ამიტომაც, ჩემი არსებობის ოცდარაღაცა წლის განმავლობაში არასოდეს მიფიქრია, წავსულიყავი და რომ არა არტ-გენი, ალბათ არც არასოდეს წავიდოდი. ეგრეა, მოტივატორების გარეშე თითქმის ყველა საქმე რთულია.
ერთი ეგ არის, მოტივატორები ხან ამართლებენ, ხან არა.
ამჯერად, გამართლებული აღმოჩნდა.
იმიტომ კი არა, რომ რამე ჯერთ უნახავი ცეკვა ვნახე ან სიმღერა მოვისმინე, იმიტომ რომ ვნახე ცოცხალი ნამდვილი აშუღი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დავაგემოვნე აზერბაიჯანული ნამცხვარი, ბევრფენებიანი და ხრაშუნ-ხრამუნა, და ვუყურე ჭიდაობას, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
იმიტომ კი არა, რომ რამე ჯერთ უნახავი ცეკვა ვნახე ან სიმღერა მოვისმინე, იმიტომ რომ ვნახე ცოცხალი ნამდვილი აშუღი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დავაგემოვნე აზერბაიჯანული ნამცხვარი, ბევრფენებიანი და ხრაშუნ-ხრამუნა, და ვუყურე ჭიდაობას, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
| ბაბუას ქონდა ადრე სამოვარი, მერე ჩემმა დეიდაშვილმა წაიღო და ახლაც მახსოვს, როგორ ვტიროდი, რო მიქონდა. მართალიც ვიყავი, ბაბუას გარემოსთვის უფრო შესაფერისი ნივთი იყო. |
| სამოვარი ბავშვობის მერე არ მინახავს, თუხთუხა და ფუნქციონირებადი, და მეგონა რომ აღარც აღარავინ იყენებდა. სულ ტყუილად. ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯენელები ძალიანაც კარგად იყენებენ თურმე. |
| ეს ის ხრამუნ-ხრაშუნა ნამცხვარია |
| ეგეც ჭიდაობა |
ხვალ მალთაყვას ტბაზე იქნება მსგავსი და განსხვავებული ამბები, ივლისის ბოლოს კი ეთნოგრაფიულში. გადასარევი გამოსავალია, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავს ზაფხული და მოწყენილობისგან და სიცხის სიკვდილის მომხრეც არ ხარ.
| დასტურ იმისა, რომ წითელი თმა გენიალური რამეა |
ხოოდა, შაბათ-კვირას კიდე შეგიძლიათ ლუდის ფესტივალზე წასვლის და მგზავრების მოსმენის მაგივრად, აგერ ამ გადასარევ ფესტივალზე წახვიდეთ, მერე მოხვიდეთ და მითხრათ, რომ გენიალურ რჩევებს ვიძლევი.
აი მაგალითად ასეთს, შეიარეთ ჩორვენთან და ნახეთ რას წერს ამავე თემაზე. მერე იპოვეთ ამ პოსტსა და იმ პოსტს შორის 10 განსხვავება და იყავით ბედნიერები.
პოსტი მშვენიალურია!
ReplyDeleteახლა ის მითხარი, განრიგი სად მოვიგდო ხელთ და დაგანებებ თავს :)
განრიგი შეგიძლია მოიგდო ხელში არტ-გენის ან კონსტანტას ფან პეიჯებზე მშობლიურ ფბ-ზე, ასევე არტ-გენის საიტზე და მეტი არ ვიცი :)
ReplyDeleteფოტოები <3
ReplyDeleteმეც იმის სათქმელად შემოვედი, რომ გენიალური ფოტოებია :) და კიდევ იმის სათქმელად, რომ ნასტასია მომენატრა, თავის წითელი თმებით და სხვა ამბებით.
ReplyDeleteარტ გენზე მინდა წასვლა, ვერც ერთ წელს ვერ მოვაბი თავი და იქნებ ეხლა მაინც ვქნა რამე :/ [თან, მონატრებულ ნასტასიასაც ვნახავდი :))]