ჯერობით არავის შეუთავაზებია, ჩემი ახსნა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა ...







Friday, June 5, 2009

გამომდინარე იქიდან,რო არაქართულ სივრცეში ვცხოვრობ,ქართული ლიტერატურული გვერდების დატვირთვა ჩემთვის ორმაგად გაიზარდა...მართალია ის,რაც იქ იდება,ხან მომწონს,ხან არ მომწონს,თან არც ისე ხშირად იდება ახალი ნაწარმოებები და რაც იდება ხშირად უკვე წაკითხული მაქვს ხოლმე,მაგრამ რამე საკბილოს პოვნაც შესაძლებელია ხანდახან...

დღესაც საკბილოს პოვნის იმედით შევყავი ცხვირი ლიბ.გე-ზე და ინტერვიუ დათო მაღრაძესთან მომხვდა თვალში...

ჯურნალისტი ვინმე თეა ყიფშიძეა,რომელსეც წარმოდგენაც კი არ მაქვს ,ვინ არი და რო არა,ისეთი საშინელი კითხვები,არც ავხედავდი ჟურნალისტის სახელს და გვარს...

გამართული წერა, კარგი ქართულით მეტყველება და საერთოდ პროფესიონალად ყოფნა გარკვეულ სიძნელეებთან რო არი დაკავშირებული,მესმის ბატონო,მაგრამ ამ ლიბ.გე-ს ხო ყავს სარედაქციო კოლეგია , დამფუძნებელთა ჯგუფი თუ რაგაც ეგეთი,რომლებიც ტექსტის დადებამდე კითხულობენ და დავიჯერო არ ეხამუშატ ანტონ ი-ის მაღალი სტილით მოლაპარაკე ჯურნალისტი?


თავისთავად კოშმარია,როცა ადამიანი თვლის რო,თუ მწერლობაზე და პოეზიაზეა ლაპარაკი,აუცილებლად უნდა გამოიყენოს ისეთი სიტყვები,როგორიცაა ,,ხელეწიფება'', ,,აღსრულდა'', ,,ძალუძს'', ,,მოკიაფე'', ,,აღჭურვილი'' და მსგავსი ხელოვნური ელემენტები...(არა,არსებობს კონტექსტები,სადაც ეს სიტყვები სრულიად არ არის უადგილო და ძალიან მშვენივრადაც ჯდება,მაგრამ არა ამ ინტერვიუში...) ისევე,როგროც კოშმარია ის რომ ეკლესიაში მარტო კაბით შეიძლება ილოცო და ის რო საქართველო რო გიყვარს,მარტო სუფრაზე უნდა გახსენდებოდეს,მაგრამ ამ ბოლო ორს თავი რო გავანებოთ ,მარგალიტები ინტერვიუდან...


ისე,სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო,რო ამ ჟურნალისტს სიტყვების უადგილო რახა-რუხში არც დათო მაღრაძე უდებს ტოლს...,,ღმერთისგან მორთმეული წუთისოფელი\'\' რა არსებაა,მე მაგალითად ვერ გავიგე,ისევე როგროც - მისი ,,გულწრფელი წადილი\'\'...


,,ვიღაც წერს იმიტომ, რომ სხვაგვარად არ ძალუძს, მავანს სარფიანდ ეჩვენება ეს ხელობა, ვინმე სახელის მოხვეჭას ცდილობს, ზოგს სხვა პროფესია და საქმე არ ხელეწიფება. იქნებ, ლექსების წერა იმის ამოთქმაა, რასაც სხვა ფორმით ვერავის გაუმხელ?\'\' ეტყობა ვინმემ როდესგაც უთხრა,ერთი და იმავე სიტყვის გამოყენება ცუდი ტონიაო და ხან ვიღაც გვყვავს,ხან მავანი და ხან ვინმე,საბოლოოდ კი საშინელი წინადადება...ან ეს ამოთქმა რა უბედურებაა,ამოოხვრა ან ამოთხრა ხო არ არი...თავისთავად პოეტობა რო ხელობაა,ეგეც ახალი ამბავია,მე მცხობელობა და ოქრომჭედლობა მეგონა ხელობა და კიდე ფეხსაცმელების შეკეთება... მაგრამ მე ,,სხვაგვარად არ ძალუძს-ის'' მაგივრადაც ,,სხვანარად არ შეუძლიას'' უფრო დიდი სიამოვნებით ვამბობ,ისევე,როგორც არ ხელეწიფება-ს მაგივრად არ შეუძლიას...უფრო მეადამიანურება და ვქნა...

,, ბევრია ისეთი სტრიქონი, რომელიც დაუწერელი დაგრჩა, რომლის ამოთქმაც გსურდა, მაგრამ ფურცელმა არ მიიკარა?\'\'


კითხვის აზრიანობას რო თავი დავანებო,კიდე ერთ ამოთქმას ვერ გავუძლებ...


,,საქართველოში მწერალს მრავალი ვალდებულებებით ხუნძლავდნენ ხოლმე. როგორ ფიქრობ, რა ძალუძს პოეტს და რას არ აკადრებს არასოდეს საკუთარ თავსა და ხალხს?''

ხო,ამ ჩვენი მესამე მაღალი სტილით მოლაპარაკე თეასგან მწერლების დახუნძვლა ცოტა არ იყოს და გამიკვირდა...ეს მწერალი ყველა-ყველა და საახალწლო ნაძვის ხე ხო არ არი,ამ მეზობლის ვირი...თან რაღაცეები უნდა ძალუძდეს და ,უხერხულია ეგეთი სიტყვების გამოყენება...

,,ყველა პატრიოტს, და ამიტომაცაა პატრიოტი, განსაკუთრებულად უყვარს თავისი ქვეყანა, რა გინდ წყალწაღებულიც იყოს.\'\'

ხო,წყალწაღებულიც არაშესაბამისია ქვეყანასთან მიმართებაში,მართლა წყალწაგებულიც რო იყოს და კიდე,პარტიოტი რატომაც არი ადამიანი,ეგ რამენაირად განმარტების გარეშეც ვიცით მგონი...

ხოოოდა,წყალწაგებულების და მკვდრების სიყვარული კიდე პარტიოტიზმი კი არა,ნეკროფილია და პატოლოგიაა.პარტიოტიზმი სამშობლოსთვის რამე წესიერი საქმის გაკეთება უფროა,თუნდაც უკეთესი ქართულით ლაპარაკი...


მწერლებს დღესასწაულებით დიდად არ ანებივრებენ, თუმცა რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით, მათ შესწევთ ძალა, სულიერი ზეიმი მოიწყონ. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართველი მწერალი საზოგადოებისთვის და რა უნდა გააკეთოს ამ უკანასკნელმა \"დღესასწაულის წადილი\" \"მთელი სიმკაცრით\" რომ არ \"დასაჯოს\"?

ყველაზე დიდი საოცრება:თურმე მცწერლები უნდა გაანებივროს ვინმემ და თანაც დღესასწაულებით...

ბავშვებს რო უნდა მოუწყო შიგადაშიგ რაგაცეები,ეგ ვიცოდი,მარა თუ მწერლებზეც უნდა ეზრუნა ვინმეს,ეგ არ..

თან ყველა,ყველა და საქართველოში ყველა დღესასწაული 5ჯერ მაინც აღინიშნება თავისი წინა და შემდეგი პერიოდებით და მეტი რაღა დღესასწაული უნდათ?

ააააა,თურმე სულიერ ზეიმზე ყოფილა ლაპარაკი...

არ ვიცი,მე მაგის შინაარსსაც ვერ ვიგებ,ისევე როგორც ღმერთისგან მორთმეული წუ თისოფლისას...

და ბოლოს,მაღრაძისეული სიბრძნე :ნიკოლოზ ბარათაშვილი მოხელე იყო და შედევრებს წერდა. ტალანტი არ იკარგება... და ადარებს თავის სახელმწიფო მოხელეობას...

რო არ ვთქვა,სად ბარათაშვილი და სად შენ თქოო,ის მაინც უნდა ვთქვა,სად კანცელარიაში რაგაც ქაღალდების მოწესრიგება და სად კულტურის მინისტრობა თქოო...

სულ დაკარგა ამ ხალხმა სინდისი და რეალობის შეგრძნება,ენის ცოდნას რო თავი დავანებოთ...

Thursday, June 4, 2009

დილას მე და საბრინა კაპუჩინოს და დილისთვის დამახასიათებელი დასიებული თვალების თანხლებით სამზარეულოში შევიყარეთ და აღმოჩნდა რო ორივე ჭორაობის ხასიათზე ვიყავით... პრაღის და ბუდაპეშტის ამბებს ვუყვებოდი და მკითხა,შემდეგი რა იქნებაო...გამომდინარე იქიდან რომ ამსტერდამი ძალიან შორს არი და ვენეცია ძალიან ძვირია, შემდეგი ციურიხი და ბერნი იქნება... მერე ჩვეული წუწუნი,როგორ გვეზარება მუშაობა... და ჩვეული დასკვნა,სამსახური რო არსებობდეს,რა გვეშველებოდა... უკვე იმდენი ხანია ვმუშაობ,რომ როდესმე უსამსახუროდ დარჩენა,მოსალოდნელი კატასტროფებიდან ალბათ ყველაზე საშინელი იქნება...თბილისში დაბრუნებისაც მაგიტო მეშინია..მაგიტო და აყროლებულ-აბომჟებული რუსთაველის გამო... მინიმალურად ინფორმირებული ადამიანი ვარ,თუ მაინცდამაინც ომი არ დაიწყო და რევოლუცია არ მოხდა,არასოდეს არ ვიცი ,რა ხდება ქვეყანაში,მაგრამ ის,რაც ახლა თბილისში ხდება,აშკარად ცუდად მხვდება გულზე...ბოლო-ბოლო მინდა ჩემ ქალაქში ვიყო, სამსახურის პოვნის შიში არ მქონდეს,ყოველი წლის ბოლოს მიტინგებს არ ვუყურებდე და ყოველ საღამოს ახუბარდიას ჩემი ოჯახი...რატო არ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სრულიად იმპოტენტი პოზიცია-ოპოზიცია თბილ ქვეყნებში გაემგზავრონ უკან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე და თან ძველი ნაცნობობის ხათრით გრიგოლია-ახუბარდია და ყველა მსგავსი არსება გაიყოლონ,რომელთა გამოც ტელევიზორის ყურება აზრადაც არ მომდის... მინდა რო ვინმეს გაღიზიანების გარეშე ყურება შესაძლებელი იყოს და გულგრილობა და ნიჰილიზმი მუდმივი განწყობა არ იყოს... ხოოოდა,სანამ ეგენი თბილ ქვეყნებში გაემგზავრებიან,ისევ ჩემ სამზარეულოში დავბრუნდები და ისევ ყავას შევექცევი...საბრინას ვუხსნიდი,რო,კი ბატონო,ამდენს დავწანწალებ,მეზარება,მაგრამ მაინც ვმუშაობ და მაინც საშინლად ხშირად მაწუხებს განცდა იმისა,რო არაფერს მნიშვნელოვანს არ ვაკეთებ...ის,რასაც მე ვაკეთებ,ვწერ ან ვიღებ,არავის არ ჭირდება ჩემ გარდა და როდესმე,როცა გარდავიცვლები ან უფრო მოვკვდები,როგორც იქნება,სასიკვდილო დიაგნოზში მოწყენილობის გადაჭარბებულ დოზას ჩამიწერენ თქოო... მიუხედავად იმისა რო თავის მოსაწყენ ცხოვრებაზე წუწუნი საბრინასგანაც არაერთხელ მომისმენია,სასწრაფოდ წამიკითხა ლექცია,როგორ სასტიკად ვცდებოდი და სულ უმადური არსება მიძახა...:P ხუთ თვეში ხუთი ქვეყანა მოიწანწალე,ყოველ დღე შენი გერმანულის გამო კომპლიმენტებს ისმენ და იმ დოზით წიგნებს კითხულობ,რო არ მეზარებოდეს,თავზარი დამეცემოდა...მეტი რა გინდა..თუ გინდა კიდე და შენი ფოტოები გაიხსენეო...კაცმა რო თქვას,ის,რაც მაგან თქვა,მართალია,მაგრამ მე მაინც მეტი მინდა :(((((( არადა,ზუსტად ერთი წლის ჯერ კიდევ თსუ-ში და ,,დიოგენეში'' დავდიოდი,ჩემი საყვარელი სახლუკა ჯერ კიდევ არ მქონდა გარემონტებული და როგროც ჩემი წესია, ვიღაცა გამოშტერებულთან აფიორა მქონდა... კიდე,ჯერ კიდე არ ვიცნობდი ჩემთვის აწ უკვე მნიშვნელოვან რამდენიმე ადამიანს, არ ვატარებდი სათვალეს და მწეველის სტატუსს და გერმანია-ავსტრიის საზღვარზე ცხოვრება ისევე შორეულ პერსპექტივად მესახებოდა,როგორც ახლა სკანდინავიის ქვეყნებში მოგზაურობა... და კიდე,ახლა ერთი წლის წინანდელი ჩემი თავიც ვიღაც სხვა მგონია,მიუხედავად იმისა რომ მაშინაც ძალიან ჩემი იყო ის,რაც მასშინ ხდებოდა...ალბათ ასევე ჩემი იქნება მოწყენილობისგან სიკვდილის დიაგნოზიც...მანამდე კი,ძალიან ნაადრევად რო არ გარდავიცვალო,აუცილებლად მჭირდება რაღაცეები,რაც გამიმძაფრებს ჩემი თავის აღქმას,როგორც არაუსარგებლო არსებისას...ბლოგზე მეტი მკითხველი მჭირდება,ფლიკრზე მეტი კომენტარი,რეალურ ცხოვრებაში მეტი საინტერესო ადამიანები და ის ადამიანები,რომლებიც უკვე მნიშვნელოვანები არიან,სადმე ახლოს... ხოოოდა,ციურიხის მერე ,თბილისში რო ჩამოვიდე, სამსახურის და უადამინობის პრობლემა კიდე იქნება? თუ პოზიცია- ოპოზიციამ განაცხადა უარი თბილ ქვეყნებში გაფრენაზე?

Wednesday, June 3, 2009

გუგულის საათები ბაქოში [ მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც ნამდვილად არსებობს]


წიგნზე რომელიც თითქმის რამდენიმე თვის წინ წავიკითხე:

პირველ რიგში იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ პირველი წიგნია,რომელიც გერმანულად წავიკითხე თავიდან ბოლო ყველანაირი ენობრივი სირთულეების გარეშე...

მეორე იმიტომ რომ, არ მეგონა თუ ვნახავდი გერმანელს,რომელიც სრულიად მარტო გაემგზავრებოდა აზერბაიჯანში,იქ ერთი თვე დარჩებოდა და მეტიც,თითქმის სამას გვერდიან წიგნად აქცევდა მოგზაურობას...

უჩვეულოდ დაძაბული ვკითხულობდი,იმიტო რო თითქმის ბოლო გვერდამდე მეგონა,სადაც აზერბაიჯანი,იქაც საქართველო,იქნებ ადგეს და გადავიდეს თქოო....თუმცა ეს მოლოდინი არ გამიმართლა...ისე კია რამდენჯერმე ნახსენები საქართველო და ჩემი მოლოდინის დასაკმაყოფილებლად ერთ-ერთი თავის პერსონაჟი,რომელიც ღამეული კოვბოია,ქართველი გიორგი აღმოჩნდება და აქტიურად ირწმუნება,ყველა არასაქართველოში მცხოვრები ქართველი, სევდიანი ქართველიაოო...

მოკელედ,ინგო პეტც და ,,კუკუკსურენ ინ ბაკუ'' ანუ, ,,გუგულის საათები ბაქოში''

წიგნს სათაურის ქვემოთ აწერია,მოგზაურობა ქვეყანაში,რომელიც ნამდვილად არსებობს...:)))))

ის,რომ აზერბაიჯანი არსებული ქვეყანა იყო,ბავშვობიდან ვიცოდი...მეზობლები არიან ბოლო-ბოლო...მერე,გავიზარდე და ერთ მშვენიერ დღეს თვითონ წავედი სამეზობლოში...პირველი,რაც თვალში მომხვდა,ყოველ ხუთ მეტრში ალიევების ბილბორდები იყო...ყველა რაკურსით და კუთხიდან გადაგებული ფოტოები,ერთნაირი თვითკმაყოფილი,მოიდიოტო ღიმილით...ძალიან გამაღიზიანა და პირველად მაშინ ვიფიქრე,ქართველები რო ავწუწუნდებით,პირში ვინმემ რამე უნდა ჩაგვჩაროს,ჩვენზე ათსჯერ უარესი მარაზმებში ცხოვრობს ხალხი თქოო...

მეორე ღირსშესანიშნაობა ჯგუფად მოსიარულე შავი,ულვაშა, ღიპიანი კაცები იყვნენ თითქმის ერთნაირი გამომეტყველებით...


მესამე საცჩაიეში შესვლის აკრძალვა...იქ მარტო კაცები დადიან და ერთგვარი სოციალური თავსშეყრის ადგილია,დილიდან საღამომდე იქ სხედან,ამბებს არჩევენ და დღიდან დღემდე დრო გაყავთ,გოგოების ადგილი,თანაც უცხოელების იქ არ არიო...კეთილმა მასპინძელმა...


მაგრამ ეგ ყველაფერი ჩემი მოგონებებია აზერბაიჯანზე,რაც შეეხება ბატონ ინგოს,რომელსაც ახალგაზრდობაში აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ისტორია,სლავისტიკა და პოლიტიკა უსწავლია კიოლნსა და ვოლგოგრადში,დღეს კი ბერლინის ერთ-ერთი გაზეთისთვის წერს სტატიებს. 2004 წლის ერთ მშვენიერ დღეს უცნაური სურვილი გაუჩნდა და შვებულების გატარება სრულიად მარტომ,ბაქოში გადაწყვიტა...

წიგნი წარმოადგენს ძალიან პერსონალურ მოგზაურის ჩანაწერებს,სავსეს მელანქოლიითა და ირონიით.როგორც ავტორი გვეუბნება,აღმოსავლეთი არი ის,რა მელანქოლიას გიტოვებს...ირონია კიდე,მოდი და ნუ გაგიცჰნდება ბერლინელ კაცს ამ ნაცრისფერ ქალაქსჰი,სადაც ტახისტი აქტიურად გარწმუნებს აზერბაიჯანელი ქალების უპირატესობაში რუს ქალებთან შედარებით და სახლის მაგივრად ბორდელში წაყვანას გთავაზობს (უფრო სწორად გაძალებს)...სადაც ბუსჰალტერების გამყიდველი ღამეული კოვბოი ფილოსოფოსი ქართველია და გეუბნება,სიკვდილის წინ მაგასთან შეხვედრა თუ გაგახსენდება და გაიღიმებ,სიკვდილს ღიმილით შეხვდები... სადაც ბილიარდს კასპიის ზღვის სანაპიროზე თამაშობენ ნავთობის,თამბაქოს და ზღვის სუნში...


,,აზერბაიჯანი აღმოსავლეთშია.აღმოსავლეთში! არ შეშინდეთ.მე ვირწმუნები :აღმოსავლეთი არის კარგი ადგილი თავგადასავლებისთვის, იქ მრავლად მოიპოვება - პატარა,არაკომფორტული სასტუმროები,კითხვის გამჩენი საჭმელები,ცუდი ქუჩები, მძიმე ბიოგრაფიები...ასეთი მოგზაურობა კაცმა ერთხელ აუცილებლად უნდა მოაწყოს. ეს მკვდარი ყველაფერი : მკვდარი ქვეყნები,მკვდარი სახლები,მკვდარი სულები...აღმოსავლეთი იმდენად ნამდვილია,რომ გტკივა. და მიუხედავად ამისა,ყველაფერს გიტოვებს,გარდა დეპრესიისა...პირველ რიგში,მელანქოლიას...'' ასეა მოკლედ ის,რასაც ინგო 260 გვერდში აღწერს...კურიოზულ მოგზაურობას კავკასიის ველურ მხარეში,ასე შორს გერმანიას,მალიორკას და ტოსკანასგან და ასე ახლოს ცხოვრებასთან...(ეს უკვე გამომცემლობის კომენტარი)


 და გუგულის საათი?

ინგო განჯაში ვიღაცა გერმანელს მოინახულებს,რომელიც მარტო ცხოვრობს მშობლებისეულ სახლში, არასოდეს არ არი ნამყოფი ერმანიაში და არაც არანაირი სურვილი არ აქვს იქ წასვლის,მიუხედავად ამისა,მისი სახლი გამოჭედილია გერმანული ნივთებით და ერთგვარ გერმანულ მუზეუმს წარმოადგენს იქურობისთვის .შილერის და გეოთეს სურათებით კედლებზე,გერმანული ფაიფურის ჭურჭლით,ავეჯით და თქვენ წარმოიდგინეთ,დედამისის წლების წინ მომზადებული სააღდგომო ბატის ნაჩენიანი თეფშით,რომელიც უკვე სტატუეტია...და კიდე,შვაბური გუგულის საათით კედელზე...


წიგნის წაკითხვის მერე კომენტარებს ვნახულობდი ფორუმებში და ერთი აზერბაიჯანელი გოგონა წერს,ძალიან საინტერესო წიგნი კია,მაგრამ ის ბაქო,რაც თქვენ აღწერეთ,ახლა უკვე სხვანაირად გამოიყურებაო,მეორეს იდეა გაუჩნდა,იქნებ კიდე ერთხელ წასულიყავი და დაგეწერა მეორე წიგნი და შესაბისად იქნებოდა,მაშინ- ახლაო...მე ვფიქრობ რომ ბაქო არ არის ის,რაც სამ წელიწადში შეიძლება სულ სხვა გახდეს და კიდე, მეორედ წასული კაცის შთაბეჭდილებები არასოდეს არ იქნება ისე საინტერესო,როგორ პირველ ჯერზე...


მე ყოველ შემთხვევაში ხალასი შთაბეჭდილებები მიყვარს და კიდე ეგეთი სპონტანური გადაწყვიტილებები,ბერლინელი კაცის ბაქოში შვებულების გატარება როა...


ისე,არ აპირებს მართლა ეს ინგო საქართველოში ჩამოსვლას?


უნდა მივწერო...:)))))))))))))))

Monday, June 1, 2009

budapest









გარდა იმ ბუდაპეშტისა,რომელზეც სანდო წყაროები იმოწმებიან,თუ პარისში უკვე იფლირტავეთ და ლონდონში უკვე იშოპინგეთ,ახალ რამეს ეძებთ,ბუდაპეშტი სულზე მისწრება და უმშვენიერესიაო,არსებობს სხვა ბუდაპეშტიც,რომელიც იმაზე უფრო შოკისმომგვრელია,ვიდრე მე და ჩემ ფოტოებს შეგვიძლია გადმოგცეთ...პირველად ევროპაში ყოფნის განმავლობაში დამეუფლა აფსოლუტური დაუცველობის და შიშის განცდა,როცა შემდა უნებურად ღატაკთა უბანში აღმოვჩნდი...

ნაცემი,სახედალურჯებული ქალები და მთვრალი კაცები შუა ქუჩაში ჩხუბობდნენ...ნახევრად შიშველი ბავშვები წვიმაში ქუჩაში ისხდნენ...შედარებით ,,შეძლებული\'\' ბომჟები დამპალ ბოსტნეულს ინაწილებდნენ... (უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე განსაკუთრებით მძაფრი კადრების გადაღებისგან თავი შევიკავე)

და კიდე მთავარი საოცრება: ბუტკები და სარდაფში გახსნილი მაღაზიები...

90-იანი წლების თბილისის მერე სადმე კიდე თუ ვნახავდი,არ მეგონა...


ბუტკების წინ წარწერები ,,არაყი 2 ევრო\'\'და ,,სკაიპი და ინტერნეტი\'...

სარდაფის მაგასიებში არანაირი მაცივარი,არანაირი საკასო აპარატი...

როცა სეენ.ბი-სე ვდებ ვდებ ხოლმე სურათებს,კატეგორია უნდა მივუჩინო და ერთ-ერთი კატეგორია რეალური ცხოვრება...

სახლში მისული მივხვდი,რომ რაც ვნახე,ზუსტად ის იყო,რაც ამ კატეგორიაში ჯდება...