Wednesday, August 26, 2009

როცა სახლიდან სხვები მიდიოდნენ ხოლმე



როცა სახლიდან სხვები მიდიოდნენ ხოლმე,უნდოდა რომ უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნებულიყვნენ,რამდენიმე დღიან-კვირიან-თვიანი მარტოობის მერე დაევიწყებინა,როგორ უნდოდა სხვებიან სახლში უხილავი ყოფილიყო და არავის შეეწყვეტინებინა კითხვა,მოეთხოვა მუსიკის ხმადაბლა მოსმენა,დაჟინებით ეყურებინა უბიუსჰალტეროდ უკუღმა გადაცმულ ფართხუნა მაისურზე და გაუსწორებელ საწოლზე...

მერე ყველაფერი უსხვებო და უკვე უთავისო სახლში ობობებისთვის დაეტოვებინა და მძიმე ბათინკებით და მსუბუქი ზურგჩანთით უმიმართულებოდ წასულიყო და აღარასოდეს აღარ ეცხოვრა სხვებიან სახლში.

ზურგჩანთაში თერმოსით ყავა,კამერა,ფერადი სამაჯურები,წითელი კეტები და ძველფოტოებსანიშნიანი წიგნი იდო...ფოტოები გაყვითლებული იყო,მელნით გაკეთებული წარწერები გადღაბნილი და არავინ იცოდა ვინ ბაბუა იყო,ვინ იმის მამა და ვინ იმის შვილი და ვის ეკუთვნოდნენ არსად მომზირალი მოკრძალებულ ვარცხნილობიანი ქალები...

თვითმფრინავმა გადასერა ორი ღრუბელი,მკერავმა ტყავი,გემმა ზღვა,თოლიამ სილურჯე,ალპინისტმა თოკი,ილეგალმა საზღვარი,აქამდე ,,ნეუდაჩნიკმა'' შესაძლებლობების ზღვარი...

საზღვარი,ზღვარი,სამძღვარი მუხრანის - შემოყრილმა ყივჩაღმა სინდისის დაშვებული ფართობი და ფოლკლორმა დრო...

მაყურებლებმა არაფერი არ გადავსერეთ,დანები,როგროც აგრესიის გამოხატვის ერთ-ერთი საგანი,პოპ-კორნის კოლოფებში ჩავდეთ,სკამების ქვეშ შევალაგეთ და სახეზე მშვიდობისმოყვარული გამომეტყველება ავიფარეთ...
აქციის მხარდაჭერების მიერ გადმორიცხული თანხით დიდი კალედიოსკოპი ვიყიდეთ და შემდეგი დღეები მოწყენ ილობისგან ფერებით დავიცავით...



ზურგჩანთიდან თერმოსი ამოიღო,ყავა აღარ იყო და მარტო შერჩენილი ყავის არომატით ისაუზმა...
მერე ძველ,დროისგან მიტოვებულ ცარიელ ქალაქში დასახლდა,ყველა სახლის დარაბები ფერადად შეღება,აივნებზე ყვავილებიანი ქოთნები შემოალაგა,ჭრელი კაბების მაღაზია და სანაყინე გახსნა და საღამოობით მზეზ უყვებოდა რომ სიმშვიდეს და სილამაზეს ყოველთვის აქვს აზრი,რომ აზრი სუბიექტური არსებაა და არსება ქვია,თორე ფაქტობრივად არ არსებობს...და რომ აზრისგან განსხვავებით აარიან ბევრი არსებები,რომლებიც მარტო არსებობენ და არასოდეს აზრად არ მოუვათ ცხოვრება,ან სიკვდილი,ან აორთქლება,ან რეაქციაში შესვლა...
მზე თვალებს ლულავდა და ტკბილი ძილის ნაცვლად ყელში კოცნას უსურვებდა.
ყელი თითქის აღარ ჩანდა ჟღალ თმებში,აბალახებულ-დახავსებული მიტოვებული სახლის ეზოსავით...


იმ ქალაქში ადამიანები ხო არ არა,მაგრამ ჩრდილებიც არ ცხოვრობდნენ...

დეპრესიულმა,ჭორფლებიანმა დ წვრილთვალებიანმა თვითმკვლელმა თოკიდან პირველად დაინახა აბლაბუდები
მოპირდაპირე კედლის კუთხეში...
შეეცოდა დედა,მთელი ცხოვრება რომ მსგავს სისულეებზე ფიქრში გაატარა და გაეხარდა რომ ეს ბოლო სისულელე იყო,რამაც მისი გონება დაიკავა...მაგრამ ის,რომ სიბრალული ბოლო გრძნობა შეიძლება ყოფილიყო,დიდად არ მოეწონა და მესამე კედელზე თავისზე სამჯერ უფრო დიდი მოქანავე ჩრდილი რომ დაინახა გაიკვირვა და დროისგან დავიწყებულ ქალაქში გააგზავნა ნაყინის საჭმელად და მძიმე ბათინკებიან და მსუბუქ ზურგჩანთიან გოგოსთან ღიმილი გაატანა...
ჩრდილს წასვლა ეზარებოდა და არხეინად ქანაობას აგრძელებდა...
თვითმკვლელმა გაიკვირვა,ამხელა თუ ვიყავი და ასე თავისუფლად თუ ვფარფტებდი ცხოვრება რატო არ ვცადეო...
მერე მიხვდა რომ თავისი მდგომარეობისთვის შეუფერებლად ბევრს ფიქრობდა და პროცესის დასასრულებლად თვალები ოთხჯერ გადატრიალებით ჩაკეტა...


მეზობელ ქალაქში 1საათამდე საუზმობდნენ,7 კაცი 9 ხმაში ლაპარაკობდა,მერვეს მოთმინება ელეოდა და მძიმე ბათინკებინი და მსუბუქ ზურგჩანთიანი გოგონას ქალაქში პირველი ჩრდილის გამოჩენაზე ფიქრობდა...

Sunday, August 23, 2009

მოგზაურობისას შეგროვებული ადამიანები

ხალხი, ვიზე მოყოლაც წინა პოსტში ვგეგმავდი :


მიყვარს ბავშვები,რომლებიც დიდებისთვის განუთვნილი ამბების აზრზე არ არიან,შუქ-ჩრილებში ცხოვრობენ,ჭიანჭველებს და პეპლებს იკვლევენ,ძილის წინ ვარკვლავებს ითვლან და დღე დიდ ქვებში სახლობანას თამაშობენ...(რა თქმა უნდა ასეთი ბავშვი მარტო ფოტოზე შეიძლება არსებობდეს და ყველანი ჩვეულებრივი,ჭირვეული,მტირალა და აუტანელი არსებები არიან,მაგრამ დღეს კეთილგანწყობილობის ხასიათზე ვარ და არარეალური არსებებიც ხო არსებები არიან...)


გაბურძგნილები,ერთნაირები და რაღაც ჰარმონიულები...
სულ ვფიქრობ ხოლმე,რო უბედურებაა,როცა კარგი ან ცუდი ხარ,იმიტო რო ორივე არაფრისმთქმელია,უფრო სწორად,ძალიან ზოგადი განმარტებაა...
ხოოოდა,არ ვიცი რატო,მაგრამ ამათ დანახვაზე ეგ გამახსენდა,რომ რამენაირი უნდა იყო...



ამ საყვარელ ყვითელთავა არსებებს რო ვუყურებდი,მივხვდი რატო მინდოდა მთელი ბავშვობა უფროსი ძმა...





ხოო,კიდე მიყვარს ეს აძონკილ-დაძონკილი ხალხი,მარტო ძველი ზურგჩანთები და ფერადი ყელსაბამები რო აქვთ,ძაღლები ყავთ და ყველა სეზონზე ყველაზე მოდურ ჩასაცმელად კეტები და ფართხუნა შარვლები...სამაგიეროდ არასოდეს დადგებიან ცუდ ხასიათზე,რო დღეს ისე ვერ გამოიყურებიან როგორც საჭიროა,რო თმების ჟელე გათავდა და გარეთ გასვლა ეზარება ახლის საყიდლად და ათასი მსგავსი ჯოჯოხეთი...და თუ მაინც ცუდ ხასიათზე დადგა,დახუჭავს თვალებს,დაჯდება ასფალტზე და ცინ შეკრებილი ხალხის მაგივრად დაინახავს როგორ დაფრინავენ ნოტები მზის ჩასვლისას...( რა თქმა უნდა ესეც არარეალური არსებაა...)
ხოოო,ეს ნახევრად შიშველი არსება არ მიყვარს,მაგრამ ასეთი ტიპები კარგი არსებები არიან...მთელი დღის მანძილზე გემის კიჩოზე იწვა პირქვე ყურებში მუსიკით და მარტო მოსაწევად დგებოდა,კი არადა ჯდებოდა...

Saturday, August 22, 2009

ხორვატია - ძველი ქალაქების, თოლიების და კუნძულების ქვეყანაა




















































ვიცოდი რომ ყველაზე ლამაზი და ლურჯი ცა არხოტშია.
ახლა ვიცი რომ ყველაზე ლამაზი და ლურჯი ზღვა ხორვატიაშია.
დაახლოებით ისეთი,როგორიც აფხაზეთშიაოო...
მაგაზე თავს ვერ დავდებ...
აფხაზეთი ჩემთვის აშკარად უფრო შორი და არარეალურია...

სამაგიეროდ ვიცი რომ ხორვატიელები ძალიან გახსნილი და უშუალო ხალხია,დაახლოებით ისეთები ჩვენში ალალებს და გულიანებს რომ ეძახიან, მალე გიშინაურდებიან და თუ გიშინაურდებიან,მართლა გიშინაურდებიან...
რაღაცნაირად სულ ვფიქრობ ხოლმე,რომ სასუქის გარეშე მოყვანილი,ბაბუის ბაღში მოყვანილი ხილივით არიან...კონცენტრანტების და ნიტრატების გარეშე...

ქალაქებიც ეგეთი აქვთ...
ძველი,შეუთხაპნელი, აძონკილ-დაძონკილი,ბევრი ფერად დარაბებიანი ფანჯრებით,პაწაწუნა აივნებით,ჭრელი სარეცხით სავსე თოკებით, ქუჩაში შემწვარი თევზის სუნით და სახურავებზე თოლიებით...

მოკლედ,გემრიელი ადგილია...

პირველად ცხოვრებაში ვიბანავე ღამე ზღვაში, პირველად ცხოვრებაში ვიმოგზაურე გემით, პირველად ვიყავი სანაპიროზე, სადაც ცურვის მაგივრად კლდეზე ცოცვა მომინდა და კინაღამ ჩემი ფეხი შეიწირა, ასევე პირველად დავათვალიერე წყალქვეშა სამყარო და კოტეჯის აივანზე რო გამოვდიოდი პირველად წლების მერე მეგონა რომ მეორე ნუნისი არსებობდა და იქ ვიყავი...

ხოო,კიდე ძალიან ბევრი ადამიანი ,,ავითვისე''რომლებზეც მერე დავწერ



Friday, August 21, 2009

ბავშვობაში მეგონა რომ..


მე ბავშვობის მოგონებები უფრო მიყვარს, ვიდრე ბავშვობის მეგონები, იმიტომ  რომ მგონია, რაღაც სტანდარტულია, თოვლის ბაბუებით და მასწავლებლებით, რომლებიც არ ჭამენ და ტუალეტში არ დადიან...ხოოოდა, მას შემდეგ რაც mr.picassom დამტაგა ,,მეგონები'' მოვიხმე და გავიხსენე რომ  ბავშვობაში მეგონა :


1. 10 წელს გადაცილებულები ბებრები იყვნენ და შესაბამისად მალე დავბერდებოდი.და კიდე ის,რომ ჩემი და ყოველთვის პატარა ბავშვი იქნებოდა.


2. რომ მამაჩემი ყველაზე ჭკვიანი,ყველაზე კარგი და რაც მთავარია მაღალი იყო. და კიდე რო გავიზრდებოდი,მეც აუცილებლად ეგეთი ჭკვიანი ვიქნებოდი,სათვალეს გავიკეთებდი და ყველაფერი მეცოდინებდა.


3. რომ ბავშვები ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავების გადაყლაპვის შემდეგ ჩნდებოდნენ მუცელში.


4. რომ ცხენზე ჯდომა ჯირითს ნიშნავდა,ვინმესთან თამაში მეგობრობას, ლექსების სწავლა _ -დებილობას ( ჭკვიანები თვითონ წერდნენ ლექსებს ), ბაღში სიარული - მუცლის ამტკივებელი ბლინის ჭამას ...


5. ბუშტებს ყველაზე კარგად მსუქანი ადამიანები ბერავდნენ,იმიტო რომ დიდი ფილტვები ქონდათ


ჩემის მხრივ დავტაგe კარამელი , ჯორჯ პაიკი da Keti
:)

Sunday, August 16, 2009

რანია ალ-ბაზი და აზრიანი ბრძოლის მაგალითები


რანია ალ-ბაზი საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო სახე იყო.ქმრის ავადმყოფური ეჭვიანობის შედეგად ტელეცამყვანის ცხოვრება ოჯახის მომვლელის ცხოვრებამ ჩაანაცვლა,მერე ტელეფონზე ლაპარაკი აეკრძალა,მერე ქმრის პირველი ცოლისგან მოყოლილი ბავშვების მოვლა დაეკისრა და 2004 წლის 14 აპრილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოს კარებთან იპოვეს...




დაზიანებები ისევ ქმრის ეჭვიანობის შედეგი იყო და საავადმყოფომდეც იმან მიიყვანა...მას შემდეგ ქმარი არ უნახავს,თუმცა,როცა თვეების მერე პოლიციამ იპოვა,ერთადერთი იყო,რომელსaც მისი მდგoმარეობის შემსუბუქება შეეძლო და რადგან თავის ჭრილობებზე მეტად ის აწუხებდა რომ თავისი შვილების მამას საჯაროდ მოედანზე გამათრახება და 10 წელი ციხე ელოდა,თქვა,რომ თვითონ აპატია,მის დასჯას არ ითხოვდა და სასჯელის 3 თვიან პატიმრობამდე შემცირებას მიაღწია...



მაგრამ ეს ერთადერთი მიღწევა არ არის..


რანია დღეს უკვე ქალთა უბლებების დაცვის და ძლიერი ქალების სიმბოლოა...


კოშმარებიდან გამოღვიძების შემდეგ ზოგჯერ ჩნდება საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება და რესურსების გამოყენების სურვილი...





არადა,უფლებებს აშკარად ჭირდება დაცვა,როცა ცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ყველაფერს კაცები მართავენ. ,,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი ქვეყნების ლეგენდებში პოზიტიურ,ქაოსიდან წესრიგის შემქმნელ პერსონაჟს ყოველთვის ქალი წარმოადგენს,ჩვენ არაფერი არ ვართ გარდა ჩრდილისა ჩენი ქმრების,ძმების და მამების.სამარცხვინოა,როცა საუდის არაბეთში ქალს არ შეუძლია ქუაში გასვლა ქმრის ნებართვის გარეშე. მათთვის ჩვენ ვართ სხეულები სულის,პირადი აზრების და გრძნობების გარეშე.სასიყვარულო ისტორიები აქ დახურული თემაა.სიტყვა ,,სიყვარული'' ტაბუა.ამაზე ლაპარაკი იკრძალება,როგროც ამორალური საქციელი.ქალებს არ შეუძლიათ ისწავლონ სამართალი და იმუშაონ საჯარო სამსახურებში...აკრზალვების მთელი ნუსხა,რა თქმა უნდა ამწარებს ჩემ ცხოვრებას,მაგრამ არ მარხავს ჩემ სიყვარულს ჩემი ქვეყნისადმი...მე ამაყი ვარ ბედუინების სიმამაცით და სტუმართმოყვარეობით,როცა სადმე სხვაგან არ მენატრება ჯიჰას განუმეორებელი ყავის არომატი და ზღვის ხმა...''








,,მე არ ვარ ნაცემი რომელიმე რელიგიური კანონის თანახმად,მე ეჭვიანობით ავადმყოფი ქმრის მსხვერპლი ვარ.ის,ვინც მსგავს საქციელს ისლამის სახელით ნიღბავს,იტყუება,და ის ვინც,მსგავსი პრობლემების მიზეზს ისლამში ეძებს,ცდება.ეს მხოლოდ კაცების ხასიათის პრობლემაა.ყურანი სიყვარულს გვასწავლის და არა სიზულვილს,როგროც დღეს ფანატიკოსები და რადიკალები ირწმუნებიან.''
,,რაშიდის ავადმყოფური ეჭვიანობა იყო ეჭვიანობა ჩემ პოპულარობასა და წარმატებაზე,იმაზე,რაც თვითონ აკლდა.მისი,როგროც მომღერლის კარიერა ძალიან მოკლე ხანში დავიწყებას მიეცა,ერთადერთი,ვისაც მისი ტალანტის ჯეროდა,თვითონ იყო,მისი სიამაყე კი არ აზლევდა საშუალებას რეალურად შეეხედა მოვლენებისთვის.მას უბრალოდ არ შეეძლო აეტანა,რომ ჩვენ ორიდან პოპულარული მე ვიყავი,მე მეპატიჟებოდნენ სადილებზე,შეხვედრებზე,მე მცნობდნენ ქუჩაში და მე ვიღებდი წერილებს,თვითონ კი კამერის,აპლოდისმენტების და პროჟექტორების გარეშე ცხოვრობდა.რაშიდმა იცოდა,რომ ჩემი სახის დამახინჯება,ჩემ კარიერის დამახინჯება იყო.უსახო ან მახინჯი ტელეწამყვანი ვერ იარსებებს,უკარიერო რანია ვეღარავის მოაქცევს ჩრდილში...ამიტომაც იყო ჩემი დაზიანებების აბსოლუტური უმრავლესობა სახეზე...''



უბედური შემთხვევიდან ორი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებებზე სემინარებსა და კონფერენციებში.



,,იქ შევამჩნიე,რომ ბვრმა სულაც არ იცოდა,როგორია სინამდვილეში ჩვენი ქვეყანა,როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები. ბევრს გონია,რომ საუდის არაბეთი უდაბნოს,ისლამისტების,ჩადრიანი ქალები და ტერორისტების ერთობლიობაა.ჩემ წიგნში შევეცდე მელაპარაკა სიყვარულზე,არჩევანსა და ოჯახზე. ის,რაც მე დამემართა,შეიძლება ნებისიერ ქალს დაემართოს''



ამბობს,რომ მსგავსი პრეცენდეტები ყველგან ბევრია,უბრალოდ აღმოსავლეთში ამას მეტად მალავენ,რადგან ნაკლებად ინფორმირებულები არიან თავიანთი უფლებების შესახებ,და მისი წიგნიც და მისი აქტიურობაც მაგალითია იმისა,რომ არავინ არ მოვა შენთან და გკითხავს,როგრო ხარო,როცა პობლემა გაქვს,შენ თვითონ უნდა გამოიტანო ის სააშკარაოზე და დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა...




ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...


უნდა იცოდეს რომ ტრაგედიიდანაც შეიძლება რამე ისწავლო...


უნდა იცოდეს,რომ როცა ვიღაცა მოდის და ,,შენად'' ყოფნას გიშლის,ჯოჯოხეთის იქით უნდა გააგზავნო...



მაგალითად,როგროც ამ ფილმში(http://www.youtube.com/watch?v=jXkVQm0QPyY),%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA ბრძოლას ერთი იწყებს და არავის არ ჯერა,რომ რამეს მიაღწევს,სადაც მეორე მხარეს ბევრად დიდი და უხეში ძალაა და სადაც თავდაჯერება,რწმენა და სიმართლე ერთის გვერდზე ბევრს აყენებს...


5 პურით და ერთი თევზით ბევრის გამოკვება შეიძლება, გულზე მოსახვედრი ისტორიებით საზოგადოებრივ პრობლემებზე დაფიქრება, კარგად ფორმულირებული სათქმელით სხვების ტვინებში და მეხსიერებებში დაბუდება, წამოწყებული ომით მშვიდობის შეყვარება....



ხშირად ვფიქრობ ხოლმე რომ დებილობაა ცხოვრებაა ავტორიტეტების გარეშე,დებილობაა,როცა არავის არაფრისთვის თავის გაწირვა ჭირდება,როცა არაფერია მოსაპოვებელი,როცა სულ ერთია რას იტყვი და რას გააკეთებ,ჭაობს ექო მაინც არ აქვს...


ვინმეს თუ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს იმიტო,რომ კეთილმოწყობილობის ილუზიები აწუხებს,მე ვფიქრობ რომ საბჭოთა კავშირის გარეშე გურამ რჩეულიშვილის ღამეში გასროლილ ტყვიას და ზამთარ-ზაფხულ ბათინკებს და გაღეღილ საროჩკას აზრი არ ექნებოდა,ისევე როგროც ვიქტორ ცოის სიმღერებს...

ფანატიზმის,რადიკალიზმის და ფუნდამენტალიზმის გარეშე არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდარანია სააშკარაოზე გამოვიდოდა თუ საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წავიდოდა...

მერაბიშვილის უსინდისო დუმილის და არაფრის არ შემჩნევის გარeSe აქტუალური არ იქნებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა...გასუქებული მამების და მომრავლებული სიმახინჯეების გარეშე არ იარებებდნენ ჰიპები და ბიტნიკები და არ იქნებოდა ვუდსტოკი...

ყელში ამოსულობის გრძნობის გარეშე არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ...



და კიდე დებილობაა არა მარტო მიზნის და მაგალითების გარეშე ცხოვრება,დებილობაა რწმენის და სიყვარულის გარეშე ცხოვრებაც...



შეგიძლია გწამდეს იმის,რომ ისლამი სიყვარულს გასწავლის,შეგიძლია გწამდეს იმის,რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება არსებობს,ან იმის,რომ შენი სურვილები ხმამაღლა უნდა იძახო და უნივერსუმში გაგზავნო,თუ გინდა აგისრულდეს,შეგიძლია გჯეროდეს რომ შენსავით არასოდეს არავის არავინ არ ყვარებია და გიყვარდეს ყველაფერი,ან მარტო რამდენიმე არსება და თანაც სრულიად მშვიდად და უდრტვინველად...
მთავარია გწამდეს და გიყვარდეს,ის რაც შენ გინდა და ისე,როგროც შეგიძლია...



პ.ს.ვინაიდან ვერ გავიხსენე ვერავინ,ვინც უფლებებს მიზღუდავს და ვერაფერი,რისთვისაც ბრძოლა უნდა დავიწყო,გავიხსენე ის,რაც მიყვარს და ამიტომ ჩანთა ჩალაგებულია და ერთი კვირა ხორვატიაში ვქრები...



Tuesday, August 11, 2009

ისეთი დღე, მე რომ მიყვარს და ალუბლის ჩაი


დღეს ზუსტად ისეთი დღეა,მე რო მიყვარს...
თან ზაფხულია,თან ცივა...
თბილი გეტრები ვარდისფერი კაპიშონი ჩავიცვი,მთელი დღე ლეპტოპი ფეხებიდან არ გადავიდე,ათას კაცს ვექაქანე და გარეთ ცხვირი არ გავყავი...

მარტო ალუბლის ჩაი და " სიმპატიჩნი" ვინმე მაკლია...



ოდესმე ამოვა მზე,რომელიც არ ჩავა და იქნება ძალიან მწიფე ჟოლოსფერი...

პროფესიონალი ქილერი არ მოკლავს 29-ე ბუზს,იმ მარტივი მიზეზის გამო,რო ვერ იტანს დახეულ ჯინებზე შემხმარ სისხლს...

თვალები არ დახამხამდებიან,არც მოიჭუტებიან და ისეთ რამეებს დაინახავენ,რის დანახვასაც აქამდე ვერასოდეს წარმოდგენდნენ...

დამთავრდება მარტვილობა და დაიწყება პირდაპირ ზამთარზე გარდამავალი გაზაფხული...

მთვარე მიხვდება,რომ მზემ ადგილი წაართვა დედამიწელების ცხოვრებაში და თვითგადარჩენის მიზნით კიდევ ერთხელ მოიწვევს იური გაგარინს და ნილ არმსრტონგს...თუმცა,იქვე დასძენს რომ ცხოველის ბეწვზე ალერგიულია და არავიტარი ბეკლა სტრელკა არ დაიშვებიან ყველაზე კაი შემთხვევაში მკურნალობის დამთავრებამდე...

ყველა თბილ ქვეყანაში წასული ჩიტი საშობაოდ უკან დაბრუნება და იტყვიან,რომ ბავშვები ცოდოები არიან მარტო თუთიყუშებიანი შობის გამო და ძველ შუმერულად დაიწყებენ სიმღერას ბუხართან დადგმულ ნაძვის ხესთან

სიზმრების ნახვა სავალდებულო გახდება და გაჩნდება ბეტსელერი სიზმრები,ყველა დროის ყველაზე მაგარი სიზმრები და სიზმრები,რომლებსაც მეტროებში,მატარებლებში და დივანზე ჩაძინებულები ნახულობენ...


ბებია თავს დაანებებს თამბაქოს ღეჭვას,გადაითვლის შვილიშვილებს,არ გადაფურცვლავს წიგნს და არ გაიხსენებს ბაბუას...შემდეგი დილა ფართოდ გახელილ თვალებში სამუდამოდ დასახლდება...

უშობაო და უთითუყუშებო ბავშვები მიწის დღესასწაულს დააწესებენ და პირველი ენძელის ამოსვლისას მიწის ტორტებს გამოაცხობენ...

უხურჯინო ჯორი სილაზე უჩვეულოდ დიდ ნაფეხურებს დატოვებს,არ გაჯიუტდება და დღის ბოლოს ბედუინებს არაბულად კითხავს შამანების ქოხის მისამართს...


ოდესმე,აუცილებლად ისევ ჩავა მზე და ამოსვლისას კვერცხის გულისფერისფერ თვალს ჩაგვიკრავს და იტყვის რომ ყველა კალნდარი ექვემდებარება ლიკვიდაციას...


მერე ისევ ავიცდება,მე უკვე სხვა ფერის კაპიუშონს ჩავიცვამ,სხვანაირ ბოდვებს დავწერ და ალუბლის ჩაის დავლევ...

Friday, August 7, 2009

ომი,გასუქებული სასაფლაოები და წაგების საიდუმლოებები


3 დღეში პახოდში უნდა წავსულიყავი და სპალნიკი მქონდა საყიდელი. არადა, 10ზე გამეღვიძა და სამსახურამდე ძლივს ვასწრებდი ,,მონადირეში'' გასვლას...
გზაში ჯერ ისევ ნახევრად მძინარეს თვალში მომხვდა, რომ ყველა, ვინც ქუჩაში იდგა, ტელეფონზე ლაპარაკობდა...
მერე მეგობარმა დამირეკა: არეულობაა და პახოდი სავარაუდოდ გადაიწევსო...

მერე სამსახურში მთელი დღე ჩართული ტელევიზორი, დაძაბულობა, შიში, იმედი, მოუსვენრობა, მესამე დღეს თბილისში ვეღარ გაჩერება და სურამში წავედი,, ,,გიჟი ხარ'' კომენტარები ვისმინე თავზესაყრელად, მაგრამ მაინც...

იგოეთთან რეზერვისტები ყვითელი ავტობუსებიდან შოკოლადის და კოკა-კოლას საყიდლად  იყვნენ გადმოსულები და იმ ბავშვებს გავდნენ, მშობლები სადღაც რომ წავლენ და სახლში დიდობანას თამაშობენ, ოღონდ კარგად არ იციან დიდები რას აკეთებენ და უბრალოდ, უფრო მეტ ტკბილეულს ჭამენ.

გორში გაჩერებებზე მოპატრულე სამხედროები...

მანქანებით გადაჭედილი კახეთის გზატკეცილი...

მერე დაქალის შეყვარებულის სიკვდილი დამომბვებისას...

ლტოლვილად ქცეული დეიდაშვილები...

მამას ზარი თბილისიდან რომ რაღაც ააფეთქეს ძალიან ახლოს ჩვენთან ახლოს და მთელი უბანი გარეთ არის...

ისევ თბილისში წამოსვლა და ,,ისევ გიჟი'' ხარ კომენტარები...

სამსახურში ლექცია,რომ ზუსტად იმ დღეს მარშუტკიდან გოგოები ,, გააქრეს '' რუსებმა...

მე ვიცი, რომ ომის დროს აუცილებლად ქრებიან გოგოები, აუცილებლად ჩნდებიან შეყვარებულმკვდარი მეგობრები, ჩაშავებული დედები და გასუქებული სასაფლაოები...აუცილებლად ვერ ისვენებ ვერსად, ვერც აგარაკზე და ვერც სახლში...

მერე ის რომ ქსნის ხეობაში რუსები არიან...
ის რომ ატენის ხეობაში ტყე გადაიწვა...
შეგრძნება იმისა, რომ ეს მათხოვრული სიტუაცია არ მთავრდება და ომი არ მთავრდება, მაშინაც კი, როცა ლტოლვილები სახლში ბრუნდებიან, მკვდრებს ივიწყებენ და დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებენ...
ომი არ მთავრდება მაშინ, როცა ავტომატების ხმა წყდება...
ომი რამდენიმე დღე არ არის, ომი არსებობაა, მთავარია იცოდე, როგორ არ დაიწყო და თუ დაიწყებ იცოდე, ვინ იმარჯვებს ომებში...


ომში ვერ გაიმარჯვებ თუ იტყვი ,,საფრთხე გადავლილია,თბილისის მიმართულებით მომავალმა ტანკებმა ორჭოსანისკენ აუხვიესოო''...
ვერ გაიმარჯვებ, თუ ,,დაკარგულ თაობას'' ,,რეზერვის თაობით'' ჩაანაცვლებ...
თუ იტყვი რომ დამნაშავე მარტო მეორე მხარეა...თუ პრობლემების გადასაჭრელად წელიწადში ორჯერ რუსთაველზე მიტინგბს მოაწყობ...
თუ ქვეყანაში არ იარსებებს ადამიანური ტელევიზია და თავისუფალი პრესა...
თუ არჩევნები და მინისტრთა კაბინეტი კარუსელია...
თუ 25 წლის ადამიანმა ზღვაზე წასასვლელად მშობლებისგან უნდა აიღოს ,,კურთხევა'' და 30 წლისამაც კი ჯიბის ფული...
თუ გგონია რო ყველა რუსი მტერია და უნდა მოკვდნენ და აუცილებლად სომხებთან ერთად...
თუ მარტო იმაზე ზრუნავ რომ შენ ქვეყანაში ეროვნული უმცირესობები დაცული იყვნენ და შენი ეროვნების ხალხი,რომლებიც სხვა ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ,ჯანდაბამდე გზადალოცვილები...
თუ პოლიტიკა მთავარი სალაპარაკო თემაა...
თუ კინო-თეატრი ქვეყნის მარტო ხუთ ქალაქში ფუნქციონირებს..
თუ 70 პროცენტი ფანატიკი მრევლია და დანარჩენი 30 პროცენტი 70 პროცენტზე იცინის...
თუ წიგნის ბიზნესი ყველაზე წარუმატებელი ბიზნესია...
თუ პაციფიზმი სნობიზმია...


მე პაციფისტი ვარ და არ მიყვარს პაციფისტი კაცები...
მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და რასაც ყველაზე ხშირად მასზე,არის ის,რო ამაყი ვარ,ბილიკ-ბილიკ და სოფელ-სოფელ რო მაქვს მოვლილი და კიდე ის,რომ სადაც არ უნდა წავიდე,აუცილებლად დავბრუნდები...
კიდე არ მიყვარს ომებზე,პოლიტიკაზე და სოციალურ პრობლემებზე ლაპარაკი და წერა,მაგრამ ხანდახან არის ხოლმე დრო,როცა ამ ყველაფერს შენი ქვეყანა,შენი რეალობა და შენი ტკივილი ქვია...


ევროპაში ცისარტყელის ბოლოს განძით სავსე ყუთი იმალება...
მე ბავშვობიდან ვიცი რომ ცისარტყელა სიმშვიდის სიმბოლოა...
ფერადი პერსპექტივები და ცისარტყელა მიყვარს...

Saturday, August 1, 2009

ich bin im arsch


დედამ დარეკა და მითხრა, ვგრძნობ, ცუდად ხარ, არ გინდა რამე მომიყვეო?

მოხუცმა ბაბუამ მითხრა რომ ის სამსახურია კარგი,სადაც აკრგად გიხდიან, პრესტიჟი და სტატუსი მნიშვნელოვანი არ არის და არც ის არი აუცილებელი ამბიციებს აყვე. მივხვდი,რომ დავთანხმებოდი ერთი კვირა მაინც ჩემი თავი სასტიკად არ უნდა მყვარებოდა,იმან კი თავის მხრივ დაამატა,რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმაზე საწუწუნოდ,რომსაკუთარი სახლი,მამრი,პროფესია და სხვა პირადი ნივთები რომ არ მაქვს და მე გამახსენდა რომ კაპუჩინოს ნაღებს თავიდანვე თუ არ დალევ, ბოლოში ქაფად ქცეული გხვდება და სულაც აღარ არის გემრიელი...

მეგობარმა მითხრა,რომ თუ გინდა ძლიერი იყო,შენზე ძლიერებს უნდა ეთამაშო...მერე ფლიკი დაგმო,ბოკეზე დამარეგისტრირა და ჩემი ფოტოს დღის ფოტოდ გახდომის იმედი გამოთქვა...მე უბრალოდ მიყვარს ინიციატივები და როცა ვიღაცა გეუბნება რომ ობი და ხავსი არ უნდა მოიკიდო და ცოცხალი იყო უნდა იყო...თუნდაც მაშინ როცა დედისთვის მოსაყოლი არაფერი გაქვს...

მეორე,უფრო ახლო მეგობარმა მითხრა, რომ არასოდეს მეტყოდა, კმაყოფილი იყავიო, იმიტომ რომ უფრო მეტი წარმატება ,ბედნიერება და სიყვარული ჩემი ახირება კი არა, ის არის, რაც არსებობისთვის მჭირდება...მე ვიფიქრე რომ დებილობაა ცხოვრება კომენტარიდან კომენტარამდე,საიტიდან საიტამდე,დებილობაა დღეების გამოთლა და ვებ სივრცეში დაწყობა და რომ დებილობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია,მთავარია ცხოვრების წესად არ იქცეს...


დეპრესია მაქვს,თმებს გადაპარსვის საფრთხე ემუქრება,ღამეებს უძილოდ დარჩენის,თანამცხოვრებლებს უჟმური სიფათის ყურების და მე გამოშრობის...


ილლი,რომელმაც მითხრა თმების გადაპარსვაზე კიდე ერთხელ თუ იფიქრებ,მითხარი და კარგ განწყობაზე ვიზრუნებო,დაკარგულთა კატეგორიაშია.ეგოისტ მე-ს კი,რომელსაც ყველაზე მეტად რაღაცეების დამთავრება ეჯავრება,არ უნდა თქვას,რომ უკვე დიდი ხანია ვსიო და ვსიო ხშირად ლოგიკურია...

მე უბრალოდ მიყვარს დასასრულის მაგივრად პაუზები, სიჩუმის მაგივრად პაუზები, შუა სპექტაკლიდან სუფთა ჰაერისთვის ქუჩაში გასვლა, სიჩუმის მაგივრად ინიციატივა,რაციონალიზმის მაგივრად ქარიზმა,პასუხისმგებლობის მაგივრად სისულელეების კეთების სურვილით აკაწკაწებული კბილები,კიდე მუცელში პეპლები, საფეთქლებზე, კანქვეშ ჭიანჭველები, ყელთან სუნთქვა, ფანჯარაზე ჯდომა, ღიმილი და არა იმის თქმა, რომ ჩემი აკიდებული მოვალეობა ბოლომდე უნდა შეავსრულო, რომ ასე უფრო კეთილგონივრულია, რომ, რომ, რომ...

ჯანდაბა.

ich bin im arsch :((((