არ ვიცი როგორ არის თქვენთვის ეგ ამბავი, მაგრამ მე ვგიჟდები ადამიანებზე და ჩემ ცხვირწინ დატრიალებულ ამბებზე. ზოგჯერ ისე დაჟინებით ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, თითქმის უხერხულია.
მაგრამ ეგ არაფერი, სამაგიეროდ, მე შემიძლია ვიცოდე ისეთი ამბები, რასაც სხვა სულაც ვერ შეამჩნევდა. მე შემიძლია საკუთარი ინტერპრეტაციები ჩავრთო საქმეში და ამბები უფრო საინტერესო გავხადო და მე შემიძლია არ მოვიწყინო მაშინაც კი, როცა დიდი არაფერი ხდება. მთავარია, რამდენიმე ადამიანი შეინიშნებოდეს სადმე ახლომახლო.
ეს ფოტოებიც არტ-გენზე გადავიღე, სანამ დიდი კონცერტები და ბედნიერებები დაიწყებოდა და მერე, სახლში რომ ვათვალიერებდი, გამახსენდა რომ მსგავსი ამბები შარშანაც გადავიღე.
როგორც ჩანს, საინტერესო ხალხია ეს პატარა ბიჭები, ზაფხულობით თვალშისაცემები რომ ხდებიან, მერე უცბად რომ იზრდებიან და სულ სხვა თამაშებს იწყებენ.
არტ-გენი დამთავრდა, ეს კი ამ ზაფხულის ბოლო არტ-გენული ამბავია. დარჩენილი ზაფხულის სრულიად ბედნიერად გატარებას გისურვებთ.
Showing posts with label არტ-გენი. Show all posts

Monday, July 25, 2011
Thursday, July 21, 2011
ახ ტურფავ, ტურფავ...
| აი, ასეთი გოგოები კი მართლა იშვიათია. იმდენჯერ დავწერე, ეს ქალი ძალიან., ძალიან მიყვარს თქო, აღარ განვმეორდები. მითუმეტეს, სიყვარულებს სულაც არ უნდა არგუმენტები და ფაქტები. გიყვარს და ვსო. |
| უბრალოდ, ძალიან გენიალური და როცა ყოველთვის, როცა ვუყურებ, რეებს აკეთებს სცენაზე, როგორ იღებს პუბლიკას, როგორ ელაპარაკება პუბლიკას, სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნამდვილად ბედნიერი ქალია. |
| და საერთოდაც, ინდივიდუალიზმი, გულწრფელობა და მსგავსი ამბები კარგი რამეა. |
| ამდენი ხალხი არტ-ტენის არცერთ კონცერტზე არ მინახავს. |
ეს კიდე სულ სხვა ლაივის ჩანაწერია, მაგრამ კარგია. ამიტომაც იყოს. მაინც გადარეული სიარულების დრო მაქვს და თემასთანაც ახლოს იქნება.
Sunday, July 17, 2011
განახევრებული ზაფხულები, დაკონსერვებული ამბები და ტრანსფორმირებული იდეალები
არტ-გენმა თბილისში გადმოინაცვლა, რას იმას ნიშნავს, რომ ზაფხული უკვე განახევრდა, ვისაც ბედმა, აგარაკებმა, შვებულებებმა და ბებია-ბაბუებმა გაუღიმეს, ქალაქიდან გასვლა მოახერხა, ვინც არა ადგა და კუს ტბის მისადგომებთან გადაწყვიტა შვება ეპოვა.
აგერ უკვე მერვე წელია, ასე ხდება. ამ ხნის განმავლობაში მე ხან პახოდებში ვიყავი და იმას ვფიქრობდი, ეე, არტ-გენი უჩემოდ ტარდება თქო, ხან არტ-გენზე და ვამბობდი, ეე, ახლა პახოდში რომ ვიყო უკეთესი იქნებათქო.
ეგრეა, როცა ყველაფერი ერთად გინდა ადამიანს. ამასობაში მე სრულიად დამაჯერებელი ბურჟუა გავხდი და ცხელი ზაფხულში საღამოს შედარებით გრილად გასატარებლად ეთნოგრაფიულში წავედი.
ვიჯექი და ვფიქრობდი:
პირველი ჯგუფი, რომელსაც - "ფიცვერცხლი" იყო . ცუდი ჯგუფი არ არის, შეიძლება მეტიც, კარგ ხასიათზე მყოფმა თქვა, რომ კარგია, მაგრამ დინამიკა თუ ქარიზმა თუ ცეცხლი თუ რაღაც მსგავსი აკლიათ და საერთოდაც, არ არის ადვილი, ურბანულ გარემოში ფოლკის კეთება.
და არაურბანული გარემო კიდე ისეთი დეპრესიული და მძიმეა საქართველოში, მით უმეტეს რთულია, იქ რაიმე შეიქმნას. მომკალით და არ მჯერა, რომ ფოცხო-ეწერებში, წეროვანის კოლოფჩიკებში, სამმოხუციან მაღალმთიან სოფლებში და ეროვნული უმცირესობებით გაძეძგილ სამხრეთის ვრცელ ველებში რამე შეიქმნება.
სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კონკრეტული პროდუქტი
უამრავი ფაქტორის ჰიბრიდით იქმნება და ფოლკლორიც ზუსტად ეგრეა, გარკვეული გარემოს, ფაქტების, ხასიათის, დროის, წესების კარნახით იქმნება და როცა სადმე თბილისში ცხოვრობ, დილას ავტობუსით მიდიხარ უნივერსტეტში, მერე სამარშუტო ტაქსით მეგობართან, საღამოს ერთად უყურებთ ფეხბურთს რაიმე დიდ მონიტორზე, ძილის წინ სოციალურ ქსელებში ყვები მთელი დღის ამბებს, ბუნებრივია, შენთვის სრულიად არაბუნებრივია გურული კრიმანჭული და კახური მრავალჟამიერი, რაც არ უნდა კარგი საშემსრულებლო მანერა და ვოკალური მონაცემები გქონდეს, არ არის ეგ საკმარისი.
და თუ მაინც გინდა რამეს აკეთებდე, ამის უარყოფას კი არ უნდა შეეცადო, დაკონსერვებაც საქმეაო, კი არ უნდა იძახო, შენი გარემოს ამსახველი და შენი რეალობისთვის ადეკვატური მუსიკა უნდა შექმნა.
ეგ კიდევ რთული ამბავია, განსაკუთრებულ ნიჭს საჭიროებს და ასე, 5 კაცი შევიკრიბეთ, დაკვრა დავიწყეთ, არ არის საკმარისი.
მთელი ეს ტექსტი უბრალოდ, ჩემი ფიქრებია ფოლკლორის მომავალთან დაკავშირებით და არაფერ შუაშია კონკრეტული ჯგუფი - "ფიცვერცხლი", რომელიც მხოლოდ ფიქრების საუნდტრეკის ავტორებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.
შემდეგი საუნდრეკის ავტორი - ლეჟავები.
რაც უფრო ვიზრდები, მით მეტს ვფიქრობ თაობებს შორის გაუცხოებაზე. ადამიანებს ისედაც ძალიან ცოტა დრო რჩებათ ურთიერთობებისთვის და ამ ურთიერთობებში მშობლებთან ურთიერთობა თითქმის ყველაზე ბოლო ადგილას გადადის.
სამსახურიდან რომ მოდიხარ, დედასთან ან მამასთან ერთად ტელევიზორის ყურებას, მეგობრების ნახვა გირჩევნია, ეს ნორმალურიც არის და ალბათ მგრძნობიარე ადამიანების გარდა, არავინ აპროტესტებს, უბრალოდ, მერე, გზადაგზა, ხვდები, რომ ყველაზე ცოტა დროს მათ უთმობ, ვინც უფრო მეტს იმსხურებს და საერთოდ, დროზეც არ არის ლაპარაკი.
მშობლებს სულ უნდათ რომ შენზე იზრუნონ, შენი ამბები იცოდნენ, საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ, შენ კიდე უკვე გაიზარდე და მთელი ეს ამბები ან აღარ გჭირდება, ან გეხამუშება. მოკლედ, რთული ამბავია, თითქმის შეუქცევადი და თავისი არსით ალბათ სრულიად კანონზომიერი და იშვიათად თუ ვინმე ახერხებს მსგავს სიტუაციებში თავის არ გაყოფას.
აი, ლეჟავების ორი თაობა ერთად იდგა სცენაზე, და ჩემმა ფიქრებმაც იმიტომ მიიღეს ასეთი მიმართულება, რომ მივხვდი, რა კარგი გამოსავალია, როცა შენ და მამა ერთად აკეთებთ რაიმეს. ავტომატურად უფრო მაგარი ხდება მაკავშირებელი ძაფები.
მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ინდივიდუალიზმს არ უჩიოდნენ, დიდი ნაწილი ინსტრუმენტალს ეკავა და არტ-გენის სივცრისთვის ცოტა მოუხერხებელი იყო, რამე პატარა და დახურულ სივრცეში სავარაუდოდ უფრო ეფექტური იქნებოდა.
მთელ ამ ოჯახურ ამბებზე და გაუცხოებებზე ერთი გადასარევი გერმანული ფილმი გამახსენდა, თუ არ გაქვთ ნანახი, რეკომენდირებულია ჩემს მიერ.
და ბოლოს,მისი აღმატებულება რობი
ამ ბოლოს, ხშირად ვფიქრობ, რომ რობი ნამდვილად ყველაზე კარგი მუსიკოსია საქართველოში და იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ ჩემსავით ბევრმა იფიქროს. ყველაზე სწორი აქცენტებით, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გულწრფელი, ინდივიდუალური, თბილი და კეთილი.
აი, ადრე, იდეალები რომ გვყვავდნენ, 13-14 წლის ასაკებში, უკომპრომისო, რევოლუციონერი, სიმართლეების მოლაპარაკე და საზოგადოების გამოფხიზლების მსურველი ყოვლისშემძლე გმირები, ჩეგეები, ლენონები და ათასი ეგეთი, მერე რომ აღმოვაჩინეთ რომ არც ეგეთი ყოვლისშემძლეები და იდეალისტები იყვნენ.
იმ იმედგაცრუების საფასურია ჩემთვის რობი, პერფორმანსად ქცეული კონცერტებით, გეხუტუნეებით, უკომპრომისო, მართალი განცხადებებით, სიმღერებს შორის ტექსტებით და უნარით, იუმორით უყუროს თავის თავსაც და ყველაფერ დანარჩენსაც.
აი, სულ თავში რომ ვამბობდი, გარემოსთვის ადეკვატური მუსიკათქო, ეგაა ზუსტად რობი.
მერე რომ ვამბობდი, გაუცხოება თქო, ეგეც რობია, მეგობარივით შეგიძლია ელაპარაკო, რაზეც გინდა, გაუხარდება. კონცერტზე თქვა, 45 წლის კაცი ვარ, დავიღალე, ამდენი კი არ შემიძლიაო, 2 წლის ბავშვივით გვახარა, მალე კბილები მექნებაო. არ არის უცხო, შენიანია.
თან ისეთი შენიანი, რო გიხარია.

Saturday, June 25, 2011
გამართლებული მოტივატორების ამბავი, ანუ არტ გენი რუსთავში
რუსთავი თბილისის გვერდზე მყოფი ქალაქია, სულ რამდენიმე წუთის სავალზე, სავსეა ერთმანეთის მსგავსი კორპუსებით და არ გამოირჩევა თითქმის არაფრით, სხვა მსგავსი ქალაქებისგან.
ხოოდა, შაბათ-კვირას კიდე შეგიძლიათ ლუდის ფესტივალზე წასვლის და მგზავრების მოსმენის მაგივრად, აგერ ამ გადასარევ ფესტივალზე წახვიდეთ, მერე მოხვიდეთ და მითხრათ, რომ გენიალურ რჩევებს ვიძლევი.
ამიტომაც, ჩემი არსებობის ოცდარაღაცა წლის განმავლობაში არასოდეს მიფიქრია, წავსულიყავი და რომ არა არტ-გენი, ალბათ არც არასოდეს წავიდოდი. ეგრეა, მოტივატორების გარეშე თითქმის ყველა საქმე რთულია.
ერთი ეგ არის, მოტივატორები ხან ამართლებენ, ხან არა.
ამჯერად, გამართლებული აღმოჩნდა.
იმიტომ კი არა, რომ რამე ჯერთ უნახავი ცეკვა ვნახე ან სიმღერა მოვისმინე, იმიტომ რომ ვნახე ცოცხალი ნამდვილი აშუღი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დავაგემოვნე აზერბაიჯანული ნამცხვარი, ბევრფენებიანი და ხრაშუნ-ხრამუნა, და ვუყურე ჭიდაობას, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.

| ბაბუას ქონდა ადრე სამოვარი, მერე ჩემმა დეიდაშვილმა წაიღო და ახლაც მახსოვს, როგორ ვტიროდი, რო მიქონდა. მართალიც ვიყავი, ბაბუას გარემოსთვის უფრო შესაფერისი ნივთი იყო. |
| სამოვარი ბავშვობის მერე არ მინახავს, თუხთუხა და ფუნქციონირებადი, და მეგონა რომ აღარც აღარავინ იყენებდა. სულ ტყუილად. ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯენელები ძალიანაც კარგად იყენებენ თურმე. |
| ეს ის ხრამუნ-ხრაშუნა ნამცხვარია |
| ეგეც ჭიდაობა |
ხვალ მალთაყვას ტბაზე იქნება მსგავსი და განსხვავებული ამბები, ივლისის ბოლოს კი ეთნოგრაფიულში. გადასარევი გამოსავალია, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავს ზაფხული და მოწყენილობისგან და სიცხის სიკვდილის მომხრეც არ ხარ.
| დასტურ იმისა, რომ წითელი თმა გენიალური რამეა |
ხოოდა, შაბათ-კვირას კიდე შეგიძლიათ ლუდის ფესტივალზე წასვლის და მგზავრების მოსმენის მაგივრად, აგერ ამ გადასარევ ფესტივალზე წახვიდეთ, მერე მოხვიდეთ და მითხრათ, რომ გენიალურ რჩევებს ვიძლევი.
აი მაგალითად ასეთს, შეიარეთ ჩორვენთან და ნახეთ რას წერს ამავე თემაზე. მერე იპოვეთ ამ პოსტსა და იმ პოსტს შორის 10 განსხვავება და იყავით ბედნიერები.
Sunday, June 19, 2011
არტ-გენი
არასოდეს არ მომსვლია აზრად არტ-გენზე თბილისის გარდა სადმე წავსულიყავი.
პოსტი ამავე თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ ჩორვენთანაც , თუ ჯერ კიდევ არ ცაგილაგებიათ ჩანთა და დამგზავრებიხართ არტ-გენს.
წელს წავედი მირზაანში და გადასარევადაც მოვიქეცი.
მანქანიდან გადმოსვლისთანავე სუფთა ჰაერმა,სოფლის არომატებმა, მწვანე ბალახმა, ფუტკრების ყოვლად საშიშმა ბუდეებმა, ჭრიჭინების და ჩიტების ხმაურმა და ა.შ. "პრელესწებმა" სრულად ბედნიერ ადამიანად მაქცია.
და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ არტ-გენი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია შესაშური დაჟინებით ტარდება და აგერ უკვე რამდენი წელია თითქმის ერთსა და იმავე კოლექტივებს და ადამიანებს აერთიანებს, ამდენი ხნის განმავლობაში მუსიკალური ფესტივალიდან, რომელსაც ფოლკლორის აღორძინებისთვის უნდა შეეწყო ხელი და ჩვენი არტი და გენი გაეერთიანებინა, ერთმანეთთან შეხვედრის, კომუნიკაციის, სიარულის, სხვა ადგილების გაცნობის მიზეზად უფრო გადაიქცა. შეიძლება ეგ არტ-გენის არა და ჩვენი საკუთარი გენების და არტების ამბავია და მეტი აღარც გვინდა აღარაფერი, ან მეტის რესურსი აღარ გვაქვს და უბრალოდ, კომუნიკაციაც მნიშვნელოვანია.
ხოოდა, როცა ეგრე ხდება, მერე დიდად აღარ ფიქრობ იმაზე, ისევ თვითმყოფადია თუ არა ქართული ფოლკლორი, ვითარდება თუ არა და კარგია თუ არა, რომ ერთსა და იმავე სიმღერას ათი სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებს ერთი დღის განმავლობაში.
იმიტომ კი არა, რომ მწვანე ბალახმა და სუფთა ჰაერმა გაგაბედნიერა და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ სხვა შენც არაფერი შეგიძლია.
ვერავის ეტყვი, წადი ახალი ჩაკრულო შექმენი და მომავალ არტ-გენზე ისე მოდიო.
მოკლედ, არტ-გენი გუშინ მირზაანიდან დაიწყო, 23-ში რუსთავში იქნება, 25-26-ში მალთაყვას ტბის პირას და მერე უკვე ივლისის ბოლოს თბილისში.
მე განსაკუთრებით მალთაყვას ტბას ველოდები. მგონია რომ ძალიან ლამაზი იქნება და წინასწარ მიხარია.
| ხრიდოლი / ქართული საბრძოლო ხელოვნება |
Subscribe to:
Posts (Atom)