მოვიდა ღუმელში შემწვარი კარტოფილის, ვაშლის, გოგრის, წაბლის ტკაცატკუცის, პლედებში გახვევის და სუსხისგან გაწითლებული ცხვირების დრო. ანუ ჩემი დრო.
გაჭერით ვაშლი შუაზე, ამოაცალეთ კურკები, ანუ "ამოღტუტნეთ", ამ ამოღრუტნულში მოაყარეთ ცოტა დარიჩინი, ჩაასხით ასევე ცოტა თაფლი (სასურველია წაბლის), არაჟანი, ლიმონის წვენი და შედგით ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში და თქვენ სახლშიც ისეთივე ბედნიერების გემრიელი სუნი დატრიალდება, როგორც ჩემსაში დგას ბოლო 2 დღეა.
მიუხედავად იმისა, რომ სეირნობისას ურბანული სევდა მიპყრობს, ტყეებისგან, მთებისგან და ნისლიანი დილებისგან სიშორით გამოწვეული, შემოდგომა მაინც ჩემი დროა, ნოემბერი ჩემი თვე და კვირა ჩემი დღე.
სამსახური მომწონს, რაც ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას. ასეთი რამ ხშირად არ ხდება ხოლმე.
სამაგიეროდ საშინლად არ მომწონს ჩვენი ქალაქი, რომელიც საშინლად მოუხერხებელია ეტლით სიარულისთვის და საერთოდ, სიარულისთვის. არც პარკებია ისეთი და იმდენი, ბავშვი სად გავასეირნო კითხვას რომ დაფიქრების გარეშე გაცე პასუხი და საერთოდ, ოცნებების სიაში პირველ ადგილზე აგარაკია, დიდი ეზოთი და ბევრი ხეებით.
ბედნიერი დღეები თქვენ. ჩვენ დანგრეული და უხვმანქანებიანი გზების გავლით ეთნოგრაფიულში მივდივართ.
Showing posts with label გემრიელობები. Show all posts
Showing posts with label გემრიელობები. Show all posts
Sunday, November 25, 2012
Sunday, April 15, 2012
არაკონცენტრირებული ბედნიერებები
კვერცხები არ შემიღებია.
არც რამე განსაკუთრებული სადღესასწაულო გამიკეთებია კონკრეტულად ამ დღისთვის.
ვცდილობ, ჩემი სიხარულები, ბედნიერებები და სიმშვიდეები არაკონცენტრირებულად ერთ დღეს, არამედ ყოველ დღე პატარ-პატარა დოზებით მივიღო.
ხოოდა, ასე მაგალითად ვისწავლე ხაჭოს პასკის გაკეთება. უგემრიელესია, ნაკლებ კალორიულია, ვიდრე ნებისმიერი ცომიანი პასკა და ძალიან, ძალიან სასარგებლოა. ინტერნეტში ბევრი რეცეპტი დევს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. ჩემი საკუთარი რეცეპტი მათი კომპინაციაა და შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე/

სახლში ყვავილები მოვაშენე და დიდად ბედნიერი ვარ. თავიდან ისე მოვიტანე, არც მეგონა თუ გაიხარებდნენ, მეთქი, სანამ იცოცხლებენ, იყვნენ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემ ხელში ყვავილები მშვენივრად ხარობენ. ხოოდა, ძალიანაც კარგი.
ისე, ადამიანებმა რომ არ იციან ხოლმე ერთმანეთს რა აჩუქონ და ჭიქებს, საფერფლეებს, თითო ჭრაჭუნა ქაღალდში გამოხვეულ ვარდებს და მსგავს ბანალურ რამეებს რო ჩუქნიან ხოლმე, აი, რატომ არ ჩუქნიან მაგალითად ქოთნიან ყვავილებს? მოუვლის ის ვიღაცა, გაახარებს, გაეხარდება. რა ვიცი. მე გვანცამ მაჩუქა ორი ცალი მაგალითად. დიდად ბედნიერი ვიყავი.
ეგეც ბოტანიკური. სადაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დაზივზივებს, სასეირნო ბილიკებს აკეთებენ და გადათხრილობის რეჟიმში არიან და ბევრი ნაგავი ყრია, მაინც ღირს გასეირნება. ყველაფერი ყვავის, კარგი სუნია და გრილა.
ხოოდა, ასე. ვინარჩუნებ აღდგომისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დამსაქმებლების უმეტესობისადმი უნდობლობას და კიდე ოდნავ უარეს შეგრძნებას, ბედნიერების მყარ შეგრძნებას და მადლიერების გრძნობას საკუთარი ფეხებისადმი, რომლებიც ერთგულად დამატარებენ.
შიგადაშიგ ქალაქის ქუჩებში გაბნეულ მსგავს მაიმუნობებს ვიღებ. ისე, საკუთარი არქივისთვის.
და სულაც არ მეხამუშება ის, რომ დროის დიდ ნაწილს საჭმელებზე, სახლის ამბებზე და მსგავს რამეებზე ფიქრში ვატარებ. პირიქით, ძალიანაც მომწონს.
Subscribe to:
Posts (Atom)