Monday, March 1, 2010

ლე კლეზიოს ,,უდაბნო'' და მკითხველთა კლუბი

როგორც იქნა მოდის გაზაფხული და ვინაიდან ეს ავტომატურად გულისხმობს თებერვლის ბოლო წუთებს, მაქსიმალურად  შევეცდები ჩემი მკითხველთა კლუბის წევრისეული მოვალეობა კეთილსინდისიერად შევასრულო და ლე კლეზიოს ,,უდაბნოზე''  საპოსტად შემოგიკრიბოთ.
ხოო,თვითონ კლუბზე, ვინც არ იცით არ იცით რა არსებაა, ლინკი გაგარკვევთ,მე მარტო იმას გეტყვით, რომ საკმაოდ ძნელია წიგნის არჩევა რომელიც შენს გარდა 12 ადამიანმა უნდა წაიკითხოს.
უდაბნოს არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობდა:
  • ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატია,ჩემი და ნობელის პრემიისადმი ფაქიზი დამოკიდებულება  -  სახალხოდ ცნობილი.
  • ტექსტი მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ზანტად იკითხება და შიგადაშიგ შეიძლება გაგაღიზიანოს კიდეც ნეიტრალურმა თხრობამ, კომფორტულია,შეგიძლია ნებისმიერ დროს გადმოიღო  თაროდან, რამდენიმე გვერდი წაიკითხო და უდაბნოს სიცხე იგრძნო.
  • წიგნის კითხვისას შეგიძლია საკუთარი ფანტაზია ავარჯიშო და უდაბნოს ვიზუალური მოდელი შეიქმნა, ან  პერსონაჟებს  შორის დამატებითი დიალოგები გამართო, მოკლედ, შენი გადასაწყვეტია.
  • ყოველთვის, როცა ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემ თავს ვეღარ ვიტან და სადმე დამალვა მინდა, სულ უდაბნო მახსენდება, ხოოდა, ეს წიგნი დამეხმარა როდესღაც და მიყვარს.
თუმცა არსებობს ადამიანების არც თუ ისე
მცირე რაოდენობა,რომელთაც ლე კლეზიოს უდაბნო  ჩემსავით სულაც არ აჯადოვებთ. არც მიკვირს, იმიტომ რომ მეც მწყინდება ხოლმე სილაში ბორიალი, წრიულ გზებზე მოსიარულე ბედუინები, ქვიშებში ჩაფლული დღეები და სულ ველოდები ხოლმე როდის გამოჩნდება ჩემი საყვარელი პატარა გოგონა ლალა. ლალას მოლოდინში უდაბნოში დრო ბევრად სწრაფად გადის. საერთოდ.წიგნში ლოდინი ლამის პერსონაჟია, გრანდიოზულ მოწყენილობაში ყველა რაღაცას ელოდება, მაგალითად, ლალამ ვითონაც არ იცის კარგად რას ელოდება, მაგრამ ისე ელის რაღაცას, გონია ლოდინის მეტს არც არაფერს აკეთებს. არადა, ლალას უდაბნოში ბევრად  მეტი დრო აქვს საკუთარი თავის და გარესამყაროს აღსაქმელად, ვიდრე მე ჩემ საკუთარ სახლში. და კიდევ,მართალია უდაბნო მოსაწყენია, ჰალუცინაციებს იწვევს და ბევრ რამეს შინაარსისგან ცლის,მაგრამ ჩემთვის მაინც ის ადგილია, სადაც როდესმე ერთხელ ცხოვრებაში,სიამოვნებით დავიკარგებოდი. ზუსტად ისე, როგორც ნობელი  შეიძლება ვინმე ისეთმა აიღოს, ვინც შენი ფავორიტი მწერალი ვერ გახდება, მაგრამ  აუცილებლად ღირს ნობელიანტი მწერლების კითხვა, თუნდაც იმიტომ, რომ დაასკვნა, ბოლო პერიოდში, მას მოსაწყენი თხრობის მანერის მწერლები იღებენ.



პ.ს. ვინც წიგნი ვერ წაიკითხეთ, ვისაც მოგწყინდათ და ვისაც კიდე ერთხელ გინდათ უდაბნოს ამბები, ვოტ თქვენთვის ფილმი, რომელიც არაფერი კავშირში არ არის ლე კლეზიოსთან,რომელსაც მე სიამოვნებით ვუყურე,მიუხედავად იმისა,რომ სრულიად არ ვიცი არაბული და წიგნის მერე უდაბნოებს აღარ ვეძებდი დასაკარგად.მოკლედ,თუ დაგაინტერესებთ, აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ .

23 comments:

  1. ნობელზე გამახსენდა და ფამუქი როგორ მოგეწონა მგონი ამ შემთხვევასი მოსაწყენ წიგნთან არ გვაქვს ხომ საქმე თან ბოლო დროს აქვს მიღებული ნობელის პრემია 5 ან 4 წლის წინ. უდაბლნო კი ალქიმიკოსიდან შემიყვარდა ...მოკლედ ვნახოთ ჯერ წასაკითხი წიგნების მარრაგი სავსე მაქვს . არ მეყო ეს არდადაგები მერე წავიკითხავ ამ წიგნს ბურჭულაძეს ამ დღეებში მოგცემ არ დამვიწყნია

    ReplyDelete
  2. ჰოოდა,ზუსტად ფამუქი მყავდა მხედველობაში მეორე მოსაწყენ მწერლად,რომელმაც ნობელი აიღო... :(
    უფრო სწორად ფამუქის ეგ წიგნი...

    ReplyDelete
  3. rogor momenatra Seni blogi, da rogor shecvlila, exla unda chavujde da gadagikitxo :)

    ReplyDelete
  4. მე მგონი ჩემ ბლოგსაც მოენატრე :)

    ReplyDelete
  5. ურა, ვაშა, მრავალჟამიერ.

    ახლა დავაანონსე მარტის წიგნი და შემოვიხედე, ხომ არ დაწერა უკვე პოსტი-მეთქი.

    :*

    იმედია, კლუბის დანარჩენი წევრებიც არ დაიზარებენ და დატოვებენ კომენტარს.

    რაც შეეხება წიგნს:
    აბსოლუტურად გეთანხმები "კომფორტულობის" საკითხში. აი, ვკითხულობდი და მთელი გვერდები თითქოს არც არაფერი ხდებოდა, მაგრამ არ ღიზიანდები, მშვიდად კითხულობ.

    ის თავგადასავლებიც, ხომ თითქოს რაღაც ბანალურია, მაგრამ ისე უპრობლემოდ იღებ ყველას. გამიხარდა, რომ არ გათვალა საცრემლე ჯირკვლებზე.

    რაღაცნაირად სევდიანი წიგნი იყო. არ დავიწყებ ახლა აქ "სადაურსა სად წაიყვან" სევდას. უფრო ისეთია, რომ ხვდები, რომ 100 წელში ასე სასტიკად შეიცვალა ბევრი რამ და დიდი მრავალფეროვნებიდან ნელ-ნელა მივდივართ ერთფეროვნებისკენ და როგორ საშინლად არ მინდა, თუნდაც "წინწასულ ევროპელებს" დავემსგავსოთ ყველანი, რაღაც ჩვენი არ გვქონდეს... ძალიან მოსაწყენები ვიქნებით...

    ჰო, ახლა უარყოფითი პასაჟები :D
    საშინლად მაღიზიანებდა მაგალითად მეთევზის მონოლოგების დროს თითო წინადადებაში მსმენელის რეაქციაზე რომ ხტებოდა. აი, საშინლად ნერვების მომწიწკვნელი იყო :D

    ჰო, იმაზე, რომ ლალამ თვითონაც თითქოს არ იცის, რა უნდა და რას ელის, შენც დაწერე, ასე რომ, არ გავმეორდები.

    საერთო ჯამში, მთელი ცხოვრება გამყვება გამოწვეული ემოცია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგია, რომ წავიკითხე.
    :)

    ReplyDelete
  6. ხოო,სევდიანი წიგნი მართლა არის.
    კითხვისას სულ გაქვს შეგრძნება რომ აი,ეს ადამიანები,ამდენს დადიან,სად ცხოვრობენ,რამდენს წვალობენ და რისთვის.იმ გარემოში ხო ადამიანზე მაქსიმალურად ცოტაა დამოკიდებული,ხოოდა,მაგ ასპექტში კარგი აქცენტია,იმიტო რომ ლე კლეზიოს უდაბნოელები ჯერ ისევ შორს არიან ,,წინ წასული''სამყაროსგან,რომელმაც კარგად ხანია დაიჯერა,რომ ყველაფერი ადამიანურ რესურსებზეა დამოკიდებული...
    და მართალია ნატურალიზმი სიმპატიას იმსახურებს და კარგია და მიყვარს,მაგრამ მიტოვებს შეგრძნებას,რომ ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანის ნებისმიერი საქციელი არაფრისთვის არის განკუთვნილი...

    ReplyDelete
  7. მე ურჩი მკითხველი ვარ. წავიკითხე თავიდან და მერე ლალას ადგილები. წიგნი იმდენად ცხელი იყო, ჩემი გარყვნილი გონებით სექსუალურ მინიშნებებს ვეძებდი და რომ ვერ ვპოულობდი ვბრაზდებოდი.

    ფრანგულად მჟღერი წასაკითხი წიგნია (ნაწყვეტს მივაგენი), რაც ქართულ ენაზე ნათარგმნში იკარგება და უაზრო ლირიზმებამდე და მელიზმებამდე მიდის

    ReplyDelete
  8. მე კლუბის პირველი წიგნი ჩავაგდე და ვერ წავიკითხე, ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი- უბრალოდ ვერ ვიშოვე, ვერც რეალურად, ვერც ნეტით.

    ამიტომ წაუკითხავ წიგნზე კომენტარს ვერ დავწერ, თუმც , თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ ასეთი ცოტა მოსაწყენი და დუნედ წასაკითხი იქნებოდა.. მაგრამ ისე მიყვარს უდაბნო, ბედუინები და ა.შ შეიძლება, ადგილ-ადგილ მეც მომწონებოდა :))))

    იმედი მაქვს, სხვა წიგნებს აღარ ჩავაგდებ :)

    ReplyDelete
  9. მე დიდი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ 60 გვერდის იქით ვეღარ წავიკითხე. ზანტად მიიზლაზნებიან დრომადერები, ადამიანები და ცხვრები. იტანჯებიან. გზაში კვდებიან, იბადებიან, ქორწინდებიან, ძლივს დადიან, საჭმელი არ აქვთ
    ცუდად გავხდი. ოღონდ მართლა.
    იდეაში ლალას გამოჩენის იმედი მქონდა, მაგრამ ისიც ისეთი ერთფეროვანი აღმოჩნდა.
    საკმაოდ დამღლელი და მოსაწყენია. ვერ ვხვდები რატომ მისცეს პრემია. მე მაპატიეთ, პირადი აზრია.
    ალბათ გამოცდებმა ცალკე გადამღალა ამ თებერვალს.

    ReplyDelete
  10. ფამუქი,ფამუქი,ძალიან მოსაწყენი. რამდენჯერმე ავიღე წიგნი და ვერაფრით წავიკითხე.არ გამომივიდა.უდაბნოზეც ეგრე დამემართა,მაგრამ მაშინ სხვაგან ვიყავი და ასე "წამოვლითი" კითხვების დრო არ მქონდა,ამიტომ ვერ დავასრულე,მაგრამ ის მახსოვს რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდე.
    მე მიხარია თებერვლის დასრულება

    ReplyDelete
  11. რიტუალად მექცა
    დილით პირველი ფორუმს და მერე შენს ბლოგს ვხსნი ხოლმე


    რაც შეეხება უდაბნოს
    მერე რა რომ თხრობის ტონი თითქმის არ ეცვლება ავტორს, მერე რა რომ ხანდახან მოსაწყენი ხდება, მერე რა რომ მთელი წიგნის განმავლობაში რაღაცას ელოდები, ელოდები, ელოდები

    დასრულების შემდეგ გამიჩნდა შეგრძნება თითქოს ყველა წუთი მასთან, ლალასთან ერთად გავიარე
    ის წუთებიც რომელზეც წიგნი არ მოგვითხრობს.
    ბოლოს დაღლილიც კი ვიყავი,
    სასიამოვნოდ დაღლილი
    ბევრი ისეთი შტრიხი ვიპოვნე რომელიც ახალლი იყო ჩემთვის
    ახალი აზრები, ახალი კითხვები წამოვიდა
    მოკლედ მე გიწონებ არჩევანს

    ReplyDelete
  12. ანუშკა
    თვითონ თქვა ამ წიგნში მინდოდა სიტყვებით მუსიკა გადმომეცაო და სავარაუდოდ ფრანგულად მართლა ჟღერადი იქნება

    ბაბისა
    მართლა მეგონა რო ტირაჟი ჯერ კიდევ არ იყო და იმიტო ავირჩიე,თორე ცუდია ვიღაც რომ ვერ კითხულობს :(

    Kate
    გემოვნების ამბავია და შეიძლება გაღიზიანებულიც იყავი..მოკლედ,60 გვერდს რო გაუზელი,ეგეც საქმეა ;)

    შორენ
    ვინმე მოსაწყენ ნობელიანტს თუ იპოვი კიდე,მამცნე :)
    გაზაფხული კიდე ჩვენც გვიხარია...

    xissunianisaxli
    ჩემი ბლოგი გამოთაყვანდა სიხარულისგან,ფორუმის გვერდით რო დააყენე :)
    ხოოდა,მეც ვიფიქრე რომ მერე არაფერი,იმიტომ რო ცხოვრებაშიც ძალიან ხშირად გადის ისე დიდი ხანი და არც ტონი გვეცვლება და არც გარემო იცვლება,თან არაფრისთვის ვაკეთბთ რაღაცეებს,ხოოდა,უდაბნოთი,მიხვდები ეგრე ცხოვრება შეგიძლია თუ არა და თუ კი,მაშინ რისი დახმარებით...

    ReplyDelete
  13. ხო, მართალი ხარ. ალბათ.

    აუ რავიც, მინდოდა ბოლომდე წამეკითხა. მაგრამ :((((((

    ReplyDelete
  14. samwuxarod, verc me wavikiTxe Tebervlis wigni. odesme Tu chamivarda xelshi, albaT gadavxedav, magram agweridan gamomdinare, mgonia rom didad ar "chamiTrevs"...

    mokled, did bodishs vixdi, rom sakamrisad ar gavisarje wignis mosapoveblad. marTis wignze xeli mimiwvdeba, ase rom, agar dagagalaTebT : )

    ReplyDelete
  15. ძალიან შერცხვენილი ვარ, რადგან არ წამიკითხავს ჯერ. ეგ კი არადა ჯერ არ მიყიდია, ბათუმში არა აქვთ არც ლიტ.კაფეში და არც ბიბლუსში. ბიბლუსი დამპირდა ჩამოგიტანთო, ხვალ გავუვლი და შევახსენებ.

    ისე ეს ის შემთხვევაა, როცა წინასწარი მოლოდინი მაქვს. იმედია არ გამართლდება.

    ReplyDelete
  16. iasamnisferi da nan
    tu rodesme caikitxavt,posti aq iqneba da mere gvitxarit,rogori iqneba udabnoshi :)

    ReplyDelete
  17. "მაინც რა საოცარი მოთმინების უნარი აქვს ადამიანს?! ალბათ, მთელი ცხოვრება რაღაცას ელის, სინადვილეში კი არაფერი ხდება" - ერთადერთი ფრაზაა, რომლის ამოწერის სურვილიც გამიჩნდა "უდაბნოდან" და შეიძლება მეტი არც იყო საჭირო, რადგან ესეც საკმარისია ამ წიგნის მთავარი არსის გადმოსაცემად. ხშირად მამთქნარებდა კიდეც და თვალიც გამირბოდა გვერდების რაოდენობისკენ "კიდევ ბევრი დარჩას" ფიქრით, თუმცა ლალას მომენტებზე ცოტა ვფხიზლდებოდი, იყო რაღაც ასოციაციები და პარალელებიც: ალ აზრაკი ბიბლიურ მოსეს მაგონებდა კლდიდან ამოხეთქილი წყლით და ა.შ. უდაბნოში მოხეტიალეები ხომ საერთოდ- აღთქმული მიწის ძიებაში მოხეტიალე ებრაელებს. საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ: ჯერ ერთი რომ გავძელი და ჯამში დაახლოებით 7 საათი გავატარე საჯაროში მაგის წასაკითხად :), მეორეც - შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც ახლი ნამდვილად შემძინა ამ წიგნმა.
    p.s ხო, კიდე უნდა გამოვტყდე - ლალას შინაგანი თავისუფლების მშურდა ზოგჯერ ძალიან :(

    ReplyDelete
  18. აიი,მართლა არ მეგონა თუ ამ წიგნისთვის ვინმე საჯაროში დაჯდება...ხოდა,ჩემი რესპექტები შენ და შენ სწორ ასპექტებს..:)

    ReplyDelete
  19. :) კლუბის წევრობის პასუხისმგებლობას სად გავექცეოდი :)

    ReplyDelete
  20. @ ნინი,
    თვის ჩემპიონი ხარ :D

    აუ, მე კიდევ რა ვქნა და ლალას შემთხვევაში, "ან წასვლა რა იყო, ან უკან წამოსვლა" რეაქცია მქონდა.

    რაღაც უემოციოდა წავიდა და უემოციოდ დაკრა ფეხი და დაბრუნდა.
    ნაწილობრივ ყველაფრით უკმაყოფილოს შთაბეჭდილებას ტოვებდა(მე რომ მაგას ვიტყვი :D)


    თუმცა, შეიძლება უნდა წახვიდე, რო მერე მიხვდე, რატომ ღირს დაბრუნება...

    ხზ...

    ReplyDelete
  21. არ იყო მანდ ფინალზე და დასაწყისზე დამოკიდებული წიგნის შინაარსი მე ასე ვფქირობ
    პირიქით
    არ ვიცი ეს მწერლის მიერ იყო გათვლილი რომ ასე აღქმადი ყოფილიყო თუ რა
    მაგრამ წიგნი რომ დავამთავრე მერე უფრო ბევრი ვიფიქრე ვიდრე პროცესში

    ReplyDelete
  22. ავტორზე დიდს ვერაფერს ვიტყვი, წიგნის სახელი რომ ვნახე მერე მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაციები. საკმაოდ დადებითი კრიტიკა ქონდა და აღვფრთოვანდი კიდეც,
    მაგრამ....

    ჩემთვის კოშმარი იყო, ვერ ვიტან ასეთ გაწელილ, უდიალოგო სიუჯეტებს, 15 წუთის შემდეგ რომ არ გახსოვს რა წაიკითხე.

    გზააბნეულ გმირებს ხომ საერთოდ ვერ ვიტან , თითქოს ავტორი ცდილობს ჩაგითრიოს, დაგაფიქროს და შენი ფანტაზია აათამაშოს, მაგრამ არა! ჩემზე აბსოლუტურად არ იმოქნმედა, ძვლივს წავიკიტხე ბოლომდე, უფრო სწორად რამდენიმე ადგილებს გადავახტი კიდეც,ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღეში უკან რომ არ მქონოდა მისატანი [ქრისტის ქონდა გამოტანილი] ალბათ მთელი თვე მოვუნდებოდი.
    დიდი ნერვების ფასად დამიჯდა.

    ვერ ვიტან ასეთ დაწვრილებით უაზრო აღწერას, უდაბნო თავისთავად უსასრულოა, და ის ადამიანები 'დღესაც' დაეხეტებიან ალბათ...

    ReplyDelete
  23. "The Woman in Red"-ს ვეთანხმები.

    ReplyDelete