Monday, April 27, 2009

ფლომარკტი და ბავშვები,მოსაწყენ დიდობანას რომ თამაშობენ

წინა კვირას ჩვენ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, კვირას საბავშვო ფლომარკტიაო.
ჯერ სევიცხადე, კვირას რატომ, ეგ ხო შაბათს არი ხოლმე თქო, მერე ჩემ ბავშვს ვუხსნიდი საათნახევარი რომ კარგი იქნებოდა თუ სხვენიდან და სარდაფიდან გამოათრევდა ძველ სათამაშოებს და ახალი სათამაშოების ფულს იშოვიდა.
ჩემმა დიდაქტიკამ და აღმზრდელობითმა მეთოდებმა კრახი განიცადა და მარტო წავედი სტატისტის როლმორგებული.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, ხალხის სიმრავლე იყო. მერე ის, რომ ძალიან პაწაწუნები კარგად ასერულებდნენ დიდების როლს, აწყობდნენ დახლებს, ადებდნენ ფასებს, აკეთებდნენ რეკლამას, ყვებოდენ ინსტრუქციებს. არჩევდნენ რა წირდებოდათ და რა არა, რამდენად კარგი იყო, ის რაც მოეწონათ, როგორ ფუნქციონირებდა და ა.შ. 
ერთი ეგაა, მე ცოტა არ იყოს მეცოდებიან ეგეთი ბავშვები, პატარაობიდან რომ ჭკვიანები არიან და მოვალეობების აქვთ, ისე რომ შეიძლება მაგათთან ლაპარაკი, როგორც ზრდასრულთან და ყველაფერს ადეკვატურად და ლოგიკურად აღიქვამენ. სულ მგონია, რომ ეგეთ ბავშვებს ჩვენ, დიდები ბავშვებობის დღეებს ვართმევთ, როცა ვეთანხმებით, რომ დიდებივით ჭკვიანები არიან და ყველაფერი შეუძლიათ.
































ამათ არ ვიცი, მერე გაუჩნდებათ ხოლმე თუ არა ნამდვილი, გულუბრყვილო ბავშვობის დანაკლისი, მე კიდევ ისე ხშირად მიგრძვნია.