Wednesday, March 31, 2010

help

კატასტროფულად ვერ ვიტან როცა რაღაცის გაკეთება მინდა და ვერ ვაკეთებ ხოლმე და  კიდე ვერ ვიტან, როცა ამ რაღაცის ვერ კეთებაში ვხარჯავ ჩემ საკუთარ დროს...

ხოოდა, ასე, წინა სამი საღამო უშედეგოდ შევალიე იმას, რომ ეს ბლოგი რამეს დამსგავსებოდა, და ფაქტია ვერაფერსაც ვერ დავამსგავსე...
ისიც ფაქტია, რომ ამ თუ სამი დღე ვერაფერს დავამსგავსე, კიდე სამი დღე რო შევალიო, მაინც ვერაფერს დავამსგავსებ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ცუდი პერიოდი მაქვს და ვერ გამოვხატავ ჩემ თავს...

ხოოდა, როგროც დიდმა მობიმ ჰქნა და თავისი სიმღერის კლიპზე კონკურსი გამოაცხადა, მეც ეგრე ვაცხადებ ჩემ დიზაინზე კონკურსს.
რამ გაგვყო მე და მობი, ორივეს სათვალე გვიკეთია და ბოლო პერიოდში ორივეს იდების დეფიტი გვაქვს...
ხოოდა, იმედია იმ განსხვავებას არ ჩემამჩნევინებთ, მობი რომ უფრო ცნობადია და უფრო მეტი ადამიანი გაუგზავნის კლიპს, ვიდრე მე ახალი დიზაინის იდეებს და ჩემ კრიზისულ განწყობას უარეს კრიზისში არ ჩააგდებთ...

არა, ისე, ამ დიზაინს თუ არ ჩავთვლით, სულაც არ  ვარ კრიზისულად, პირიქით...
რატომაც არა, გაზაფხული უკვე ძალაშია, აღდგომა კარზე და როდესმე მალე ალბათ სადმე  ქალაქგარეთაც  გავეხეტები...

ხოოდა, ამ სააღდგომო-სადღესასწაულოდ, შარშანდელ სურათებს გაგახსენებთ, თუ არ გინახავთ მაშინ, ნახეთ ახლა. :)

მოკლედ, ავსტრიაში, ზალცბურგში  რომელიც თავისი მხრივ უსაყვარლესი ქალაქია და მე უკვე ვგრძნობ რო მომენატრა, ასებობს ბევრი პატარა, ვიწრო ქუჩა და ამ ქუჩებზე  მაღაზიებია ჩამწკრივებული...
ერთ-ერთ მაღაზიაში ზამთარ-ზაფხულ, არ აქვს მნიშვნელობა წინასაშობაოდ, წინასაახალწლოდ თუ შემოდგომის ბუნიობისას, სულ სააღდგომო კვერცხები იყიდება...
თან ულამაზესები და თან ძალიან, ძალიან ბევრი...

ხოოდა, ასე :)

Saturday, March 27, 2010

ბაბუა ჯიმი მოკვდა

75 წლის ბაბუა იყო, ადგა და აფსოლუტურად დროულად და ლოგიკურად სასტუმროს ნომერში ძილში გაიპარა.
არაფერი განსაკუთრებული.
ნიუ-იორკში იყო, ძილის წინ ალბათ არც ბარში ჩავიდა და აღარც ნიუ-იორკს გადახედა სასტუმროს ფანჯრიდან, ისედაც ათიასჯერ ექნებოდა ეგ გაკეთებული, არც ბითლებს მოუსმენდა, რაღა დროს ეგენიაო და დაიძინებდა.
მართლა არაფერი განსაკუთრებული...

განსაკუთრებული მანამდე ხდებოდა, ჩემ საყვარელ 70-იანებში.
ჯიმ მარშალი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ფოტოგრაფი იყო, რომელიც კულისებშიც კი იღებდა ბითლის როგორც მერე აღმოჩნდა ბოლო კონცერტს, გადაიღო ვუდსტოკის ფესტივალის საკულტო კადრები,  ისეთი ჯენის ჯოპლინი, ბობ დილანი, მაილს დევისი და კიდევ სხვა ბევრი, როგორებიც ახლა ჩემ და თქვენ ტვინებში არიან.
ჯენისი სავარაუდოდ სულაც არ იქნებოდა მუდამ ასეთ ხასიათზე, მარა მე ასეთი მყავს.
არც ვუდსტოკი იყო ასეთი ბედნიერი, მაგრამ მე ეგეთ ვუდსტოკში ყოფნაზე ვოცნებობდი ხოლმე.
 და საერთოდ, როცა დრო გადის, მთავარი ის კი არ არის, როდესღაც რეალურად რა იყო, მთავარია, შენამდე როგორს მოიტანენ.

კიდევ მთავარია, ვინ თამაშობს მთავარ როლს,იმის გარდა, ვინც სცენაზე დგას და კიდევ მთავარია, როგორ დავატარებთ ჩვენ ამბებს.

აი, ბაბუა ჯონის სიკვდილის ამბავი მე ეგრე მოვიტანე თქვენამდე.
ადრე ჩემი სხვა ბაბუას ამბავიც მოვიტანე, ბითლებს ვისთან ერთადაც ვუსმენდი ხოლმე და
კიდე  ძალიან უსაქმურობისას მაინტერესებს ჩემი ამბები როგორ დაიარებიან, ან თუ დაიარებიან.


მოკლედ, კაი კაცი იყო ბაბუა ჯიმი :)



Tuesday, March 23, 2010

დამუხტული

ათასჯერ ნათქვამი,მაგრამ მაინც რომ უნდა ვთქვა ისეთი :

მიყვარს როცა ადამიანები მიბრუნდებიან და ვიცი, რომ მონატრება ურთიერთობის ფორმა  არ უნდა იყოს.

კატასტორფულად ვერ ვიტან, როცა ჩემ მეგობრებს ვიღაც სხვები  ჩემ ცხვირწინ თვალებში შეციცინებენ.

თავი გაფუჭებული მაცივარი ან  რამე ეგეთი არაფუნქციონირებადი ნივთი მგონია, როცა ვინმესთან ლაპარაკი მინდა და ვსიო, რამე სხვას ვაკეთებ, თუნდაც იმას, რაც უფრო საჭიროა.

იდეალურია, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც  პერიოდულად, მაგრამ ნებისმიერი  ,,შენ'' უყვარხარ,

ალკოჰოლის მოჭარბებული დოზა არაფერს არ ცვლის, შენ მაინც გიხარია, რომ შენ გვერდით მუდამ ,,შენებიც'' არსებობენ და მაინც ვერ იტან რომ შენ ადგილს, რომელიც იდეაში შენი არ არის, სხვები იკავებენ.

აჟიტირებული და შენთვის გაუგებარი მიზეზების გამო გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობა გღლის, გფიტავს და ღიმილის და კონცენტრაციის უნარს გიქვეითებს. უფრო ხშირად იყურები საათზე და უფრო მეტი ადგილი გახსენდება, სადაც წასასვლელი ხარ.

თუ არ დავიძინე, ხვალ ისევ დავრჩები იმ ჩემ პრაიმ ფიტნესში წაუსვლელი და ანუშკა, მოდი რა ისევ,მომენატრე :(

ეს ყველაფერი არაფერი, ხვალ დილიდან ისევ ჩემი დაბნეული, ინდიფირენტული და ფხიზელი გამომეტყველება მექნება და აუცილებლად გაგიღიმებთ, თუ ვინმე შემთხვევით შემხვდით.


ადამიანებო,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ვაკეთებ, მე ყოველთვის შემიძლია, რომ თქვენი ვიყო, უბრალოდ უნდა ვიცოდე, რომ თქვენ ჩემთან  ზუსტად ისე არ იქცევით, როგორ ნებისმიერ სხვასთან და რომ მე მართალია, არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ თქვენთვის ვიღაც  ვარ.

როგორი ვიქნები მე, მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. და შეიძლება აფსოლუტურად სულერთია ამწუთას ტკბილად მძინარებისთვის, სხვებთან მყოფებისთვის და სულ ჩემებისთვის, ნასტასიას მთელი დღის ფრაგმენტული ემოციები, და არამარტო თქვენთვის, ჩემთვისაც, მაგრამ უბრალოდ, ზოგჯერ დღეს იმაზე მეტი საათი აქვს, ვიდრე ჩვენი საათები ითვლიან, ჩვენ იმაზე მეტად ვეჯაჭვებით გარემოებებს, ვიდრე საჭიროა და საერთოდ, არ გვჯერა, რომ ყველაფერი თუ არა, უმეტესობა მაინც ჩვენგან გამომავალი ემოციური მუხტების ბრალია.


არ ვბუზღუნებ, უბრალოდ მინდა, რომ ემოციები დავაფიქსირო.

ხოოდა, მე ტკბილი ძილი და თქვენ დილა მშვიდობისა.

:)

Saturday, March 20, 2010

uriah heep



ჯერ კიდევ ავსტრიაში მინდოდა წასვლა, მაგრამ ორი კვირით ადრე მოვდიოდი...
მერე გავიგე თუ არა, რომ თბილისში, სულ მინდოდა...
იმიტომ კი არა, რომ ყველაზე ძალიან მიყვარან, ან იმიტომ რომ სნობიზმმა შემომიტია და ან კონცერტების ყურება პროფესიად მექცა თვალსა და ხელს შუა...
უბრალოდ იმიტომ, რომ 40 წელი ერთსა და იმავე საქმეს რომ აკეთებს ვინმე, მიკვირს..
იმიტომ, რომ ჩემზე სავარაუდოდ 40 წლით უფროსებს 40-ჯერ მეტი ენერგია აქვთ...
იმიტომ, რომ ლაივი ყოველთვის 40-ჯერ მაინც მაგარია, ვიდრე ,,ისე''...
და კიდევ იმიტომ, რომ ვიცოდი იმედებს არავინ გამიცრუებდა.
არც გამიცრუვეს.
პირიქით,იმაზე ბევრად უკეთსი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდი.
ხტუნვა მაქვს სასწავლი და ყვირილი, კივილი, ან რამე მსგავსი...

ხოოოდა,ასე.

პ.ს.მიყვარს მე კარგი ამბები, კარგი ბაბუები და ძველი ამბების საუნდტრეკები

Friday, March 19, 2010

დაუცველი მე

რაც სახლში პიჟამოებით ბორიალს წერტილი დავუსვი და შედარებით აქტიური არსება გავხდი, ყველაზე ხშირი განცდა, რაც მაქვს, დაუცველობის განცდაა.
ოღონდ ისეთი არა, ბავშვები რომ ამბობენ, მამაჩემი არ ჩამომაყვანინოო და ვიღაცებს რომ გონიათ  ღამით სახლს გაუტეხავენ.
მე უფრო ბევრ წვეტოებიანი და ცუდი სინდრომი მაქვს:

მგონია, რომ როდესმე შეიძლება ისე ჩამომეკონწიალოს კუნთები, როგორც იმ ქალებს, აუზში ჩემს მერე რომ  ჩადიან  და აერობიკით ცდილობენ საქმის გამოსწორებას.

მგონია, რომ რა წამსაც  მარტო დავიწყებ რამის კეთებას, იმწამს ჩავფლავდები.

მგონია, რომ თუ ბევრს ვილაპარაკებ, დამღლელი  ვიქნები, თუ ცოტას, უინტერესო და უჟმური.

მგონია, რომ როდესმე მოხუცი თუ გავხდი, მეც უყურადღებოდ მომისმენენ და გულგრილად მომიკითხავენ.

 მგონია რომ ერთ მეგობარს სამუდამოდ დაავიწყდა მეგობრობის კონცეფცია და შეხსენებას არანაირი აზრი არ აქვს.

მგონია რომ როდესმე შეიძლება მეც მოვწყინდე ვინმე მამრს და ამ დროს ჯერ კიდევ არ მქონდეს ისეთი ჩამოწელილი კუნთები, აუზის ქალებს რომ აქვთ.

მგონია, რომ ჯობია რაღაც თემებზე აქ არ ვწერო, მერე ისე რომ არ გაიგონ ვინმე შემთხვევითებმა ჩემზე ყველანაირი ინფორმაცია, მე როგორც გავიგე ჩემდაუნებურად არაერთის არაერთი ამბავი.
მგონია რომ ამ ბოლოს სისულეებს ვწერ.

და საერთოდ, მგონია, რომ ბევრად მეტი რამე მგონია, ვიდრე ახლა გამახსენდა.
და
გახსენებით იმიტო გაამხსენდა, რომ დილას, ყოვლად უსახურად რო დავტივტივებდი იმ უკვე 800ჯერ ნახსენებ აუზში,  ჩემი 8 თანამშრომლიდან 5 საიდანღაც აღმოცენდა,მთელი თავიანთი შტატივებიან-კამარებიან-მეგობრულ შეძახილებიანად.
კიდე ეგ უნდოდა ჩემ საცოდავ მგონიებს?
:(
მეგონა, რომ აღარასოდეს ამოვიდოდი აუზიდან, იმიტომ რომ ჩემი ვარდისფერი კუპალნიკი ყველაზე  დიდი კატასტროფა იყო დედამიწის ზურგზე  და თუ აქ დავრჩებოდი, მაინც ვერასოდეს ვისწავლიდი ცურვას და სულ ასე უსახურად უნდა მეტივტივა.

ხო,  სისულელებია.
მაგრამ  სისულეები ძირითადად რეალურია.
ხოოდა, შემდეგი მინიმუმ ორი დღე იდეალური რეალობა  მაქვს,კონცერტებიანი და თან კარგ კონცეტებიანი და სავარაუდოდ ნაკლებს ვიფიქრებ იმაზე, რა მგონია, და მეტს მოვისმენ.
ვოტ ტაკ,წავტკბილძილდი

Tuesday, March 16, 2010

Tbilisi/alter/vision – Stars For Newcomers


თუ უფრო დიდ  ფორმატში მოგინდებათ ნახვა,  კუთხიდან მარტივად გაადიდეთ...
თუ ჩემეული შეფასების წაკითხვა მოგიდნებათ,მუზამეზე გადადით...
და თუ ფოტოებით აფრთოვანება მოგინდებათ,არსად არ გადახვიდეთ, პირდაპირ აღფრთოვანდით, გამეხარდება...
და საერთოდ, ალტერ ვიჟენი იქით იყოს და ,,შინის'' კონცერტზე თუ ვინმეს მოუნდება დამპატიჟოს, შეუძლია საერთოდ არ მოერიდოს და პირდაპირ მომმართოს...

Sunday, March 14, 2010

იმედის კარგის ტრაკი ანუ ბახ-ბუხ, ბახ-ბუხ, ომობანას ვთამაშობთ

სადაც გავიზარდე, გარშემო არც ერთი გოგო არ ცხოვრობდა და როცა დედაჩემი ძალიან შემაწუხებდა, გადი გარეთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეო, სულ ბიჭებთან ერთად მიწევდა თამაში...
90-იანები იყო და ბიჭები, რა თქმა უნდა, ომობანას თამაშობდნენ, თან მთელი სერიოზულობით და ჩემ დანახვაზე ცხვირს იბზუებდნენ ხოლმე, რა ამის საქმეა, ომობანაო...
მეც სადმე პარკის კუთხეში მიწის ჩიჩქვნას ვიწყებდი და მიწის ტორტების მაგივრად მიწის საფლავებს ვაკეთებდი...
პატარა მიწის გორაკები იყო და თავზე ტოტების ჯვრებს ვადგამდი  ჯერ კიდევ  გაუსწორებელ, ახალ საფლავებს...

მაშინ  კარებზე   ხშირად აკაკუნებდნენ ჯარის ფორმიანი საცოდავი ბიჭები და დედა პურს აძლევდა ხოლმე.    ისეთივე ბიჭებს ტელევიზორშიც  აჩვენებდნენ, ოღონდ ისინი როგორც დედა ამბობდა, შიმშილს ვეღარ გრძნობდნენ და პურისთვის კარებზე არასოდეს დააკაკუნებდნენ...

მერე გავიზარდე, ბიჭებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს, მე გოგოები ვიპოვე და ვიფიქრე, რომ ომობანაზე ბევრად საინტერესო თამაშები არსებობდა...
ხოოდა,ომობანა აღარასოდეს აღარ მითამაშია, უბრალოდ ერთხელ ომმა ითამაშა ჩვენ ცხოვრებაში მთავარი როლი და მაშინ მივხვდი, რომ ომში  მოგებული არ არსებობს, ომში მსხვერპლები არსებობენ და ჩვენ ყველანი ომის მსხვერპლები ვართ, მთელი თაობა...

დღეს, როცა გემრიელი ნაყინით გაბედნიერებული პარნასში წიგნებს ვათვალიერებდით და დედაჩემმა დარეკა,სახლში დროზე მოდი, რუსები მოდიან თბილისშიო, პირველი,რაც ვთქვი,ის იყო, არ ვიცი დედაჩემმა რას უყურა და რამდენად სანდოა,მაგრამ ასე თქვა თქო...მართლა ვთვლი, რომ დედაჩემი და მთელი ერი ტელევიზიით მარტო არასანდო ინფორმაციას ისმენენ და არაფერი არ უნდა დავიჯერო.
 და იმასაც ვთვლი, რომ ჩემი  აპოლიტიკურობის,ნეიტრალურობის,პაციფიზმის და კიდევ სხვა რამეების ფარგლებში, რაც ნაკლებს ვიყაყანებ ყბადაღებულ თემებზე, მით უკეთესი.
დღეს  ის იშვიათი გამონაკლისია,როცა ყბადაღებულ თემას საჩემოდ მივიჩნევ და ვერ ვიქნები მშვიდად:

იმიტომ რომ დღეს კიდევ ახალ რამეებს მივხვდი:

  • ტელევიზია  დაზომბების  იდეალურ ფუნქციას არ იშორებს.
  • ადამიანთა დიდი ნაწილი წესიერად არ იაზრებს იმას,რასაც ისმენს.
  • ტელევიზიებისთვის, ზოგადად, აფსოლუტურად უმნიშვნელია მაყურებლის რეაქცია და  მისი ემოციები.
  • ომი  არ დამთავრებულა არც 90იანებში, არც 2008-ში და რომ ჩვენი ფსიქიკისთვის ის ნეგატიური,მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა.
  • და ადამიანები ჩვენ საკუთარ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობთ თავს რომ   არანაირად არ გვიჭირს დავიჯეროთ, რომ ცამოწმენდილზე რუსების ჯარები თბილისში შემოდიან და პრეზიდენტი  გაქრა.
  •  და რომ ხელიდან წასული, გათახსირებული და  ყველანაირ პროფესიონალიზმს აცილებული ტელევიზიების პრობლემის მოგვარებას ისევ დედის გინებით, აქციებით და ბურჯანაძე-კუკავების გვერდძე დგომით ვცდილობთ.

ძალიან,ძალიან არ მინდა,როდესმე შვილი თუ მეყოლება, ომობანა ითამაშოს, აქციებზე იაროს და ტელევიზიების კარგის ტრაკი იგინოს...
ძალიან არ მინდა, ბავშვობისდროინდელი თამაშის ისევ თამაში...
ძალიან არ მინდა თავს ისევე დაუცველად და მარტო ვგრძნობდე, როგროც მაშინ,საფლავების თხრისას.

და საერთოდ, როდესმე საკუთარ ქვეყანაში ნორმალური საზოგადოება მინდა ნორმალური მასმედიით და ნორმალური განათლების სისტემით.

მორჩით რა ადამიანებო ექსპერიმენტებს საკუთარ მოქალაქეებზე...
ჩვენ უბრალოდ მშვიდად ნაყინის ჭამის და წიგნების თვალიერების უფლებას ვითხოვთ, და კიდევ დაცულობის განცდას იმ ტერიტორიაზე მაინც,რაც დაგვრჩა...

Saturday, March 13, 2010

კრიზისული და პოსტ კრიზისული ამბები

როდესღაც ძალიან ადრე გადავწყვიტე რომ ადამიანებს მხიარული,ბედნიერი და წარმატებული ადამიანები უყვარდათ,  მეც ასე, ბედნეირი დეგენერატივით ვყვებოდი მხიარულ ამბებს, ვიყავი ჭკვიანი და წარმატებული, დავდიოდი უამრავგან, ვიცნობდი თავზესაყრელ ადამიანს და არ ვაპროტესტებდი სულელურღიმილიან და არაფრისმთქმელ მოკითხვიან ურთიერთობებს.  და საერთოდ, ჩემი თავიდან დაწყებული უამრავ ადამიანს გონია რომ ზუსტად ისეთი ვარ, ადამიანებს რომ უყვართ.
ხოოდა,ამოვიდა ყელში წიგნს უკან ამოფარებული  უჟმური განწყობა, თითიდან გამოწოვილი სახლიდან გასვლის მიზეზი, მუხლებზე მარადიულად დასვენებულ ლეპტოპს  მიმკვდარი კონცენტრაცია და სადღაც ჯანდაბიდან მოთრეული იმედი,რომ როდესმე ყველაფერი კარგად იქნება.
რა ვიცი, თქვენ თუ გინდათ გჯეროდეთ,მაგრამ მე გრანდიოზული კრიზისის ფაზა მაქვს, და აღარ მინდა კიდევ ტრანკვილიზაროტებით ვიჭყიპო, იმიტომ  რომ ყელში ამოვიდა ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება და მიბმულობა.

ვოტ,მოვიდა გაზაფხული და ზუსტად ისე ვზივარ სახლში,  როგორც ზამთრის დღეებში ვიჯექი, მერე სადმე წავალ და იქიდან ისევ სახლში დავბრუნდები, ეს სახლი კარგა ხნის წინ დამიპატარავდა და მიჭერს. კონცენტრირებას ისევ ვერ მოვახდენ ვერაფერზე და ისევ სინდისის ქენჯნით დავიძინებ რომ  დღესაც  ვერაფერი წავიკითხე, ვერაფერს ვუყურე, ვერაფერი ვნახე,  ვერავინ მიყვარდა და სიზმრებიდან ვერაფერი დავიმახსოვრე და მერე კიდე უფრო მომიჭერს სახლი,რომლიდანაც ვეღარ გავრბივარ.

დედაჩემი ამბობს რომ ახირებული ბავშვივით ვარ, რომ ტირის და არავინ იცის რატომ, მამაჩემი ამბობს რომ  თავი უნდა დამანებონ კი არადა, უფრო ყურადღებიანები იყვნენ და როდესმე გამივლის, მე ვამბობ, რომ ვერ ვიტან, როცა ვინმეს კალთაში მიწევს ტირილი და მჭიდროდ ვკუმავ ტუჩებს.

.......................................................................................
ეს ზუსტად ერთი კვირის წინ დავწერე, ისტერიკის შემდეგ...
რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს რომ სავარაუდოდ მუშაობას დავიწყებდი..
და ორ დღეში ფიტნესზე დავიწყე სიარული, კიდე ამ ეტაპზე ყველაზე ადამიანურ ადგილას მუშაობა და ახალი,პოსტ კრიზისული ეტაპი მაქვს...

გუშინ დედაჩემს ვუთხარი,რომ იდეალურია სახლში ჯდომა,როცა იციმ,რომ სულ მალე სამსახურში წახვალ.

ხოოდა,ასე...
მუშათა კლასს + ერთი წევრი...
მე უფრო ადრე ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ
და
ჯერ-ჯერობით ისტერიკებს აღარ ვგეგმავ...

.............................................

გამოდის რომ ცოტა ხნით ისევ ტრანკვილიზატორებზე შევჯექი, ცოტა ხნით ადამიანებს ისევ ეყოლებათ  ბედნიერი ადამიანი ეყოლებათ, რომელსაც ითხოვენ ხოლმე რომ მერე შეიყვარონ,  ცოტა ხანს აღარ ვიფიქრებ იმაზე, რომ  ცხოვრება მოსაწყენი ლოდინია რომ რაღაც მოხდება...
ხოოდა, ადაიმიანებო,მე არაბედნიერებიც მიყვარხართ, წარუმატებლებებიც, ნევრასთენიკებიც და  თუ არამხიარული ამბის მოყოლა მოგინდებათ,ნუ მომიყვებით მხიარულ ამბებს...


პ.ს.
გაზაფხული უკვე მოვიდა,წვიმა შხაპუნობს და მე  ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ამ გაზაფხულზე შესაყვარებელი მუსიკა...

Monday, March 8, 2010

8 ქალი

პ.ს

  • ერთი დღე ძალიან ცოტა, მით უმეტეს, წინასწარ დადგენილი და ყველასთვის საერთო.

  • სტატისტიკურმა კვლევებმა და ბოლო დროს მომრავლებულმა  ემოციურმა დაძაბულობამ ცხადყო, რომ  გაცილებით მეტია ყურადღებაზე მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება.

  • ძალიან ბევრ ქალს  თუნდაც ჩვენ გარშემო, საკუთარი სქესის აღქმა დაკარგული აქვს.

  • შეაგროვე თუნდაც 8 ქალი და ნაკლები დრო დაგრჩება მოწყენილობებისთვის.

  • არ უთხრა შეგროვილ თუნდაც 8 ქალს ერთი და იგივე ფრაზები და არ გაუმასპინძლდე ერთი და იგივენაირი შენი თავით.
  • დღესასწაულებს ყვავილები და მისალოცი ტექსტებით ვერ შექმნი.

Saturday, March 6, 2010

ჭრელი კაბების მაღაზია

აი ასე. როდესღაცა, რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი ორი მეგობარი  ჩემთან ჩაის სმის  ცერემონიალზე ისეთ ამბებზე ვლაპარაკობდით, ჩაის სმას,  სამ გოგოს  და გაზაფხულს რომ უხდება. 
ხოო, მაშინაც გაზაფხული იყო და მე ძალიან მინდოდა გამეხსნა ჭრელი კაბების მაღაზია. მერე  გაზაფხულობით მე და ჩემ მეგობრები აღარ ვიწუწუნებდით, რა ძნელია თბილისში რამე ადამიანურის მოძებნა ისე, რომ ძალიან ბევრი ფული არ გადაიხადო. 
თან იქვე ჩაის ალტერნატიულ მექას მოვაწყობდი და ასე. 

მერე მივხვდი, რომ მართლა ძალიან კარგი იდეაა ჭრელი კაბების მაღაზია, სადაც არა  მარტო ჭრელი კაბები, ზოგადად ლამაზი რამეები გაიყიდებოდა, მხიარული და ლამაზი. და იქვე გვერდზე კაფეში,   ლამაზი და ფერადი რამეების მოყვარულები, ყავის და ჩაის არომატში ერთმანეთის და მოდის ამბებს მოყვებოდნენ.
რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან მე ვიქნებოდი. მოკლედ, აღვფრთოვანდი, გადავირიე და გადავწყვიტე რომ როდესმე აუცილებლად უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ჭრელი კაბების მაღაზია.

მერე  ბევრი დრო გავიდა და ვინაიდან მე ჯერ კიდევ არ მიშოვია  ბევრი ფული სურვილების ასასრულებლად,  ჩემი იდეის რეალიზება მარტო ისაა, რომ თითქმის ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ  როდესმე აუცილებლად მექნება ჩემი ჭრელი კაბების მაღაზია.


 გამომდინარე იქიდან, რომ მე მარტო იდეები მომდის და არანაირი წარმოდგენა არ მაქვს შემოსავალზე, გასავალზე, გადასახადებზზე,იმპორტზე, რეალიზებაზე და მსგავს ამბებზე, არავინ არ იცის, როდის მექნება მაღაზია, სამაგიეროდ მაქვს მოფიქრებული,როგორი უნდა იყოს ვიზუალურად, ვიცი,რა გაიყიდება გვერდზე კაფეში და ასე შემდეგ.
.

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თორნიკე და გავხსნათ ბოლო-ბოლოო და გამიჩნდა 1200 კითხვა, რომლების გამოც ვწერ პრინციპში ამ პოსტს.


გარდა იმისა, რომ ღია ვარ ნებისმიერი  რჩევის და იდეის მიმართ, მაინტერესებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს  ჭრელი კაბების მაღაზია, ან სად იქნება უფრო სტრატეგიული, ტერიტორიული თვალსაზრისით და კიდევ, ხომ არ ჯობია გააკეთო ონლაინ მაღაზია და კრუასანების სუნი და ჭრელი ინტერიერი დაივიწყო,იმიტო რომ კომერციული ფართები კატასტორფულად ძვირი ღირს.

მოკლედ, თქვენი აზრების მომლოდინე მე,საავტორო უფლებას ვადებ იდეას : )

Thursday, March 4, 2010

პარაზიტი სიტყვების ტოპ-ათეული და ფსიქო-სქემა

ამ პოსტის დაწერა ძალიან დიდი ხანია მინდოდა, უფრო სწორად, ის, რასაც ახლა დავწერ, დიდი ხნის დაკვირვებების შედეგია.
ის,რომ ჩვენ ყველა ენობრივ სისტემაში ვცხოვრობთ და ჩვენი აზროვნება და ჩვენი ფორმირება და სრულიად ჩვენი ცხოვრება ძალიან,ძალიან არის დამოკიდებული ენაზე, ცალსახაა. ისიც, ადამიანის ლექსიკური მარაგი ადამიანზე ბევრ რამეს ყვება და ისიც,რომ ფსიქოლინგვისტიკა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა, რითიც კი როდესმე დავინტერესებულვარ. ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში ვთამაშობ თამაშს, რომელიც ადამიანების  გამოცნობას მისი ენობრივი გარსით ცდილობს და გარდა იმისა რომ თითქმის უწყვეტ რეჟიმში მაქვს გასართობი, იდეალურად ვახერხებ ადამიანის ფსიქოსქემების შედგენას.
ჩვენ ყველას გვაქვს ამოჩემებული ფრაზები, საყვარელი გამოთქმები, სიტყვები, რომლებსაც მხოლოდ რამე კონკრეტულ სიტუაციაში ვამბობთ და კიდევ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პარაზიტი სიტყვები. ამჯერად ჩემ ფსიქო სქემას ჩემი პარაზიტი სიტყვების მეშვეობით შევადგენ და მერე იქნებ ეს სიტყვები ნელ-ნელა პარაზიტობას გადავაჩვიო და ჩვეულებრივ სიტყვებად ვაქციო (ხო, მართლა, კი მიხვდებოდით, მაგრამ პარაზიტია სიტყვა, რომელიც საჭიროების გარეშე იხმარება).
ჩემი პარაზიტი სიტყვების ტოპ-ათეულში უპირობოდ პირველ ადგილზეა ხოოოდა.
რომელსაც უკვე კაი ხანია ძალიან ხშირად ვიყენებ, მის პარაზიტობაში მაშინ დავრწმუნდი,როცა არათუ ლაპარაკისას, წერის დროსაც, ყველა მეორე წინადადებაში მინდოდა დამეწერა და ყველა მეოთხეში ვწერდი.
მეორე ადგილზეა: კი არადა. რომელიც არ ვიცი როდის ამოვიჩემე,მაგრამ ფაქტია რომ იდეალურად ერგება ჩემ დაბნეულ აზროვნებასაც და იმასაც რომ ძალიან ხშირად განვიცდი კონკრეტიზაციის უნარის ნაკლებობას და თითქმის ყველაფერს მტავალ პლანში განვიხილავ ხოლმე, ამიტომაც, სანამ რამეს მოვიფიქრებ, 800-ჯერ მაინც ვამბობ ამ საცოდავ ,,კი არადას''.
მესამე ადგილზეა და კიდე. ესეც ჩემი ხასიათის ზუსტი ანარეკლია, მგონია ხოლმე, რომ რაღაც მრჩება და ის რაღაც აუცილებლად უნდა ვთქვა.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან ხოლმე  და სულ. არ ვიცი,შეიძლება პერიოდულობის განცდა მაქვს გამძაფრებული, პირიქით, მინდა რომ რაღაცეები ერთჯერადი არ იყოს და იმას ვებღაუჭები რაც ერთჯერადია, ნუ, მოკლედ...
მეეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან ზუსტად ვიცი და არ ვიცი, პირველი მაშინ, როცა არ იმპულსები ლაპარაკობენ და მეორე მაშინ როცა მეკითხებიან რამე კონკრეტულს.
მერვე ადგილზეა ვოტ ტაკ, რომელიც დედაჩემს უშლის თურმე ნერვებს და გონია რომ მაგას რომ ვამბობ, მერე ქვეყანაც რო გადაბრუნდეს,მაინც იგივეს გავიმეორებ,არადა, სულაც არ არის ეგრე, უბრალოდ, წერტილის მსგავსი ფუნქცია აქვს, რაღაცას რომ მოვიფიქრებ ან დავამთავრებ ხოლმე.
და ბოლოს: მოკლედ რა...

პ.ს.
ხოო, რაღა თქმა უნდა სასტიკად მაინტერესებს თქვენი პარაზიტობები კი არადა,პარაზიტი სიტყვები,ხოოდა, რამდენიმეს თუ დამიტოვებთ  კომენტარებში, კარგი იქნება...

Tuesday, March 2, 2010

ყველაზე მზიანი ინტერვიუ

თვის ინტერვიუსთვის მეილი ვისთვის უნდა გამეგზავნა, დიდხანს არ მიფიქრია. როცა ყველა გასაფხულს და თბილ ამინდებს და პოზიტივებს ველოდებით,თავში ავტომატურად ამომიტივტივდა აი ეს ყვითელი და საყვარელი მზე.მოკლედ,ამჯერად მე და ოთო ვართ ერთად. თქვენ კი ყველა დანარჩენო,იმედია გახსოვთ,რომ ჩემი მეილი რომელიმე თვეს ღომელიმე თქვენგანთან აუცილებლად მოვა.

ვინ არის თბილი და მხიარული მზის უკან?
რავიცი, თუ სწორად მახსოვს, წესით მე ვიგულისხმები : D. თბილი ვარ უბრალოდ ვერ გამოვხატავ ხოლმე მხიარული კი თითქმის ყოველთვის. საერთოდ გამიმართლა ეს მზე რომ ვიპოვე, შემთხვევით სხვათაშორის, მთელი ჩემი ბლოგი მასზეა აგებული : ).
შენ ბლოგზე ბევრი ფილმია,არ გინდა რამე ერთ ფილმს აქ ყველამ ერთად რო ვუყუროთ?
უარს ნამდვილად არ ვიტყოდი მოდით ეს ვნახოთ - Amici miei (My Friends).

შენ რამდენიმე თვის წინანდელ ოცნებებში საკუთარი გამომცემლობა და ბევრი მოგზაურობა იყო.რა წიგნს დაბეჭდავდი პირველად და სად წასასვლელად ჩაალაგებდი ბარგს?
J. D. Salinger - The Catcher in the Rye. საერთოდ კარგი წიგნის გაკეთება შეიძლება ქართული ბლოგოსფეროს პოსტებიდან საინტერესო იქნებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანების მიერ დაწერილის წაკითხვა იდეა დასამუშავებელია მაგრამ მემგონი საინტერესო თან ჩემია : P, ავსტრალიაში, დღესვე : D

ვინ არიან შენთვის პროფესიონალი ბლოგერები,ან თუ გაქვს რამე შენეული კრიტერიუმი ამ სტატუსის მისანიჭებლად?
არა ჩემეული კრიტერიუმები ნამდვილად არა მაქვს საყოველთაოდ მიღებულებს ვეთანხმები : D ბევრმა არასწორად გაიგო .ეს ჩემი პოსტი, მე პროფესიონალი ბლოგერების წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ პირიქით მივესალმები ყველა პროფესიონალს : ) შეგრძნებების ბრალია ყველაფერი.

ბლოგის ერთი წლის იუბილეზე თქვი რო როდესმე დაწერდი,რატო გააკეთე ბლოგი და არ დაწერე..არ გინდა რო ჩვენ გვითხრა?
არა : D. დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ, თუ ვთქვი დავწერო ე.ი. ნამდვილად დავწერ.

ცხელი შოკოლადი ნაღებით, დაცემამდე ბევრი ნაყინი,კიდევ რა გვაქვს ხოლმე მენიუში?
ჩამოვთვალო ?? : ) რამოდენიმე სისუსტე მაქვს და მათ შორისაა ზღვის პროდუქტები და სოკოები.

კარლსონი და წითელქუდა შემხვდნენ, ვინ გამოგყვა კიდე ბავშვობიდან?
Pooh - ი და Чебурашка

უსმენ  პლაცებოს,რედიოჰედს,მიუზს,ზემფირას,შოსტაკოვიჩს და მოცარტს და PIANO THERAPY ზოგჯერ ძალიან გჭირდება ხოლმე...ჩვენი მუსიკალური თერაპევტი რო იყო,ვის დაგვიტოვებდი?
შეიძლება პლაცებოს უსმენ კიდევაც მაგრამ ის პოსტი მათზე ნამდვილად არ ყოფილა. რა დაგიტოვოთ არც კი ვიცი ეს იყოს : ) http://www.box.net/shared/47d510yih6

პ.ს. დიდი მადლობა ოთოს და არ შემიძლია არ დავაანონსო,რომ შემდეგი ინტერვიუსთვის ისეთი საინტერესო და გემრიელი ბლოგერი მყავს უკვე არჩეული,წინასწარ ვკვდები სიამოვნებისგან.

Monday, March 1, 2010

ლე კლეზიოს ,,უდაბნო'' და მკითხველთა კლუბი

როგორც იქნა მოდის გაზაფხული და ვინაიდან ეს ავტომატურად გულისხმობს თებერვლის ბოლო წუთებს, მაქსიმალურად  შევეცდები ჩემი მკითხველთა კლუბის წევრისეული მოვალეობა კეთილსინდისიერად შევასრულო და ლე კლეზიოს ,,უდაბნოზე''  საპოსტად შემოგიკრიბოთ.
ხოო,თვითონ კლუბზე, ვინც არ იცით არ იცით რა არსებაა, ლინკი გაგარკვევთ,მე მარტო იმას გეტყვით, რომ საკმაოდ ძნელია წიგნის არჩევა რომელიც შენს გარდა 12 ადამიანმა უნდა წაიკითხოს.
უდაბნოს არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობდა:
  • ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატია,ჩემი და ნობელის პრემიისადმი ფაქიზი დამოკიდებულება  -  სახალხოდ ცნობილი.
  • ტექსტი მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ზანტად იკითხება და შიგადაშიგ შეიძლება გაგაღიზიანოს კიდეც ნეიტრალურმა თხრობამ, კომფორტულია,შეგიძლია ნებისმიერ დროს გადმოიღო  თაროდან, რამდენიმე გვერდი წაიკითხო და უდაბნოს სიცხე იგრძნო.
  • წიგნის კითხვისას შეგიძლია საკუთარი ფანტაზია ავარჯიშო და უდაბნოს ვიზუალური მოდელი შეიქმნა, ან  პერსონაჟებს  შორის დამატებითი დიალოგები გამართო, მოკლედ, შენი გადასაწყვეტია.
  • ყოველთვის, როცა ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემ თავს ვეღარ ვიტან და სადმე დამალვა მინდა, სულ უდაბნო მახსენდება, ხოოდა, ეს წიგნი დამეხმარა როდესღაც და მიყვარს.
თუმცა არსებობს ადამიანების არც თუ ისე
მცირე რაოდენობა,რომელთაც ლე კლეზიოს უდაბნო  ჩემსავით სულაც არ აჯადოვებთ. არც მიკვირს, იმიტომ რომ მეც მწყინდება ხოლმე სილაში ბორიალი, წრიულ გზებზე მოსიარულე ბედუინები, ქვიშებში ჩაფლული დღეები და სულ ველოდები ხოლმე როდის გამოჩნდება ჩემი საყვარელი პატარა გოგონა ლალა. ლალას მოლოდინში უდაბნოში დრო ბევრად სწრაფად გადის. საერთოდ.წიგნში ლოდინი ლამის პერსონაჟია, გრანდიოზულ მოწყენილობაში ყველა რაღაცას ელოდება, მაგალითად, ლალამ ვითონაც არ იცის კარგად რას ელოდება, მაგრამ ისე ელის რაღაცას, გონია ლოდინის მეტს არც არაფერს აკეთებს. არადა, ლალას უდაბნოში ბევრად  მეტი დრო აქვს საკუთარი თავის და გარესამყაროს აღსაქმელად, ვიდრე მე ჩემ საკუთარ სახლში. და კიდევ,მართალია უდაბნო მოსაწყენია, ჰალუცინაციებს იწვევს და ბევრ რამეს შინაარსისგან ცლის,მაგრამ ჩემთვის მაინც ის ადგილია, სადაც როდესმე ერთხელ ცხოვრებაში,სიამოვნებით დავიკარგებოდი. ზუსტად ისე, როგორც ნობელი  შეიძლება ვინმე ისეთმა აიღოს, ვინც შენი ფავორიტი მწერალი ვერ გახდება, მაგრამ  აუცილებლად ღირს ნობელიანტი მწერლების კითხვა, თუნდაც იმიტომ, რომ დაასკვნა, ბოლო პერიოდში, მას მოსაწყენი თხრობის მანერის მწერლები იღებენ.



პ.ს. ვინც წიგნი ვერ წაიკითხეთ, ვისაც მოგწყინდათ და ვისაც კიდე ერთხელ გინდათ უდაბნოს ამბები, ვოტ თქვენთვის ფილმი, რომელიც არაფერი კავშირში არ არის ლე კლეზიოსთან,რომელსაც მე სიამოვნებით ვუყურე,მიუხედავად იმისა,რომ სრულიად არ ვიცი არაბული და წიგნის მერე უდაბნოებს აღარ ვეძებდი დასაკარგად.მოკლედ,თუ დაგაინტერესებთ, აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ .