Tuesday, April 13, 2010

ქობულეთის ნაპირზე ქვების გროვება, ახლადგარდაცვლილის ილუზია და ყველაფერი თავიდან, ანუ ნინო ქათამაძის და ნიკო გომელაურის კონცერტი

 მიყვარს,
იმიტომ რომ ბევრი ემოცია აქვს, თავისთვისაც და სხვებისთვისაც.

იმიტომ რომ ხშირად ამბობს მადლობას და კიდევ იმას, რომ მადლობა და მართლა ყველაზე კარგი ქართული სიტყვებია.

იმიტომ, რომ როცა მის სიმღერებს დარბაზი არ ყვება, კახური ანეგდოტის მოყოლას ითხოვს და დარბაზს მაინც ამღერებს.

იმიტომ რომ მგონია თბილი, გულწრფელი და  საყვარელია.

იმიტომ რომ  ჩვენ მეზობლებს თვეში რამდენჯერმე კონცერტზე მაინც უმტკიცებს, რამდენად ნიჭიერები და პატივსაცემები ვართ. იმიტომ რომ შუალედური მდგომარეობისთვის  არ გაგიმეტებს, ან უნდა გიყვარდეს, ან არა.

მე მიყვარს

მაისში ლონდონში გამართავს კონცერტებს,

მერე ლურჯის მაგივრად წითლ ალბომს ჩაწერს და მერე ალბათ რამე უფრო კარგ ჩხარუნობებს  დაკიდებს მიკროფონებზე,
 რამე უფრო საინტერესო ბუდეს დაიდებს თავზე და უფრო ფარფალა კაბას ჩაიცმევს.





 სულ მგონია, რომ ქობულეთში სანაპიროზე დადის და ქვებს ითვლის.

მე ეგრე ათასი სისულელე მგონია.

მაგალითად მეგონა რომ გომელაური ახლადგარდაცვალებული იყო და ყველას უჭირდა მაგაზე ლაპარაკი.
მეგონა, რომ  გაფაქიზებული დამოკიდებულება და სიტყვების შერჩევა ცუდად შერჩეული პოზა იყო. არავის არ გვჭირდებოდა.
მეგონა რომ ნიკოს ძალიან ცალ ფეხზე ეკიდა, მე ახლადგარდაცვლილი მეგონა თუ ხალხს დიდი პოეტი.
ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად ან წერტილი, ან ძალა და ყველაფერი თავიდან გინდა.


ხოოდა, ყველაფერი თავიდან მუსიკაა, სიყვარული და წერტილიც პრინციპში.

ხოო, ახლა ვიფიქრე, რა კარგია, როცა ვიღაცა გკითხულობს როცა შენ დილის ძილით ტკბები, ან როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეკვეტები, ან ახალ რამეს წერ და კიდევ ათას შემთხვევაში და რა ცუდია, როცა გკითხულობენ მაშინ, როცა შენ უბრალოდ არ გამოგდის შენი თავის წაკითხვა.

მაშინ შენ  შენ თავს წერ, მუსიკას  სხვები უკრავენ, წერტილსაც სხვები სვამენ და სხვებს შეიძლება ახლადგარდაცვლილიც ეგონო.

უცნაური ამბავია.

პ.ს. ( შემდგომი ჩამატება )
 ჩემი წინათგრძნობა თურმე არსებობს
აი, რაღაცნაირად არ მინდოდა რომ მომკვდარიყო.
და ახლა სულ მეცოდინება, როგორია სიკვდილის წინა დღეს გამართული პანაშვიდი, მეგობრებით და შენი ლექსებით.

27 comments:

  1. მშურს შენი . მეც მინდოდა წასვლა და გადამავიწყდა რომ დღეს იყო . უაზროდ მომეშალა ნერვები ჩემს თავზე რატომღაც 15 აპრილი მახსოვდა. ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ნინოს ლაივში მოსმენა უზომოდ თბილია და უზომოდ თბილი. მიყვარს მიყვარს მიყვარს

    ReplyDelete
  2. ხოო, უნდა გშურდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი კი არადა, ძალიან ემოციური იყო :)

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. ქართული სიტყვა კი არის, მაგრამ არ უნდა თქვა, არა და არა :D:D:D უნდა გიხაროდეს. მე მიხარია და ეგ არის ჩემი მადლობა სხვებისთვის :D:D მადლობა და დებილობა "მიყვარხარ" მთელმა მსოფლიომ იცის,ტანში მცურავი სიხარული და ამით ბედნიერი ჩვენი თავები კიდე ცოტამ.
    ნინო ქათამაძის მუსიკა - :(:( -მუშურბასიაკურგლეხური არ არის და მაგიტომაც ვერ უსმენ :D:D:D:D:D:D

    ReplyDelete
  5. ნამდვილად დილის ძილით გძინავს. გკითხულობ. ისეთია როგორც წერ ხოლმე, თბილი და ჰუმანური და გულიანად წასაკითხი და მსუბუქი და ჰაეროვანი:)

    ReplyDelete
  6. დამენანა..

    დამენანა..
    დამენანა..


    არ ვიცი რა ვთქვა გარდა იმისა, რომ სულ მეგონა, გამოძვრებოდა..



    ვერ გამოძვრა.. ;(

    ReplyDelete
  7. uf
    zustad asea qatamadzis shemtxvevashi
    imden emocias mazlevs xolme didi xans mmyveba mere....
    gushindeli koncertic zalian kargi iqneboda darwmunebuli var :)))

    nikoze gaige wuxel da imitom dawere, tu daemxtva ubralod.. ise imdenjer tqves gardaicvalao.. agra vijerebdi ukve :\

    ReplyDelete
  8. აუ, არა, ბაბის, ნიკოზე ახლა გავიგე, გუშინ უბრალოდ არ იყო და დანარჩენები, ვინც მაგის ლექსებს კითხულობდნენ ისე იყვნენ, მეგონა რო უკვე მკვდარი იყო და არ ამბობდნენ, ნუ აი, ყუბანეიშვილს ხმა ვერ ამოვაღებინე და ყიფშიძემ სცენაზე იტირა და მოკლედ...
    ხოოდა, მინდოდა, რომ ახლადგარდაცვლილი ჩემი ილუზია ყოფილიყო :(

    ხოოდა, ნინო ხო, მიყვარს :)

    ReplyDelete
  9. naci
    ოო, შენ არ გიყვარს, ხოოდა, მე მიყვარს ეგეთი სიტყვები და რა ვქნა, აი ნინო დეიდასაც უყვარს ;)

    ვასასი
    ხოო, გამოძვრომის იმედი არ მქონდა მარა ნუ, რაღაც ცუდად იმოქმედა ;(

    შორენ
    მე ღამე ვწერ, შენ დილას კითხულობ :*

    ReplyDelete
  10. ho, albat zalian cudad iyo da axloblebma icodnen......

    ReplyDelete
  11. აუ მე რა ჭურში ვზივარ ტოო :((( დამრუპავს ამდენი ძილი... ამ კომენტარებიდან გავიგე ახლა ნიკოს ამბავი :( მეწყინა, მართლა დამწყდა გული, ჯერ არ ველოდი :(((

    პოსტი ძალიან საყვარელია :* მართლა და მადლობა შენ :) :*

    ReplyDelete
  12. მაგარია!
    ისე, ნინოსთან მეც მქონია შეხება: ”იავნანას” ერთ-ერთ კონცერტზე, ოპერაში, მის სკამზე ვიჯექი და მერე მომიწია, მისთვის დამეთმო :)))

    ReplyDelete
  13. ვგიჟდები ორივეზე, გღეს რომ გავიღვიძე პირველი ნიკოს გარდაცვალების ამბავი გავიგე და ძალიან დამწყდა გული, უმაგრესი ლექსები აქვს ... სულში ჩამწვდომი

    ReplyDelete
  14. ნინო? ნინოს სიყვარულის ელჩობა უნდა მიანიჭო მთელს ქვეყანაზე. იმიტომ რომ მის სიმღერას ენის ცოდნა არ უნდა. ისე მიდის ადრესატამდე. არა უფრო შიგნით - გულამდე
    ნიკო კი კიდევ ერთი სევდიანი სიყვარულის მეხოტბე გაიცრიცა, გაქრა და დაიბადა. ხო, დაიბადა. იმიტომ რომ ახლა ის უფრო დიდია ვიდრე იყო.

    ReplyDelete
  15. ჯერ დავიწყებ იქედან , რომ თვენი ბლოგი ძალიან მომწონს . როცა ეს პოსტი წავიკითხე იმ ემოციამ გაიღვიძა ჩემში ზაფხულში ბათუმში გამართულ კონცერტზე რომ მივიღე და გამიხარდა, მადლობა , რომ ამასი გახსენებსი შანსი მომეცა...
    ნიკოს ამბავიძალიან მეწყინა, ნანუკას შოუს სამჯერ უყურე არქივში ....ეჰა

    ReplyDelete
  16. zurius
    გიმეგობრია ფაქტიურად :)

    ki-wi
    არა, ნიკოზე ვგიჟდები თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ, აი დღეს დილას რო გავიგე ისე ცუდად იმოქმედა, ცხვირის გაყოფა არ მინდოდა და მეგონა რო სულ ჩემი ბრალი იყო, წინა დღეს რო ახლადგარდაცვლილები მელანდებოდნენ :(

    da-v-id
    კი, ნინოს სიყვარულის და გულწრფელობის და საერთოდ, აურის ამბებში აშკარად ცოტა შეედრება.და ნიკოზე იმიტო დავწერე, ყველაფერი თავიდან თქო.

    ReplyDelete
  17. kopala
    მადლობა თუ მოგწონს აქაურობა, კეთილი იყოს შენი ფეხი :)

    ReplyDelete
  18. ახლა რის დაწერასაც ავპირებ არავისთვის მითქვამს, ზოგადად ვერიდები ასეთ მაქსიმალურ სიტყვებს, მაგრამ, მამრამ, მაგრამ, საუკეთესო პოსტია რაც კი ოედსმე წამიკითხავს!

    ReplyDelete
  19. lalena
    მე კიდე ეგების დაჯერება მიჭირს ხოლმე, როცა მე მეხება, მაგრამ, სამაგიეროდ მიხარია :)
    ხოოდა, ბევრი მადლობა შენ :*

    ReplyDelete
  20. რაც ნიკოს ავადმყოფობის ამბავი გავრცელდა, იმის მერე მიტრიალებდა ერთი აზრი თავში, მაგრამ არ და ვერ დავწერე ვერსად, ცოტა მერიდებოდასავით. გეგონება წაიკითხავდა რაა, თვითონ :) ახლა გამოვთქვამ, სულ ისე დატოვებას ჯობია... რატომღაც ასე მგონია, რომ ხალხის დიდ ნაწილს იმის მერე შეუყვარდა და იმის მერე დაინახა მისი არაორდინალურობა, რაც გაიგეს რომ უკურნებელი დაავადება სჭირს. მოკლედ, ევროპისა არ იყოს, ვგმობ მსგავს საქციელს!
    მე განსაკუთრებით არასდროს მყვარებია, არც რამე უარყოფითი დამოკიდებულებისმაგვარი მქონია მის მიმართ, უბრალოდ რა.. :) რისი თქმაც მინდა ნიკოზე, ნანუკა ხუსკივაძემ თქვა ერთ კომენტარში "ნიკოს ვერავინ გაიმეორებს, იქნებიან უკეთესებიც, უარესებიც, მაგრამ ვერავინ გაიმეორებს" :)

    ReplyDelete
  21. მე არც ვიცოდი სიმსივნე თუ ქონდა, ნანუკასთან რო იყო შოუში მაგ ამბავამდე სულ ცოტა ხნით ადრე გავიგე :| ანუ მანამდეც მიყვარდა, რატომღაც ყოველთვის სიმპატიას იწვევდა ჩემში ეგ კაცი, ლექსების კითხვის მანერა მხიბლავდა განსაკუთრებით და ნატახტარის რეკლამაზე ხო ვგიჟდები საერთოდ, ძალიან მომწონს, ზუსტი ემოცია მოაქვს.

    ReplyDelete
  22. donshakal
    ai, eg sul egrea xolme. rodis sheiyvara erma irakli charkviani, ro mokvvda..
    rodis armoachines gomelauri?
    roca kvdeboda.

    xooda, me amas ro vwerdi, mashin vfiqrobdi magas, ar naxos, cocxali akci axladgardacvalebuli ro megona metqi :(

    nu, axla raga azri aqvs, eg mokvda da erma sheiyvara.

    kiwi
    xoo, ai, nanukastan ukve ise sustad da ise codo iyo, me ar vuyure.
    ar miyvars ubedurebebze agebuli shouebi :S

    ReplyDelete
  23. რა კარგია, ამ კონცერტზე რომ იყავი..

    როცა თქვეს, რომ ნიკო ვერ მივიდა, გული დამწყდა. მაგრამ მაინც შოკი იყო მეორე დღეს მისი გარდაცვალების ამბავის გაგება...

    ReplyDelete
  24. xoo, samsaxurebrivi movaleobis shesasruleblad viyavi keti tviton koncerti imdenad emociuri iyo, rom meore dges nikos sikvdilis gamo emociebi zlivs gamovqeqe, ufro scorad verc gamovqeqe :(

    titqmos ukve gamoglovebuli adamiani mokvda, iseti grznoba mqonda :S

    ReplyDelete
  25. რამდენიმემ მითხრა, რა მაგარი გოგო გყავთო (მელუაზე)... არ იციან, რომ ჩვენ ბევრად უფრო მაგარი ქათამაძე გვყავს.
    სამწუხაროა, რომ არ იციან, არადა ძალიან ქართულია მაგრამ ამავე დროს ყველასთვის ძალიან გასაგები.

    ReplyDelete
  26. xoo, miuxedavad imisa, rom meluac miyvars, qatamadze sxvanairad chemia...mgonia rom vinme shinauria da yvela vuyvarvart :)

    ReplyDelete