Friday, October 30, 2009

პირველი ქართული მუსიკალური ჟურნალი, cold war kids და პერფექციონიზმი

 რამდენიმე დღის წინ ჩემმა თანაპახოდელმა მომიკითხა,როგორ ხარ,რას შვრები,რაღაც უნდა გითხრა და რას იტყოდიო.
აღმოჩნდა რომ მისი მეგობრები ქართულ ონლაინ სივრცეში პირველი მუსიკალური ჟურნალის გაკეთებას აპირებდნენ და სანამ დაამთავრებდა, გამოვუცხადე, რა თქმა უნდა სიამოვნებით დავწერ ხოლმე მაგათთვის თქო.
მიყვარს ,როცა რაღაცა პირველად კეთდება.
მიყვარს, რომ ვიღაცამ იცის, რა გინდა და რისი გაკეთება შეგიძლია. . .

კიდეv,სიახლეები მიყვარს და მიყვარს და დასკვნა მარტივია, როცა ამდენი რამე გიყვარს, უნდა წერო და გაიღიმო. . . ან პირიქით. . .
ზოგადად პერფექციონიზმი ჩემთვის არც თუ ისე შინაურული ცნებაა, მაგრამ როცა ვწერ ხოლმე, სულ მინდა, რომ მესმოდეს: კარგად იკითხება, ან საინტერესო იყო, ან რამე ეგეთი, და როცა იქ წერ, სადაც შენს გარდა სხვებიც არიან, რასაც უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ბლოგს, და როცა პირველია, ცოტა არ იყოს და ტვინის შეჯანჯღარება დამჭირდა, რაზე დამეწერა. . .
საბოლოოდ ჩემთვის უჩვეულო ლაკონურობით და დაწურულობით დავწერე ამერიკულ ბენდზე, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ ვიპოვე. . .



,,ცივი ომის ბავშვებმა’’ პოპულარობა ბლოგებზე და myspace-ზე  აქტიურობით მოიპოვეს. . .
მე მგონი,  ჩემი ქვეცნობიერი ჩაერთო საქმეში, როცა არჩევანი მათზე შევაჩერე. . .
მოკლედ, საქართველოში პირველი ონალინ მუსიკალური ჟურნალი, ჩემი და სხვების სტატიებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შიგადაშიგ შემომხედეთ ხოლმე და შენიშვნებს, იდეებს და თავში ჩასარტამ უროებს ნუ დაინანებთ :D

Wednesday, October 28, 2009

ლუიჯი პირანდელო






მხარზე შემომჯდარი სიკვდილი



- მინდა, გამოგიტყდეთ: თქვენ ძალზე მშვიდი ადამიანი ჩანხართ... მატარებელმა გაგასწროთ, არა?

- სულ რაღაც ერთი წუთით. დაინახეთ, ხომ? როცა სადგურში მოვედი, მატარებელი უკვე გადიოდა.

- შეგეძლოთ, გაკიდებოდით.

- სასაცილოა, არა?!. ღმერთო ჩემო, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, საქმე რომ არ გაერთულებინა დიდ ფუთებს, პატარა ფუთებს, სულ პაწაწინა ფუთებსაც. ყველაფერი ვირივით მქონდა აკიდებული. ქალების კაპრიზებს ხომ ბოლო არ უჩანს. დამიჯერეთ, მანქანიდან გადმოსულს მხოლოდ სამი წუთი დამჭირდა იმისათვის, რომ თითოეულ თითზე ორ-ორ კვანძიანი ფუთა დამეკიდებინა.

- მართლაც, რომ ძალზე სასაცილო იქნებოდით... იცით, მე რას გავაკეთებდი? ყველაფერს მანქანაში დავტოვებდი...

- მერე, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები? კიდევ იმათი მეგობრები?

- მე კი ეს ყველაფერი ძალიან გამართობდა.

- ალბათ, თქვენ არ იცით, როგორები ხდებიან ქალები, როდესაც დასასვენებლად მიდიან.

- რა თქმა უნდა, ვიცი, ძალიან კარგად ვიცი. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ზედმეტი არასოდეს არაფერი ჭირდება მოგზაურობისას.

- მხოლოდ ეს? მათთვის დასასვენებლად წასვლა ფულის დაზოგვასაც ნიშნავს. მაგრამ, როგორც კი ჩავლენ ქალაქში, უსაშველოდ ძნელია, იყო თავაზიანი, როცა ისმენ მათ ქალურ ახირებებს. ეჰ, ქალები, ჩემო მეგობარო... დანარჩენი ეს უკვე მათი საქმეა... \"საყვარელო, თუ ქალაქში შეივლი, დამჭირდება... მოიტანე ეს... ისიც... და თუ არ დაგეზარება... რაიმე მოსასხამიც გამოაყოლე ხელს... თუ იქ გაივლი...\" \"საყვარელო, ამდენი რამე როგორ მოვასწრო სამ საათში?\" \"რას ამბობ, შენ ხომ მანქანით ხარ?\" გესმით, რა საშინელებაა ყოველივე ეს? უნდა მერბინა მხოლოდ სამი საათი. საბოლოოდ კი სახლის გასაღებიც არ წამომიღია.

- მშვენიერია! მაშასადამე...

- დიდი ფუთები, პატარა ფუთები, სულ პაწაწინა ფუთები - ყველაფერი ეს სადგურის შემნახველ საკანში დავტოვე. შემდეგ ვივახშმე ერთ-ერთ დუქანში და განწყობის ასამაღლებლად თეატრშიც კი წავედი. იქ აუტანელი სიცხე იყო. გამოსვლისას ჩემს თავს დავეკითხე: დასაძინებლად სასტუმროში ხომ არ წახვიდოდი? ახლა თორმეთი საათია; ოთხი საათისთვის უკვე მატარებელშიც იქნები... სამსაათიანი ძილისთვის არ ღირდა ფულის დახარჯვა. და, აი, აქ მოვედი. ყავახანა ჯერ ხომ არ იხურება?

- არა, ბატონო, ჯერ არ იხურება; ესე იგი, ფუთები სადგურის შემნახველ საკანში დატოვეთ?

- რატომ, საიმედო არ არის? თითოეული ფუთა კარგადაა შეკრული.

  - არა, არა, ეს არ მიგულისხმია! ეჰ, ახლა კარგად შეფუთული ის ნივთები მიდგას თვალწინ. მაღაზიის გამყიდველები ხომ განსაკუთრებული ოსტატობით ფუთავენ გაყიდულ საქონელს... ან რა ხელები აქვთ! იღებენ ერთ დიდ, ორმაგ ფურცელს; მნიშვნელობა არა აქვს, ვარდისფერი იქნება ის თუ პრიალაზედაპირიანი... თქვენთვისაც ხომ სასიამოვნოა, იგრძნოთ შესაფუთი ფურცლის სიგრილე... გაშლიან მას დახლზე და ზემოდან მსუბუქ ქსოვილს დაადებენ. ხელისგულებით ფურცელს თავიდანვე ორივე მხარეს აუკეცავენ. ამის შემდეგ ნავაჭრი ზემოდანაც დაიფარება. და უკვე მალე მკლავების ფაქიზი მოძრაობით ფუთას ორივე მხრიდან სამკუთხედად დაკეცავენ. ამის შემდეგ ამოაქვთ ყუთიდან თასმები, ზუსტად იმ სიგრძის, შესაფუთად რომ ჭირდებათ. და ისე წამიერად გადანასკვავენ ბაბთებად, რომ თვალს ვერ მიაყოლებ მათი ხელების ოსტატობას. ხედავთ, ბაბთებით შეკრული ფუთა უკვე მზადაა. ახლა მხოლოდ ხელი უნდა გაუყაროთ ნასკვში.

- ჰმ, გეტყობათ, თქვენ ძალიან ყურადღებით აკვირდებით მაღაზიის ახალგაზრდა გამყიდველებს.

- მე? ჩემო მეგობარო, დღეები მხოლოდ ასე გამყავს. შემიძლია საათობით ვიდგე მაღაზიის შემინულ ვიტრინებთან და ვაკვირდებოდე მათ. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც და მგონია, რომ ვარ, არა, უფრო სწორად, მინდა, რომ ვიყო აბრეშუმის ქსოვილი... ან ბამბის ნაჭერი... ან სულაც ლურჯი თასმა, რომელსაც საგალანტერიო მაღაზიის ახალგაზრდა გამყიდველები ზომებად ჭრიან. თუ გინახავთ, ამას როგორ აკეთებენ? ვიდრე შეახვევენ, მარცხენა ხელის ცერა და ნეკა თითებს შორის რვიანებს ხაზავენ. იმასაც კი ვაკვირდები, როგორ გამოდიან მაღაზიიდან კლიენტები, თითებზე, ხელებსა და მკლავებზე აჩონჩხილი ფუთებით. და მათ მანამდე ვაკვირდები, ვიდრე თითოელი თვალს არ მიეფარება. ეჰ, რას არ წარმოვიდგენ ხოლმე! თუმცა თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ; იგი მე მჭირდება, მჭირდება ეს ყველაფერი.

- თქვენ გჭირდებათ? უკაცრავად, მაგრამ რა?
აი, ასე, ყველაფერს წარმოსახვით ვეჭიდები, ცხოვრებას ვეჭიდები, როგორც ხვიარა ჭიშკრის რიკულებს. იცოდეთ, არასოდეს მოადუნოთ ყურადღება!.. აბა, წარმოიდგინეთ, რომ... უწყვეტად, უწყვეტად ცხოვრობთ სხვათა ცხოვრებით... მაგრამ არა ახლობლების ყოველდღიურობით, არა, არასოდეს! მე ეს არ შემიძლია! მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. დისკომფორტულად. მაგრამ, აი, უცნობი ადამიანების ცხოვრების წარმოსახვისას შინაგანად ვთავისუფლდები. არა, ეს ჩემი ახირება არ გეგონოთ! მეტიც, ვაკვირდები ამა თუ იმ საგნის გარეგნულ სახეცვლილებას. თქვენ რომ იცოდეთ, ამისთვის რამდენს ან როგორ ვმუშაობ; მანამდე, ვიდრე ყველაფერს ბოლომდე არ ჩავწვდები. როცა ვაკვირდები ამა თუ იმ სახლს, წარმოსახვით უკვე იქ ვცხოვრობ, უკვე იმ გარემოთი ვსუნთქავ, ვიდრე იქ ბოლომდე არ შევაღწევ, ბოლომდე ყველაფერს არ შევიგრძნობ... იცით, ეს განსაკუთრებული სამყაროა, სამყარო, რომელსაც ბადებს თითოეული სახლი. თქვენი, ჩემი სახლი... მაგრამ საკუთარ სახლში ამდაგვარს ვერაფერს იგრძნობთ; იმიტომ, რომ იქ ჩვენივე ცხოვრება ფეთქავს, სუნთქავს. ხომ გესმით ჩემი? ვხედავ, რომ მეთანხმებით.
- დიახ, იმიტომ რომ.... ახლა იმაზე ვფიქრობ, რამდენად სასიამოვნოა წარმოსახვითი სიმრავლე....
- სასიანოვნოა? ჩემთვის?
- დიახ.... მე ასე მგონია....
- შეგიძლიათ დამიზუსტოთ, რა სიამოვნებაზე მელაპარაკებით? ისე, როდისმე თუU მისულხართ ცნობილ ექიმთან კონსულტაციისათვის?
- მე? არა!... ან რატომ? ცუდად სულაც არ ვგრძნობ თავს.
- არა, არა! მე იმიტომ შეგეკითხეთ, რომ მაინტერესებდა, ყოფილხართ თუ არა ოდესმე ექიმის მისაღებში, იმ ოთახში, სადაც პაციენტი მოთმინებით ელოდება თავის რიგს.
- ა... ა.... დიახ, ერთხელ გავყევი ჩემს შვილს.... მას ნერვები აწუხებდა.
- ძალიან კარგი; სხვა არც მაინტერესებდა, მხოლოდ ამის გაგება მინდოდა. მითხარით, აკვირდება მერე ვინმე იმ მოსაცდელლ ოთახს? მუქი ფერის ავეჯს, ძველმოდურს, დალიანდაგებულ სკამებს, უფრო ხშირად, დამტვრეულს, პატარა უსახურ სავარძლებს. ეს ავეჯი გადამყიდველებისგანაა შეძენილი და მერე პაციენტებისთვის გამეტებული. ეს ავეჯი ამ სახლის ნაწილი არაა. დიდად პატივცემულ ექიმს თავისთვის და თავისი ქალბატონის მეგობრებისთვის მოწყობილი აქვს სულ სხვა მისაღები - მდიდრული, მშვენიერი დარბაზი. ვინ იცის, იქნებ ამ ოთახიდან წამოღებული სკამები და სავარძლები პაციენტების მოსაცდელ ოთახში რომ დაგვედგა, მათაც დაეწყოთ ჭრიჭინი. ძალიან მაინტერესებს, როდესაც თქვენს შვილს გაყევით ექიმთან, დააკვირდით თუ არა სკამებს, სავარძლებს, მოსაცდელში რომ იდგა?
- მე? არა. მართალი გითხრათ....
- დიახ. იმიტომ, რომ თქვენ ავად არასოდეს ყოფილხართ... მაგრამ არც პაციენტები აქცევენ ამას არანაირ ყურადღებას. მათ მხოლოდ თავიანთი ავადმყოფობა აღელვებთ. ზოგიერთი, ფიქრებში წასული, შეიძლება თავის თითებსაც აკვირდება... და ამ დროს ვერ ამჩნევს სავარძლის გაქექილ სახელურებს. მხოლოდ ფიქრობენ და ვერაფერს ამჩნევენ. ან მაშინ რა განწყობა გვეუფლება, როცა უკვე ვტოვებთ ექიმის კაბინეტს, როცა ისევ გავდივართ მოსაცდელ ოთახს, ისევ ვხედავთ სავარძელს, რომელზეც ცოტა ხნის წინათ ვიჯექით, გაურკვეველი დიაგნოზის მოლოდინით გაბრუებული. მაგრამ ამჯერად იმ სავარძელში უკვე სხვა პაციენტია. ან სულაც ხედავ ცარიელ სავარძელს, რომელიც ისევ ავადმყოფს ელოდება. თუმცა, რაზე ვსაუბრობდით? ჰო,.. წარმოსახვის სიამოვნებაზე... ისე, არც მე ვიცი, რატომ ვილაპარაკე ამდენი ექიმის მოსაცდელი ოთახის სკამებსა და მომლოდინე პაციენტების შესახებ.
- დიახ, მართალი გითხრათ...
- ვერაფერი გაიგეთ, არა?!. ვერც მე... ადამიანთა შეხედულებელი ერთმანეთისგან პირადი შეგრძნებებით განსხვავდება. გარესამყაროს თითოეული საკუთარი \"მე\"-დან აღიქვამს.
ამ ანალოგიებზე ალოგიკური არაფერია. მაგრამ მათ შორის კავშირი მაინც შეიძლება იყოს. განა სიამოვნებას არ მოგანიჭებთ სკამებზე ფიქრი, ან იმაზე, თუ ვინ იქნება ის პაციენტი, რომელიც თქვენს შემდეგ მოვა ექიმის მოსაცდელ ოთახში? რა არის ამაში ცუდი? ან სად წავა, რას იზამს ამის შემდეგ? თითქოს არაფერი სიამოვნებაა, მაგრამ მოდის ბევრი პაცინეტი და მე ხშირად ვაკვირდები მათ, მათ საცოდავ სკამებსაც, რომლებსაც ისინი იკავებენ. ხომ ხედავთ, ჩვენი საქციელი ერთმენეთის ანალოგიურია. ახლა ამით ვარ დაკავებული. მერე სხვა რამით შევიქცევ თავს. აი, ამ წუთში, მაგალითად, მე თქვენით ვარ დაკავებული. და, გგონიათ, არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს მატარებელი, რომელმაც გაგასწროთ? ან ის ოჯახი, რომელიც გელოდებათ? ან ის მოუსვენრობა, რომელიც სახეზე გაწერიათ?
- ეჰ, მართალი ბრძანდებით!..
- იყავით უფლის მადლიერი, რომ მოუსვენრობა გჭირთ. ბევრს, ჩემო ბატონო, თქვენზე მეტი უსიამოვნება შემთხვევია. გიმეორებთ, ჩემთვის აუცილებელია უცნობთა ცხოვრების წარმოსახვა. მე ეს არც რაიმეთი მავსებს და არც რაიმეთი მაინტრიგებს... არამედ, ისე... მინდა, მოუსვენრობა შევიგრძნო, ავხსნა ათასი სისულელე, ვიმსჯელო წუთისოფლის ამაოებაზე. ამასთან, ცხოვრება იმდენად დიდი რამეა, ვერავინ იტყვის, რომ იგი ოდესმე დასრულდება. იცით, ამას როგორ ვგრძნობ? ცალკეული მინიშნებებით. ჩემო ბატონო, მართლა არ ვიცი, რისგან შედგება ცხოვრება, მაგრამ არის ის რაღაცა, რასაც ჩვენ ყელში მომდგარ ბოღმას ვეძახით. ვერასდროს ვტკბებით ამ წუთისოფლის სიამით, ვერასდროს ვკმაყოფილდებით. და ეს იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა მუდმივად გაუმაძღარი. ჩვენ არ ძალგვიძს, შევიგრძნოთ მისი გემო. ცხოვრების ფასი მხოლოდ წარსულშია, ჩვენშია. ცხოვრების ავ-კარგი ჩვენს მოგონებებთანაა. რა მოგონებებთან? ათას სისულელესთან, უაზრო ოცნებებთან, უინტერესო საქმინობასთან. დიახ, დიახ, ის, რაც ახლა ხდება, ესეც სისულელეა... ის, რაც ახლა ხდება, მხოლოდ მოსაბეზრებელია... იქამდეც კი მივდივარ, რომ ყოველივეს უბედურებად ვნათლავ, ნამდვილ უბედურებად. დიახ, დიახ, ჩემო ბატონო, ოთხი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ განა რა გემოს ჩაატანთ ამ ცხოვრებას, რა გემოს, რა ცრემლებს?.. ღმერთო ჩემო... განსაკუთრებით მაშინ, როცა გადიახარ ამ წუთისოფლიდან, როცა იცი, რომ დღეები დათვლილია... აი, ხედავთ? ხედავთ, იქეთ, იმ კუთხეში ნაღვლიანი ქალის სილუეტს? თუმცა, იგი უკვე დაიმალა!
- როგორ? ვინ... ვინ არის და რა...?
- ვერ დაინახეთ? დაიმალა.
- ქალი?
- დიახ, იგი ჩემი ცოლია.
- ოჰ! თქვენი ქალბატონი?
- გამუდმებით ასე მითვალთვალებს შორიდან. დამიჯერეთ, მივიდოდი და სიამოვნებით შევდგებოდი ფეხებითაც. მაგრამ, ვიცი, აზრი არაა აქვს. აბეზარი ძუკნა ძაღლივითაა. რაც უფრო ურტყამ, მით უფრო გეკვრის და გებლანდება ფეხებში. ვერც კი წარმოდგენთ, როგორა აქვს იმ დედაკაცს გონება შერყეული. არც ჭამს, არც სძინავს. დღედაღამ შორიდან მითვალთვალებს. ჯობია, იზრუნოს საკუთარ თავზე, მოისროლოს ჯღანი ფლოსტები, გამოიცვალოს ტანსაცმელი. ქალს კი არა, მომჩვარულ ტილოს ჰგავს. თავი მაინც დაიბანოს. არადა, ჯერ მხოლოდ ოცდათოთხმეტი წლისაა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მაღიზიანებს იგი. რამდეჯერ მიმიხლია პირში უხეშად, შე ბრიყვო - მეთქი. არ მეპასუხება. დგას და მიყურებს ისეთი თვალებით, გეფიცებით, ცხოველური ჟინი მიპყრობს, მივახრჩო კიდეც. ახლაც თქვენს წასვლას ელოდება, რომ ისევ გააგრძელოს თვალთვალი. აი, შეხედეთ...
- საწყალი ქალბატონი...
- რას ჰქვია საწყალი ქალბატონი! ჩემი არ გესმით? უნდა, რომ ჩავიკეტო სახლში და დავემორჩილო მის ნება-სურვილს. შევინარჩუნო სიმშვიდე და საშუალება მივცე, იზრუნოს ჩემზე, იყოს თბილი და მოსიყვარულე მეუღლე. ის ხომ თავისი კოპწია, დალაგებული ოთახებითაც ტკბება; სუფთა ავეჯით, ისეთი სიჩუმით, რომელსაც მხოლოდ ქანქარიანი საათის წიკწიკი თუ არღვევს... სწორედაც ეს უნდა! და გეკითხებით, გაუგეთ რამე ამ სიგიჟეს? მაგრამ, რას ვამბობ?! რის სიგიჟე? ეს ყველაფერი საშინელი უაზრობაა. გხოვთ, მიპასუხოთ: შეიძლება, ავენცანოს ან მესინას მცხოვრებლებმა წინასწარ შეიტყონ, რომ მოსალოდნელია მიწისძვრა და ამის მერე შეინარჩუნონ სიმშვიდე, ისეირნონ ქუჩებში, ქალაქის მოედნებზე? აბა, წარმოიდგინეთ: ამის შემდეგ ავენცანოელები და მესინელები მშვიდად გაიხდიან ტანსაცმელს, დაკეცავენ კიდეც, ფეხსაცმელებსაც გაიძრობენ და აუღელვებლად წავლენ დასაძინებლად; ზეწრის ქათქათა ფერიც კი სიამოვნებას მიანიჭებთ. თუმცა გააზრებული ექნებათ, რომ სულ რამდენიმე საათში ყველანი დაიხოცებიან. ნუთუ ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- ვფიქრობ, თქვენი ქალბატონი...
- ბოლომდე მათქმევინეთ, ჩემო ბატონო! წარმოგიდგენიათ, სიკვდილი რომ უცნაური, საძაგელი მწერივით იყოს და ვიღაცამ ის მოულოდნელად მხარზე დაგაკოსოს... მერე თქვენ ქუჩაში გაიაროთ და უკვე სხვა ვინმემ გაგაჩეროთ: უკაცრავად, ნებას მომცემთ? იცით, ჩემო ბატონო, რომ თქვენ მხრებზე სიკვდილი გაზით?! მერე ფრთხილად, აი, ასე, ორი თითით აიღოს იგი და მოისროლოს ჯანდაბაში... ეს ხომ შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ სიკვდილი არ ჰგავს იმ საშინელ მწერს!.. არადა, უამრავ ადამიანს, რომელიც ქუჩაში მშვიდად და ლაღად მისეირნობს, მხარზე სიკვდილი აზის. მათ მხოლოდ ხვალინდელი, ზეგინდელი, მომდევნო დღეების საზრუნავი ადარდებთ და ამ დროს ვერავინ ამჩნევს მათ მხრებზე დასკუპებულ სიკვდილს. ახლა კი, ჩემო ბატონო, მომიახლოვდით... აქ მოდით, აქ... ლამპიონის შუქთან მოდით... ერთ რაღაცას გიჩვენებთ. აი, აქ მიყურეთ, ულვაშების ქვევით. ხედავთ იასამნისფერ ღარს? იცით, ამას რა ჰქვია? ეჰ, მას ძალზე ტკბილი სახელი აქვს. ხო, კარამელზე უფრო ტკბილი. მას ეპიტელიომა ჰქვია. გაიმეორეთ, გაიმეორეთ ეს სახელი და, მერწმუნეთ, სიტკბოებას თქვენს იგრძნობთ: ე-პი-ტე-ლი-ო-მა. გესმით, მე სიკვდილმა ჩამიარა?!. შემტენა პირში იასამნისფერი ყვავილი და გამაფრთხილა: ძვირფასო, რვა ან ათ თვეში ისევ გესტუმრები. ახლა მიპასუხეთ, შემიძლია, პირში ყვავილგარჭობილი მშვიდად ვიჯდე სახლში, ისე, როგორც ეს ჩემს წყეულ ქალბატონს სურს. როცა ვეკითხები, გინდა თუ არა, გაკოცო - მეთქი, მპასუხობს, ხო, მაკოცეო... იცით, კიდევ რა ჩაიდინა? წინა კვირას ტუჩი ძალით გაიკაწრა და, ლამის,გაბურღა ტვინი: უნდოდა, რომ ჩემთვის ეკოცნა!.. ხო, ტუჩებში ეკოცნა! ვერ ისვენებს, გამუდმებით გაიძახის, რომ ჩემთან ერთად უნდა სიკვდილი. ნამდვილი გიჟია. მე სახლში ვერ გავჩერდები. ჩემთვის აუცილებელია, ვიდგე მაღაზიის სარკმელთან და დავაკვირდე ახალგაზრდა გამყიდველების ოსტატობას. იმიტომ, რომ წამითაც რომ ვიგრძნო სიცარიელე, აი, აქ, შიგნით, აუღელვებლად მოვკლავ ვიღაცას. სრულიად უცნობ ადამიანს, დავაძრობ იარაღს და მოვკლავ, თუნდაც თქვენნაირს, რომელსაც მატარებელმა გაასწრო... არა, არა, ნუ გეშინიათ, ჩემო მეგობარო! მალე დაგანებებთ თავს. თუ რამეა, თავს მე მოვიკლავ... არადა, ახლა როგორი გემრიელია გარგარი!.. თქვენ როგორ ჭამთ მას? კანიანად, ხომ მართალი ვარ? შუაზე რომ ხლეჩენ ორი თითით... უჰ, უჰ, რა გემრიელია! მოიკითხეთ ჩემგან თქვენი ქალბატონი და შვილები. მე მათ თეთრ თუ ცისფერ ტანსაცმელში გამოწყობილებს ვხედავ. მინდორში სხედან, ჩრდილქვეშ. ვიცი, უზომოდ კმაყოფილი ვიქნები, როდესაც წარმოვიდგენ, ხვალ დილით როგორ ჩახვალთ მათთან. ქალაქი სადგურიდან ცოტა შორს იქნება. გამთენიისას გაისეირნებთ ქალაქამდე. ალბათ, ბუჩქნარსაც ჩაუვლით. გთხოვთ, ჩემს მაგივრად დათვალოთ მწვანე მწკრივი. იცოდეთ, რამდენი რიგიც იქნება, ზუსტად იმდენ დღეს ვიცოცხლებ. რაც შეიძლება გაშლილი ნარგავი ამოარჩიეთ. აბა, თქვენ იცით. ღამე მშვიდობისა, ჩემო მეგობარო...



იტალიურიდან თარგმნა თორნიკე მსხილაძემ

თორნიკე,ანუ ამ მოთხრობის მთარგმნელი და ჩემთვის გამომგზავნელი,ვენეციაში გავიცანი. . .


ვენეცია პირველი ადგილი იყო,სადაც ჩემი წანწალების ისტორიაში ვინმე ქართველი ვიპოვე. .


კაცმა რო თქვას,თვითონ გვიპოვა,მაგრამ მაინც. . .


ხოოოდა,ვინმეს რო იპოვი,ან გიპოვის, ხო მნიშვნელოვანია,როგორია. . .


თორნიკე კიდე ეგეთია,ლაპარაკს რო დაიწყებს,გეგონება ვენეციაში ნორმალური ადამიანი არ არსებობს,ფეხბურთი ყველაზე მაგარი რამეა და გოგოებს ყველაზე კარგად წუწუნი გამოდით. . .


მაგრამ მერე შენ ბლოგზე აღმოჩნდება,და მერე შენ აღმოაჩენ რო მარტო ფეხბურთი კი არა,ლიტერატურაც უყვარს,კიდე კარგი მკითხველია და კიდე,მოთხრობას თუ დავუჯერებთ,კარგადაც თარგმნის. . .


ხოოდა,თვითონ მოთხრობას რაც შეეხება, წაკითხვის მერე ვთქვი რომ ჩემი ჭკუის მოთხრობაა. . .ამ ბოლოს შეფასების ახალი მეთოდი დავამკვიდრე. . .
რამეზე თუ ვიტყვი,რომ ამისი ავტორი სიამოვნებით ვიქნებოდი,ესე იგი,კარგია. . .უფრო სწორად ჩემთვის კარგია,ანუ ჩემი ჭკუისაა. . .
კი ვიცი,ეგოცენტრული რო ვარ.. .
ეგოცენტრული რო არ ვიყო,თარგმანს მაინც დავდებდი ჩემი ქაქანის გარეშე. . .

Friday, October 23, 2009

თეთრი ლილია ჩემი ერთ-ერთი სახეობაა...

ერთ დღეს შევედი იქ,სადაც უკვე თვეებია შევდივარ და ჩემი ბავშვობაში საყვარელი ავტორების ლექსები,ცისარტყელა,მზე და გოგონა და გაყინული ტოტები მხდებოდა ხოლმე და თვალში მომხვდა რომ თეთრი ლილია აქაურობის პატრონის ერთ-ერთი სახეა. . .

მაშინვე ვიფიქრე,სხვა სახები რაა და რატო მაინცდამაინც ლილია თქო? და ის იყო უნდა მეკითხა,კიდე რაღაც ვიფიქრე. . .
ვიფიქრე,რომ ლილია საინტერესო ადამიანი ან ყვავილი უნდა ყოფილიყო და კიდე სხვა კითხვებსაც აუცილებლად გამიჩენდა. . .
და მერე კიდე რაღაც ვიფიქრე. .. 
საბოლოოდ მოვიფიქრე,რომ ბლოგზე დავიწყებ პოსტებს სახელით ,,ესაუბრე მას'' (თუ ჩემნაირი შეურაცხადი ბლოგერი ვიპოვე,მაშინ შეიძლება გახდეს ,,ექაქანე მას'' :D ), და თვეში ერთხელ რომელიმე ბლოგერთან საუბარს მოვაწყობ. . .პირველი ლილიაა. . . .
ანუ, როდესმე ყველასთან მოვა ჩემი მეილი :)
ლილიაზე მარტო ის ვიცი,რომ ძალიან მომწონს სახელის ჟღერადობა,ცოტა არ იყოს და წაისაიდუმლოებამოცულებს და მეტს ახლა გავიგებ :


გამაფრთხილა,ადვილად არ ვიხსნებიო...        
ვნახოთ რა გამოგვივა მე და ჩემ კითხვებს:

არ ვიცი ასე უცებ მოვიდა და მითხრა შენ უნდა იყოო და მეც თბილად მივიღე...
მერე აღმოჩნდა რომ ძალიან ჩემი იყო... ამ ქვეყნად უბრალოდ ხომ არაფერი ხდება...:)

 ერთ-ერთი სახეობა თეთრია,დანარჩენი?

იცი რამდენი სახეობა მაქვს ან რამდენი დრო,მონაკვეთი,განზომილება,ტყე,ტბა,მთა,მინდორი,ტროპიკები... ყველგან ვარ
მაგრამ არ ვარ ბევრი... ის ადგილი მაქვს მე რომ მიყვარს...
ბავშვობა ვარ სოფელში ლაღი სიხარულით...
ვარ თითქმის ყველა ფერი...
ვარდისფერი,თეთრი,ყვითელი,მწვანე,იასამნის,მალინის,ოქროსფერი,კოპლებით,იისფერი,მწვანე...
ვარ ნათელი და ღამე...
მზეზე მონარნარე და მთვარეს მოცინარი...
გახარებული და მოწყენილი...
სევდიანი და ბედნიერი...
წვიმიანი და დილის ცვარიანი...
მოუსვენარი და მშვიდი...
კეკლუცი და პრანჭია...
მწარე და ტკბილი...
ბევრი ვარ იმდენად ბევრი რომ მე თვითონ არ ვიცი როდის, სად, რაში, აღმოვჩნდები ან როგორ,რომელი,რამდენი ვიქნები... :)
 ვინ არი ,,შენ''? (ანუ სახელი და გვარი არა, ის ,,შენ'', სიგიჟემდე რო თბებოდეს შენით და აპრილივით რო უნდა მოვიდეს, ის ...)
ის „შენ“ წარსულია... ერთადერთი ის „შენ“ გულში რომ არის მიმალული...
სიგიჟემდე რომ თბებოდეს ჩემით და აპრილივით მოვიდეს „ჩემია“ სულ ჩემში, ჩემთან რომ იქნება...
 როდის არის დასაწყისი, გაზაფხულზე,მაშინ გაზაფხულზე რტოები როცა იყინებიან, როცა უცბად წვიმა გიყვარდება თუ,რამე სულ იწყება და ხან ვამჩნევთ,ხან ვერა...
არა როცა რტოები იყინებიან იქ ჩერდება რაღაც მანამ სანამ...
დასაწყისი როდის არის? არ ვიცი ალბად როცა იწყები შენ და ხორციელდები მასში იმ წვიმაში რომელიც თუნდაც პირველად გიყვარდება...
რამე სულ იწყება,ან არ იწყება... ან ვამჩნევთ ან ვერა... ან საერთოდ არ არის ჩვენი და შეგვეშალა... ან იყო და წავიდა... ან შენ გამოხვედი... ან უბრალოდ ერთხელაც მოხვდით იმ პლანეტაზე რომელიც თქვენია...

 როდის იხატავენ სახეს ფერადი საღებავებით და როდის ეხებიან ცისარტყელას გასაფერადებლად?
:) არ ვიცი როგორ გითხრა უბრალოდ ფერები გაფერადებენ მაშინ როცა ჯერ ერთ ფუნჯს მოგაწვდიან,შენდეგ მეორეს,იქვე საღებავების ფერებს,რამდენი ფერიც იქნება იმდენფერად შეიღებები...
ცისარტყელა მჩუქნის ფერებს რომლითაც მერე დიდხანს ვიღვრები და სხვებსაც ვაფერადებ...
ფერები ილუზია არ არი,ან ტყუილი?
ყველაფერი ილუზიაა თუ დაიჯერებ... ან რეალობა არის კი რეალობა? მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ილუზიაა,მხოლოდ ყველას ჩვენი ფერები და ილუზიონისტების წარმოდგენები გვაქვს...
 არც პოეზიაა ილუზია?
იცი ილუზიაც საიდანღაც მოდის... ის ქვეცნობიერიდან იბადება,ასე რომ ილუზია არ ნიშნავს არარეალურს... პოეზია ყველაზე დიდი ყველაზე ლამაზი ცხოვრებაა ილუზიაში...
რა არის პოეზია?
პოეზია განუხორციელებელი ოცნებებიაო ამბობენ ფსიქოლოგები და პოეტებიც აქედან იბადებიანო...
თუმცა პოეზიას რეალური განცდების გადმოცემაც ძალიან კარგად შეუძლია და ამ განცდის ნაყოფიც გემრიელია,ნატკივარია და ცოცხალი...
 კითხულობ როცა...
ანუ შევცვლი და ვიტყვი,ვკითხულობ ვიდრე ვცოცხლობ,სულ... თუ რაიმე არ მიშლის ხელს ამ საყვარელ საქმიანობაში...:)
წერ როცა...
რაღაც უზომოდ მაწუხებს,მაგრზნობინებს,მიტევს...
ცხოვრობ როცა...
ღმერთი მაძლევს ცხოვრების უფლებას...

იცი მეღმები
არაა...?
იცი მენატრები
აღარ?
ფიქრში იკარგები
თანაც?
ისევ წვიმა მოდის
ისეევ?
სიზმარს რომ დაშორდი
ნუთუ?
აღარც ცხადში ხედავ
ბნელა?
ისევ გავანათებ
სხვებთაან?
მე მის მზესთან
ახლა?
მაშინ
მერე
როცა
...

როდის?
მოდი ისევ როცა... :)

 შენიდან ჩემამდე შორია? (შენიდან ჩემამდე
და ასე
უსაზღვროდ
უზომოდ
მრავალგზის
განსხივდა...:)

არა... არ არის შორი როცა უსაზღვროდ უზომოდ მრავალგზის განსხივდება ყველაფერი უსაზღვროდ ახლოა... :)
 მართლა წახვიდოდი ყველგან,სადაც დაგხვდებოდა?
კი...
თუ შემიყვარებდა მე და ის „ჩემი“ იქნებოდა...

მივალთ როდესმე,გაღიმებამდე,გათენებამდე,მზემდე და ჩვენ სახლამდე?
ამ ლექსზე კომენტარში შენ ძალიან კარგად დაწერე: „მე მარტო იმაზე ვიცი პასუხი,რომ გაღიმებამდე რამდენიმე თბილი სიტყვაა დარჩენილი... სახლამდე კი მყუდო განწყობა...“ო
მეც მჯერა რომ
გაღიმებამდე მხოლოდ რამდენიმე თბილი სიტყვაა დარჩენილი...
მზემდე პატარა მზეები...
ჩვენს სახლამდე კი მთლიანობის და სიმყუდროვის შეგრძნება...
მივალთ რა თქმა უნდა თუ გვჯერა ყველგან მივალთ...

 შენთან როცა შემოვდივარ ხოლმე,სულ სიმსუბუქის და სინათლის ასოციაცია მიჩნდება...
შენთვის როგორია ლილია,ანუ შენ...

დიდი მადლობა ჩემო კარგო...არც ვიცი რა ვთქვა... ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიხარია თუ ასეთ დადებით მუხტს ვავრცელებ ირგვლივ... :)
ლიილია
ლილია
განა ასე ხშირია...? :)
როგორი ვარ...?
იცი მგონი ბლოგი თავის სათქმელს ამბობს ლილიაზე,ასე რომ ჩემზე ბევრს თუ ცოტას ვერაფერს დავამატებ...
დაე ჩემმა ნაწერებმა თქვან... :)
მადლობა იმისთვის რომ დაინტერესდი ჩემით, დამისვი ასეთი მრავალმხრივი და ფერადი კითხვები... და რომ ვარ პირველი... :)
ლილია
p.s.საბოლოოდ ლილია გოგონა აღმოჩნდა,ისევ ისეთივე ნაზი,თბილი და რბილი მგონია,როგორიც მეგონა. . .
ძალიან მინდოდა რომ ლილია ახლაც თეთრი ყოფილიყო,მაგრამ ახლა ვარდისფერი ვარო. . .

როდესმე ისევ გავთეთრდები და ალბათ დიდი ხნითო...
ვარდისფერი ლილიაც ლამაზია...

Thursday, October 22, 2009

ერვინ ვურმი,ერთი წუთის სკულპტურების და შარჟების ოსტატობა

კაცი,რომელსაც ცალი ხელი და თავი მაცივარში აქვს შეყოფილი და უცნაურად გამოიყურება, ლუდს მიირთმევს.
კაცი უცნაურად სულაც აღარ მოგეჩვენებათ,თუ შეხედავთ მეორეს,რომელსაც ფორთოხლების მკერდი ამშვენებს. . .

ეს ავსტრიელი ერვინ ვურმის სკუპლტურებია. . .

ერვინი კონცეპტუალისტი მოქანდაკე,მხატვარი და მარტივად არტ-არსებაა...მატერიად ყოველდღიურობას იყენებს,ერთ წუთიან ეფემერულ და მოძრავ სკულპტურებს ქმნის, უთავოდ დარჩენილი ადამიანებით, ფორთოხლებიანი მკერდით, თავდაყირა სახლებით,მსუქანა პორშეებით და სხვა აფსურდულ-კომიკური იდეებით სკულპტურისტი ყოველდღიურ რუტინას,მიზანდასახულ სამყაროს და წესების მონობას აშარჟებს. .

ამბობს,რომ იუმორი იარაღია. . .                                                    

მე თუ მკითხავს კაცი,მისი ნამუშევრები ოდნავ მეტია,ვიდრე იუმორი.
სადღაც ირონიასა და სიმახინჯის გაშიშვლებას შუაშია. . .

მისი სატირა მის თანამედორვეებს რაღაცით მუზილის სატირას აგონებს,რადგან ორივე ცდილობს აჩვენოს რომ ცხოვრებაში მარტო რეალური ფაქტები არაფერია,როცა არსებობს შესაძლებლობების აზრიანობა.


ერვინმა ერთი სკულპტურისთვის დაითანხმა კათოლიკე მღვდელი,ეკლესიის ინტერიერში ვაშლით ხელში ეპოზიორა,ევას ვაშლით ,რათა მისთვის გადაღებული ფოტოთი ეკლესიის დღევანდელი სახე ეჩვენებინა. . .

მანვე სოლიდურად გამოწყობილ ბანკირს,მარკერების, კალმების და სხვა საკანცელარიო ნივთებით გამოუტენა მთელი სახე.
და აჩონჩხლა ლამაზი გოგონა ათასი ჯურის ჩანთით. . .

მიუხედავად აფსურდულობისა,მისი ნამუშევრები ხელოვნებაა,ალბათ ზუსტად იმიტო რომ ხელოვნების მიზანი საზოგადოების სიმახინჯეებზე მითითებაა და უკეთეს საზოგადოებაზე ზრუნვა,და როცა ცხვირის ნესტოებში მარკერებგაჩრილ ბანკირს ხედავ,არ შეიძლება არ იფიქრო იმაზე,როგორ გაქათამებს რუტინა.

სასაცილო ყოფნა და უთავოდ დარჩენა არავის არ უნდა,არც უკუღმა დაკიდებულ სახლში ცხოვრება, ხოოოდა,უნდა ჩაიხედო სარკეში ან შეიხედო ერვინის საგამოფენო დარბაზში და მიხვდე რომ პორშე არ არის პროვილეგია,პორშე ბევრი ქონის სიმბოლოა. . .და ძეხვიანი პურის მეტაფიზიკა პორშეში მჯდარ და გამოკვებილ,მაგრამ უთავოდ დარჩენილ ადამაინებს ატყვევებს.

ადრე,როცა გრაფიტზე დავწერე,ვთქვი,რომ არ შემიძლია არ აღვრთოვანდე ადამიანით,რომელმაც იცის,რომ იმას,რასაც ქმნის, ძალიან მალე ვიღაც გადაღებავს და გააქრობს. . . და მაინც ქმნის. ..

ზუსტად იგივე ვიფიქრე ერთ წუთიან სკულპტურებზეც. . .

და ერვინის შემთხვევაში არის მეორე რამეც,რაც მაღფრთოვანებს. . . ანუ ის,რომ არ არსებობს საგამოფენო დარბაზში ადამიანი,რომელიც ათვალიერებს და ადამიანი,რომელიც გამოსკულპტურდა. . .

ნებისმიერს შეუძლია თავი მაცივარში შედოს,კედელზე მიეჭიკარტოს ან უთავოდ დარჩეს. . .

ასე იხსნება საზღვრები ჩვენსა და მის შორის,ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის. . .

ერვინის ერთი წუთის მინიატურების იდეით შთაგონდა რედ ჰოთ ჩილი პეპერსი და 2003 წელ გადაღებულ კლიპში „Can't Stop“ ,პრინციპში მისი იდეების რეალიზაციაა

პ.ს.
გამომდინარე იქიდან,რომ ჩვეულებრივი სიტუაციებიდან სრულიდ შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების გამოყვანა და კიდევ იქიდან,რომ ხელოვნებასა და ყოვლდღიურობას შორს საზგვარი უკვე დარღვეულია,შეგიძლიათ საკუთარ ფანტაზიას ამუშავებისკენ მოუწოდოთ. . .

იქნებ ის მაინც ვისწავლოთ,რა უნდა გავაშარჟოთ. . .

Tuesday, October 20, 2009

ვენეცია


ვიყავი,აღვფრთოვანდი და მოვედი. . .


მაგრამ ისე საშინლად აღვფრთოვანდი,სიამოვნებით დავრჩებოდი და აღარ მოვიდოდი. . .

პირველად ვნახე ის,რაზეც სუნთქვა მეკვრება. . .

ქალაქი ყველანაირი მანქანის,ველოსიპედის,მოტოციკლის და გაზულუქებული ხალხის გარეშე. . .

ქალაქი,სადაც ყველგან წყალია და სადაც მაინც მყარად დგახარ მიწაზე და ფართოდ გაღებული ფილტვებით სუნთქავ. . .

სადაც შეგიძლია ნებისმიერ ლაბირინთში დაიკარგო,ათასშვდას ხიდზე გადახვიდე და კიდე ათასშვიდასი გადაუსვლელი დატოვო...

სადაც ყველა კუთხეში ნიღბები იყიდება და ყველა ნამდვილი სახით ცხოვრობს,არავინ არ იხდის მარტო ზრდილობის გამო მადლობას,ქუჩაში არაფერთან დაკავშირებით მღერიან, მოედნებზე ჩხუბს არ ერიდებიან და ემოციები და მტრედები ერთად დაფრინავენ. . .


მტრედების დასაჭერად საკენკი გჭირდება,ემოციების დასაჭერად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს. . .

ემოცია,რომელიც პირველად დავიჭირე:

ქალაქებში,სადაც ამდენი ტურისტია,სადაც ყველა კუთხეს რაღაც ისტორია აქვს და სადაც ყველაფერი,რაც ტრადიციული და აბორიგენებისთვის დამახასიათებელია,იყდება,მგონია რომ აბორიგენებს უკარგავს საშუალებას უყვარდეთ და შეიგრძნონ თავიანთი საკუთრება. . .

იმიტომ რომ დღეში ათასჯერ გაყიდული შენი ნაწილები მარტო შენი აღარ არის. . .

დღეში ათასი ადამიანი იკეთებს შუშის სამკაულებს,ნიღბებს,სეირნობს გონდლით,მერე მიდის და მიაქვს ზღვის სუნი,მტრედების ფეხების სითბო,ფერად-ფერადი აქსესუარები და შეგრძნება იმისა,რომ ვენეცია შინაური ქალაქია. . .

აბორიგენებთან კი მეორე დღეს სხვა ათასი კაცი მიდის. . .

მოკლედ,სუბიექტურ ემოციებს ობიექტურობა არ მოეთხოვებათ. . .

მეორე ემოცია,რომელიც დაგყვება,არის ის,რომ იდეალურია,როცა რაღაცა,რასაც შენ ქმნი,რაც შენებმა შექმნეს,მარტო შენი არ არის და ყველა მეორეს უნდა იქ სიარული სადაც შენ ცხოვრობ,შენი გონდოლი სეირნობა,დედაშენის გამომცხვარი პიცის ჭამა, შენი წყლისგან შეჭმული კარებების ნახვა და შენ შეუღებავ,ჩამონგრეულკედლებიან ლაბირინთებში თუნდაც დაკარგვა. . .

იდეალურია ისიც,როცა გარეთ ამდენი ვიღაც დადის,შენ ჭრელა-ჭრულა შუშებს ამზადებ,იტალიურ ეზოში სარეცხს ფენ, თოლიებთან ერთად მგზავრებს ელოდები კატერში და სულაც არ ვიქრობ იმაზე,რაზეც ვიღაც ნასტასია ფიქრობს შენს მაგივრად. . .


ნასტასია მაინც ფიქრობდა და მოიფიქრა,რომ ის,რაც ძალიან მოგწონს,აუცილებლად უნდა ნახო ორჯერ,ანუ დღე,ჩვეულებრივი,და ღამე ისეთი,როგროიც ყველაზე მეტად გავს თავის თავს. . .


მიუხედავად იმისა,რომ ღამე ლაბირინთებში დაკარგვა
ორჯერ უფრო ადვილია,იტალიელებმა ყველაფერი იციან
გზის სწავლების გარდა და ნებისმიერ ადგილამდე ერთი
ხიდი უნდა გადაირო,მაგათ თუ დაუჯერებს კაცი,ის,რაც
ძალიან მოგწონს,აუცილებლად უნდა ნახო ორჯერ,ანუ
დღე,ჩვეულებრივი,და ღამე ისეთი,როგროიც ყველაზე
მეტად გავს თავის თავს. . .


იმიტომ რომ ღამე მოედნებზე მარტო მხატვრები არიან და კიდე დღე ხალხით გატენილი კაფეების ცარიელი სკამები. . .
იმიტო რომ არხებში სნობების მაგივრად ვენეციელების სიზმრები დაცურავენ. . .
იმიტო რომ სანაპიროზე თოლიები თევზებზე ჩხუბის მაგივრად ღამის სიმშვიდეს დარაჯობენ. . .
იმიტო რომ არამარტო ზღვის სუნს გრძნობ,ხმასაც ისმენ. . .
იმიტო რომ აუცილებლად ნახავ ვინმეებს,ვისაც შენსავით უყვარს თავისუფლად სუნთქვა და ღამე ამერიკულ ქანთრის უკრავენ. . .

 მოკლედ,ამსტერდამის და ხორვატიის შემდეგ,მორიგი ფავორიტი მყავს. . .

Saturday, October 17, 2009

სტუმრად...

არასდროს ასეთი სიფრთხილით ბლოგზე არ მიწერია, არასდროს დამიწყია სიტყვების არჩევა, არასდროს მქონია ეს განცდა ადამიანები ნერვიულობას, რომ ვეძახით, ალბათ იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ მოწვეული სტუმარი ბლოგზე. ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება და ეს პირველი არის გამორჩეული, თუნდაც იმიტომ, რომ არის პირველი და არა შემდეგი, არის უცხო, არის ახალი.
ნასტასიას შემოთავაზებას დავთანხმდი და დღეს, როდესაც მის სამყაროში შევაბიჯე, არ გამჭირვებია იმაზე ფიქრი რაზე დამეწერა პოსტი. ძალიან ბევრს ვფიქრობ ზოგადად ადამიანებზე, იმაზე, რომ თითოეული იშვიათი და უნიკალური ეგზემპლიარია, თავისი ცხოვრებით, ჩვევებით, გრძნობებით, ემოციებით, ნიღბებით. რამდენი ათასწლეულია არსებობს, ფიქრობს, ფუსფუსებს, იღწვის, შრომობს, იმარჯვებს, ტკივა, უხარია, მარცხდება, დგება და წინ მიდის. დაუსრულებელია სიარული, თუმცა ძნელია მტკიცება, რომ ზუსტად წინ მიდის, იქნებ ერთ ადგილს ტკეპნის, იქნებ გვერდზე მიდის. ეს დღეებია ამეკვიატა გოლზუორთის სიტყვები: ”ცხოვრებასთან რა ცუდად შეწყობილი ცხოველია ადამიანი!” მიზანს ისახავს და ამ მიზნისთვის რას თელავს არ უკვირდება. გეგმები აქვს, თუმცა რისთვის ჭირდება არ იცის, თავს იცავს თუმცა რისგან ან ვისგან, ან თუნდაც რის ფასად ძნელად თუ აკვირდება. ფაქტებს ეჭიდება და ავიწყდება, რომ ცხოვრება შეგრძნებებისა და ემოცებისგან შედგება. ფაქტი მშრალია, მის უკან მდგერი ემოცია კი უკიდეგანო და სიტყვებით ამოუწურავი... რუხმა ყოველდღიურობამ შთანთქა ნამდვილი პასუხი კითხვაზე _  რატომ ვარსებობთ? ძველი ესპანური ნათქვამია: ”არავინ იცის საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, მთავარია გზაში ვიყოთ ბედნიერი”, მე არ მინდა ჩავუღრმავდე იმას საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, თუმცა ბევრი ვიფიქრე იმაზე როგორ უნდა ვიყოთ გზაში ბედნიერნი. როგორ? უბრალოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს ადამიანობა, ფერები და ღიმილი, კვირაში ერთელ მაინც დავივიწყოთ საქმე და აუცილებლობა და მეგობრებს, ნათესავებს, მშობლებს, ახლობლებს ჩავეხუტოთ, სითბო და სიყვარული ვაჩვენოთ, ვაჩვენოთ ის ძალა რაც დედამიწაზე ფერად სიცოცხლეს ინარჩუნებს...



მაჩუქეთ ფერები...

Posted by Lalena

Friday, October 16, 2009

ვენეციაში წასვლის წინ დაწერილი მოკლევადიანი ანდერძი

დღეს ღამე ვენეციაში მივდივარ,ორშაბათს დავბრუნდები და მოგიყვებით,რასაც დამაბარებს თქვენთან. . .

ბლოგზე რამდენიმე გემრიელობას ვაპირებ და წინასწარ მიხარია და ამიტო ვეღარ მოვითმინე და რუსთავი 2-ისვით ვაანონსებ. . .

ხო,ჩემ აქ არ ყოფნაში შეიძლება lalenam  დაწეროს რამე. . .

საუკუნეა ტესტების დადება მინდოდა ბლოგზე,ხოოდა,დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი,არადა,2 წუთის საქმე იყო. . .

ეგეც აუტანლად ზარმაცი მე. . .
იმედია თქვენ ჩემზე ნაკლებად ზარმაცები ხართ და დიდად არ შეცუხდებით თითო დაკლილებით. . .



მოკლედ,ორშბათამდე ბედნიერად. . .

Tuesday, October 13, 2009

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი


დღეს ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ გაიხსნა და კვირის ჩათვლით ათასობით გამომცემელი, მთარგმნელი, მწერალი, მხატვარი, ილუსტრატორი, ექსპერტი,
მკითხველი, ცნობისმოყვარე, საქმიანი და უსაქმური წიგნის იდეის გარშემო გაერთიანდება.

როდესაც ფესტივალის იდეა ყალიბდებოდა და ფესტივალი ფორმას იძენდა, ყველაზე უხვი ფანტაზიის მქონე ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ როდესმე ამდენ განყოფილებიანი იქნებოდა. . .

მაშინ ხომ საჭმელების გასაკეთებლად არავის ჭირდებოდა წიგნები, თამაშით მარტო ბავშვები თამაშობდნენ, ისიც ტყეში და სილაში, მოსმენით მარტო ადამიანებს უსმენდნენ და არა ჩიპებსა და დისკებზე ჩაწერილ ისტორიებს, კომუნიკაცია მარტო რეალური იყო,საავტორო უფლებები მარტო საკუთარ კარმიდამოსა და ცოლ-შვილზე ვრცელდებოდა და წერა-კითხვა პრივილეგია. . .


ბოლო წლების ფრანკფურტის ფესტივალზე ტრადიციული წიგნების გვერდით უხვად გამოიფინება აუდიო და ციფრული წიგნები, იყიდება თამაშები და კინოები, მზარეულთა შოუები, იხატება კედლები, იმართება მსჯელობები, ზოგადი დროის უკმარისობის პირობებში როგორ არ უნდა დაიკარგოს კითხვის კულტურა...

წელს იმართება კონფერენცია თემაზე: ,, კითხვის კულტურა ციფრული კომუნიკაციების ტექნოლოგიის ეპოქაში’’, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლები,ავტორები და გამომცემლები შეეცდებიან მოიფიქონ,როგორ გამოიყენონ ტექნიკური პროგრესი თავიანთი მიზნებისთვის.

ტარდება პრეზენტაცია : ,,წიგნები და ბაიტები’’ ,სადაც პრეზენტირდება ონლაინ პროდუქტები წიგნისა და წიგნებით ვაჭრობის თემაზე.

იგეგმება ასევე სიმპოზიუმი : ,, ვინ კითხულობს დღეს რომანს’’. . .

სანამ სიმპოზიუმი გაიმართება და ჩემზე უფრო ჭკვიანები მოიფიქრებენ, კითხულობს თუ არა ვინმე რომანს, მანამ წიგნის ფესტივალის საგამოფენო სივრცეში თავიანთ ადგილს იკავებენ კომიქსები.
წელს კომიქსების მოყვარულებს განსაკუთრებით მყუდრო და მოხერხებულ ბალიშებიან ოთახში შეეძლებათ მოკალათება და კომიქსებით ტკბობა. . .

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ნიურნბერგის თამაშების ბაზრობის ერთობლივი პროდუქტი,თამაშების საგამოფენო სივრცე უკვე ცხადია რომ დამთვალიერებელთა მაგნიტი იქნება . . .

 Aასევე განსაკუთრებული ყურადღების ცენრტშია ფოტოები და სურათები. . .
იმართება მასტერკლასები სხვადასხვა თაობის ფოტოგრაფებს შორის, ვორკშოფების შემოთავაზებები სააგენტოების მიერ, პორტფელიოების განხილვები და ფესტივალის დასრულებამდე აუცილებლად აირჩევა 20 საუკეთესო ალბომი.


 ზოგადად მსგავსი ფესტივალები წიგნის მოყვარულებს აერთიანებს, მაგრამ ფრანკფურტში მკითხველებზე მნიშვნელოვანი, გამომცემლობების, მთარგმნელების და ავტორებისთვის არის, რადგან უჩვეულოდ ბევრი მონაწილე, ბევრი განყოფილება, ბევრი სიახლე ხელს უწყობს ახალი კონტაქტების, ახალი იდეების ჩასახვას, პრობლემების მოსაგვარებლად გამოცდილებების გაზიარებას. . .

სწორედ ამიტომ, ფესტივალის განმავლობაში მრავალფუნქციურ თეთრ ოთახში, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტები ყველა დაინტერესებულს ესაუბრებიან ახალი საზოგადოების მოდელირების პირობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ეფექტურ სტრატეგიებზე, ბეჭდვის მეთოდებზე. . .
ყოველ დღე გაიმართება ბიზნეს საუზმე, რომელიც ასევე კომფორტულ და უშუალო გარემოში გაცნობასა და დაახლოებას ისახავს მიზნად. . .
არის ასევე ჩაის დრო, იგივე მიზნით. . .

იმართება სემინარები საავტორო უფლებებისა და ლიცენზიების მოპოვების გზებზე, პირატული გამოცემების პრობლემებზე და რა თქმა უნდა იმაზე, აქვს თუ არა გუგლს უფლება, მოახდინოს წიგნების გაციფრულება. . .

წიგნის ფესტივალს ყოველწლიურად ყავს საპატიო სტუმრის რანგში რომელიმე
ქვეყანა. . . წელს სტუმარი ჩინეთია, რომელიც თავის მხრივ თავისი კულტურით მასპინძლობს ფესტივალის სტუმრებს. . .

გარდა ჩინური წიგნების პრეზენტირებისა, ავტორების, მთარგმნელებისა და გამომცემლობების შეხვედრებისა, იმართება ღონისძიებები თემაზე: ,,ტრადიციები და ინოვაციები’’. რომლის ფარგლებშიც გამოიფინება უძველესი ჩინური ხელნაწერები, მხატვრობის ნიმუშები, მოხდება თანამედროვე ბეჭდვის ტრადიციების გაცნობა. . .

ასევე, ჩინელი მხატვრები მოაწყობენ გამოფენებს, იგეგმება ცეკვის,საბრძოლო ხელოვნების, ლომების ცეკვის პერფორმანსები...
ასევე, ჩრდილებისა და თოჯინების თეატრალური წარმოდგენები, ხეზე ამოჭრილი გრაფიკების, მინიატურების, ბუდისტური მხატვრობის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. . .
და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უგემრიელესი ჩინური ჩაის არომატის თანხლებით. . .

ჩემი ჩარევის გარეშეც მიხვდებოდით, რამხელა განსხვავებაა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალებს შორის, და იმასაც რომ მთავარი სხვაობა მასშტაბები არ არის, მთავარი განსხვავებული დამოკიდებულებებია. . .

აქ არავინ ფიქრობს იმაზე,რომ ჩინელები სამშობლოს ართმევენ. . . არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კომიქსები არასერიოზული ხალხის საქმეა. . .
 არავინ ამბობს, რომ კომპიუტერის ბრალია,ხალხი წიგნებს რომ აღარ კითხულობს. . .
  არავინ ცდილობს პრობლემების სხვებზე გადაბრალებას.. .
  არავინ დადის წიგნის ფესტივალზე მოდის გამო...

თუმცა არსებობს სუნი, რის გამოც არც ეს ფესტივალი მეიდეალურება. . .
აქ გარემოს წიგნების სიყვარულზე მეტად კომერციის სუნი ადის. . .

მე კიდე ქართველი მკითხველი ვარ.

Monday, October 12, 2009

აწყობენ თუ არა 5 დღის მკვდრები შიზოიდურ ისტერიკას

ხუთი დღის მკვდარივით ვარ...


ხუთი დღის მკვდრები ვეღარ დგებიან, ღმერთები ვეღარ ხდებიან და აღარც ღმერთები მიდის მათთან აღსადგენად...

ხუთი დღის მკვდრები ჯერ კიდევ არ არიან გახრწნილები და საფლავზე დაყრილი მიწაც ამობურცულია. . .



ზუსტად ისე, როგროც ჩემ თავზე უძილო ღამეები,სათვალის შუშები, გაბურძგნილი თმა, ნათქვამი სიტყვები, არარეალიზებული ,,მეები’’ და კიდევ განცდა,რომ როცა სისულელეებზე ვბუზღუნებ, ბებიაჩემის იმ ცრემლებს ვიპარავ, რომლითაც ბაბუა არ იტირა...



ბებიამ არა მარტო ბაბუა არ იტირა, არასოდეს არ მიუმართავს სახელით და არ დაუტოვებია ის სახლი,სადაც ერთად დაბერდნენ და რომლიდანაც რამდენიმე მეტრში უკვე გასწორდა ბაბუას საფლავზე ამობურცული მიწა...





შუა შემოდგომობით,როცა დღეები იფუზებიან, როცა სველ ასფალტზე მანქანები ორმაგად ხმაურობენ, როცა წვეთები გაუგებარ ენაზე იქყებენ წკაპუნს , სურვილი მიჩნდება ძალიან დიდი,ძალიან Gღუნღულა კაშნე რამდენჯერმე შემოვიხვიო და ჩემი თავიდან გავიდე... ამჯერად,უპომადოდ. . .



შიზოიდური ისტერიკის მოწყობის მკვეთრად გამოხატული მოთხოვნილება მაქვს. . .

Aარადა, ჩემი შიზოიდიზმის განსაკურნებლად სულ რაღაც ორი მუხლია საჭირო თავის ჩამოსადებად... როცა მუხლები უგზო-უკვლოდ მეკარგებიან :





შეუმჩნევლად მოსული მთვრალი დილა მინდა

ღამე ზღვაში ცურვა არა, ტალღებზე ხტუნაობა მინდა

თოვლი,ბუხარი და ჭრელი ჯემპრის ქსოვა მინდა

Kკლდეზე ცოცვა მინდა და მზისგან დამწვარი ცხვირის გასაკრემად ლოდზე ჩამოჯდომა

Gგაბრუებამდე ბევრი ძილი მინდა

Gრამე აივანზე გამთვარეულება და ბევრი ძილის მერე დილას ცხვირში ყავის არომატი მინდა და კიდე სიზმრების მოყოლა

შუშების დალეწვის და მთის მდინარის ხმაური ერთად მინდა



ხუთი დღის მკვდარის გამცოცხლებელი მინდა

Saturday, October 10, 2009

ნობელის პრემია,ჰერტა მილერი და სულგანაბული ქანაობა

ორი დღის წინ ნობელის პრემიებით რო დაჯილდოვდნენ ბედნიერი ადამიანები ხო ბავშვმაც კი იცის?
მე რომ ლიტერატურა მიყვარს ეგეც იცის ერმა.
სამაგიეროდ,ჰერტა მიულერი არ უნდა იყოს ჩვენი ბავშვობის მეგობარი...

ამიტომ ახლა მე გაგაცნობთ და მერე თქვენ მოიფიქრეთ, დაუმეგობრდებით თუ არა...

ჰერტა, გერმანელია, ოღონდ ისეთი, იძულებულები რომ გახდნენ ომის მერე რუმინეთში გადაცხოვრებულიყვნენ...
შესაბამისად,რუმინელი გერმანელია...

ორიოდე დღის წინ ის ნეტარხენებული ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში,მანამდე კი სკოლებში ასავლიდა,კერძო მოსწავლეები ყავდა, ცხოვრებას და ადამიანებს სწავლობდა, მოგონებებს აგროვდებდა, წიგნებს წერდა და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე დებატებში...ბოლო რომანი, ,,სულგანაბული ქანაობა'', გერმანიაში წლის საუკეთესო 6 წიგნთა შორის მოხვდა...

ამ რომანში გაციმბირებული ბიჭის ამბებია...
რომანის იდეა ჯერ კიდე დედის გაციმბირების შედეგი უნდა იყოს, მე და ფროიდს თუ გვკითხავს კაცი...

რომანის დაწერამდე ფიქრობდა, რომ აუცილებლად ჭირდებოდა ადამიანი, რომელმაც რეალურად იცოდა, რა ხდებოდა გადასახლების მერე ბანაკებში...ასეთი ასევე გემანელ-რუმინელი პოეტი და მთარგმნელი ოსკარ პასტიორი იცოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ოსკარს მისთვის დასაკარგი დრო არ ექნებოდა...თუმცა პირიქით მოხდა: ოსკარმა დროც გამონახა, ჰერტას ღია კითხვებსაც უპოვა პასუხი და კიდე, მასთან ერთად უკრაინაშიც წავიდა, იმ ბანაკის მოსანახულებლად, სადაც გადასახლებული იყო...

ხომ იცით,ზოგჯერ მტკიცედ რომ ხარ დარწმუნებული რაღაცაში, რომ გერიდება, გეშინია და მოკლედ, რომ  გგონია, ჯობია მარტომ აკეთო რაღაც, ეგრე ჭირდა ჰერტასაც უკრაინაში წასვლის წინ. ეგონა რომ ოსკარზე ცუდად იმოქმედებდა იქ წასვლა, თუმცა, სულაც არა...უკრაინაში ჩასული ოსკარი ,,ჩვენ ბანაკზე'' ლაპარაკობდა და ბედნიერად გამოიყურებოდა...

ასეა,როცა იცი, რომ ვიღაცას ჭირდები, ცუდად აღარ ხდები...
როცა ვიღაცას სადღაც წაყოლა ჭირდება, უნდა წაყვე და შენი ძალები ამოქექო...
როცა გიყურებენ, ძლიერი ხდები...
როცა გისმენენ, ჭკვიანი...
როცა გენდობიან, ნდობის გამართლება გინდება...
და როცა უკვე ბანაკი წარსულია, შენ კი შემდგარი პოეტი და შენზე ვინმე რომანს წერს, ბედნიერი...

როგორც ოსკარი ამბობდა, პირველად წლების მერე ჰერტასთან გაიხსნა, იმიტომ რომ მანამდ არავის არ უკითხავს ქონდა თუ არა ბანაკში სარკე, ან სარკეში ჩახედვის სურვილი...როდის წყვეტს ადამიანი თავის თავზე ზრუნვას ბანაკში...
ოსკარი ყველაზე ხშირად იხსენებდაიმას,როგორ ოცნებობდა კექსებზე...

როგორც ჰერტა ამბობს,ოსკარის მიზანი მუდამ ბანაკის გარეთ იყო,თვითონ კი რომანის წერისას მუდამ ბანაკში შესვლა უხდებოდა და ზოგჯერ იმდენად ძნელი იყო,რომ დღეების განმავლობაში საჭმელსაც კი ვერ ჭამდა...

ვოტ პროფესიონალზმი და ვოტ თანაგრძნობის უნარი...


ზოგადად სალიტერატურო წრეები,ჰერტას ნობელი ცოტა არ იყოს და მოულოდნელი იყოო,ამბობენ...

სხვადასხვა დროს გერმანელი მწერლებიდან ნობელი ტომას მანმა,ჰესსემ,ბიოლმა,გიუნტერ გრასმა და კიდე ჩვენთვის ნაკლებად ცნობილებმა აიღეს...

ზოგადად კონკურსები ნაკლებად მიზიდავს,მაგრამ ფაქტია,რომ ამინდს ქმნის...
მაგრამ საინტერესო ისაა,რის მიხედვით იქმნება ამინდი...
როგორც თომუშკამ დაწერა,იქნებ ყველას გვეკუთვნის ნობელი...
ან ჩვენ თუ არა,დოჩანაშვილს მაინცო...

მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენ ნობელი არ გვეკუთვნის,იმიტო რომ კითხვაზე მეტად წერა გვიყვარს,იმიტო რო მასწავლებლობა არა,პირდაპირ პრემიები გვინდა,კიდე იმიტო,რომ საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღება მარტო მართლმადიდებელ მშობლთა კავშირსა და ქალიშვილობის ინსტიტუტზე ,,კაიფში'' გამოიხატება,იმიტო რომ საზოგადოება რო გააჯანსაღო და სხვისი დაწერილის წაკითხვა,სხვისი მოსმენა და კიდე შენი საკუთარი პრობლემების გაშიშვლება უნდა ისწავლო...
კიდე,ის უნდა ისწავლო,როგორ გაიტანო შენი ლიტერატურა და ზოგადად შენი კულტურა საზღვრებს გარეთ,კიდე,ის,რომ როცა ყველა წიგნის ფესტივალზე და ყველა გადაცემაში და ყველა საღამოზე დეფი და კიდე ვიღაც ფსევდოები გისხედან და ამტკიცებ,კულტურულები ვართო,არადამაჯერებელი ხარ...
მოკლედ,ჩვენ ნობელი არ გვეკუთვნის...

სამაგიეროდ ვიცი,რატო ეკუთვნის ჰერტა მიულერს ნობელი:

იმიტო,რომ როგორც ჩემზე ბევრად კომპეტენტურები ამბობენ,უნიკალური ენა აქვს,პოეზიისებური პროზა,რომელიც ანათებს და კიდე წკრიალებს...თვითონ ამბობს,რომ ერთხელაც იგრძნო,როგორ გავლენას ახდენდა მასზე ენა და მიხვდა,რომ ამ გავლენის გამოყენებით რამეს მიაღწევდა...

იმიტო,რომ იმას არ წერს,რაც არ იცის,და როცა წერს,ისე წერს,თითქოს თვითონ ცხოვრობს...
ოღონდ თვლის რომ ცხოვრება წერის ანტონიმია...დაახლოებით ისეთა,როცა ვერ ვცხოვრობ,რო ვწერ ხოლმე...

მგონი მეც ავიღებ როდესმე ნობელს...:D

კიდე,იცის რომ იღბალი შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს,ამიტო ბედის გამონათებას არ ელოდება და ზოგჯერ იძულებით,მაგრამ მაინც ყოველდღიურად მუშაობს...

როგორც ამბობენ,რომ შეხედავ,გეგონება,ხელს ჩამორთმევისას თითები მოტყდებაო,ისეთი სისუსტის სუნი დის,მაგრამ როცა კითხულობ,გრძნობ ადამიანების უსაზღვრო შესაძლებლობასო...


მე მიყვარს,როცა ვხვდები,რო მართლა ბევრი შეგვიძლია,მერე ცხოვრება აღარ მეზარება ხოლმე...რამდენიმე დღე მაინც...

კიდე,მიყვარს,რამე გემრიელობა რო გამომიჩნდება წასაკითხი...

Thursday, October 8, 2009

ჩემ მოსმენას და ოცნებას კაცი არ მოუკლავს


პიკასომ დამტაგა და მოვედი ჩემი ოცებების ჩამოსაწერად.




1.ულიმიტო კრედიტ კარტა...

ადრე ვიღაც ბიჭს იმავე კიტხვაზე,ეგ რო ვუპასუხე,ისეთი სახე მიიღო,მე რომ ცოტა უფრო ჭკვიანი ვიყო,სამუდამოდ დავივიწყებდი,მაგრამ ძალიან მინდა და თან ძალიან მჭირდება და თან ოცნება ოცნებას ხო უნდა გავდეს...

ამიტომ პირველ ადგილზე...



2. ბევრშუშებიანი სახლი 18 სართულიანი სახლის ბოლოს სართულზე,მანსარდით...

და კიდე შემ ოთახში ჰამაკით,სადაც ბევრ ჭრელ ბალიშებს ჩავყრი,მოხერხებულად მოვკალათდები და ბევრს,ბევრს ვიკითხავ...



3. ფოტო ჯობი

უკვე იმენი ხანია მინდა,დროა ამისრულდეს... თავისი ვორკ შოფებით,ბევრი წანწალით,საინტერესო ნაცნობებით და მთელი თანმდევი მოვლენებით...



4. კიდე ერთი ჯობი - ბოლო ბოლო დაიწყოს დრო,როცა მარტო ჩემთვის და თქვენთვის კი არ დავწერ,იმიტომ რო მსიამოვნებს, არამედ,იმიტომ რომ მსიამოვნებს და კიდე ჩემი სამსახური ერქვას და ჩემ და თქვენ გარდა,კიდე ბევრმა წაიკითხოს...(ამბიცია სულაც არ არის)...

ეს რედაქციების საყურადღებოდ :P...



5. იდეაში მაგით უნდა დამეწყო,მაგრამ...

მამრი,რომელიც უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს,ვიდრე წინა 4 პუნქტი,იმიტომ რომ ,,ჩემი '' უნდა იყოს,უბუზღუნოდ უნდა მისმენდეს, უბუზღუნოდ უნდა მიყვარდეს, არ უნდა მეკარგებოდეს და კიდე ერთად ბევრს,აი,ძალიან ბევრს უნდა ვიცინოდეთ,დავწანწალებდეთ და მუსიკას ვიწოვდეთ...





და კიდე,როდესმე ,აუცილებლად მინდა სამოთხეში რო მოვხვდე...








ხოოო,ბარემ ჩემი და ოცნებების ურთიერთობაზეც მოვყვები...



როცა ოცნებებზე ვფიქრობ ხოლმე,სასწრაფოდ მივდივარ დასკვნამდე რომ ბედნიერი ვარ,იმიტო რომ ყველა ჩემო ოცნება როდესმე სრულდება...ან მეორე დღეს,ან მეათე წელს,ან მაშინ,როცა უკვე აღარ ვოცნებობ,ან როცა აღარ მახსოვს,ან როცა ყველაზე ძალიან მინდა...მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია რომ სრულდება...



და კიდე მთავარია,რომ მე და ჩემი ოცნებები მისტიკის უნივერსალურ კანონს ვემორჩილებით,რის თანახმადაც სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება...



შესაბამისად,სულ ვრწმუნები,რომ მთავარია რამე ძალიან,ძალიან გინდოდეს და ის აუცილებლად გექნება...



როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ,ჩემ მოსმენას და ოცნებას კაცი არ მოუკლავს...




ამიტომ,დამიჯერეთ და იოცნებეთ....



ჩემის მხრივ ვთაგავ :



ხისსუნიანსახლს


ჰანოს


ბაბისას

Monday, October 5, 2009

კითხვები თქვენ პასუხებზე

მინდოდა დამეწერა იმაზე,რომ წინა პოსტის ფოტოგრაფი პირველია ჩემი ბლოგერობის ისტორიაში,როცა ადამიანმა,ვიზეც დავწერე,თავისი თავი იპოვა...და კიდე იმაზე,მსოფლიო ერთი პატარა სოფელია...გამეხარდა...



კიდე,იმაზე რომ უჩვეულოდ ბევრპლანიანი და ბევრლუდიანი შაბათ- კვირა მქონდა,oqtoberfestidan ავსტრიის მთებში რაღაც მყუდრო ტბამდე გადაჭიმული და კიდე,ჩემი ბლოგერობის ისტორიაში ასევე პირველად ვნახე უბლოგ-ულეპტოპოდ სხვა ბლოგერი,ანუ ქრისტი და გამეხარდა...

კიდე,იმაზე,რომ როცა რაღაცეები პირველად ხდება კარგია...
როცა რაღაცები სულ ხდება ხშირად ფერი ეკარგება...
და ზუსტად ამიტო იმ შემ ტბაში ერთად იყვნენ მზე და მთვარე,მარტო მზის ჩასვლის და მთვარის ყურების ყელში ამოსული რუტუალის გასამრავალფეროვნებლად...


კიდე იმაზე,რომ ბევრი რამეები რო ხდება ხოლმე ვფიქრობ:წერა ჯობია ,ცხოვრება თუ,რა აზრი აქვს,ორივე ერთი არ არის?

პასუხი რა თქმა უნდა არ ვიცი...

სამაგიეროდ კითხვები ვიცი თქვენი პასუხებისთვის...

ამიტომ მაგ კითხვებს დავწერ :
რატომ გავდივართ აივანზე და ვეძებტ ცასე არარსებულ ვარკვლავებს,როცა სახლში სითბო და სინათლეა?

რატომ გვაქვს უემოციო სახე,როცა არსებობს ღიმილი და კივილი...

რატომ არავინ არ იცის როგორ უმკურნალოს დამოკიდებულებებს?

გინახავს როდესმე ობობას მრგვალი მუცელი და უწვრილესი კიდურები?
აფრიკელი ბავშვივის აფსოლუტური ანალოგია...გამძლეობა და მუდამ ასაშენებელი ბადე...

იცი რას ნიშნავს როცა ზიხარ და გაქვს მარტო სიტყვები მნიშვნელობების გარეშე...

გენატრება და არ იცი როგორი ან რა?

გიყვარს და არა რატო,არამედ კი...და აბსტრაქცია...

გახსოვს როდის ითამაშე ბოლოს ბურთით წესების გარეშე?

იცი რომ მზე და მთვარე ორივე ჩვეულებრივი წრეებია,ერთი ლაქებით და ერთი ლაქების გარეშე?

და ჩვენ რომ გამუდმებით წრეზე დავდივართ,საწყისი წერტილის გარეშე და ლაქებს ვტოვებთ?

გრამატიკის სახელმძღვანელოდან ნაგლეჯის თანახმად,ცხოვრებას ,სიყვარულს და მონატრებას რა კითხვა დაესმის და უსულოა,მეზობელს კი,რომელსაც მარტო დილას პახმელიაზე და საღამოს აბანცალებულს ხედავ,ვინ კითხვა დაესმის და სულიერია?

(გაფრთხილება : იდეაში ეგეთ მეზობელს არანაირი კითხვა არ დაესმის პირადი უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე !)

ტვინში ჩარჩენილი ემოციების ნაგლეჯების თანახმად კი,ცხოვრება სუბიექტურია,ურირთობები აბსტრაქცია და რეალობა მირაჟი...

იცი რომ დედამიწას მიზიდულობის კი არა,პარანოიის ძალა მართავს და ნეტარ არიან პარანოიდნი ამა დედამიწისანი?

გახსოვს შენი ვაშლის ჭამამდელი თავი?

იცი რომ ვაშლი შანსია,რომ სხვები შიშველი დაინახო და ისე შეიყვარო,დანაოჭებული კანით და შიზოიდური იდეებით?

იცი რომ არასოდეს არაფერი არ მთავრდება,უბრალოდ წრის სხვადასხვა წერტილში განსხვავებულად ინარჩუნებ წონასწორობას...

იცი რომ წონასწორობა და მიზიდულობა ფორმულებით გამოიხატება...მე კი არაფერი არ მესმის ფორმულების...