სავარაუდოდ ყველა ნორმალურს აქვს რაღაც ისეთი, რაც მისთვის ძალიან, ძალიან წმინდაა და ძალიან არ უყვარს როცა ამ ძალიან, ძალიან წმინდას ულახავენ.
აი, ეგრეა ჩემთვის საკვები.
თუ რამე ,, სიწმინდე'' არ მაქვს წინ, ავდგები და მთელი დღე არ შევჭამ არაფერს.
გამომდინარე იქიდან, კუჭის გარდა, ტვინიც მაქვს გამოსაკვები, უფრო ცუდად ვხდები, თუ ვინმემ ცუდი საკვები ტვინისთვის შემომთავაზა.
ნუ, არსებობს პასუხი, თუ არ გინდა, ნურც იმას მიიღებ და აქვე მორჩი წუწუნსო, მაგრამ, მაგაზე აქვე გიპასუხებთ, რომ წუწუნს არც აქვე და არც მერე არ მოვრჩები, იმიტომ რომ იმ ცუდი ფილმებით, ცუდი კლუბებით, ცუდი ავტორებით და ფსევდო კულტურით ჩემს გარდა ბევრს უმასპინძლდებიან.
შეიძლება ვიღაცისთვის ერთი მარად უკმაყოფილო არსება ვარ, რომელსაც არ მოწონს რესტორნის მერომელღაცა სართულზე გახსნილი ინტელექტუალური კლუბები და სარდაფში ობის სუნიანი კლუბები, მაგრამ ფაქტია, ეგ არ უნდა მოგწონდეს.
ისიც ფაქტია, რომ ამაზე ლაპარაკს არ წამოვიწყებდი, ახალი რისხვის ობიექტი რომ არ მქონდეს.
ჩემი ახალი მსხვერპლი არც მეტი არც ნაკლები, ქართული კინოს მორიგი კრახი, ,,მაიტა ნასოსია''.
ვიცოდი, რომ პროვინციალიზმის ჭირს ვერასოდეს ვერ მოვიხდით.
ვიცოდი, რომ ფილმში ერთ-ერთი მოქმედი პირი შიშველი ძუძუ იქნებოდა. გაგვიმართლა და ყველაზე ყბადაღებული თუ როგროც არი, ის.
ვიცოდი, რომ პუბლიკაზე კარგად მოქმედებს, თუ ვინმე ეკრანიდან ყვირის, ქალი მინდაო და საერთოდ გვიხარია ხოლმე, ხამები რო ვართ.
ვიცოდი ისიც, რომ არავინ არ იტყოდა, 2 კვირაში გადაღებული ფილმი ფილმი არ არის და ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა არ გაწყენდათო.
მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს აზრად მოუვიდოდა ანეგდოტების მიხედვით აეწყო სცენარი.
ფილმის პრემიერაზე სატვირთო მანქანიდან ყიჟინით გადმომხტარიყო, ასევე ყვირილ, ,,აე-აეს'' ძახილით გაეკვლია გზა რახამდე და იქ სადღეგრძელოების სმა გაემართა.
რეჟისორს ფილმზე არაფრის თქმა არ მონდომებოდა და მსახიობებს ეთქვათ, რომ გადაღების პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო, ვერ კი ხვდებოდნენ, რომ მუშაობდნენ.
ხოოდა, ასე, ფილმი უკვე გამოვიდა კინოთეატრებში, ნახავენ ადამიანები და კიდევ ერთხელ არ შერცხვებათ პროვინციალიზმის და სატვირთო მანქანით ხრიგინი პერფორმანსად ჩითვლება.
პოსტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავწერე რომ დაგუგვლის შემდეგ ვერაფერი ვერ ვიპოვე, ინფორმაციული ხასიათის და კიდე, მაია ასათიანმა და გურულ- მეგრულმა ანეკდოტებმა გამახსენეს გუშინდელი.
ხოოდა, ადამიანებო, ან გიყვარდეთ ეს საწყალი ქვეყანა მთლიანად, ან არა. რა უბედურებაა კუთხეებად დაჩეხვა.
ან გადაიღეთ კარგი კინო, ან ნუ ატენით ადამიანებს საკვებად გამოუსადეგარ საჭმელს.
და საერთოდ გვაცალეთ ისე ცხოვრება, რომ გვიყვარდეს ჩვენი გარემო და ჩნდებოდეს მსგავსი ფიქრები, : ,, აქ არაფერი კარგი არ ხდება'' , ,,გურჯისტანია'', ,,ჩვენ კაი ხანია კრიზისი გვაქვს და ფასეულს ვერაფერს ვქმნით'' და ა.შ.
პ.ს. არა, მე გუშინ მართლა იდეალური დღე მქონდა,
ახალი ფილმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და
ის რახი მეც გამეხარდა.
იმიტომ რომ მე ვიცი, ის ფილმი არ არის, როცა მსახიობები ვერ ხვდებიან რომ გადასაღებ მოედანზე არიან და მუშაობენ და როცა ანეგდოტებით აწყობილ ფილმს 2 კვირაში გადაიღებ.
თქვენ რას გერჩით, აქ სავარაუდოდ არ შემოდის ის ხალხი, ვისაც ,,მაიტა ნასოსი'' კარგი მოეჩვენება. მაგრამ ნუ მაინც, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იკვებები.
საკვები ჯანმრთელი უნდა იყოს და გემრიელი.
+of+P1070904.jpg)
დარწმუნებული ვიყავი, რომ პროვინციალიზმობა იქნებოდა, ჯერ სათაურს დააკვირდით:DD მერე თემატიკას.
ReplyDeleteხოო, მაგ სათაურმა კაი ხნის წინ დამაყენა ეგეთ განწყობაზე,მარა ნუ, აეს-ძახილს აღარ ველოდებოდი :D :D
ReplyDeleteმართალი გითხრა ფილმი ჯერ არ მინახავს. მაგრამ წელს ქვემოთ თემატიკით მართლა სანამდე უნდა საზრდოობდეს ეგ ჩვენი "კინემატოგრაფი" და "შოუები" მართალი გითხრა არ ვიცი.
ReplyDeleteაი, თუ გაწირავ თავს და წახვალ, მერე მოდი და მითხარი, მე ვარ მუდამ უკმაყოფილო, თუ ეგ არის ფილმი :D
ReplyDeleteრეკლამა მაქვს ნანახი მარტო და თვალში შორენა და მისი ძუძუები მომხვდნენ.. მაგ ქალს მსახიობი გონია თავი და ვერ ხვდება,ეგეთ ფილმებშიც კი იმიტომ იღებენ რომ ერთადერთია საქართველოში ვინც ბოლომდე იხდის..
ReplyDeleteმაგ ქალს უხდიან, უყურებენ, აღიზიანებთ და თავს ორივე მხარე ბედნიერი გრძნობს მე მგონი, ხოოდა, მე იმას კი ვერ ვხვდები, შორენას რატო გონია თავი მსახიობი, იმას, რატომ უნდა იღებდნენ ფილმებს, სადაც მარტო შორენას ძუძუები იქნება დასამახსოვრებელი :D
ReplyDeleteაუ, რას ნერვიულობთ? :)
ReplyDeleteაი, ხომ არის სერიალები – ის გარკვეულ მაყურებელზეა გათვლილი და თავის საქმეს აკეთებს. ასევე სხვა...
ასეთ ფილმებსაც ჰყავს მაყურებელი. ყველა ერთნაირად საბჭოეთში იყო :) ჰოდა, იყოს ნასოსიც, ვიღაცისთვის :) სხვანაირად შედარების საშუალება არ იქნება.
ადრე იყო ერთი ფილმი რაჭველებზე, ასეთივე პრინციპით აგებული – გამახსენდა ახლა, მაგრამ ვერ შევადარებ, ეს არ მინახავს.
აი, მე რეკლამის ნახვის მერე მივხვდი, რომ არ წავიდოდი..
ქართული კინო კიდევ ისევე მოკვდა, როგორც ქართული ფეხბურთი :)
მოკლედ, ქეთი, საკუთარი ენიციატივით და შედევრის მოლოდინით არც მე არ წავსულვარ, სიუჟეტი მქონდა გასაკეთებელი და ძალიან ცუდია, როცა ყელს ზემოთ მარაზმში ხარ და მეორე დღეს მაყურებელს უნდა უთხრა, რომ აი, კიდევ ერთი ახალი კინო გადაიღეს და ნახეთ...
ReplyDeleteხოოდა, ცოდოა რა ეს უბედური მაყურებელი, დაჯდება სადღაც წუღრუღაშენში და მოკვდება ხარხარით...
:(
ეგ ძნელი საქმეა – სავალდებულო ნახვები და მერე ოქროს შუალედის დაცვა –მოყოლისას..
ReplyDeleteმაგრამ ინიციატივით ბევრი წავა. და მე სულ არ მეცოდება არავინ.. რატომ უნდა მეცოდებოდეს, მოსწონს – იცინოს.
მოკლედ, მე არ ვთვლი, რომ ყველამ კლასიკურ მუსიკას უნდა უსმინოს, კლასიკოსები იკითხოს, კინოკლასიკა ნახოს. ყველასთვის ეს ვერასდროს ვერ იქნება. და ვისაც უნდა ნასოსის ცქერა, მისი ნებაა, პროდუქტი მიწოდებულია. იკვებონ...
კლასიკა არ არი სავალდებულო, არც ფელინი, არც ალმადოვარი...
ReplyDeleteარც ცხელი შოკოლადის კითხვა და არც ჩაისთან ერთად მაინცდამაინც ხელოვნებაზე საუმარი...
უბრალოდ, არ შეიძლება დაუმთავრებელ იუმორინაში ცხოვრება.
და ნუ მეცოდება ეს ხალხი და რა ვქნა, მარტო იმიტო,რო იცი, შენ უხარისხო პროდუქტს მყიდველი ეყოლება, მშვიდად აწარმოებ საშინელებებს...
ის ხალხი ცოტა უფრო კარგ რამესაც მიიღებს, თუ ვინმე მიაწვდის, მგონია
აი, თვითონ თქვი – მიწოდებაზე, მეც მაგის თქმა მინდა.
ReplyDeleteხალხს ყოველთვის იმას აწვდიან, რასაც ხალხი ითხოვს
ეს კინოჩვენება რომ ჩავარდეს, შემდეგში უკეთესს გადაიღებენ
მაგრამ იუმორინაზე მგონი 10 წელია ანშლაგია
იქნება მე-11 წელსაც...
და გემოვნების დახვეწას მხოლოდ თითო–ოროლა ფილმი ვერ შეძლებს, თანაც 2-3 წელიწადში ერთხელ გადაღებული. ამისთვის, მაგალითად, ჩვენში ისევ აქტუალური ტელევიზიაც უნდა ზრუნავდეს – სხვების გადაღებულ კარგ პროდუქციას აჩვენებდეს, მერე ადვილი იქნება...
მაგრამ იქ ან სერიალია, ან ასათიანი და ცხოვრებაც მშვენიერია ამიტომ :))
mandac shorenas silikonebia? :S
ReplyDeletearc vapirebdi wasvlas
magram vinc wava
da mere visac gaugrmavdeba da gaumyardeba "provincializmi".. ase xom vitardeba es arasasurveli sisuleleebi.doh
ai rodemde :|
მაგას არ ვბუზღუნებ, მეც ბაბის?
ReplyDelete:(
ლინკი დაიდოს!
ReplyDeletehoda giertdebi-tqo da vwuwuneb meore xmashi, mara ver vyofnit da ar ismenen :\
ReplyDelete"აე-აეს ძახილით" მაგარი იყოოო :))))))))
ReplyDeleteai sad dagilevia raxebi :)
ReplyDeleteგურამ
ReplyDeleteთრეილერი დალინკულია და ფილმს ვერ დავდებ, კი არადა, მგონი არც არი ჯერ არსად...
ბაბის
მამიდამ თაივსი ბანი დატოვა პოსტის დაცერამდე და სამი ხმა კი ვართ :)
ანუშკა
ხოო, აბა სხვაგან დალევას მოვიქრება უნდა და მანდ თვითონ მოდიოდა რახი და ამბობდა უნდა დამლიოთ, მუშაობას ხო მორჩითო :D
levo
ReplyDeleteუსინდისო ვიყო თუ მართლა ეგრე არ შემოსულიყვნენ :(
მჯერა...როცა "ფილმის" გადაღების შესახებ შევიტყვე,ეგრევე ვიცოდი,რაც გამოვიდოდაა :)
ReplyDelete:)
ReplyDeleteუი, თან იყავი მაგ ფილმის პრემიერაზე? ეჰ, ხანდახან საშინლად მაღიზიანებს რაღაცეები, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ეს ’რაღაცეები’ სულ იქნება და თავდაცვის მიზნით, ვცდილობ არ ვუყურო/მოვისმინო და თავი ავარიდო. მაგრამ ზოგჯერ არ გამოდის თავის არიდება..
ReplyDeleteპ.ს მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ტვ-ში ვნახე რომ ’ვანოს შოუში’ იყო ის კაცი, ღიმილი მაჩუქეს რომ მღერის. იმღერა და მთელი დამსწრე მაყურებელი აყვა და სიბრაზისგან ცუდად გავხდი ლამის :| იმ დროს ვიფიქრე, რომ ხალხის უმეტესობა როგორიცაა, ისეთივე ადამიანები ყავთ გაფეტიშებული.
"ამარკორდში" ხეზე ამძვრალი ბიძაც ყვირის მთელი სოფლის გასაგონად, ქალი მინდაო..
ReplyDeleteეს ისე...
ვაპირებდი ამ ფილმის ნახვას, მაგრამ შენი რეცენზია არ მირჩევს მის ნახვას...
სავარაუდოდ, ასეც მოვიქცევი.. :))
ნატალია
ReplyDeleteაი, მე სულ ვცდილობ ხოლმე რო სტერილურ გარემოში ვიცხოვრო და გამოდის რო ეგრე არ გამოდის და მერე ასე ვღაღადებ ხოლმე უდაბნოში...
კი არადა, ჯერ კიდე მგონია რო ყვირილს, ხავილს და წუწუნს ყოველთვის აქვს აზრი და ადამიანთა უმეტესობა ცოდოა, იმიტო რო ვანოს შოუებს უყურებს და მაიტა ნასოსს გაიძახის, იმის მაგივრად რო ჩვენი საწყალი ბლოგები იკითხონ :D :D
ვასასი
ამაკორდის რეჟისორი მებელის მანქანით არ დადიოდა პრემიერებზე და აეს არ ყვიროდა, და საერთოდ... ;)
radgan me jaWvlianis "svanmac" ar momxibla didad
ReplyDeletear wavedi arc mis meore filmze
mitumetes rom filmis satauri kide ufro ar momewona
da rogorc chans arc shevcdarvar :)
აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში!!!
ReplyDelete"მორგანებზე" ვიყავით მე და ნუცა ამირანში და იქ ვიქონიეთ ამ ფილმის ტრეილერის ხილვის ბედნიერება.
ჯერ დავიწყოთ სათაურით. ნუ აი არვიცი პროვინციალიზმის რომელი განყოფილებაა...
მერე ტრეილერი რომ ვნახეთ, არვისი სხვები რას განიცდიდნენ, მაგრამ დარბაზში ორი დადებილებული გოგო კი იჯდა და ერთმანეთს "ვაიმე, რა საშინელებაა"-ს ეუბნებოდა.
ჩვენი საშველი არ იქნება რა. :||||||||
ეს შორენას ძუძუები ხო რა გახდა რა...
ხამების ქვეყანაა რა მართლა.
კი გეთანხმები პროვენციალიზმია მარა თავისი მნახველი მაინც ყავს ამ ფილმს. იმ ხალხზეც იფიქრეთ ვინც "ავატარს" "2012" ვერ ამუღამებენ და შვებას "მაიტა ნასოსში ჰპოვებენ" :D :D
ReplyDeleteყოველთვის იქნებიან ეგეთი ხალხი ვისაც ძუძუების დანახვა გაუსწორდებათ. და ვფიქრობ ყველა ქვეყანაშია პროვენციალიზმის დონე (ზომიერად).
ასე რომ ნუ ელოდებით საშველს და ნურც გურჯისტანობას აბრალებთ ყველაფერს, ბუნებრივი ფაქტია რა :D
ისეთი ანტირეკლამა გაუკეთე ამ ფილმს, რომ აუცილებლად ვნახავ
ReplyDelete:))
პუნქტებად რომ ჩამოვწეროთ:
ReplyDelete1. ეგ ფილმი არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უდაბლესი დონის ფილმების იმ გრძეეეელ სიაში შედის, გარშემო რომ გვაქვს;
2. გამოსავალი სამწუხაროდ საკუთარი თავის მიხედვაა - აქაურ მასას დიდი ხანი არ უშველის არაფერი, თუ ოდესმე უშველის;
თუმცა,
3. კაი ძუძუ კაია : D
don shakal
ReplyDeleteam films iseti antireklama gavukete da imdeni adamiani shemodis dgeshi, maita nasosis googlvit, sul mgonia, rodesme tavad rejisori shemova da damaxuravs tavse chem sakurat blogs :)
tornike
kai zuzu aris ori :D
უბედურება ისაა, რომ ცუდიც ორია :( არადა ერთი რომ იყოს, კაი ძუძუ ორჯერ მეტი იქნებოდა :O
ReplyDeletemaica, magdeni aritmetika me ar vici, xooda, darcmunebuili xar ro egre iqneboda ? :D :D
ReplyDeleteყოველი ცუდი ძუძუ თუ ერთია და ყოველი კარგი ძუძუ ორი, არ იქნება ეგრე? O.o
ReplyDeletenat, es naxe ra
ReplyDeletehttp://www.tavisupleba.org/archive/Niko_Nergadze/20091001/1022/2111.html
xoda, am filmis mere amaze uaresi tu gamovidoda rame, rogor carmovidgendi, mara es satauri ukve "shedevria", carmomidgenia ra chuchkit ikneba savse
აა, ეგ ვიცი, ადრევე წავიკითხე, ხოოდა, მეც ეგრ ვფიქრობდი, ვსიო, ამოვწურეთ კრახების რესურსი თქო, მაგრამ როგორც ჩანს, არა...
ReplyDeleteთვითონ ნიკომ თქვა, რომ მაგაზე უარესი ,,ოცნების ქალაქია'', და ეტყობა ,,მაიტა ნასოსისთვის'' არ უყურებია ;)
martla kargi postia da getanxmebi tavidan bolomde. da, saertod, dzlivs ishviatad gamorCeulad danaxuli da dawerili azrebi da pozicia davinaxe... gaixare, kargi xar!
ReplyDeleterine
ReplyDeleteshemoiare xolme, shirad dagxvdeba egeti azrebi
:tavmomconedagansxvavebulazrebianime: