Sunday, July 26, 2009

დანაშაულის გრძნობის გარეშე




გაზაფხულობით ყვითელ ყვავილებიან მინდორზე ვცხოვრობ
ადვილია ჩემი პოვნა,
ერთადერთი ვარ რომელიც არ ფრინავს...

საათი არ მაქვს,
37ე გათენებამდე დაგელოდები...

მამლებს დავხოცავ,
ვერ ავიტან მესამე დაყივლებამდე სამჯერ უარყოფილ საკუთარ თავს....

წარმოსახვების გზაჯვარედინზე,
სამხრეთ კუთხეში მირაჟებს ვყიდი,
სამი დღის საყოფს ერთ კარგად მოყოლილ ამბავზე,
ამბებს ბოქლომიან ძველსკივრში ვკეტავ და
შობის წინა საღამომდე აღარ ვიხსენებ,
შობას კი ფერად განწყობებში ვფუთავ და უშობაო ბავშვებს ვუგზავნი...


ჩრდილებს ვიხატავ,
სურვილებს სიზმრებში ვგზავნი,
სარკის მaგივრად საკუთარ თავში ვიხედები
(ვიხედები და არ ვიკეტები!)
იქ ბევრ ხალხს ვპოულობ და
გაურკვევლობა და შიში წრეს კრავენ...


სიზმრებს მოგპარავ,
ჩემსას გაჩუქებ,
სახლს არ ავაგებ,
შენში ვიცხოვრებ
ჰორიზონტამდე ღიმილით ვივლი...

დანაშაულის გრძნობის გარეშე
მზეზთან დავწვები.
გაღვიძებისას გვერდზე დაგხვდები...

ალუჩა გიყვარს?

Saturday, July 25, 2009

ჰოლივ0დური და არაჰოლივუდური ამბები

ტანგაზე და snoope-ის მაიკაზე ლურჯი ჩექმები ჩაიცვა და აივანზე გავიდა.წვიმდა,ხვალ ყვავილებს მორწყვა არ დაჭირდებოდათ.
ჰაიდი კლუმი მეოთხე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ , ბოლო პერიოდის სურათებში გამოფიტული,გადაღლილი და უსიცოცხლო ჩანდა,მიუხედავად იმისა,რომ ინტერვიუებში დაუღალავად იმეორებდა,მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარო.
ევროპის ათასობით ქალაქებში აფრიკელი ბავშვების სურათებიან ბილბორდებს აკრავდნენ ,,ჩვენ შევცვლით სამყაროს '' წარწერით, და მოწოდებით,ქვემოთ მდებარე ანგარიშზე ფულის გადარიცხვით.
აფრიკაში ბავშვები ღია ცის ქვეშ იწვნენ და არავინ იცოდა,ვის ეძინა და ვინ მკვდარი იყო...ჯესიკა ალბას ბოლო პერიოდში ფიტნეს სტუდიოში სიარული არ ჭირდებოდა,ისე გაუმკვრივა ბავშვის ტარებამ ხელის კუნთები...
მთიან აჭარაში ბავშვებმა იცოდნენ,რომ სადღაც,შორს არსებობდა ლამაზი და დიდი ქალაქი ბათუმი,სადაც ბევრი გემრიელობა და ლამაზი რაღაცეები იყიდებოდა და თუ ბევრ კარტოფილს მოიყვანდნენ,მერე მშობლები ბათუმში გაყიდნენ და იქიდან საჩუქრებად ამოუტანდნენ ლამაზ და გემრიელ რაღაცეებს...
ვიქტორია ბეკჰემი ფაქტობრივად დანგრეული ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდა,ალკოჰოლოკზმის მკვეთრად გამოხატული ნიშნები შეენიშნებოდა და ფეხსაცმელებში უშნოდ ამოჩრილი ძარღვები უჩანდა...
სინგაპურელი მოგზაური ავსტრიის მზიანი ქალაქის მზიან მოედანზე იჯდა და თვალებდახუჭული მზიან მუსიკას უკრავდა. გვერდზე ძაღლი თვლემდა და ვიღაცა გოგო კამერაზე იწერდა.მზრუნველი მშობლები ბავშვებს არიდებდნენ გაბურძგნულ მაწანწალას და გოგონას მხრჩოლავ სიგარას...
ანჯელნა ჯოლის და ბრედ პიტის ფაქტობრივად დანგრეული ოჯახი ტყუპების ავადმყოფობამ ისეთი მყარი გახადა ,დასაწყისშიც რო არ ყოფილა...მსოფლიოში ათასობით მამრი თვლიდა რომ ანჯელინა საოცნებო ქალი იყო,ბრედ პიტი კი ყველა ფარტიზე დაუღაალავად ფლირტაობდა...ანჯელინა უკმაყოფილებას არც მალავდა და ბრანჯელინა ყვითელი პრესის საყვარელ გემრიელ ლუკმად რჩებოდა...
25 წლის ოჯახში აღზრდილ ქალიშვილს სამ დღეში ქორწილი ქონდა,ბევრი ნათესავებით და წინასაქორწილო ნრვიულობით...5 კილო უკვე დაეკლო და რიგი შიშები მაინც ვერ გადაელახა...
ვიეტნამში ბრინჯის უჩვეულოდ კარგი მოსავალი მოვიდა და ვიეტნამელებს ბედნიერებისგან თვალები უფრო დაუვიწროვდათ...
პოლ მაკარტნს ღამ-ღამობით დანარჩენები ესიზმრებოდნენ და თხოვდნენ ერთად გაემართათ მსოფლიო ტურნე...დანარჩენები ისევ ახალგაზრდები იყვნენ,პოლს კი ასაკი ეტყობოდა...იმ გადარეულებთან ერთად ტურნეს,თავისი ქალიშვილის დეფილეზე წასვლა ერჩია...
ესკიმოსმა გოგონამ და ბიჭმა პირველად აკოცეს ერთმანეთს,გაეღიმათ,მერე გაეცინათ და შემდეგ კოცნამდე ორივეს ერთდროულად გაახსენდა,რომ თბილ ქვეყნებში ხალხს ეგონა,სიცივისგან გაყინული ესკიმოსები ტუჩებს კაშნეში მალავენ და ერთმანეთს ცხვირებით კოცნიანო...
პარის ჰილტონი და ბრიტნი სპირსი ადრე ახლო მეგობრები იყვნენ,მაგრამ როგორც ახლა პარისი ამბობდა,ბრიტნის კარიერის გარდა არაფერი აინტერესებდა და ამისთვის ყველას და ყველაფერს იყენებდა...თავად პარისს კი უახლოესი მეგობრის თვითმკვლელობის მიზეზად მიიჩნევდა მეგობრის ოჯახი...
გაახსნდა რომ თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც ბავშვობის მეგობარს შეყვარებული მოუკვდა ომში დაბომვებისას და ყველა ის სიტყვა ერთად დაეკარგა შეყვარებულის სახელის მობუტბუტე მეგობრის დანახვაზე,რომელსაც მეგობრებს ეუბნებიან ხოლმე...
ფილიპინელი ადაპტივბავშვი 21 წლის მერე ადაპტივ მამამ თავის ბიოლოგიურ ოჯახთან ჩაიყვანა...მადლობის მაგივრად 278ჯერ ჩაიბურტყუნა აქ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ,ბევრი დრო დავკარგეო...ოჯახში არ იდგა მაცივარი,არ იყო პური და უმცროსი დები ქვებით თამაშობდნენ...
მადონას და მის ადაპტივ ბავშვს ჯერ კიდე ვერაფერი გაეგოთ ერთმანეთი...ბებიამ კიდე ერთი ჭრელი წინდა დაამთავრა,საწოლის ქვეშიდან სკივრი გამოიღო,წინდები ჩადო,კაკლის გამხმარი ფოთლები დააფშვნა და კიდე ერთხელ გადაიმეორა შვილიშვილების სახელები...ისევ შვიდი იყვნენ ...
მაროკოში აბდულას მესამე ცოლმა ფატიმამ თავმომწონედ გაისწორა გუშინ საჩუქრად მიღებული აბრეშუმის ჩადრი,დანარჩენ ცოლებს გადახედა და პაპანაქება სიცხეში სასეირნოდ გავიდა...
ამსტერდამში წთელი ფანრები ასანთებად ემზადებოდნენ, 1,95 სმ. სიმპატიური არსება გამის ბლუზს უკრავდა სადგურთან ახლოს და ჰაერი ჰაშიშით იჟღინთებოდა...
სიზმარში ვიღაც ჰალსტუხიან ღორს უჩვეულო თავდაჯერებით უმტკიცებდა,რომ მისი იდეალები და ჯიმ მორისონის სული დაცინოდა და ღორები ღორებად არ იბადებიან,მაგრამაუცილებლად ღორებად კვდებიან...ღორი სიმშვიდეს ინარჩუნებდა,სანამ მარცხნა ყურის უკან,სადღაც კინკრიხოსთან კოღომ არ ჩაუწუილა...უცბად დაკარგა წონასწორობა,ჩაიღრუტუნა და უმიმართულებოდ გავარდა...
5 წუთის მერე შაჰიდი ქალი ღორის ფერართან და 7იოდე გამვლელთან ერთად აფეთქდა...შაჰიდი ქალი ალაჰთან წავიდა ისე,რომ დანარჩენების ბედით არც დაინტერესებულა...
ერთმანეთს რომ შეხვდნენ ორივე ცუდ ხასიათზე იყო,წაიბუზღუნეს,წაიწუწუნეს,კედელს ცერცვი შეაყარეს და ერთნამეთს უარყოფითი ემოციები...მერე მზე დაინახეს,გვერდზე გაიხადეს,ერთმანეთს თავიდან მიესალმნენ,გაიღიმეს და ხელჩაკიდებულები ნაყინის საჭმელად წავიდნენ...
ტარიელის და ასმათის მეგობრობა უფრო და უფრო არადამაჯერებელი ხდებოდა,მორბელაძე თავისი ჯორით სოფლიდან სოფელში და დახრიკინებდა და მადამ ტუსოს მუზეუმს ბარაკ ობამას ცვილის ფიგურა ემატებოდა...
დედამიწის ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი ქორწილისთვის ემზადებოდა და ვერაფრიტ ვერ პოულობდა ისეთ ეკლესიას,სადაც საკუთარი საწოლით შეეტეოდა. მიუხედავად ყოველღიური ვარჯიშებისა,ფეხზე დგომა ჯერ არ შეეძლო.საცოლე ბედნიერის შთაბეჭდილებას ტოვებდა...
ბაბუამ სუპში შაქარი ჩაყარა,მოურია და ბითლზების დისკი მოითხოვა...შუათანა შვილმა დაფანტული სკლეროზი და ,,გრძელთმიანი სატანისტები'' დაწყევლა,საწოლის თავთან აბლაბუდა არ დაინახა და მეზობელთან გადავიდა ყავაში ჩასახედად...
ბოლო პერიოდში სიზმრების მოპარვას ახერხებდა და დილას ორმაგად ბედნეირი იდუღებდა ყავას...

გაგრძელება იქნებაოოო,სამყარომ

Friday, July 24, 2009

სახლი და კიდე რაღაც-რაღაცეები

რამდენიმე დღის წინ ჩემი რაღაც სისულელეზე უკმაყოფილო ბავშვი 2 წამში გავაჩუმე...
ვუთხარი რომ არ შეიძლება ყველაფერი გქონდეს,რაც გინდა...
ვუთხარი რომ მთელი ბავშვობა მინდოდა ჩემი ოთახი მქონოდა და დღემდე არ მაქვს...(უფრო სწორად კი მაქვს,მაგრამ არა ჩემ სახლში...)
და კიდე ვუთხარი რომ როცა ყველაფერი გაქვს ცხოვრება ცხოვრება აღარ არი,დღეების და ასრულებული სურვილების თვლაა

არადა,ბავშვობაში არა მარტო საკუთარი ოთახი მინდოდა,არამედ ყველა სურვილის ასრულებაც და მჯეროდა რომ როცa დიდი ვიქნებოდი,ყველაფერი ასრულდებოდა...

მერე ოთახის მაგივრად სახლი მომინდა და კიდე უფრო მერე მივხვდი რო ჩემი სახლი ჩემი თავი იყო...
დალაგება ჭირდებოდა,მოგონებებს მტვერი ედებოდა,ადამიანები ყვითლდებოდნენ,ემოციები მსტუმრობდნენ და კარი ხშირად ღია მრჩებოდა...
ღია კარის თვისებაა შემთხვევითი გამვლელების ინტერესის გამოწვევა და შიგნით შეტყუება და კარის შიგნით მყოფი არსებების გარეთ გამოტყუება...
სხვადასხვა დროს მე და შემთხევითი გამვლელები მშვიდად თანავცხოვრობდით,ვეღარ თანავცხოვრობდით და მე გავრბოდი,ან ისინი ხედავდნენ სხვა ღია კარებებს და მარტო,მარტო,მარტო...

ჩემ სახლს ყველაზე მეტად გადაღებვა უხდება...
ბოლო პერიოდია საშინლად ვარ ახალი ფერის ძებნის იდეით შეპყრობილი...ზუსტად ასე ვიყავი ზუსტად ერთი წლის წინ...
მაშინ იმდენად ავაჭრელე რო ახლაც კი მიჭირს გადმოჭრელება...
სამაგიეროდ გადავწყვიტე რომ სახლი ის არის,რის გარეშეც ადამიანებს ცხოვრება არ შეუძლიათ...
ღმერთი ხო ყველაზე ჭკვიანია და ადამის და ევას სასჯელი ის კი არ იყო რომ შრომით უნდა მოეპოვებინათ პური და წვალებით გაეჩინათ შვილები,ის რომ სახლიდან გამოაძევა...

ბლოგიც სახლია,სადაც არასოდეს იცი,ვინ გესტუმრება,რას მოიყოლებს და როგორ ეგემრიელება შენი პოსტი...

სახლი თავშესაფარია,სადაც შეიძლება შეიკეტო და შენ იყო...
არ შეგრცხვეს გასაკეთებელი ფრჩხილების და წარბების,პიჯამოთი ან შიშველმა იარო,ნებისმიერი სიტყვა და განწყობა სინდისი გარეშე იხმარო და იცოდე რომ კარის იქით სხვა სახლებია...

მე მიყვარს იოკოს და ჯონ ლენონის სახლი,სადაც დღეობით იკეტებოდნენ და შიშვლები დარბოდენ...
მე მიყვარს ბებიაჩემის სახლი,სადაც ბაბუას სიკვდილის მერე რამდენიმე წელი მარტო ცხოვრობდა და ამბობდა,რომ სახლის დატოვება ბაბუას დატოვება იქნებოდა,ეწყინებოდა და არ შეეზლო...
ხერგიანის ჭალაში მესაზვრეების ხის სახლი მიყვარს,სადაც ცვიმისგან უნუგეშოდ გალუმული გავშრი და ხის სუნი ამივიდა...
მთიან აჭარაში სამსახლიან სოფელში მაინცდამაინც ის სახლი მიყვარს,რომელშიც ერთი დღის განმავლობაში 50 ჯერ გადავძვერ-გამოვძვერი ფანჯრიდან,5 დღის სველი ტანსაცმელი გავიშრე და ,,სეტკიან'' საწოლზე საშინლად ტკბილად მეძინა...და ძილაmდე ილლ-ს ათასსი სiსულელე გემრიელად ვექაქანე, ან მექაქანა...
არხოტში,ახიელას დანგრეული სახლები მიყვარს და თან მტკივა...
,,ჩვენ სატკროკელები ვართ''-ში სახურავიდან წყალი რომ ჩამოდის ის სახლი მიყვარს...
ის სახლი მიყვარს,რომელზეც მარკესმა თქვა,ადამიანებზე მეტი მოჩვენებები ცხოვრობდნენო...
ჩემი სახლიც მიყვარს,რომელიც ზომაზე უფრო პატარა და რომელიც კატასტროფულად მენატრება...
კიდე,ჩემი ბავშვობაში აშენებული ყველა ქოხი მიყვარს,ინდიელებზე რეკომენდირებულზე მეტი წაკითხული წიგნების შთაგონებით აშენებული...
და კიდე ჩემი მეგობარი მიყვარს,რომელსაც აწ უკვე თავისმა ქმარმა უთხრა,-,,ჩემი ,,შინ'' ხარო''...


ბავშვების გასაჩუმებლად ზოგჯერ სისულეების თქმა გვიწევს...
მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია ის ყველაფერი ქონდეს,რაც მართლა უნდა...
მჯერა რომ ვიპოვი ახალ ფერს ჩემი სახლის გადასაღებად...
მჯერა რომ მექნება აივნიანი და აივანზე ყვავილებიანი სახლი...
მჯერა რომ ღია კარებში აუცილებლად შემოვა ის,ვისაც გავუღიმებ...
მჯერა რომ სახლიდან აუცილებლად ხშირად უნდა წახვიდე...
მჯერა რომ სახლიდან შეიძლება შორსაც წახვიდე...
მჯერა რომ სახლი არ არის ერთადერთი ბედნიერება...
და მჯერა რომ ბედნიერება ხშირად მოთხოვნადი,აუცილებელი პროდუქტია...

Friday, July 17, 2009

დღეები ალისას, ალბინოსების და ფრენის სუნის ეფექტებით

როცა კურდღელი 59-ჯერ გადახტა მეზობელ კურდღელთან საფლირტაოდ, მიხვდა, რომ არც ალისა იყო, არც საოცრებათა ქვეყანაში ცხოვრობდა და კურდღლები რბილად რომ ვთქვათ, ეჯავრებოდა.

ბავშვმა თხოვა, აივანზე მეორე, მუდმივად ცარიელ სკამზე დავჯდები, არ მეძინება და შენთან ერთად როცა ვარ, გრუხუნის არ მეშინიაო. თავისი პლედი ბავშვს მოასხა და ერთად დაითვალეს ათასი სპილო ჭექა-ქუხილის შესაწყვეტად.
 თბილოდა.

მატარებლის გასვლამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. ბოლო სიგარეტს მოუკიდა, ბეღურებივით მიმსხდარ, გაზეთებგაშლილ მოხუცებს გახედა და გაახსენდა გუშინ რო ყველაზე სასურველი ქალი.
გაეღიმა.

დილით ცას ახედა, არაფერისმთქმელი ფერის იყო, მაგრამ ჰაერს უდიოდა ფრენის სუნი. ჩანთა ჩაალაგა და სამი დღე ყველაზე ჭრელ, ყველაზე მხიარულ და ყველაზე არომატულ ქალაქში უმიმართულებოდ დაფრინავდა. თავისუფლებას გემო არ ქონდა და ჰაერი გაუმჭვირვალე იყო.

ალბინოსმა მეზობელმა ნიგერი გოგონა მოიყვანა ცოლად და პირველი ბავშვი აუტანელი სიხშირით ამბობდა, რომ შოკოლადი და ვანილის ნაყინი უყვარდა და არა კაკაო. ის კი ასეთივე აუტანელი სიხშირით ფიქრობდა, რომ კაკაო ჯობია ზებრას და მადლიერება აუცილებელი გრძნობაა. ბავშვისთვის არაფერი უთქვამს.

8 თვის თანაცხოვრების შემდეგ, თანამცხოვრებელმა სქელტანიანი წიგნი რომ იყიდა, იფიქრა, დედამიწა ხანდახან უკუღმა ბრუნავსო, მაგრამ წიგნი დიეტების კრებული აღმოჩნდა და ყველაფერი ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდა, დედამიწაც, რა თქმა უნდა…

ვიღაცამ უთხრა, ბედნიერი ადამიანი ჩანხარო და გაახსენდა, ადრე, როდესღაც, მეგობარმა რომ უთხრა, სიცოცხლე გიყვარსო…ორივე შემთხვევაში ერთნაირი ემოცია იყო...რაღაცას დიდხანს რომ ეწვალები და მერე ვიღაც ერთ წამში რო გააკეთებს და შენ გიკვირს, როგორ იყო ასე ადვილი…

შუშის კარი ნელ-ნელა იხურებოდა და ზედ მყოფი თავისი გამოსახულება ხელის დაქნევის გარეშე ემშვიდობებოდა……

საკუთარ ქალაქში საკუთარი სახლი უნდოდა, აივანზე ჭრელი ტრუსიკების ნაცვლად ჭრელი ყვავილები და განწყობები რომ გაეფინა და არ დაეკარგა შეგრძნება,რომ წასასვლელი ყოველთვის აქვს. ქვემოთ ახლადდაგებული ასფალტია..

ყოველ გამთენიისას ამაოდ ქონდა იმედი რომ სიზმარს დილამდე მიიტანდა...დაულაგებელი აზრები უყვარდა, ქვეცნობიერი და დილის ძილი...

როცა სადღაც, ვიღაც მასზე ბევრად ჭკვიანმა და სავარაუდოდ ძლიერმაც ანიშნა, სულ ცხოვრება სულ ყვავილებიან მინდორზე წოლა და მზის სხივების შეგროვება არ არისო, მიხვდა რომ ტკივილისთვის მზად არ იყო, უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, თვალები დახუჭა, …და გვერდზე გადაბრუნდა. პასუხისმგებლობები ჯერ ისევ შორს იყო...

კურდღელი 178-ჯერ გადახტა მეზობლის ეზოში საფლირტაოდ. ამჯერად უკან აღარავის დაუბრუნებია  მოქმედება ისედაც საოცრებათა ქვეყანაში ხდებოდა…

იმ დილას პირველი სიზმარი მოიპარა და სანამ მოიფიქრებდა, ვისთვის მოეყოლა, მაღვიძარამ დარეკა.
სამზარეულოში მადუღარა ელოდებოდა და
მანქანები ჩიტებზე მეტად ხმაურობდნენ...

Tuesday, July 14, 2009

ghettokids

სარკეში ჩავიხედე და ვის ვხედავ? -საკუთარ თავს,
აფსოლუტურად გარედან და უცხო თვალით ვათვალიერებ გამოსახულებას
წარმოდგენაც არ მაქვს, უნდა მoმწონდეს თუ არა ის,
რასაც ვხედავ.
ხანდახან მტკივა, როცა ვიცი რო ჭუჭყიანი ვარ.
სულაც არ ვეძებ სკანდალებს და არც ღორი ვარ,
მიუხედავად იმისა რო ამოუშრობ წუმპეში ვცხოვრობ.

აზრი არ აქვს ცაზე ოცნებას,
რა შეიძლება ღმერთს მოუყვე?
იმედი მქონდეს,გამიგებს?

უკვე იმდენი ჯანდაბა დამიგროვდა,
თხოვნამ რომელიც მქონდა,
მთელი ჩემი თავი გადაფარა სარკეში...


სარკევ,სარკევ - მითხარი სიმართლე,
სარკევ,სარკევ - მითხარი როგორ შემიძლია გამსწორება
სარკევ,სარკევ - მითხარი სიმართლე,
სარკევ,სარკევ - მითხარი ვინ ვარ სინამდვილეში


.......................................................................................





მამ,წახვედი და არ ვიცი სად,
კაცმა რო თქვას,
არც მაინტერესებს,
უბრალოდ გაჩუმება აღარ შემიძლია,
არ შემიძლია არ გითხრა რომ ჩემი ბავშვობა შენ გამომწოვე,მოიპარე და სადღაც გადაკარგე,
ახლა ლაპარაკის დრო მოვიდა,
სიმართლის ლაპარაკის,რომელსაც მარტო ჩემში ვეღარ ვაცხოვრებ...


რატომ ცემდი დედას მუშტებით მუცელში,მიტოვებულს და მოტყუებულს?
რატომ აღარ შეგიძლია სიყვარული?
გგონია ქუჩის კუთხეებში მდგარი პუტანების სიყვარული საკმარია ცხოვრებისთვის?

გინახავს,როგორ ტირის დედა?
იცი რა არის ყვირილის მაგივრად ცრემლები დილის 8 საათამდე?

ჩემ დახეულ,დამტვრეულ,მკვდარ სულს არ შეუძლია იმის გაგება,
როგორ შეძელი ამ ყველაფრის გაკეთება?
ამის გაგება შენგან მინდა...


.....................................................................................................


გეტო?
ეს გეტო არ არის,ეს ფაქტობრივად შეუმჩნეველი არსებობაა

სამუდამოდ ერთნაირი აწლაწული კორპუსები,
ერთმანეთის გადამკვეთი მწვანე ქუჩები
და ეს ყველაფერია,
რაც სიცოცხლისთვის უნდა გეყოს.
თუ არ შეგიძლია სცენაზე მიმდინარე სპექტაკლს უყურო,
კულისებში შეიხედე...


გეტო?
ეს გეტო არ არის,ეს აშკარად შეუმჩნეველი არსებობაა

აქ არსებობისთვის ძალა გჭირდება და უფრო მეტი თავგანწირვა,
უნდა მოკვდე,რო გადარჩე,
მოიპარო, დალიო, ცემო,
და შენი როლი არავის არ დაუთმო...
წარმოდგენას ხო ,,შენი გეტო ცხოვრება'' ქვია...


გეტო?
ეს გეტო არ არის, ეს ფაქტობრივად დაბურული არსებობაა

თავსატეხი, შიში და დაჭიმულობა,
თავისუფლების სურვილი, როგორც ციხეში,
მძიმე ლუზერი,
სცენაზეც ერთი და იგივე,
ვიწრო ბინა, ჭუჭყი და ჯანდაბა...
აქ მართლა ყველა აქედან gასვლაზე ოცნებობს?


გეტო?
ეს გეტო არ არის, ეს აუხსნელი არსებობაა
კულისებში არავინ არავის არ ენდობა,
ისინი ერთად ცხოვრებამ ობობის ქსელივით ჩაქსოვა,
შეეცადო თავის დაღწევას,
იპოვი უკეთეს ცხოვრებას?



...............................................................................


მამ,
შენ აფსოლუტური ტკივილი ხარ,
ბოლო ძვლამდე ცივი.
სულ მეშინია რომ როდესმე აგრესიული და მთვრალი ისევ დაბრუნდები...
ავად ვარ შენით.

ვიცი უსამსახურო, უმეგობრო, დამპალი ცხოვრება გაქვს,
სიყვარულისგან და ნდობისგან ცარიელი,
ძალის შესანარჩუნელლად ჩვენი ცხოვრებაც გადასანსლე...

მითხარი, შენთვის პასუხისმგებლობა მარტო ქამრით ცემაა?
მითხარი, ასე რო იკარგები ხოლმე, სად ხარ?
მითხარი, როდესმე მაინც გყვარებივარ?
საერთოდ, იცი, ვინ ვარ, რას ვფიქრობ და რას ვგრძნობ?
იცი როგორი ვარ სკოლაში და მყავს თუ არა მეგობარი გოგონა?

თუმცა შენ ხო არასოდეს არ ყოფილხარ ჩემი მეგობარი,
შენს გამო ათასჯერ მაინც მიტირია,
მაგრამ შენთან ერთად ერთი გაცინებაც კი არ მახსოვს,
შენ მარტო შეცდომები კედელი ააშენე...

მენატრები მაა
არ მინდა ჩემზე, როგორც ღორზე, ისე ფიქრობდე
და მინდა იცოდე
რო შენი შვილობა საშინლად ძნელია...








ეს ტექსტები გეტო ბავშვების დაწერილია,იაფფასიანი გრძნობების სუნი ადის და ნამდვილია...ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ტკივათ, სადაც ტყუილი, კრიმინალი და შიმშილი ნორმაა, მაგრამ ყველაფერი ნამდვილია, შეულამაზებელი... ამ სახის კატასტროფებს ვერც გაითამაშებ და ვერც შეალამაზებ....
ისევე როგროც ეს ტექსტები...გუშინ რაღაც ფილმის შეფასებას ვისმენდი, რომელიც ირწmuნებოდა,ფილმის კaნის ქვეშ გადისო...ის არ ვიცი,მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, ჩვენ გარშემო ხდება და იმის გარდა,რაც ფიქსირებულია, გაცილებით მასშტაბურია, აშკარად გადის კანის ქვეშ...

Saturday, July 11, 2009

კითხვები ყოველთვის ჯობია პასუხებს

  • სასტიკად მაინტერესებს რატომ არ ქონდათ დარისპანის გოგოებს სოფია კოპოლას გოგოებივით რეალობის შეგრძნება ,პროტესტი და პრონციპში თავმოყვარებაც...



  • დავიჯერო დარისპანი აკვანში უკითხავდა ,,თავს არ მოიკლავს, ქართველი არაო?''



  •  თვითმკვლელობა იმერელი ,,გაჭირვებული'' მამების გამოსაფხიზლებელ წამლებში არ ითვლება?

1+1=1

მინდა წუთი,რომელიც მხოლოდ ერთი კი არა, მთელი ერთი წუთი იქნება.
დაფა მინდა,სადაც ვინემ დააწერს 1+1=1-ო და ხალხი, ვინც ამას დაიჯერებს და ვინც ასეთი წუთების არსებობაზე იზრუნებს...

Thursday, July 9, 2009

ბედნიერება 1

ჩემი მეგობრისთვის ბედნიერება რამე ოდნავ მაინც ამაღლებულზე ჯდომა და ფეხების ქნევაა...როცა ეგ მითხრა,შეშფოtებულმა ვკითხე,უბედურება რაღაა-თქო და როცა უბედური ვარ, ვიძინებ, მერე დილას ჩიტებს ვუსმენ და ისევ ბედნეირი ვარო...
ჩემ ქალაქში რო ბევრი ჩიტები იყვნენ, ეგეც მაგისგან გავიგე, ჩემი 6თვიანი ამ ქალაქში ცხოვრების შემდეგ, მაგისი სტუმრობის პირველსავე დილას. . .
მეორე მეგობარი ამბობს რომ ერთ კვირაში თეთრ კაბას ჩაიცმევს, ბედნიერი იქნება და მეტი არაფერი აინტერესებს...
ჩემი და ამბობს, რომ ბედნიერი იქნება, როცა ისევ ერთად ვიცხოვრებთ...
დედაჩემის ბედნიერება კი ჩვენი კარგად ყოფნაა...

მე ჩემი ბედნიერი ხალხისგან განსხვავებით ბედნიერებისთვის აუცილებელი საგნებისა და გარემოებების მთელი ნუსხა მაქვს: კამერა, ლეპტოპი, თვეში ერთხელ მაინც სადმე წაწანწალება, ყურადღება, შოპინგი, მუსიკა,წიგნები, კარგი ყავა, ბევრი კინო, უფრო ბევრი მზე და უსაქმური დღეები...
ეგ რაც ახლა გამახსენდა, თორე ისე გაცილებით ბევრია. . .
მერე ასე, ავიკიდებ ხოლმe ამ კამერაs, Mp3-s, წიგნებს, გემრიელობებს, წავწანწალდები სადმე და თუ მარტო მაგაზე ვწუწუნებ, თუ მარტო არ ვარ, ჩემ უბედურ თანმხლებს ვუბურღავ ტვინს, ხო ყველაფერი კარგად არი, რატო არ შეიძლება სულ ასე იყოს, ეს დებილი სამსახურები არ არსებობდეს, საზღვრები მით უმეტეს, რატო მჭირდება ათასი ხრინგალი ბედნიერებისთვის და სხვა მსგავსი სისულელეებით.....


(კაცი იფიქრებს, საშინლად აუტანელი ვარ და მტრის კარს ჩემთან ერთად ყოფნა,მაგრამ არც მთლად ეგრეა...(ეგრე რო იყოს, 15 წლიანი წუწუნის მსმენელები უბრალოდ არ მეყოლებოდნენ :D :D )
უბრალოდ, არანორამლურად, პათოლოგიურად და რა ვიცი,სასტიკად მიყვარს ბედნიერი ადამიანები…
აი,დაახლოებით ისეთები, ჩემი მეგობარი როა ხოლმე ფეხების ქნევის დროს და კიდე მერაბი,როცა როგორც თვითონ ამბობს_ ,,ზემოთ’’ (ანუ ხევსურეთში) რო ადის...

ხოოოდა ასე, გავიხსენებ ჩემ ბედნიერ თავს:
როცა ჩანთას ვალაგებ, მაღვიძარას ვაყენებ და მეორე დილას სადმე მივდივარ...

როცა ტელეფონზე დაათ-ის მესიჯი მხვდება(მაინცდამაინც დაათ-ის იმიტო რო ამ ბოლოს სხვა კაციშვილი ჩემი პარტონი და მომკითხავი არ არის და კიდე იმიტო რო ღიმილი ყოველთვის მჭირდება)

როცა ვინმე მეუბნება რომ ჩემ ბლოგს კითხულობს და მოწონს,ან მარტო კითხულობს და კიდე როცა ვინმე ჩემ ფოტოებზე რამეს ამბობს...

როცა ვიცი რო ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რო მომწყინდეს და მოვატოვო, წასასვლელი მექნება...

როცა მზიან ამინდში მუცელზე ვწევარ და რამეს ვკითხულობ…

როცა ჩემი ყელი მარტო არ არის...
(არადა უკვე რეკორდულად კაი ხანია,მარტოა,საწყალი...:P)

როცა თოვს და პინკ ფლოიდს ვუსმენ..

როცა სამსახურიდან სახლში ფეხით მივდივარ და გზაში ვინმე სასიამოვნო ნაცნობი მოულოდნელად შემხვდება…

როცა დედაჩემი თვალებში ნაპერwკლებით მეუბნება ,,შენი გამოსწორება არ იქნებაო’’ და ვიცი რო ზუსტად ისეთი ვუყვარვარ,როგორიც ვარ…

კიდე,როცა ჩემ თავზე ვლაპარაკობ და არავინ მეუბნება,ეგოისტოოო...

და კიდე,მაშინ,როცა აღმოვაჩენ ხოლმე,რო ბედნიერება აბსტრაქტული მარტო ჩემთვის არ არის და ვიღაცეებს იმდენად ეაქტუალურებათ, რო წიგნებსაც კი წერენ...
შემდეგი პოსტიც ტოჟე ტაკ,ნაწყვეტია ბედნიერების საძებნელად წასული ჰექტორის მოგზაურობიდან...

ბედნიერება 2

francois lelord



იყო ერთი ახალგაზრდა ფსიქიატრი,რომელსაც ჰექტორი ერქვა და არც თუ ისე ყმაყოფილად გრძნობდა თავს.
ჰექტორი უკმაყოფილო იყო და მიუხედავად ამისა,ისე გამოიყურებოდა, როგoრც ნამდვილი ფსიქიატრი : ატარებდა პატარა, მრგვალშუშებიან სათვალეს, რომელიც ინტელექტუალურ გამომეტყველებას ანიჭებდა,ყურადღებით უსმენდა პაციენტებს და შიგადაშიგ ,,ჰმმ..’’-ს თქმაც არ ავიწყდებოდა და ქონდა ბლანჟე, რომელსაც მაშინ იფხანდა ,როცა განსაკუთრებით ჩაფიქრებული იყო…
პაციენტების მისაღებიც ისე გამოიყურებოდა, როგორც ნამდვილი ფსიქიატრის მოსაღები ოთახი: ძველმოდური დივნით (რომელიც დედისგან მიიღო საჩუქრად, პრაქტიკის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად),ეგვიპტური და ინდუისტური ფიგურების ნახატებით კედლებზე და დიდი , წიგნებით სავსე თაროებით, რომლებიც წასაკითხად საკმაოდ მძიმე იყო, ზოგიერთი ისე მძიმე, რომ სრულებითაც არ ქონდა წაკითხული. ჰექტორთან ვიზიტებზე ბევრი ადამიანი დადიოდა, არა იმიტომ, რომ ისე გამოიყურებოდა როგორც ნამდვილი ფსიქიატრი, არამედ იმიტომ, რომ ფლობდა საიდუმლოს, რომელსაც კარგი ექიმები ფლობენ ხოლმე და რომელიც უნივერსტეტებში არ ისწავლება: მას მართლა აინტერესებდა თავისი პაციენტები.
როდესაც ადამიანები ფსიქიატრთან პირველად მიდიან,ცოტა დამფრთხალები არიან.ეშინიათ, რომ ის შეშლილებად ჩათვლის, მიუხედავად იმისა,რომ იციან, ასეთ ხალხს მიჩვეულია. ან ფსიქიატრის ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდება და ეტყვის, სადმე სხვაგან ეძებონ მსმენელი. მაგრამ როგორც კი პირველ ვიზიტს გააკეთებენ და გადაწყვეტენ, თავიანთ საოცარ, პატარა მანიებზე მოყვნენ, უცნაურ აზრებზე, რომლებიც თავში მოდით და რომლებსაც აქამდე ვერავის ანდობდნენ, (მიუხედავად იმისა, რომ მარტო მათთან გამკლავება უფრო მტკივნეულია), დიდ შიშებზე ან უსასრულო სევდაზე, რომელიც მათ კარგად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის, იწყებენ უსასრულო ლაპარაკს, ხშირად გაუმართავადაც კი და ექიმიც მოწყენილი ან დაღლილი გამოიყურება. თუ ადამიანი ამას მიჩვეული არ არიs, შეიძლება იკითხოს, საერთოდ უსმენს თუ არა.
mაგრამ ეს ყველაფერი ჰექტორთან არასოდეს ხდებოდა: ის ლაპარაკისას სახეში უყურებდა ადამიანებს , თავს უქნევდა, შიგადაშიგ ,,ჰმმ..’’-ს ურთავდა, ბლანჟეს იფხანდა და მეტიც, ხანდახან ჩაურთავდა: ,,მოიცადეთ, ამიხსენით, რაღაც კარგად ვერ გავიგე’’.
გარდა იმ დღეებისა,როცა ჰექტორი მართლა მომაკვდინებლად დაღლილი იყო, ადამიანები გრძნობდნენ, რომ ის მართლა უსმენდა და მათ ისტორიებს საინტერესოდ თვლიდა.………………. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . .
და მიუხედავად ამისა,ჰექტორი მაინც არ იყო კმაყოფილი. არ იყო კმაყოფილი იმიტომ,რომ ზუსტად იცოდა,მას არ შეეძლო ადამიანების გაბედნეირება.

.....................................................................................................

ერთ დღეს ჰექტორთან მისი მდივანი,ქალბატონი ირინა მივიდა: ,
,ექიმო,საშინლად დაღლილად გამოიყურებით’’.
,,ძალიან ვწუხვარ,თუ ასე თვალში საცემია’’...
,,შვებულებაში უნდა წახვიდეთ,გიშველით’’...

ჰექტორმა ეს კარგ იდეათa კატეგორიას მიაკუთვნა: ,,რა იქნება,მართლა ერთი კარგი,სამოგzაურო შვებულება რომ გავაკეთო?’’ …
და რადგან ის პროფესიონალი იყო, გადაწყვიტა ისეთი შვებულება გაეკეთებინა, რომელიც, უკეთეს ფსიქიატრად გახდომაში დაეხმარებოდა.
გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა და ყველგან ეცადა გაეგო, რა ხდის ადამიანებს ბედნიერებს ან უბედურებს. იქნებ ბედნიერების ფორმულაც eპოვა, და მაშინ ადრე თუ გვიან,შეძლებდა,მის პრაქტიკაში დანერგვას.
ჰექტორი სამოგზაუროდ მარტო გაემგზავრა, არა იმიტომ რომ ასე უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მის მეგობარს საშინლად დატვირთული სამუშაო გრაფიკი ქონდა და შვებულებას ვერაფრით იღებდა.
მეგობრის მაგივრად პაწაწუნა უბის წიკნაკი იყიდა, რომელიც შვებულების ბოლოს მსგავსი შიგთავსით იყო ამოვსებული:


1.შედარება კარგი მეთოდია ბედნიერების ასაწონად.
2.ბედნეირება ხშირად მოულოდნელად მოდის.
3.ბევრი ადამიანი ბედნიერებას მარტო მომავალში ხედავს.
4.ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბედნიერება სიძლიერე ან სიმდიდრეა.
5.ხანდახან ბედნიერებაა, რაღაცის ბოლომდე ვერ გაგება,ან ვერ დასაკუთრებაა.
6,ბედნეირებაა წანწალი მშვენიერ,აქამდე უცნობ მთებში.
7.შეცდომაა ბედნიერების მიზნად დასახვა.
8.ბედნეირებაა იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა,რომლებიც გიყვარს.
8ბ. უბედურებაა,იმ ადამიანებთან დაშორება,რომლებიც გიყვარს.
9.ბედნიერებაა,როცა ოჯახს არაფერი აკლია.
10.ბედნეირებაა,როცა ადამიანი იმ საქმეს აკეთებს,რაც უყვარს.
11.ბედნეირებაა,როცა ადამიანს სახლი და სახლის წინ ეზო აქვს.
12.ბედნიერება რთულია ისეთ ქვეყნებში,სადაც ცუდი მმართველობაა.
13. ბედნიერებაა,როცა aდამაინი გრzნობს,რომ სხვებს ჭირდებათ.


შენიშვნა: მომღიმარი ბავშვისადმი დამოკიდებულება როგროც წესი,მეგობრულია.


14.ბედნიერებაა,როცა ადამიანი თავს ცოცხლად გრძნობს.
15.ბედნიერებაა,როცა ადამაინი წესიერად დღესასწაულობს.
კითხვა: იქნებ ბედნიერება უბრალოდ ქიმიური რეაქციაა ტვინში?

16.ბედნიერებაა,როცა ადამიანი სხვა ადამიანების ბედნიერებაზე ფიქრობს,რომლებიც უყვარს.
17.მზე და ზღვა ბედნიერებაა ყველა ადამიანისთვის.
18.შურიანობა საშინელი საწამლავია ბედნიერებისთვის.
19.ქალები უფრო მეტად ზრუნავენ სხვა ადამიანების ბედნიერებაზე, ვიდრე კაცები.
20.არის ბედნიერება, როცა სხვა ადამიანების ბედნეირებაზე ზრუნავ?
21.გარშემო მყოფ ადამიანებს ძალიან ყურადღებით უნდა მოეკიდო.
22.ბედნიერება იქნებოდა,რომ შეიძლებოდეს ერთდროულად რამდენიმე ქალის სიყვარული.
23. ბედნეირება რეალობის შეგრძნებაa.

Wednesday, July 8, 2009


როცა მივხვდი რომ ყველაფრი გახუნდა და გარემო ყელში ამომივიდა,თმები გადავიპარსე,ჩემოდანი ჩავალაგე და ბავშვების,თმების და გამოცდილების გასაზრდელად მშვიდ ადგილას გადმოვსახლდი.
გასაზრდელი ბავშების რაოდენობა მინიმუმამდე შევამცირე და მშვიდი გარემო არამშვიდი გარემოს უკეთ გასაცნობად გამოვიყენე.
უამრავი ოჯახდანგრეული,ალკოჰოლიკი,ნარკომანი,ნევრასთენიკ ი და არალეგალის შემდეგ გავიცანი ქალი,რომელსაც წარმოდგენა არ გონდა ყველა ზემოთ არსებულ პრობლემაზე და ერთადერთი რაც აწეხებდა,თავისუფლება იყო...
და კიდე შეგრძნება,რომ ადამიანია...
მენდე ნაზარი 12 წლამდე ბედნიერი გოგონა იყო,სუდანში,ნუბას ტომში ცხოვრობდა,ტანსაცმლის მაგივრად ოჯახურ რელიქვიებად ქცეული სამკაულით იმოსებოდა,ახლომდებარე არაბულ სკოლაში დადიოდა და ექიმობაზე ოცნებობდა...მანამ,სანამ მის სოფელს არაბი მილიციელები არ დაესხნენ თავს,რომლებმაც ქოხები გადაწვეს,კაცები დახოცეს,ქალები გააუპატიურეს და ბავშვები ტყვედ წაასხეს...ტყვედ წაყვანილ ბავშვებს შორის მენდეც აღმოჩნდა...კარტოუმში მონად გაყიდეს,ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვი...
ღამეს ეზოში ,ძველმანების ქოხში ათევდა,მთელი დღის განმავლობაში დაცემამდე მუშაობდა და მისი მისამართით ნათქვამ მხოლოდ სალანძღავ სიტყვებს ისმენდა...
ეს ყველაფერი არა 200 წლის წინ,არამედ XX- XXI საუუკენეებში და არა მარტო აფრიკასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში,ევროპის შუაგულშიც...
მენდე თავისმა პატრონმა თავის დასთან ,ლონდონში გააგზავნა,რა თქმა უნდა იქაც მონის სტატუსით დ ა სახლიდან გარეთ გაუსვლელობის პირობით..
.მიუხედავად ყველაფრისა,მენდემ შეძლო მონობისგან თავის დაღწევა ლონდონში მცხოვრები ნუბელების დახმარებით და ახლა თავისუფალია,თუმცა ამბობს,რომ არ არსებობს თავისუფლება,სანამ იცის,რომ ჯერ კიდევ არსებობენ მონები,მათ შორის მისი მისი ბავშვობის მეგობრებიც,
სანამ არსებობს შიში,რომ ოჯახი,საიდანაც გამოიქცა,ისევ იპოვის და უკან დააბრუნებს,
სანამ გონია,რომ თავის ოჯახს ისევ ვინმე დაესხმება თავს და მისი გამოქცევის გამო ააწიოკებს...
მენdე ისევ ლონდონში ცხოვრობს,ნუბაში დაბრუნებაზე ოცნებობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოს ის,რომ მონობა 21 საუკუნეშიც არსებობს...

გარდა სუდანისა,ცნობილია რომ მონები ყავთ ინდოეთში,პაკისტანში,ბრაზილიაში,ბანგლადეშში,ნეპალში,დომინიკების რესპუბლიკაში,კარაბიკზე და რაც ცოტა არ იყოს და ძნელი დასაჯერებელია,აშშ-ში,შვეიცარიაში,საფრანგეთსა და გერმანიაშიც კი....
თავისთავად,ის მენდეს ისტორია კატასტროფულად ტრაგიკული ისტორიაა...მაგრამ ჩემს ხელთ არსებული შიშებისა და ეჭვების თანახმად, ,,ოფიციალური''მონების გარდა,კიდევ უამრავი მონა არსებობს ჩვენს გარშემო ან ჩვენი ჩათვლით...

მაგალითად მონობა და ძალადობაა,რომ აგერ უკვე 2 კვირაა,ყველა კუთხიდან მაიკლ ჯექსონის სახელი ისმის...

მონობაა ის,რომ პარის ჰილtონი ყოველ კვირაში თავის ახალ და ,,ნამდვილ'' სიყვარულს გვატენის...
მონობაა ის,რომ უცნობის ბომჟური ამქარი რუსთაველის სრულუფლებიანი მფლობელია...

მონობაა ის,რომ არჩევანი გრეჩეხებსა და ყურქვიტებს შორის არის გასაკეთებელი...

მონობაა როცა გერმანელი ბებია გირეკავს და გეუბნება,ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება და იქნებ შენ ქვეყანას რამე ეშველოსო...

მონობაა h&m-ის დაუსრულებელი სეილები და otto-s კატალოგებიც...

მონობაა დილის ყავა და სიგარეტი და საRამოს 6ის მერე არ ჭამა...

მონობაა დილიs ყავის მერე ლეპტოპის ჩართვა და ამოჩემებული საიტები...

მონობაა წიგნის მაგაზიების 2 ევროიანი ანგებოტები...

მონობაა დაუსრულებელი ჭორაობები და ყვითელი პრესა...

მონობაა დღესასწაულების და დაბადების დღეების მიმლოცველი მეგობრების თუ ნაცნობების სექტები,პეპლებივით მარტო მაგ დღეებში რო ცოცხლობენ...

და საერთოდ,ყველაფერ ამას რო ასე მძაფრად აღიქვამ და ათასი ფობიის ფობია გაქვს,ეგეც მონობაა...


პ.ს.
უკვე კარგა ხანაი მივხვდი,რომ თმები და ბავშვები ჩემს გარეშეც გადასარევად იზრდებიან,მშვიდი გარემოები ილუზიაა და რომ მონობა ილუზია არ არი...
მშვიდი გარემოს ნაცვლად,ცოტა ხანში თავისუფალ გარემოში გადავსახლდები...
ჯერ თავისუფლება ილუზიების კატეგორიაში არ გადამიყვანია..
















Sunday, July 5, 2009

პროფესია: ალკოჰოლიკი, ანუ augusten burroughs

ბოთლს ბოლომდე ვცლი და მამაჩემთან ვრეკავ. ,,ალკოჰოლიკების კლინიკაში მივიდვარ და 30 დღე იქ ვიქნები’’.
სიჩუმე. ,,და სამსახური, ყმაწვილო?’’ როგორც იქნა რაღაც მკითხა.
,,მე სარეკლამო აგენტი ვარ, მა’’,ისე ვპასუხობ, თითქოს ამით ყველაფერი ნათელია, თითქოს ჩემი სამსახური ერთადერთი მიზეზია, რის გამოც კლინიკაში მივიდვარ. ,, შენ ხარ დამნაშავე, მე რომ იქ მიწევს წასვლა. ყველაფერი შენს გამოა’’.
ღრმად სუნთქავს, ვხვდები, რომ ოჯახის გენიალოგიურ ხეზე ცოცავს და სწრაფადვე გამოაქვს დასკვნა , რომ ის არა მთავარი დამნაშავე, არამედ ხის მარტო ერთი ფოთოლია, ერთი ჩვეულებრივი ნათესავი,შესაბამისად არც მთავარი დამნაშავე. ,,ამ თემის შენთან განხილვას არ ვაპირებ. არც არაფრის დაშლას. გააკეთე ,რაც სწორად მიგაჩნია. მე ერთადერთი შენი სამსახური მაფიქრებს. შენც კარგად იცი, რომ შენი სამსახური შენი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა და იქიდან უკან დაბრუნებული, შეიძლება უკვე გათავისუფლებული იყო. არც იქნება გასაკვირი რომ გამოგაგდონ. და ბოლო-ბოლო გამოდი შენი შენი წარსულიდან. აღარ ხარ პატარა, გულგატეხილი ბიჭი, ზრდასრული მამაკაცი ხარ.’’
,,გახსოვს ის დღე, მანქანაში რომ მითხარი, აუცილებლად მოკლავდი იმას, რაც დედაჩემს ყველაზე მეტად ეყვარებოდა? მერე გაზს მიაჭირე ფეხი და ტრიალ მინდორზე გიჟივით გავარდი... მე კიდე იმ დაწყევლილი მანქანიდან გადმოხტომას ვცდილობდი და მხოლოდ 9 წლის ვიყავი ტრაკო..’’
სიჩუმე. ,,და მიუხედავად მაგისა, არასოდეს გამიკეთებია რაც ვთქვი,შენც იცი,მაგრამ შენ არ შეგიძლია მაგის დავიწყება, მე კიდე ყელში მაქვს ამოსული ეს ყველაფერი.’
’ვიცი,რომ ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს.
,,და ჩემი შრამი შენი სიგარეტის ნამწვის? ცხვირის დასაწყისში,ზუსტად თვალებს შუა?’’
ისევ სიჩუმე. ამჯერად შემიძლია დავიფიცო,რომ ყელის ფხანის ხმა მესმის.
,,წარმოდგენა არ მაქვს,რაზე ლაპარაკობ’’, ისეთი ხმით ამობობს,რომელიც ნათქვამს არ შეეფერება. ხმა ამბობს ,,ხო’’.
მაშინ ძალიან პატარა ვიყავი,ალბათ ექვსის. სავარძელში, მამაჩემის კალთაში ვიჯექი, როცა თავისი მხრჩოლავი მარლბორო ძალიან მშვიდად და აუჩქარებლად ჩემ სახეს მოუახლოვა, თვალებს შუა დამიმიზნა და მიმაწვა.ეს შემთხვევა აღარ მახსოვდა, სანამ ოცის არ გავხდი, ბატონები არ შემხვდა და დაავადების გამო ოჯახის ექიმთან არ მომიწია მისვლამ.
,,რა არის ეს?’’ მკითხა შრამის დანახვაზე.თავიდან გამოშტერების ფაზა მქონდა. ოღონდ ისეთი გამოშტერების კი არა,ყველაფერი რო გავიწყდება, ისეთის, როცა შენ ტვინს თავგამოდებით აიძულებ რაღაცის გახსენებას. უმწეო და უუნარო ვიყავი, დაახლოებით ისე, სიზმარში წყალში სირბილს რო ცდილობ და არ გამოგდის.
,,აზრზე არ ვარ, ალბათ კანი მაქვს გაღიზიანებული, ან რამე მემკვიდრეობითი ნიშანია’’-უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
კიდე ერთხელ დააკვირდა ჩემ სახეს, ისე, თითქოს ყველა ფორის დაზეპირებას აპირებდა და დაასკვნა: ,,არა, დამწვრობის შრამია, და აშკარად ძველი დამწვრობის შრამი’’.
ისე სასტიკად ვიუარე,თითქოს მარწმუნებდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
სახლში მისულმა მოგონებები მივუშვი და უცბად დავინახე მხრჩოლავი სიგარეტის თავი. ვიცოდი რომ ეს არც ჰალუცინაციები იყო და არც სიმთვრალე, უბრალოდ ალკოჰოლმა გონება გამიხსნა. ალბათ დალევის ყველაზე კარგი შედეგი ეს არი, ან ყველაზე ცუდი.
,,ვიცი,რომ შენც გახსოვს’’, ვუთხარი მამაჩემს. ,,ალბათ მთვრალი იყავი, როცა ეს გააკეთე, ვიცი,რას ნიშნავს სიმთვრალე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არსებობს რაღაცეები, რომელიც უბრალოდ არასდროს არ გავიწყდება.’’ტელეფონში ისევ მძიმე სუნთქვა ისმის და სანამ რამე სხვას გავიგონებ, ყურმილს მისი ცოლი იღებს, ,,კმარა’’, ამბობს და თიშავს.
კიდე ერთხელ ვრეკავ, მაგრამ დაკავებაა.
ვჯდები და ვფიქრობ: წარმოდგენა არ აქვს არაფერზე. მამაჩემზე რო დაქორწინდა, ის უკვე აღარ სვამდა, მას არსოდეს არ გამოუცდია რას ნიშნავს ალკოჰოლიკი ქმარი. მას არაფერის გაგება არ შეუძლია.
მეფსია. ტუალეტში ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი ფანტაზიები ხო არ არი, ან ის, რაც სასმელს მოაქვს... ეს ყველაფერი ნამდვილად ჩემი ცხოვრება, ჩემი მოგონებებია?
ცარიელი ვარ. კიდე სევდიანი და მგონი დაშავებული და გულგატეხილიც...






ჩემ ბინაზე ვფიქრობ.ის ჩემი ყველაზე ბნელი, ყველაზე ღრმა საიდუმლოა. საიდუმლო არ არი, რომ ვსვამ, არც ის, რომ უმეტესად უკვე მთვრალი ვარ და არც ის, რომ ჯიმს დასალევად უნდა შევხვდე. ჩემი საიდუმლო ჩემი ბინაა, რომელიც სავსეა ცერიელი შნაპსის ბოთლებით. არა უბრალოდ 5 ან 6, ყველაზე ცოტა 300 ბოთლით.300 ცარიელი ბოთლი, რომელიც მთელ ბინაშია მიყრილ-მოყრილი, განსაკუთრებით საწოლის და სკამების სიახლოვეს.ხანდახან მე თვითონ ვარ შოკირებული და რაც მთავარია, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა ამდენი ბოთლი. შეიძლება იფიქრო, რატომ არ ჩამაქვს ქვემოთ და არ ვყრი ნაგვის ურნაში, მაგრამ თავიდან ისინი ერთი ან ორი არიან და გამომდინარე იქიდან, რომ ორი ბოთლი არაფერია, მერე გახდა 3 და ასე 300-მდე.
პარადოქსი ის არის, რომ სრულებითაც არ ვარ შემგორვებელი ტიპი. არ გამაჩნია არანაირი ყუთი საფოსტო მარკებით და არანაირი ბავშვობიდან გამოყოლილი…სუვენირები .ჩემი ბინა არის თანამედროვე დიზაინით გაკეთებული, ზუსტად ისეთი ბინა, როგორიც უნდა იყოს ნიუ იორკელი სარეკლამო აგენტის ბინა, არაფერი ზედმეტი და ყველაფერი დახვეწილად მარტივი.
მაგრამ ყველგან ყრია ბოთლები და მთელ იატაკზე მიმოფენილია გაზეთები.
ყოველ ჯერზე,როცა ბინიდან ბოთლები გამაქვს, ვდებ ფიცს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოხდება, მაგრამ მერე ისევ ვსვამ ლუდს, ისევ მომაქვს ათასი ჯურის სასმელი სახლში, ისევ იწყება ჩვეულებრივი საღამოები და ერთხელ მარტო ლუდის ბოთლების რაოდენობა იყო უკვე 1452.
იცით რას ნიშნავს,როცა ათასი ცარიელი ბოთლით სავსე პარკს მიათრევ შუაღამისას, კიბეზე ფეხის წვერებით ჩადიხარ და ლოცულობ არავინ შეგხვდეს...

ჩემ ბინაში არასოდეს არავის არ ვეპატიჟები. მრცხვენია ჩემი ბინის. და როცა კიბიდან რამე ხმაური მესმის, მიწაში ჩარგულივით ვშეშდები ერთ ადგილას, არავინ არ უნდა შეამჩნიოს რო სახლში ვარ...
ხანდახან ვფიქრობ, შეუძლებელია ასე იცხოვრო...


ჩემი ბინის ბოთლები არის კედელი ჩემსა და დანარჩენ ადამიანებს შორის...

მე ჩემი ბინის შუშის კედელს მიღმა გამოჭერილი პატიმარი ვარ...


მერე მახსენდება როგორ ვფიქრობ მთელი დღე იმაზე,რომ საღამოს სახლში მივალ. . . მივალ და დავლევ...ბოლო პერიოდში აფსოლუტურად სულ ერთია, ცალია თუ არა ჯიმს, ვხვდები ვინმე სხვა მეგობარს თუ არა. . .
მთავარია, შემიძლია სახლში მარტო ყოფნა, შემიძლია დალევა……
უფრო მეტიც, ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჯიმთან ან ვინმე სხვასთან ერთად სადმე წასვლა

Saturday, July 4, 2009

მარტო შვებულებაში - ნიშნავს მეგობრობას შენ ნამდვილ თავთან და მოსაწყენ თავისუფლებას…
აივანზე გასვლა - კიდევ ერთ ღერ სიგარეტს…
გარეთ გასვლა – დასველებას
ქვემოთ ჩასვლა _ ჭამას
სახლში ყოფნა - ყველა დარჩენილი წიგნის წაკითხვას ან ლეპტოპის სამუდამოდ დასვენებას მუხლებზე
სასეირნოდ წასვლა _ შოპინგს და დარჩენილი ფულის დახარჯვას


დამერხა

ჩვენები
















Wednesday, July 1, 2009

12 ბავშვი და უფრო ნაკლები ისტორია
















მაიკლ ჯექსონი, ჰიტლერი და დიქტატურა

მას შემდეგ,რაც საბრინამ 5ჯერ შეიცხადა მაიკლ ჯექსონის სიკვდილი დ ა მას შემდეგ ყველა საინფორმაციო ღრუდან სულ მაგის სახელი ისმის, გადაწყვიტე,მეც შემებერტყა ყურები და აღმოვაჩინე,რომ მისი დაუსრულებელი პლასტიკური ოპერაციების ერთ-ერთ მთავარი მიზეზი იყო ის,რომ ძალიან არ უნდოდა მამამისს მსგავსებოდა…
მამამისს,რომლის გარშეც ვერასოდეს ვერ გახდებოდა პოპის მეფე და ცხოვრება დამტვრეული,უსახო ადამიანი…
მამამისს,რომელიც აიძულებდა,საათობით ეკეთებინა მუსიკალური სავარჯიშოები,როცა მისი მეგობრები გარეთ ბეისბოლს თამაშობდნენ…
მამამისს,რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში პროდუსერის როლსაც ითავსებდა…


რა შუაშია და მერე გამახსენდა ჰიტლერი,რომელსაც სასტიკად უნდა მხატვარი ყოფილიყო და მამამისი,რომელსაც კიდე უფრო სასტიკად არ უნდოდა მხატვარი შვილი და მისთვის რამე ,,სერიოზული’’ პროფესია ,,ემეტებოდა’
’მართალია,სამხატვროში როცა არ მიიღეს,მამამისი უკვე მკვდარი იყო,მაგრამ ფაქტი ფაქტია…
ფაქტია ისიც,რომ სამხატვროში არ მიღების მერე იდგა, ვენის სურათებს ხატავდა და ყავის სახლებსა და სხვადასხვა ბაზრობებზე ყიდდა…
ფაქტია ისიც,რო ევა ბრაუნი ფოტოსახელოსნოში გაიცნო და ვიღაცა სამზარეულოში თავჩარგული ქალი კი არა,მსახიობი იყო…
მე რაღაც მიჭირს ფიურერის ,,არტ-როჟა’’-დ წარმოდგენა,მაგრამ ფაქტია,რომ ებრაელების ხოცვა ერთადერთი საქმე არ იყო,რომლითაც იყო დაკავებული…


სამაგიეროდ არ მიჭირს დიდაქტორების კატეგორიაში მოვათავსო ორივე მამა…
მართლა არ შემიძლია გავიგო ეგეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება…
მიდგომა რო ,,შვილი საუკეთესო საუკეთესო ინვესტიციაა’’ და ის რომ ,,ბავშვი ოჯახის სარკეა’’…
ბავშვი ადამიანია,პიროვნებაა და მშობელმა ეგ უნდა ჩაუდოს ტვინში და არა ის,როგორი და ვინ გამოვიდეს…(ნუ,საქართველოში ემატება ვინ მოიყვანოს ცოლად და რა ჭამოს)……
და თუ ის არ ვიცი ზუსტად,ნარკომანები რა კატეგორიაში მოვათავსო,ის ზუსტად ვიცი რო ასეთი მამების შვილები მსხვერპლები არიან და მერე როგორ cარმატებულად არ უნდა მოახდინონ რეალიზება, ბავშვობის სტრესი ყოველთვის ამოყოფს თავს…

მადლობა მაა

მე არასოდეს არ გავხდები დიქტატორი და არ გავიკეთებ პლასტიკურ ოპერაციას…

უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ადამიანები

დღეს ვიღაცა უცნობმა დარეკა კარზე და ვიფიქრე,ფოსტალიონი იქნება თქოო,მაგრამ ხელში ამანათის ან წერილის მაგივრად ხელში ფურცლები ეჭირა და ის იყო სათვალის ზემოდან უნდა შემეხედა, ამიხსნა რომ სოციალურ კვლევაზე იყო და დიდად დავავალებდი,თუ რამდენიმე კითხვასე ვუპასუხებდი…

ჩემი გაუკვეველი არსებებისადმი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე,უარის თქმას ვაპირებდი,მაგრამ ყურში არაგერმანული აქცენტი და ასევე არაგერმანული ფიზიონომია მომხვდა თვალში ,თან ვიფიქრე,ბოლო-ბოლო კითხვარით ვინ მომკვდარა და ჯანდაბას თქოო…

აღმოჩნდა რო ,,ჭაბუსი’’ უკრაინელი იყო,4 წელი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი,მერე ანტინარკოტიკული პროგრამის წყალობით თავი დაუნებებია და ახლა უკვე 2 წელზე მეტია ადამიანურად ვცხოვრობო( ჩორტი ზნაეტ)…ხოოოდა,ანტინარკოტიკულ პროგრამაში ვმონაწილეობ,გამოკითხვებს  და მოსწავლეებთან  შეხვედრებს ვატარებდა მათ დაცვას ვცდილობ 4 ჩემნაირთან ერთადო…
მოკლედ, ამ გაწლუკულმა ბიჭმა ჩემი ძველი მომეგობრო ნარკომანი არსება გამახსენა და კიდე ერთხელ დავფიქრდი ამ ხალხზე…

როგროც გაირკვა,მკურნალობის გავლის შემდეგ 70% -ზე მეტი ისევ ხვდება კლინიკებში…
რა არის იმის მიზეზი,რომ ადამიანი ნარკომანი ხდება,ჩემი ვარაუდით არარეალიზებულობაა,მაგრამ კარგად თუ დაფიქრდება კაცი,არ შეიძლება გამოირიცხოს ოჯახის ,მეგობრების, გარემოს ფაქტორები…
უნდა მიეცეს თუ არა ნარკომანს ან ყოფილ ნარკომანს სამსახურში შანსი,ზუსტად არ ვიცი…
მე რომ შეფი ვიყო,ფაქტია,რომ ნარკომანებს არ ვისურვებდი თანამშრომლებად,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ყველამ ეგრე თუ იფიქრა, მათი ნარკოტიკებისგან გათავისუფლება უფრო უპერსპექტივო იქნება...
მაგრამ ეს ლოიალური დამოკიდებულებები რომ სულ ათავხედებს ადამიანს,ეგეც ფაქტია…

თან მე ნერვებს მიშლის ეგეთი ტიპები : ,,უბედური ვარ და თანამიგრძენი’’,
,გეი ვარ და გაგებით მომეკიდე’’, ,,ნარკომანი ვარ და შანსი მომეცი’’ ,
,,ალკოჰოლიკი ვარ და ჩემზე უარესებიც არსებობენ’’...

როცა რომელიმე მარგინალიზებულ  კატეგორიას მივეკუთვნები და ვიძახი ხოლმე,ასეთი ვარ და ასეთი გიყვარდეთთქოო, ჩემი თავიც არ მესიმპატიურება დიდად, მაგრამ ადამიანებს ხომ არ გამოდით სიმპატიურებად დიდად ყოფნა.

ალბათ ნარკომანებისადმი დამოკიდებულება ისეთია, როგორ განსაზღვრებასაც მივცემთ…:
თუ ავადმყოფებად ჩავთვლით,მაშინ თანაგრძნობაა,თუ გარემოების მხვერპლებად_დახმარების სურვილი, თუ კრიმინალებად და დამნაშავეებად_აგრესია..
ჩემთვის რაღაც დონით ყველაფერი არიან, მაგრამ პირველ რიგში უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ადამიანები.