Sunday, April 4, 2010

დღე სასწაული

აი ასე.
მოვიდა.

გუშინ ვიჯექით მე და ,,მამიდა'' და მეგობრებზე ვლაპარაკობდით.
ბაბისა რომანტიულიო, ანუშკა კვერცხებს ღებავსო, რომელღაცა დილას იმიტომ გამეხარდა გაღვიძება, თქვენ გამახსენდითო და საერთოდ, ადამიანები რატომ მიდიან და მოდიან  ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენ ცხოვრებებშიო.

ე და მამიდა ცოტა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.  კიდევ უფრო ცოტა ხანია რაც ასეთ საჭირბოროტო საკითხებზე ვლაპარაკობთ.
მიყვარს მამიდა. მამიდას წერილები უყვარს და სულ სინდისი მქენჯნის რომ ჯერ არ მიმიწერია.
ხოოდა, მოვწერ როდესმე.
ეგ კი არადა, დღეს  ჩაის დასალევად რომ ამოვიდა ჩემთან, ჩაი არ მინდა და ლექსები წამიკითხეო მითხრა, ისეთი არაადეკვატური ლექსი წავუკითხე, მე თვითონ დამება ენა.
 ხდება ხოლმე...
წერილს მაინც დავწერ.
მანამდე...
აღდგომა მოდის.

აღდგომა ჩემი დღესასწაულია. ყველაზე დიდი დღესასწაული და ბოლო ორი წელია ვხვდები, რომ ჩტო ტა, ნი ტო...
არა, ისევ მიხარია, ისევ განვიცდი, ისევ წითლდებიან კვერცხები და ისევ მწვანდება ჯეჯილი, უბრალოდ მე ვარ ასე, ნი ტოდ.

ბავშვობაში ბევრი რამის ზედმეტი დოზა მივიღე, ზოგმა დამიტოვა, ზოგმა უკურეაქციები გამოიწვია.
ერთ-ერთი ეკლესიაში სიარული იყო.
აიი, დღემდე მინდა ის საღამოები, მე-ლაწირაკი, მღვდელი და რამდენიმე ქალი რო ვიყავით მარტო ეკლესიაში და შეუმჩნევლად ღამდებოდა.
ხოოდა, მერე, როცა ეკლესიები გაიტენა და მე გავიზარდე, სულ მეგონა, რომ რიტუალების გარეშეც შეიძლება ღმერთი გყავდეს, რომ შეიძლება დაკანონებულ დროს არა , მაშინ ილოცო, როცა გრძნობ, რომ გჭირდება და რომ რწმენა რაღაც ძალიან შინაგანია.

ხოოდა, მეც არ ველოდებოდი, მაგრამ სულ ტყუილად მეგონა.
ის, რომ დღესასწაულებს რაღაც აკლიათ, ის რომ მე ღმერთი უფრო ახლოს მჭირდება და  რომ ძალიან შინაგანი ხშირად ცარიელია, ჩემი ინიციატივების ბრალია.
უფრო და უფრო იშვიათად მინდება მთაწმინდაზე ასვლა, უფრო და უფრო მიჭირს გულწრფელობა და უფრო იშვიათად ვკითხულობ ბიბლიას და საერთოდ, უფრო და უფრო უნიჭოდ ვარწმუნებ ჩემ თავს იმაში, რომ სწორად მგონია...

არადა, თავში დაბრუნებაც ძნელია.
თავის მერე ისევ ეს მოდის.
ჩვენ წრეზე დავდივართ და
ყველაფერი როდესმე უკვე ათასჯერ  მაინც იყო.

ათასჯერ მაინც იყო ის, რომ ჩემნაირ დაულაგებელ ადამიანებს ეგონათ, დაულაგებლობა გადასარევი არა,მარა სრულიად ბუნებრივია, ხოოდა, რატომ უნდა შევცვალოთ რამე, როცა შეიძლება არაფერიც არ შევცვალოთო. 
როდესმე, ასეთებს შეგვიყვარებენ, ასეთებს დაგვიმეგობრდებიან, ასეთებს მოგვილოცავენ დღესასწაულებს და  ასეთებს გვიმღერებენ შეშლილების იავნანას...

ხოოდა, რა ვიცი, არ მინდა კიდევ ერთხელ რამე არასწორად მგონია.

არ მინდა ვთქვა, რომ კაცებს ჩემნაირი ქალები არ მოწონთ და მე ჯერ ჩემი თავის და მერე ვინმე კაცის სახლის დალაგება დავიწყო.
არ მინდა ჩემ მეგობარს მარტო ზრდილობის და ინერციის გამო ერქვას მეგობარი და
დღესასწაულებს  მარტო  ინტუიციით ვგრძნობდე.

მგონი დროა ახალი ,,მგონია'' ავითვისო, რომლის თანახმადაც თუ  რამე  გინდა და თუ რამე  გიყვარს, იმისთვის რამე უნდა გაიღო.

მარა ეგ კომპლექსური მგონია, ბევრი  ხო, არა და მთლად ეგრეც არ არის პასუხიანი კითხვებით და ჯერ მის მიღებაზე მაინც უარს ვაცხადებ.

ჩემი ასეთობის , შემთხვევითობების, ბედნიერების და გარშემომყოფების მინდა მჯეროდეს.
და კიდე რისიც ჯერ არს.

ქრისტე აღსდგა  : )

21 comments:

  1. კი, მაშინ ილოცო, როცა ეს გულით გინდა
    ჩემთვის კი ეს საუბარია, ჩემი სიტყვებით, ახლობელთან.. არა დაკანონებულ დროსა და ადგილზე.
    აი, აღდგომის დღესასწაული გულით მიხარია. ალბათ მათ შორის ყველაზე მეტად, თუკი რაიმე რელიგიური დღესასწაული არსებობს.
    გილოცავ! :)

    ReplyDelete
  2. ჭეშმარიტად!
    ჰოდა არ ვიცი ადამიანები რატომ მიდიდან და მოდიან საკუთარი ინიციატივებით და ჩვენც ალბათ ასე ღიად ვუშვებთ და მერე წასვლისას არც სადავეებს ვფლობთ არ გასაშვებად..

    დალაგებაზე კიდე - თავისით მოვა, თავისით დალაგდება- მე ასე ვფიქრობ და არაა " დრო, რომ რმაე შეცვალო"

    :)))

    ReplyDelete
  3. ქეთი
    ხოოდა,ეგ რო დავკარგე, მაგას ვწუწუნებ

    ბაბის
    ჩვენ რო ვუშვებთ, ეგ ფაქტია, ხოოდა, დალაგებაზე უარს ვაცხადებ :D
    აზრი არ აქვს მგონი :)

    გიგოლ
    :)

    ReplyDelete
  4. დღევანდელი მსოფლიო შეშლილი სინამდვილეა, ხმის ჩახლეჩამდე ყვირიხარ რომ ადამიანების გჯერა და ეს გიხარია. გინდა გააგონო ძალიან ბევრს თუნდაც იმ შენს გვერდით მყოფს, რომ სიკეთეზე საწყალი და ძლიერი ამქვეყნად არაფერია. და ეძებ საკუთარ თავს ამ რწმენაში, სიყვარულსა და სიკეთეს შეშლილ მსოფლიოში,ვიღაც-ვიღაცეებისთვის ეს ფანტასტიკაა.
    დონ- კიხოტები არასოდეს მარცხდებიან, მხოლო დონ -კიხოტებმა და ბავშვებმა არ იციან რა არის შიში და არც ის იციან რომ გმირები არიან. ნათია თუ!!! შენ "გგონია" გადაიქეცი დონ- კიხოტად. არადა ეს სხვებმა უნდა დაინახონ შენი ბავშვობაც და შენი დონ - კიხოტიც. არ თქვა, არ თქვა!!! დონ- კიხოტის აღმოჩენა შენ თავში გაგაკვირვებს და ბევრს საერთოდ გაეცინება. და ბევრს "წისქვილებზე" მიაშტერდებათ თვალები ვიდრე შენზე და შენს ბრძოლაზე და შენს "მგონიებზე." თუნდაც ეს მგონია მართალი იყოს. დროა საჭირო.დრო რწმენასავით და რწმენა დროსავით.და რაღაც დროის მერე ეს "მგონიები" ისევე გაქრება, როგორც სხვები აღიქვამენ შენში ამ "მგონიების". და აი მერე კი ისინი იძულებულნი იქნებიან აქციონ "მგონიები" ჭეშმარიტებად.

    ჭეშმარიტად აღსდგა

    ReplyDelete
  5. :*********

    ჭეშმარიტად ნაა.
    აუ მე, შენ და "მამიდა"-მ რა დრო ვატარეთ ხან აქ. ხან იქ. :)))მიულოცე ჩემგან.

    ReplyDelete
  6. ჭეშმარიტად!!!

    ,,ეკლესიები გაიტენა და ჩვენ გავიზარდეთ”, ღმერთს მაშინ დაელაპარაკები როცა გინდა და ყოველგვარი რიტუალების გარეშე... გეთანხმები და ნამდვილად მგონია რომ ეს ასეა...

    და... ,,რწმენა რაღაც ძალიან შინაგანია”...

    ReplyDelete
  7. ჭეშმარიტად აღდგა!
    ჰო მეც იმიტომ დამეზარა წასვლა ტაძარში, რომ ჭყლეტვა იქნებოდა და კონცეტრირებას ვერ ვახდენ, სახლში ყოფნა მირჩევნია...
    ხოდა რავიცი აბა

    ReplyDelete
  8. ჭეშმარიტად აღსდგა!..

    რომ იცოდე, ძალიან ნაცნობია ჩემთვის ის, რაც დაწერე..

    სიცარიელეს მეც ვგრძნობ ხოლმე და იქნებ მე შენზე ცუდადაც ვიქცევი.. :(

    ReplyDelete
  9. naci
    ამ ბოლოს დეფი დაგემართა მგონი და ეგეთ ტექსტებს წერ :)

    ქეით
    ნაა-ს როცა მეძახიან დაახლოებით ისევე მიყვარს, როგორც დღესასწაულები :)

    ქილიპა
    ხოო, ფაქტია გავიზარდეთ ...

    როდრიგო
    აი, შობას ვიყავი და იმდენად ტყუილად ვიდექი და ვერ ვკონცენტრირებდი ხალხის გარდა ვერაფერზე რო ეგრე იქ ყოფნა არ მინდოდა :(

    ვასასი
    დღეს ბევრჯერ წარმოგიდგინე იმ ეკლესიაში როგორ იქნებოდი წუხელ :)

    გილოცავთ ადამიანებო ;)

    ReplyDelete
  10. რა ნაცნობი იყო ცარიელ ეკლესიაში პატარა გოგო და რამდენიმე ქალი საღამოს ლოცვაზე. :)

    მეც მენატრება ის გრძნობა, ოღონდ ვფიქრობ, რომ ის შეგრძნებები არასდროს დაბრუნდება და არც იმაზე უკეთესი იქნება რამე. ბავშვები ყველაფერს სხვანაერად აღიქვამენ, უფრო მძაფრად, ლოცვაც უფრო უადვილდებათ.

    ეკლესიაში კი უნდა წავიდე როცა დღესასწაულები ჩაივლის. საქმე იმაშია არაა მხოლოდ, რომ ხალხმრავლობა ღმერთთან ყოფნაში შეიძლება ხელს გიშლიდეს. სასაცილოა ალბათ, მაგრამ ძველებური სიჩუმის მოსმენა მინდა, სანთლის და საკმევლის სუნი მენატრება და ფანჯრის ფერადი მინებიდან შემოჭრილი ათინათები.
    რა უცნაურია, ჩემს ბლოგზე ამაზე ვერაფრით დავწერდი :))

    ReplyDelete
  11. : )
    xooda, me da chemi blogi magistvis cheqvqma gmertma ro chemtan cero is, rasac shentan ver dawerdi :)

    aq jer isev patara gogo var da bevri xalxi ar dazivzivebs :)

    ReplyDelete
  12. ძალიან კარგი პოსტი იყო, სხვაგანაც აღვნიშნე.
    თუმცა, არის რაღაც წესები, რაც რელიგიაში უნდა დაიცვა, თუმცა გატენილ ეკლესიაში წასვლა ალბათ ცოტა რთული უნდა იყოს, რომ გულით ლოცვა მოახერხო. შენ უკეთ იცი.

    ყველაზე მთავარია, ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემდნენ და ერთმანეთის სიხარული უხაროდეთ. მე ასე ვარ, როცა ვხედავ, რომ სხვებისთვის ეს დღე მნიშვნელოვანია და ისინი მთელი სულით ხარობენ, მეც მიხარია.

    გილოცავ და გისურვებ, ხშირად შეძლო მთაწმინდაზე ასვლა :)

    ReplyDelete
  13. რა დამთხვევაა იყო დრო მეც შენსავით ლაწირაკი ათიოდე დეიდასთან ერთად ვესწრებოდი ხოლმე ყველა წირვას და ლოცვას .
    გილოცავ აღდგომის დღესასწალს.

    ReplyDelete
  14. საოცრად ნაცნობი და ახლო გრძნობაა...

    ReplyDelete
  15. "უფრო და უფრო იშვიათად მინდება მთაწმინდაზე ასვლა, უფრო და უფრო მიჭირს გულწრფელობა და უფრო იშვიათად ვკითხულობ ბიბლიას და საერთოდ, უფრო და უფრო უნიჭოდ ვარწმუნებ ჩემ თავს იმაში, რომ სწორად მგონია..." - ამ სიტყვებში ჩემი ბოლო წლების სულიერი მდგომარეობაცაა გადმოცემული. ხანდახან ამაზე დაფიქრებაც მაშინებს ხოლმე. თავგზააბნეული ვარ და მამადავითზე ასვლასაც უკვე შეგნებულად ვარიდებ თავს. არადა მენატრება... :(

    ReplyDelete
  16. lolika
    აღმოჩნდა ბევრი უძღები შვილი ვყოფილვართ

    ნინი
    აი, ბოლოს მამადავითზე ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი და ძალიან ცუდად, ხოოდა, ვიღაც საყვარელი ბერი მოვიდა, შვილო რა გჭირსო, მეთქი არაფერი, ვიტირებ და წავალ :)
    ხოოდა, წამოვედი და მერე სულ ვფიქრობდი, რა ჯანდაბის ტირილი ამიტყდა, ის ბერი იქნება და რამე კარგს მეუბნებოდა თქო :(

    ReplyDelete
  17. როგორ მენატრება აქაურობა :)

    ReplyDelete
  18. dawere ra rame, shenc umwerlobis xana gaqvs? :\

    ReplyDelete