Friday, November 27, 2009

დავიბადესავით


ხანდახან სქოლიოზიან ემბრიონებსაც უწევთ ხოლმე ისეთი ადამიანური მოვალეობების მოხდა,როგორიც მაგალითად დაბადებაა...წელიწადის ყველაზე მყუდრო და მშვიდ დროს,წინასაშობაო განწყობისას ვიბადები ხოლმე ფორმალურად და გრანდიოზული დაბადება,ასე რომ ველოდები მგონი ჯერ ისევ არ...

მოკლედ,ეგეთ დროს სულ მიყვარს ხოლმე და ,,ერთი წლის წინ''და ,,ერთი წლის შემდეგ'' კადრების აწყობა,ან ,,იპოვეთ ათი განსხვავების'' თამაში,ან სულც აივანზე გასვლა ჩაის ჭიქით და ფიქრი. . .


დღეს,როცა აივანზე გავედი და ვფიქრობდი,მივხვდი,რომ ყველაზე სავსე წელი გადავაგორე. . .

სასტიკად ბევრი ემოციით,სივრციით,წანწალით და ჩემი თავით. . .ასე დიდხანს მარტო ჩემ თავთან არასოდეს მიმეგობრია. . . ყველაზე ხშირად ზუსტად მაგ მარტოობაზე ვწუწუნებდი...მიყვარს,მაგრამ დროში გაწელილი არ. . .

სამაგიეროდ,წელს,რამდენიმე ადამიანს უკვე ვუთხარი,რომ ისე გავიზარდე,შარშან არ მყავდნენ და ახლა მყვანან...ხოოოდა,მიხარია...

წელს მაქვს ბლოგი,რომელიც შარშან არ მქონდა...

მყავს ბავშვი,რომელიც შარშან არ მყავდა და რომელიც დილას ზუსტად რამე თავისი ნახატით ხელში გამაღვიძებს...

მაქვს ქალაქები,რომლებიც არ მქონდნენ..

და კიდე მაქვს ბევრად უფრო მეტი ფერის ფეხსაცმელი,ვიდრე შარშან... :D




აფსოლუტურად შეგნებულად არ ვამბობ არაფერს დანაკარგებზე,იმიტო არ შემიძლია მე მაგეების გაცნობიერება...უბრალოდ ყველაფერი ისე ხდება,როგროც საჭიროა...

ზუსტად მაგ ლოგიკით 2 და 2 ისევ ხუთია და არა ჩემი ასაკი,

ბიოლოგიური ასაკი არ არსებობს,არსებობს მენტალური ასაკი

და

თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ბიოლოიგიურიც არსებობდეს,მაშინ ის ათწლეულებად იყოფა. . .



ხო,გაზრდისთვის მნიშვნელოვანია არა რამდენი,არამედ როგორი...


და დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინე ის,რაშიც კარგა ხანია ეჭვი მეპარება:

ჩემი რეალური დრო სამოცდაათიანებია. . . :P

ხოო,სურვილებს დილას ჩავიფიქრებ,ღვინოს საღამოს დავლევ,ანუ ახლა დავიძინე...                                                                                                                        

                                                                                                                    

Saturday, November 21, 2009

არ ვიცი რატომ ხდებიან ჯორჯები პაიკები,მე ვიცი რატომ უნდა გააკეთო ჯორჯ პაიკთან ინტერვიუ

თვეში ერთხელ რომლიმე თქვენგანთან ჩემი მეილი რომ მოვა ხომ იცით?
ასევე თვეში ერთხელ რომელიმე ბლოგერთან ერთად რომ დაგხვდებით,ეგეც ხომ იცით?


ამჯერად მე და ჯორჯ პაიკი ვართ ერთად...
პაიკის ბლოგი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია,თავიდან იმდენად ხშირად ვამბობდი ხოლმე,აუტანლად კარგად წერს თქო,კინაღამ მე გავხდი აუტანელი :D


როცა ვუთხარი,ინტერვიუ ამ თვეში შენთან მინდა გავაკეთო თქო,შევპირდი,რომ მარტო ბლოგერულ ამბებს ვკითხავდი,მაგრამ როგორც თვითონ თქვა ინტერვიუს ბოლოს,მაინც გადავედი ბლოგერული კითხვების საზღვარს,არადა,მე ძალიან მაინტერესებდა რა აჩუქა თავის ძველს შეყვარებულს,რომლის დაბადების დღეზეც ბლოგი გახსნა,რატომ არუნდა უშვებდნენ ქალები ცხვირიდან სიგარეტის ბოლს,რას იფიქრებდა,ხვალ რომ ბარსელონაში მიდიოდეს, როგორია იდეალური ფორმის დივანი და რას ფიქრობს ხოლმე,როცა ვინმე ეუბნება რომ აუტანლად კარგად წერს...


nastasia : გარდა იმისა რომ წერის პროცესი სასიამოვნოა,აღმოაჩინე რამე სხვა სარგებლობა ბლოგისგან?
ჯორჯ პაიკი:დავიწყოთ იქიდან რომ ზოგჯერ წერაც არ მსიამოვნებს, ისეთი ნიჭიერი არ ვარ რომ ცუნამივით გადავუარა კლავიატურას და 20 ჭუთში რაღაც ნორმალური დავწერო, როცა ნორმალურად წინადადებას ვერ ვაწყობ ძალიან ვიღლები. ამ ბოლო დროს კი ”რომ”-ები გადამეკიდნენ, აი, უკვე ორჯერ ვიხმარე ეგ სიტყვა... მოკლედ, შეიძლება ითქვას ტანჯვისგან ვიღებ სიამოვნებას. :) გარდა მაგისა ის მომწონს ამ საქმიანობაში რომ თავს ვაიძულებ რაღაც გავაკეთო. უფრო სიღრმისეულად არ მიფიქრია ამ თემაზე. 

სულ მგონია ხოლმე, მთელი დრე წიგნებით გატენილ ოთახში ზიხარ და კითხულობ...და მერე,როცა კომპი უკვე ძალიან საცოდავ სახეს იღებს,მოწყალე სახით რთავ და ბარემ ბლოგზეც რამეს პოსტავ. . .
ეგ ჩემი სცენარია და შენი დღის შენეული სცენარი როგორია?


 როგორი იმიჯი შემქმნია. :) რეალურად ყველაფერი პირიქითაა - მთელი დღე ინტერნეტში ვზივარ, (პარკეტი აიყარა სკამის ქვეშ) იმ ოთახში კი სადაც ახლა ვარ ერთ წიგნსაც ვერ ნახავ საწერი მაგიდის უჯრას თუ არ გამოხსნი. ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილია ინტერნეტი და ამის გამო წაკითხული წიგნების რაოდენობამ მოიკლო. დღის სცენარი ძალიან ერთფეროვანია... ბოლო ათი დღის მანძილზე მგონი დღეს პირველად გავედი ქუჩაში, ისიც დაკრძალვაზე წავედი, სამაგიეროდ ვირტუალურ სივრცეში ხდება რაღაც-რაღაცეები... ეს უკვე კარგია.
 
დედოფლები წითელი ფეხსაცმელებით დადიან?
როგორ გითხრა აბა, მე ეგ დედოფალი არ მინახავს და. ისე, ეგ აუცილებელი სულაც არ არის, მთავარია შიგნიდან იყოს ფერადი. :)პაციფისტები კიდევ რისთვის იბრძვიან დედოფლის ბედნიერების გარდა?
 დედოფლისთვის ბრძოლა ცოტა გგონია ნასტასია? ეგ ყველაზე რთული ბრძოლაა სხვა ბრძოლასთან შედარებით.
როგრო გამოიყურება შენთვის ბედნიერება?
გამიჭირდე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება წამიც საკმარისი იყოს, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს, მერე კი თანამგზავრივით მის გარშემო იტრიალებ.

ანუ პაიკი დედოფლის ბედნიერი წამისთვის იბრძვის?
მარტო ერთი წამით დაკმაყოფილება არ ივარგებს, უბრალოდ სულ არაფერს ერთი წამი მაინც ჯობია. 
ქინძს და ოხრახუშს კიდევ ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან,თუ გიშველა პარფიუმერის მეთოდმა?წელს აღარ გავუგზავნივარ არავის ბაზარში მწვანილის საყიდლად და ვერ გამოვცადე ეგ მეთოდი. სამაგიეროდ ვენახში საქონლის ნეხვის შეტანამ მომიწია მიწის განაყოვრების მიზნით და ისეთი არასასიამოვნო სუნი დატრიალდა... სულ აღარ მშურს პარფიუმერის ნიჭის. ადრე რატომღაც აღარ გამახსენდა რომ ამ ქვეყნად უამრავი სიმყრალეა.
სამაგიეროდ ახლად დაწურულ ღვინოს უდიოდა კარგი სუნი. . .
შენ კი მაინც ზომბებზე ფიქრობდი...

 ფიქრი უკვე კარგია. საერთოდ ჩვენ გვეზარება ფიქრი, ასე მგონია, ზომბიც მეტი არაფერია - არსება რომელიც არ ფიქრობს და აქედან გამომდინარე არანაირი აზრი არ გააჩნია. რამოდენიმე თვის წინ ერთ საიტზე გამოკითხვა ვნახე, სულ ორი ვარიანტი იყო რომლიდანაც ერთი უნდა აერჩია მოპასუხეს, პირველი: ვჭამ იმიტომ რომ ვიცოცხლო; მეორე: ვცოცხლობ იმიტომ რომ ვჭამო; იყვნენ ადამიანები რომლებიც მეორე ვარიანტს ირჩევდნენ, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ალბათ მსგავსი პრინციპებით ცხოვრება უფრო ადვილია და მაგიტომაც ხდებიან ადამიანების გარკვეული კატეგორია ზომბები.
შენ როცა გკითხულობ ხოლმე,სულ მგონია რომ ძალიან თუ არა,საკმაოდ ჭკვიანი ხარ,საინტერესო და მოკლედ,ეგეთი ,,მგონიები'' მაქვს და მერე შენ ამბობ ხოლმე,შეუმჩნეველი ვარო,ინტერვიუსთვის რამდენად საინტერესო ვარ არ ვიციო...
მეჩვენება თუ შენ არ აღიქვამ შენ თავს ადეკვატურად?
(იუპს,მგონი ცუდი ჟღერადობის კითხვა დაგისვი :(
ამჯერად იმდენი ჭკუა მეყოფა რომ ჩემს გონიერებაზე ბევრი არაფერი ვთქვა. :) ერთს ვიტყვი მხოლოდ, რამოდენიმე წიგნის წაკითხვა დიდ რამედ არ მიმაჩნია, სურვილი კი მაქვს ჭკვიანი რომ ვიყო. შემჩნევა ვერ შემჩნევას რაც შეეხება ეგ ნახევრად ხუმრობით ვთქვი როცა ჩემ პოსტში თავი დიდროს შეუმჩნეველ დეიდას შევადარე. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის ყურადღების ცენტრში ვერ ხვდება, რაც არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ რომ ზედმეტად არავის არ მოვედო თვალებში. 
შენთან ყველაზე ხშირად ფიგურირებადია წიგნები და ქალები. . .
კიდე გაქვს სხვა ამოჩემებულობები? 

განსაკუთრებული ამოჩემებები არ მაქვს, მაგრამ მაგ სიას შეიძლება ბარსელონა დავუმატო, როგორც ქალაქი, ასევე საფეხბურთო გუნდი. ვცდილობ უფრო მეტი რამ გავიგო მაგის გარშემო. რაღაც ხომ უნდა მაინტერესებდეს. არ არის გამორიცხული მომავალში კიდევ დაემატოს რამე. 
როგორია პაიკად ყოფნა?
 უხ, ძალიან ძნელი. :)

p.s.მადლობა ჯორჯს,ჩემთვის როგროც მოსალოდნელი იყო,საინტერესო გამოვიდა,ზუსტად ამიტომ უნდა გააკეთო ინტერვიუ ჯორჯ პაიკთან:)

Friday, November 20, 2009

იდეალიზმი,რომელიც არ მინდა იდეალიზმად დარჩეს და პროტესტი,რომელსაც არავინ ისმენს...

სასტიკად აღშფოთებული მოვედი. ..


ვინც მკითხულობთ,ნახავდით და გეცოდინებათ წინა კვირაში რომ ვწერდი,სამხატვრო აკადემიაში ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოს აღდგენის მოთხოვნით აქვია უნდა გაიმართოს თქო.აქცია გაიმართა, სტუდენტებმა ყვითელ ბარათებზე თავიანთი მოთხოვნები დაწერეს და უთხრეს აკადემიას რომ ჭირდებათ ადამიანური გარემო და ნორმალური სასწავლო პირობები. . .



მაგრამ დიალოგისთვის მოგეხსენებათ მინიმუმ ორი მხარეა საჭირო,სტუდენტებს კი რექტორმა,რომელმაც აქციის დროს საქართველოში არ იყო და Gგუშინ დაბრუნდა,უარი უთხრა, მოთხოვნებიც რა თქმა უნდა არავინ არ მოისმინა და წაიკითხა აკადემიის დერეფნებში მდგარი ძეგლების გარდა ხვალ ისევ იმართება მეორე აქცია. . . და ძAლიან არ მინდა მჯეროდეს,მაგრამ სავარაუდოდ იგივე შედეგით დასასრულებლად განწირული. . .



როცა მთელი ამ მოძრაობის შესახებ გავიგე, მართლა გამეხარდა,რომ ადამიანები უბრალოდ უკმაყოფილოები კი არ არიან და ელოდებიან,როდის მოვა ვინმე და რამეს შეცვლის,თვითონ ცდილობენ რაღაცის გაკეთებას. . .როცა უნივერსტეტში რეფორმა იყო და ლექტორები კიბეებზე აპროტესტებდნენ,არც მიფიქრია ამ ყველაფერში ჩავბმულიყავი, იმიტო რომ უნივერსტეტში ეგეთ ამბებში ბოლო წლებში გულისამრევი კარიერისტები ებმევიან,იმიტო რომ საპანიკოს ვერაფერს ვხედავდი,იმიტო რომ აქციები ზომაზე მეტად არასაჩემო საქმეა,იმიტო რო ეჭვი მქონდა ანგელოზები არც მეორე მხარეს იყვნენ და რეფორმა შიგადაშიგ აუცილებელია და კიდე ბევრი იმიტომ-ის გამო. . .

სამაგიეროდ,ახლა,როცა მაგისტრატურა გასაკეთებელი მაქვს,აქ სამუდამოდ დარჩენა არ მინდა და ადამიანური სწავლა მინდა,ვზივარ და ვფიქრობ რა და სად და როგორ უნდა ვისწავლო. . .



არადა,ჩვენ არც ნატო გვჭირდება ისე,არც ევროკავშირი და არც სხვა აუხდენელი ოცნებები,როგორც წესიერი განათლების სისტემა და პროფესიონალები. . .



მესმის რო იდეალიზმია,როცა გჯერა,რომ შენი და შენი თუნდაც 100 მეგობრის ხმა რამეს შეცვლის,მესმის რომ გია ბუღაძე არ ხვდება და არ შეხვდება სტუდენტებს,იმიტო რომ თავს ისედაც კარგად გრძნობს,მესმის რომ არ შეიძლება მარტო ცუდს ხედავდე და მუდმივად პროტესტით ცხოვრობდე,მაგრამ,არც ის არ შემიძლია ვისმინო,რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი,რომელიც ასევე სამხატვროში სწავლობს და სულ არაფერ კავშირშია ამ მოძრაობასთან,მიხსნის, 4 წელი არაფერი მისწავლია,მაგისტრატურა სადმე საზღვარგარეთ მინდა გავაკეთო და სამსახურის მოძებნა მანდ ძალიან რთულიაო?

Aარ არის აქ არც სამსახურის მოძებნა რთული და არც ნორმალური სასწავლებლის,რთული იმის აღქმაა,რომ შენ ქვეყანაში არ გეძლევა განვითარების საშუალება,რომ არ გისმენენ,რომ თვითკმაყოფილ მასად გაქცევენ და რომ აქციებს მარტო G,,მიშა გადადექის’’ მოთხოვნით მართავენ. . .



სანამ ბუღაძე საქართველოში ჩამოვიდოდა, ერთ-ერთ აქციის ორაგანიზატორს ველაპარაკებოდი და მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე ვფიქრობდით. . . მართლა არ მეგონა,თუ შეხვედრაზეც კი უარს იტყოდა. . .

ანი ამბობდა,რომ შეიძლება მთელ ამ ამბებს არანაირი შედეგი არ მოყვეს,მაგრამ როდესმე,რამდენიმე წლის მერე,როცა ვიღაცას ისევ შეაწუხებს ის,რომ სამხატვროში სტუდენტებს გათბობის,ბუფეტის,ტუალეტის,სტიპენდიების,სწავლის ხარისხის, ნატურების,ჩასარიცხი აპარატების, ლექტორების კლანური მეთოდით არჩევის, კრიტიკის მოუსმენლობის და არასწორად შედგენილი პროგრამების პრობლემები აწუხებთ და თან არავინ არ უსმენთ,უფრო გაბედულად და უფრო ხმამაღლა დაიწყებენ ლაპარაკსო. . .



იდეალისტებისთვის ცუდი არ არის,მაგრამ მთელი ცხოვრება იდეალისტი ვერ იქნები. . .

როცა არავის შენი იდეები და რესურსები არ ჭირდება,ან შენ ნაჭუჭში იკეტები,ან ჩანთას ალაგებ და უკეთესი გარემოს საძებნელად მიდიხარ. . .

მე ნაჭუჭი უკვე გამიმყარდა და ჩანთას მანდ ჩასალაგებლად ვამზადებ და არ მინდა ვფიქრობდე,სად მივდივარ,ღმერთო ჩემო თქოო. . .

მინდა მჯეროს,რომ ჩემი პოსტებიც,სტუდენტების აქციებიც, თქვენი ყურადღებაც ყველაფერი ერთად რაღაცას შეცვლის. . .

Thursday, November 19, 2009

სნობიზმი,მუზეუმოფობია და ფოტოგრაფთა მეორე ბიენალე სენას სანაპიროზე


წინა პოსტში ხო ვამბობდი,გამეფებული შეხედულებები არ მიყვარს თქო...

ერთ-ერთი ეგეთია,პარიზში რო ჩახვალ და აუცილებლად ლუვრში რო უნდა  შეხვიდე და  ზალცბურგში  რო ჩამოხვალ,აუცილებლად მოცარტის სახლი  ნახო...

 რა თქმა უნდა,ზოგს მართლა უყვარს კლასიკური მუსიკაც და მიქელანჯელოც,მაგრამ იმაში ვერ დამარწმუნებთ,რომ ზოგს უყვარს და დანარჩენები უბრალოდ არ სნობობენ. .




 შიგადაშიგ ალბათ მეც წავუსნობებ,მაგრამ არა მუზეუმების შემთხვევაში. . .მაგ შემთხვევაში უფრო წავუთავხედებ,კატეგორიულად ვაცხადებ ხოლმე რო არ მიყვარს დაკონსერვებული არსებები და ვეძებ ჩემ ალტერნატივებს. . .

პარიზში ალტერნატივა სენას ნაპირზე,ეიფელის უკან და Museum am Quai Branly-ის წინ დამხვდა.
მსოფლიო ფოტოგრაფების მეორე ბიენალე:გამოფენაზე 34ქვეყნიდან არც თუ ისე ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები იყო გამოფენილი,რომლებიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად უცნობ საზოგადეობაზე და სამყაროზე ყვებიან ამბებს,თანაც სულ ჭრელა-ჭრულა საინტერესოობებს სამხრეთ აფრიკიდან,ნიგერიიდან,მალაიზიიდან,ყაზახეთიდან,ბრაზილიიდან,მექსიკოდან,ალიასკადან და საიდან აღარ...

ეს არის ხალხი,რომლებსაც პროფესიონალიზმი დასამტკიცებელი აქვთ,ხალხი,რომლებსაც ევროპის ბაზარზე თავი აქვთ დასამკვიდრებელი და ხალხი,რომლებიც ყვება ხალხზე,რომლებსაც დასამტკიცებელი აქვთ რომ საინტერესო ცხოვრება აქვთ,რომ ცხოვრება მარტო სნობობა და სულელური კანონებით ცხოვრება არ არის,რომლებმაც ევროპას და დანარჩენ ხალხს უნდა უთხრან,რომ  ცხოვრობენ,არსებობენ და საინტერესოები არიან,რომ,რომ,რომ...

თუ ლუვრში არ გეჩქარებათ,ალტერნატივები და უცხო სამყარეობი გიყვართ,სავარაუდოდ ბიენალეს ოფიციალური საიტი გამოგადგებათ .აშკარად უფრო საინტერესო ფოტოებს ნახავთ,ვიდრე ჩემმა პოსტმა დაიტია




Monday, November 16, 2009

თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...





სანამ მე პარიზში ვიყავი, ბაბისა ჩემ ბლოგზე პოსტს წერდა და თქვენ კომენტარებს, თურმე ჩემი ბლოგი ბლოგროლზე ოცეულში მოხვდა, ხოოოდა, გამიკვირდა...


კიდევ, გამიკვირდა, რატომ არის პარიზი სიყვარულის ქალაქი... 

ორი დღე ვკითხულობდი სად არის აქ სიყვარული თქო, და სიყვარულის გზის ყველაზე კარგი მასწავლებელი იმდენად დაუნდობელი აღმოჩნდა, მითხრა წესით გულებშიო. . .


არადა, მე მიყვარს ხოლმე  სიყვარულის სუნს რომ ვგრძნობ...
კიდევ, მიყვარს, როცა ბევრი სივრცეა, გვერდით მეგობარი და ქუჩებში ფოთლებთან ერთად დაყრილი შთაბეჭდილებები. . .

და კიდევ, კონტრასტები...
პარიზიც კონტრასტული ქალაქია. . .
აქ ცხოვრობენ ლამაზი ხალხი...
ამ ხალხს ძალიან გემოვნებით აცვია და არსად არ ეჩქარება. . .

აქ ცხოვრობს  ხალხიც, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს სილამაზე და რომ კარგია, როცა ისე ცხოვრობ, არსად რომ არ გეჩქარება...
ეს ხალხი მეტროებში, სენას ნაპირებზე და ბარებში ცხოვრობენ და ზომაზე ბევრად მეტი არიან. . .
აქ არის მეტრო, რომელიც ყველაზე არალოგიკური, დახლართული და აუტანელია და კიდევ, ხალხი,რომლებიც ბედნიერი სახით ეწევიან ლამის მატარებელშიც კი. . .
აქ უზუსტესი თანაფარდობაა ფერად და თეთრ კანიანების. .

აქ არის სენა, რომელსაც უჩვეულოდ განიერი სანაპიროები აქვს და ისე მიმზიდველად გამოიყურება,
ფლეგმა უნდა იყო,ღვინის ბოთლი არ აიღო ,გემრიელად არ მოკალათდე და რამე სისულელეზე არ ილაპარაკო ბედნიერი სახით. . .
ხო გვაქვს თბილისში მტკვარი, რატომ არ დადიან ზედ ნავები და გემები და რატომ არის სანაპიროს ესთეტიკა მარტო ,,პუტანა დეიდებისთვის''?


პარიზს სასტიკად უხდება შემოდგომა, წვიმა და კრუასანის სუნი. . .
სამაგიეროდ არ უხდება ეიფელი :D
უფრო, სწორად, ალბათ უხდება, მაგრამ იმდენ ყურადღებას იქცევს, რომ დამთხვეული ტურისტები სულაც ვეღარ ხვდებიან როგორ  უხდება პარიზს შემოდგომა, რა კარგია, როცა ქუჩებში მარტო ლამაზები და კიდე უფრო ლამაზები დადიან და როგორ უხდება ღვინის დაცლილი ბოთლი და შენი სავსე დღე ერთმანეთს. . .
საერთოდ ვერ ვხვდები ხოლმე, როტომ ხდება ერთი კონკრეტული შენობა, ან ადამიანი,ა ნ მოვლენა რაღაცის სიმბოლო. . .

მაგალითად, ეგვიპტე ხომ ბევრად მეტია, ვიდრე პირამიდები, ამსტერდამი ბევრად მეტი, ვიდრე ბევრი ჰაშიში და რაღა პარიზი გონიათ ეიფელი?

რატომ არ უნდა ხოლმე ამ დამთხვეულ ტურისტებს, განსხვავებული გარემო სადმე სხვაგან ადამიანების სახეებზე, ქუჩის კუთხეებში, მაღაზიებში ეძებონ და არა იქ, სადაც აბორიგენი საერთოდ არ მოიპოვება. . .
მარტივად, ეიფელი ჩვეულებრივი ხრინგალია, რომლის ფუნქცია მარტო პარიზის ზემოდან უფრო კარგად დანახვა და სანამ ზემოთ ახვალ, კალორიების დაწვაა. . .

ხოო, ზემოთ რომ ახვალ და მიკოლოფებულ კორპუსებს დაინახავ, მიხვდები რომ გლდანი შორი არ არის და გლდანი გლდანი მარტო იმიტოა, რომ წინ ისეთი ლამაზი ბაღები არ აქვს და თავზე ეიფელი არ ადგას...


რაც შეეხება თბილისის ანძას, რა თქმა უნდა ჯობია ეიფელს, იმიტომ  რომ იმდენ დამთხვეულ ტურისტს ეგრე უსინდისოდ არ ტაცებს მთელ ყურადღებას და არ მოუწოდებს სნობობისკენ...

პარიზში ეიფელის კოშკებს ზანგები ყიდიან,  გემრიელ ნამცხვრებს ფრანგები...
მე გემრიელობები მიყვარს. . .

Thursday, November 12, 2009

მრავალკუთხედი

თუ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფრაზას გავიხსენებ და ვიტყვი, რომ ”ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება”, ისიც უნდა დავამატო, რომ პირველად მომხდარი ყოველთვის უფრო გემრიელია.
ჩემთვის დღესაც პირველად ხდება რაღაც - ვწერ სხვის ბლოგზე- რაღა სხვის, პრინციპში ისე შემოვეჩვიე აქაურობას და გავშინაურდი, მყუდროდაც კი ვგრძნობ უკვე თავს. ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და საყვარელ ადგილას სტუმრობა რა გასაკვირია , მიხაროდეს :)
მართალია, ნასტასიამ დრო ბევრი მომცა- როცა გინდა დაწერეო და თემატიკაც ფართო- რაც მოგესურვილებაო, მაგრამ დღეები გადიოდა და მე მხოლოდ ღამით და ტრანსპორტში შემეძლო მეფიქრა დასაბლოგ თემაზე.

ვფიქრობდი
ხომ არ დამეწერა ყოფიერებასა და ცნობიერებაზე, რადგან ამის შესახებ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ხოლმე - რომელი რომელს განსაზღვრავს, ყოფიერება ცნობიერებას, თუ ცნობიერება -ყოფიერებას და ან რა ხდება იმ დროს, როცა რომელიმე მათგანი დომინირებს და როდის რა შედეგს ვიღებთ.
ან დამეწერა რეალობაზე, რომელიც ვფიქრობ, ცალკე განყენებულად არ არსებობს და ყველას ჩვენი გვაქვს, იმის მიხედვით როგორადაც აღვიქვამთ, დროთა განმავლობაში რა ახდენს გავლენას და როგორ იცვლება ჩვენი რეალობები, როდესაც სხვისას უერთდება, ან ეჯახება, ან იკვეთება და ა.შ.
ან დამეწერა სუბიექტურობასა და ობიექტურობაზე, რომ მხოლოდ სუბიექტურად შეიძლება მივუდგეთ საკითხებს და არავინ იცის სინამდვილეში სად არის ობიექტურობა, რადგან ობიექტები არ ვართ- ჩვენ სუბიექტები ვართ და მხოლოდ ასე შეგვიძლია განვიხილოთ სუბსტანციები.
ან დამეწერა სამართლესა და სამართლიანობაზე, მათ საზღვრებზე. რამდენად სამართლიანია ადამიანები განიხილო თანაბრად, როდესაც ყველას თავის ინდივიდუალური გარემო აქვს და ყოველი მათგანი თავისებურად მართალია. სულ მინდა დავუკვირდე იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. ცუდ ქმედებებს ჩადიან - მკვლელებს, ქურდებს, ან უბრალოდ გულქვა ადამიანებს - გულის სიღრმეში იციან და აცნობიერებენ რასაც აკეთებენ და უბრალოდ თავს ამის უფლებას აძლევენ, თუ მართლა ამ კუთხით ხედავენ და ასე სჯერათ. ბოლო ვარიანტის მიხედვით, საბრალონი არიან და არა განსასჯელნი, ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანმა ადამიანი განსაჯოს, დააპატიმროს, ერთადერთი ცხოვრების წლები გამოკეტილ უცაო ოთახში გაატარებინოს - ზოგჯერ იმდენად უტოპიურად ვუყურებ ამ საკითხებს, როცა კი ვინმეს ვუმხელ, იშვიათად რომ დავითანხმო და ჩემი სიმართლე დავაჯერო.
და მახსენდება კისელოვსკის ფილმიდან ყოფილი მოსამართლის მონოლოგი, როდესაც საკუთარი ცხოვრების და წარსულის შესახებ საუბრობს- როგორ შემეძლო გამესამართლებინა ყაჩაღი, მკვლელი, თაღლითი, ისინი ხომ ყოველ ჩვენგანში არიან, მის ადგილას არასდროს ვყოფილვარ, არ დამჭირვებია, თორემ არ ვიცი, შესაძლოა მეც იგივე გამეკეთებინა, ან მასზე უარესიც-ო. შესაბამისად სამართლიანობა ძალიან პირობითია და ყოველ ქმედებას და ინდივიდს აქვს "გამართლება", უსიამოვნო შედეგისა და ფაქტების მიუხედავად.
ან ხომ არ დამეწერა იმაზე, რაც მაკვირვებს [კაი ხანია ვამბობ, იმდენი რამ მოხდა,ასე მგონია აღარაფერი გამაკვირვებსმეთქი, მაგრამ მაინც არ ილევა და ”არ გაივლის დღე, არ დატოვოს სიტყვა ცივი”] მიკვირს თუნდაც ეს მარტივი რამ- თითქმის ყველას აქვს სიყვარულის, სიკეთის, პატიოსნების, გულითადობის დანაკლისი, ყველა ეძებს ამას სხვაში, საკუთარ თავში კი ამ თვისებების არსებობაში მყარად დარწმუნებულია - მაშინ რატომღაა ამდენი დანაკლისი, ამდენი მწუხარება, რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთს და მხოლოდ დირეებს რატომ ამჩნევენ თვალებში. კიდევ მაკვირვებს, რომ ყველა ადამიანს თავი განსაკუთრებული ჰგონია და სულ ამის მტკიცებაშია. მაკვირვებენ ჯანსაღი თვალის მქონე, მაგრამ ბრმა ადამიანები, სმენის მქონენი, მაგრამ გაუგონარები, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის, ან მხოლოდ შემოღობილ სივრცეებში, ან ისინი, რომლებიც ცხდილობენ სხვებს დაუდგინონ ნორმები, საზღვრები, შეზღდუვები და მიკვირს მათიც, რომლებსაც სხვისი სიხარულის გაზიარება არ შეუძლიათ ან საერთოდ გაზიარება არ შეუძლიათ.
ან დამეწერა ზოგადად სინანულზე, ადამიანში მის წარმოქმნაზე და იმაზე ვსწავლობთ თუ არა გავხდეთ უკეთესები, მიემართება თუ არა ყველაფერი უკეთესობისკენ და კანდიდისთვის სულიც მეხსენებინა და ცოტა იმაზეც მეთქვა, აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანის წინასწარ განწყობას და მოვლენების განვითარებას ერთმანეთთან.
ან დამეწერა ადამიანის ტემპერამენტებზე და იმაზე, თუ რით განისაზღვრება რომელი უნდა დომინირებდეს ჩვენში, თავად ვანვითარებთ, თუ რაც "ჩადებული" გვაქვს, ის თავისით ვითარდება და არაფერსაც არ ვირჩევთ და აქვე ცოტა ფატალიზმსა და არჩევანის თავისუფლებაზეც მეთქვა - ყველაფერი დადგენილია თუ არა წინასწარ, ან იქნებ ისიც გადაწყვეტილია, რაც უნდა ავირჩიოთ და მერე ჩვენი არჩევანი გვგონია. ხანდახან, როცა რამე დილემის წინაშე ვარ და არჩევანის გაკეთება მიხდება, თითქოს ვცდილობ, ბედისწერას (თუკი არსებობს) მივუხვდე და გამოვიცნო, იქნებ დავუძვრე და სხვანაირადაც იყოს გზა და როცა ბედისწერაზე ვფიქრობ, რა დროც უნდა გავიდეს, მაინც მახსენდება ერთი პიესა, რომლის არც სახელი მახსოვს, არც ავტორი [მგონი ქართველი უნდა იყოს], ასე, 4 წლის წინ მე და ჩემი მეგობარი ჰამაკებში რომ ვიხსედით და რიგ-რიგობით ვკითხულობდით - მთავარ გმირს სჯეროდა, თუ ყველა ვარიანტს სწორად გათვლიდა, ის არ მოხდებოდა, რადგან ბედისწერას მისი მოტყუება სურდა. გმირი გამუდმებით იმეორებდა ერთ საინტერესო ფრაზას - "წინათგრძნობა არასდროს შეესაბამება რეალობას"- საკანში გამოკეტილი და სასიკვდილო განაჩენის მომლოდინე ტუსაღი მთელ დღეებს განაჩენის გამოცნობაში ატარებდა, განიხილა ყველანაირი არასასურველი სავარაუდო შედეგი და გათვალა ყველა შესაძლო ვარიანტი, მაგრამ მაინც ვერ აჯობა - განაჩენის დღეს მას უთხრეს, რომ ბრალეულობა მოეხსნა და გაამართლეს- ეს ვარიანტი განხილული არ ჰქონდა და შესაბამისად, ბედისწერასთანაც წააგო - გული გაუსკდა. ისე ჩამრჩა ეს პიესა, მართალია, წინასწარ დადგენილი ბედის არ მჯერა, მაგრამ მას შემდეგ იმას კი ვფიქრობ, რომ ბედისწერაც მოთამაშეა და ხშირად ერთობა მხარდამხარ :)


ჰოდა, ვფიქრობდი რომელზე დამეწერა და განმევრცო და ვერ გადავწყვიტე, ცოტა აბდაუბდასავით კი გამოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ფიქრი შევფუთესავით :)))))))) ესეც პირველი მრავალკუთხედიანი სტუმრობა, 'ფეხი ჩემი, კვალი -ანგელოზისა', თუ რაღაც ასე.. :D :D


ესეც ბონუსად ნასტასიას ბლოგს
საყვარელთაგანი
შაგალი, ანგელოზების ხეობა :">


p.s. ბაბისასგან :))))

Wednesday, November 11, 2009

როცა მდინარის დინებას საპირისპირო მიმართულებით გაუყვები...

დღეს დილას ვფიქრობდი როგორ მომენატრა ,,პახოდი'' და გამახსენდა პახოდი,როცა უღრან ტყეში დავიკარგეთ და გზის საპოვნელად მდინარის დინებას მივყვებოდით სამი დღე. . .

შედეგად,მესამე დღეს დასახლებულ ადგილს მივაღწიეთ და მიყვარს ის ხის სახლი,ოჩოფეხებზე რო იდგა და ფანჯრიდან რო გადავდიოდით. . .

მაგრამ დღეს არც ,,პახოდზე'' ვფიქრობდი და არც სახლზე.. .
დღეს ვფიქრობდი,რომ მაშინ მდინარის მიმართულებას რომ არგავყოლი,სადმე მთაზე ავფორთხებულიყავი,ჩემი ანტიცივილიზაცია დამერსებინა,ტელეფონის სატენზე და იუესბი კაბელებზე უკვე უსარგებლოდ ქცეული ინფორმაციები დამეკიდებინდა და ჩირად მექცია,
შაბათ საღამოობით სხვების ლექსების ხმააღლა კითხვის ტრადიციის ნაცვლად ჩემი ლექსების წერის ტრადიცია რო დამემკვიდრებინა და რიტუალად წვიმაში მდინარისთვის ამბების მოყოლა მექცია,როდესმე აუცილებლად მიპოვიდა ვინმე სიახლის სუნით და როდესმე აუცილებლოდ გამოუჩნდებოდნენ სხვა მიმდევრები ჩემ ანტიცივილიზაციას. . .

მაგრამ ფაქტია,მე მდინარის დინების საწინააღმდეგოდ არ წავსულვარ. . .
იცის ფაქტია,რომ მდინარის საწინააღმდეგოდ მე კი არა,ბევრი არ მიდის...
და კიდე,მდინარის საწინააღმდეგოდ წასვლას იშვიათად აქვს აზრი. . .

საერთოდ,მე,რომელიც ვგიჯდები პროტესტებზე,უკუღმა სიარულებზე,აზრიან ბრძოლებზე და შენი ბრძოლით მოპოვებულ შენ თAვისუფლებაზე,ან ბედნიერებაზე,პაციფისტი მარტო იმიტო ვარ,რომ ვთვლ,ადამიანები ძირითადად დებილობებისთვის იბრძვიან,მე კდიე ნავთობი ან მიწის ნაკუწი არ მაინტერესებს. . .

მაგრამ ზოგჯერ ხომ ხდება გამონაკლისები,ზოგჯერ ვიღაცამ ხო უნდა გითხრას,რომ ასე უკვე აღარ და როდესმე წერტილი საჭიროა

მე დავამატებ ხოლმე,რომ წერტილი შეიძლება წერტილად არ დარჩეს,შეიძლება გაიდღაბნოს და ლაქა გახდეს,და უკვე სასიამოვნოდ ვიშმუშნები ხოლმე იმის გააზრებისას, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია რაღაცის შეცვლა. . .

ის,რომ სამხატვროში ბევრი არ აბარებს დაჩარჩობის შიშით,კაი ხანია,ვიცი,ისიც,რომ სამხატვროს სტუდენტები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს,როგორც,ძაღლები პატრონს, და ისიც,რომ სამხატვრო ის ადგილი არ უნდა იყოს,სადაც ზომბდებიან,თუნდაც ინდივიდუალიზმის ილუზიით. . .

გუშინ facebook-se  რომ ვნახე სამხატვროს სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოებისთვისო,სასიამოვნოდ გამეხარდა და ვიფიქრე,რომ რამე კარგი ხდებოდა,მერე გავერკვიე და აღმოჩნდა,რომ კარგი არ ხდება,სტუდენტების არჩევანის თავისუფლება და განვითარების ხელშეწყობა მორიგი ილუზიაა და რომ ერი ვიდეომონტაჟებით ერთობა,ადამიანები გრძნობენ ძალას,სურვილს და უნარს იმისას,რომ რამე შეცვალონ,რამე გააკეთონ და პროფესიონალები გახდნენ, სანაცვლოდ კი ზომბობის მზა ფორმულები და ადმნისტრაციის შეთავაზებული არასასურველი კადრები ხვდებათ. . .
მოკლე,აღვშფოთდი. ..

ერთადერთი კარგი,არი ის,რომ ამჯერად ვიღაც მდინარის დინების საპირისპიროდ აუყვება. . .
ოღონდ ანტისაზოგადოებრივი აზროვნების წინააღმდეგ და უკეთესი საზოგადეობის სურვილით.. .

სასტიკი ინტერესით ველოდები რა მოხდება
და სასტიაკდ მეხამუშება,რომ ადამიანებმა უნდა იყაყანონ იმისთვის,რომ იმასთან და ის ისწავლონ,რაც ჭირდებათ. . .

თუ თქვენც,მაშინ სამხატვროს ეზოში,11 ნოემბერს,11 საათზე

Saturday, November 7, 2009

ქვეცნობიერო გამოდი !


                                          
.1. წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში ხართ და დაინახეთ კუბი(გეომეტრიული ფიგურა) რაც შეიძლება ვრცლად აღწერეთ თუ როგორია (ცაშია თუ მიწაზეა) ფორმა ფერი რისგან არის დამზადებული. რომ ხედავ რაზე ფიქრობ?რისი სურვილი გიჩნდება????
უდაბნოში პირველად ვარ და უდაბნოში ოთკუთხედ საგანსაც პირველად ვხედავ...წესით მშია და უნდა მწყუროდეს,მაგრამ მგონია,რომ ეს ოთკუთხედი არსება რამე ტექნიკური პროგრესის შედეგი უნდა იყოს...ხო,მეც ვიცი,რა უნდა უდაბნოში კომპიუტერ ან მობილს,მაგრამ მე ეგრე მგონია. . .ან იქნებ სულ ვინმე ჩემნაირი მაწანწალასაც ჩანთიდან გადმოვარდნილი წერილების შეკვრაა,ან ბიბლია სლოვაკურად. . . მოკლედ,არ ვიცი,ახლა მე მირაჟები მაქვს და მწყურია. . .
ეგ ოთკუთხედი სახლი რო იყოს და გამე გავათიო შიგ,არ შეიძლება?


 2. გააგრძელე გზა და დაინახე წყლით სავსე დოქი . როგორია? რას გრძნობ? რას ფიქრობ რას აკეთებ???? 
აა,ანუ სახლი არა,მაგრამ წყალი მაინც გამოჩნდა...

თან ისეთი საწყლეა,აქ სადმე ადამიანებიც უნდა იყვნენ. . .
ისე,ზუსტად ეგეთი შავ-თეთრი კედელი მინდა ერთ-ერთ ოთახში,ოღონდ ნახევარზე და გვერდული არა,ზემოდან ქვემოთ ზოლებით. . . დე კედლების ქვედა ნაწილში,ზემოთ კიდე გაზეთები უნდა იყოს გაკრული. . . მაგრამ ეგ ყველაფერი ახლა რა შუაშია?


მგონი მორიგი მირაჟია...
3.აგრძელებ გზას და ხედავ კიბეს ამიღწერე როგორია რამდენად მყარია.მიწაშია თუ ცაში ადის? რას აკეთებ რისი სურვილები გიჩნდება 
თუ სწორად მივხვდი,უდაბნო და მირაჟები მორჩა. . .

კიბე ცაში არასოდეს არ ადის...უბრალოდ ცასთან უფრო ახლოს მიდიხარ. . .
მე მიყვარს კიბეები,იმიტო რო იქიდან უფრო მეტს ხედავ,ვიდრე ქვემოთ თუ დარჩები. . .
აი,რა მიყვარს იცი,კიბეებზე რო ადიხარ და რო იღლები, მერე ძირს რო დაჯდები,ბოლო საფეხურზე და ჯერ ჩანთას გახსნი,მერე წყალს ამოიღებ და მერე გაიხედავ,რა ხდება შენ წინ და მერე რო გიხარია,რო ამოხვედი და მკვდარი არ ხარ და მძორი. . .


პრაღაში ვიჯექი ხოლმე ეგრე კიბეებზე საათობით,ჟოლოსფერ პლედ მოხვეული და ვიღაცა ქუჩის მუსიკოსს ვუსმენდი და უჰჰ,კარგი იყო. . .
ეს გოგო მგონი ჩემი მაშინდელი თავის რეინკარნაციაა,იქ რო ზის :P


კიდე,რამდენიმე კიბე მახსოვს,ნაკლებად მასშტაბურები. . .
კიბეები კარგი გადასაღებია,ახლა გამახსენდა.


 
4.გააგრძელე გზა და დაინახე მუსტანგი(მოუთვინიერებელი ცხენი) როგორია????რას გრძნობ რომ დადიხარ რისი სურვილი გიჩნდება?რას აკეთებ 
ეს ცხენი მოუთვინიერებელს არ გავს,ჩვეულებრივი ცხენია,ჩემი აივნიდან რო ვუყურებ ყოველ დილას,ეგეთი. . .
ისე,კარგი ფერებია,შემოდგომისებური. . .
მუსტანგებზე მაინ რიდი გამახსენდა. . .
ახლა აღარ ვარ მე მუსტანგებთან შეხვედრების ხასიათზე,მაშინ შემხვედროდა,ხო გამეხარდებოდა. . .

                                   
5.დაინახე ზღვა მუსტანგთან ერთად გააგრძელებ გზას თუ მარტო????შენზეა დამოკიდებული.ზღვას რომ დაინახავ რას გრძნობ??? და შიგ შესვლის სურვილი თუ გაქვს.ამიღწერე რას აკეთებთ იმ მომენტიდან რაც ზღვას დაინახავთ 
არა,ის მუსტანგი დავტოვე იქ,სადაც იყო...თუ რა თქმა უნდა მუსტანგი იყო. . .



ზღვა?
ახლა უკვე მიყვარს,ადრე არ მიყვარდა,მეშინია მე ბევრი წყლის ერთად და ცოტა მიწის. . .
სამაგიეროდ ზგვის სუნი და ხმა მიყვარს. . .
და კიდე,მზეზე რო ვწევარ და მაგ სუნს და ხმას ვგრძნობ. . .
ახლა უკვე გვიანი,ჩადის მზე. . .
ხვალ გამოვალ,დილას და შევიბრაწები მზეზე ცოტას. . .


არა,საბანაოდ ჯერ არ შევალ,ახლა წავალ,რამეს დავლევ და მერე მოალ,რო დაბნელდება და წყალი რო თბილი იქნება და ცოტას ვიტივტივებ . . .


p.s.პიკასომ დამთაგა ისევ და მე ამჯერად არავის არ ვთაგავ,ცოტა არ იყოს და მომწყინდა რო ყველა ერთა და იმავე თემაზე ვწერთ.თუ ვინმეს მოგინდებათ,პიკასოსთან ნახეთ თამაშის წესები და დაწერეთ ისე. . .

Thursday, November 5, 2009

წიგნები და კითხვებიო


პიკასოს დათაგული ვარ და ვიხდი ჩემს დატაგულურ ვალს :




1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
მუზილი-უთვისებო კაცი
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
ბესიკ ხარანაული,გალაკტიონი,ზვიად რატიანი (უფრო სწორად,ბოლო პერიოდში ყველაზე
ხშირად ამათ ვკითხულობ )
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
დოსტოევსკი,ჭილაძე,აკუტაგავა
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
პირველი რაზეც ვიტირე,პროსპერ მერიმეს ,,მატეო ფაკლონე'' იყო დედაჩემმა მანამდე რო
წამიკითხა,სანამ კითხვას ვისწავლიდი...:D
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ცხოვრების მასწავლლებელ წიგნებს დავცინი ღრმა სიამოვნებით
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
მაგაზე ჩემს გარდა ისედაც ბევრი ადამიანი იჭყლიტავს ტვინს...
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
,,როგორც ჩანს ჩვენ ყველანი ჭკუიდან შევიშლებით,ეს უდაოა''
კამიუ
(ახლა ეგ გამახსენდა)
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
არა მარტო ბავშვობის,და არა მარტო წიგნი,ლინდგრენის ყველაფერი დღემდე ყველაზე საყვარელია
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
მეჩვენება რო ნასტასია ფილიპოვა,და კიდე კონჩენტინა :D
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
ეგეთ მკითხველს ვგავარ,წიგნებს რო ითვლის და თაროზე ფერების მიხედვით აწყობს? :D


ჩემის mხრივ ვთაგავ:                  

http://karaganda.wordpress.com/

http://shavishashvi.blogspot.com 

http://e2e4paiki.wordpress.com 



Wednesday, November 4, 2009

მე ზმნებსა და სახელებს შუა. . . ანუ,დათაგული :)


 თომუშკამ და ვასასიმ დამთაგეს და მოვედი:


მიყვარს -დილის ძილი,ყავა,კონიაკი,წანწალი და ,,ჩემები''
ვოცნებობ - ფოტო-ჯობზე,ბედნიერებაზე და კიდე,ნობელზე :D
ვფიქრობ -სულ და ყველაფერზე
მძულს -ბუზები და ტარაკნები
ვნანობ -არაფერს
კმაყოფილი ვარ - ხშირად
მენატრება - უფფ...
მსურს - სამოთხეში მოხვედრა როდესმე
მაღიზიანებს - ხმაური,ყაყანი და ჩლუნგიზმი
ვგრძნობ - სენსორული არსება ვარ. . .
მეშინია - კიბოსი, წყლის და გაურკვევლობის
ვიცი - იმაზე ბევრად ნაკლები,ვიდრე საჭიროა,მაგრამ მე მყოფნის. . .
არ ვიცი - ყველაზე ხშირი პასუხი. . .
შემიძლია - დაგისიზმროთ,დავნამცეცდე, ნამცხვარი გამოვაცხო და სულ ახლადგაღვიძებულს ვგავდე. . .
არ შემიძლია - როცა ჭკუას მასწავლიან,მოვისმინო და კიდე რაღაცეები ვგეგმო
ვმეგობრობ - ,,ჩემებთან''
ვაპატიებ - არ მიყვარს ნაპატიები ხალხი. . . თორე მე კი ვაპატიებ. . .

ვტირი - აუტანლად იშვიათად                              
ვიცინი - გულიანად
ვეძებ-ჩემ თავს და სხვებს
ღირსი ვარ-ბედნიერების
ვკარგავ-დროს
მშურს - იოკო ონოსი :D
ვემალები - რატო უნდა დავემალო?
ვემტერები - ბუზებს. . .
მაინტერესებს- არტ-ამბები და ადამიანები
არ მაინტერესებს - უფფ. . .
მახსოვს - ბავშვობა და სიზმრები
მრცხვენია - არ!
უარვყოფ - საკუთარ მკერდს მარა არაფერი გამომდის :D
ვავადმყოფობ - ბოლო ერთი კვირაა აუტანლად მახველებს...
ვმალავ - არ!
ვინახავ - განწყობებს
მწამს - კი
მიკვირს - იშვიათად
მიხარია - ბავშვივით ყველა სისულელე
ვჭორაობ - მაგას ჭორაობა არ ქვია :D
ვდარდობ - უკვე კი
ვამაყობ - ,,ჩემებით''
ვაკეთებ - ყველაფერს,რაც ჩემი გასაკეთებელია. . .
მნიშვნელოვნს არაფერს. . .მგონია ხოლმე

ვეფერები - ,,ჩემ ბავშვს'' და მეზობლის კატას :D
მსიამოვნებს - ყურადღება
მესიზმრება - ყველა და ყველაფერი
ვეხმარები - ვისაც ვიცი რო ჭირდება
ვეწევი - ახლა შენ კიდე. . .
მწყინს - არ მცალია მაგისთვის
ვხარჯავ -დროს და ფულს
ვღალატობ - დაძველებულ პრინციპებს
ვკამათობ - როცა საქმე არაფერი მაქვს. . .
ვუხეშობ - როცა სხვანაირად თავს არ მანებებენ
ვუსმენ – რაც მესმის
ვყოყმანობ - არ!

ვკითხულობ - ყველაფერს,რაც ხელში მომხვდება
ვამზადებ - ილუზიებს და კიდე ათასნაირ გემრიელ ჩაის...
ვუყურებ - გარეთ ლამაზი და დიდი მთვარე იყო,მაგრამ ციოდა და ახლა კომპს. . .
ვაფუჭებ - პირველად შთაბეჭდილებებს
ვცხოვრობ - მარტივად
ვცემ - რატო?
ვყვირი - ბოლო პერიოდში თვალშისაცემად იშვიათად
ვმღერი - მეტი არა ჩემი მტერი
ვასრულებ - ერთწლიან ამბავს . . .
დავდივარ - ყველგან
ვმკურნალობ - არ
ვერიდები- იდიოტებს
ვთამაშობ - ფერმას ფეისბუკზე
ვიტყუები - როცა მინდა რამე ამბავი უფრო საინტერესოდ მოვყვე
ვეთაყვანები - მე არა,ბებიაჩემი ჯერ ისევ კერპებს
ვგიჯდები - არ გამომდის
ვაგროვებ - ადამიანებს
ვიხდი - ქურთუკებს და ფულს ტრანსპორტში
ვეჭვიანობ - მეტი საქმე არ მაქვს
“ვკაიფობ” - ეგ სიტყვა არ მიყვარს
ვიზიდავ - ყურადღებას და შეურაცხადებს
ვალამაზებ - ისედაც მომწონან...



ჩემის მხრივ ვთაგავ :

http://liillia.blogspot.com/ 


http://spacecrusader.wordpress.com

 http://norteri.blogspot.com

http://femaleee.blogspot.com 

Tuesday, November 3, 2009

შენი ცა_ჩემი მიწაა

"როცა ცას მართმევ,
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან"
/დავით ყანჩაშვილი/

nastasia: მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება
მიწაზე მყარად ვარ
ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმტეს მყარად. . .

 xissunianisaxli:მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება
სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ
და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.

 და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .
როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით
მიწაზე
რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში?
თავისუფლებით დატკბეს? 


მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა
მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ
როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო? 

არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო
მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს
სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . . 


მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად-
როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს -
სახლიც იქ მაქვს-
სახლი ცაში არასდროს მქონია...
ცაში იმედები მაქვს ხოლმე...
როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია...
როცა თოვლი,მაგისიც...
 

გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა...
ახლა როცა ჩემს მიწაზე  სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდa

შენი გზა სახლამდე - ცაზე გადის.

ჩემი გზები დახალრთულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად
ახლა მომინდა, რომ როდესმე ცამდე შემიყვარდეს და კიდევ ერთხელ გამოვიდე დახლართულობიდან

ადგილი: ბათუმი
დრო: ზაფხული
მე და მამა
-მა, ამ ქალაქში მეშინია, რომ დავიკარგო სახლს ვერ მოვაგნებ
-მოძებნე ქუჩა რომელიც ზღვამდე მიგიყვანს, მერე ნაპირს გაყვები და სახლამდეც მოხვალ
ახლა მამაჩემს სახლი ცაში აქვს და მე უკვე ზუსტად ვიცი რომ არასოდეს დავიკარგები რომ ყველა გზა ცამდე მიდის...



შენ მიწაზე იკარგები და ცაში გაქვს სახლი...
ცაში გაქვს შენი ნაწილი...
და ცამდე სიყვარულიც შეგიძლია


მე ვამბობ - მიზიდულობის ძალა ცასაც აქვს
არ ვიცი.
ალბათ კი რადგან ჩემს იმედებს, შენს ნაწილებს, საკუთარი თავის გაქცევის სურვილებს ხომ იზიდავს.


ცის სიყვარულის კიდევ ერთი მიზეზი სილურჯეა.

ლურჯი მეც მიყვარს, კიდე ლურჯ ცაზე წითელი ღრუბლები მიყვარს ხოლმე საღამოობით და ლურჯი თვალები და წითელი ტუჩები.

ლურჯი ზღვაც არის და იმიტომ ხომ არა რომ ცას ირეკლავს?
არა მე მგონი ზღვა ცის ალტერნატივაა.
ანუ თუ ვერ აფრინდები, თუ მიწაზე ვეღარ შეძლებ სიარულს, მაშინ უნდა იცურო.


შენი ცა_ჩემი მიწაა და პირიქით.

p.s.თამთამ რომ მითხრა,იდეა მაქვს და რამე ერთად ხო არ დაგვეწერაო,ავკაწკაწდი სასიამოვნო მოულოდნელობისგან,იმიტო,რომ სულ მაინტერესებდა,ვინ იქნებოდა პირველი ბლოგერი,ვისთანაც იმის ინიციატივით გავაკეთებდი რამეს. . . (დათაგვებს არ ვგულსხმობ)...
მაგრამ მერე აღმოჩნდა,რომ თემა,რომელზეც დცწერდით,არც ისე ადვილი მოსაძებნი იყო.. .ბანალური არა,სულელური არა,გაცვეთილი არა. . .
საბოლოოდ,ცაც ბანალურად ჟღერდა,მაგრამ ჩვენ არაბანალურად დავწერეთ :D
წერის დროს შევშინდი,იმდენად ვარ მიწას მგონი მიჯაჭვული,როდესმე ჯოჯოხეთში თუ ამოვავი თავი,გასაკვირი არ იქნება თქო. . .ხო მარტო ის გეზლევა,რაც გიყვარს და გინდა. . . მაგრამ რა ჩემი ბრალია,მე ვიცი,რომ მიწა ვარ და მიწად ვიქცევი. . .
მაგრამ მანამდე ზუსტად ერთ თვეში და 2 დღეში ცაში ავალ,ჩემი დახლართულობიდან კიდევ ერთხელ გამოსასვლელად. . .