Friday, November 20, 2009

იდეალიზმი,რომელიც არ მინდა იდეალიზმად დარჩეს და პროტესტი,რომელსაც არავინ ისმენს...

სასტიკად აღშფოთებული მოვედი. ..


ვინც მკითხულობთ,ნახავდით და გეცოდინებათ წინა კვირაში რომ ვწერდი,სამხატვრო აკადემიაში ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოს აღდგენის მოთხოვნით აქვია უნდა გაიმართოს თქო.აქცია გაიმართა, სტუდენტებმა ყვითელ ბარათებზე თავიანთი მოთხოვნები დაწერეს და უთხრეს აკადემიას რომ ჭირდებათ ადამიანური გარემო და ნორმალური სასწავლო პირობები. . .



მაგრამ დიალოგისთვის მოგეხსენებათ მინიმუმ ორი მხარეა საჭირო,სტუდენტებს კი რექტორმა,რომელმაც აქციის დროს საქართველოში არ იყო და Gგუშინ დაბრუნდა,უარი უთხრა, მოთხოვნებიც რა თქმა უნდა არავინ არ მოისმინა და წაიკითხა აკადემიის დერეფნებში მდგარი ძეგლების გარდა ხვალ ისევ იმართება მეორე აქცია. . . და ძAლიან არ მინდა მჯეროდეს,მაგრამ სავარაუდოდ იგივე შედეგით დასასრულებლად განწირული. . .



როცა მთელი ამ მოძრაობის შესახებ გავიგე, მართლა გამეხარდა,რომ ადამიანები უბრალოდ უკმაყოფილოები კი არ არიან და ელოდებიან,როდის მოვა ვინმე და რამეს შეცვლის,თვითონ ცდილობენ რაღაცის გაკეთებას. . .როცა უნივერსტეტში რეფორმა იყო და ლექტორები კიბეებზე აპროტესტებდნენ,არც მიფიქრია ამ ყველაფერში ჩავბმულიყავი, იმიტო რომ უნივერსტეტში ეგეთ ამბებში ბოლო წლებში გულისამრევი კარიერისტები ებმევიან,იმიტო რომ საპანიკოს ვერაფერს ვხედავდი,იმიტო რომ აქციები ზომაზე მეტად არასაჩემო საქმეა,იმიტო რო ეჭვი მქონდა ანგელოზები არც მეორე მხარეს იყვნენ და რეფორმა შიგადაშიგ აუცილებელია და კიდე ბევრი იმიტომ-ის გამო. . .

სამაგიეროდ,ახლა,როცა მაგისტრატურა გასაკეთებელი მაქვს,აქ სამუდამოდ დარჩენა არ მინდა და ადამიანური სწავლა მინდა,ვზივარ და ვფიქრობ რა და სად და როგორ უნდა ვისწავლო. . .



არადა,ჩვენ არც ნატო გვჭირდება ისე,არც ევროკავშირი და არც სხვა აუხდენელი ოცნებები,როგორც წესიერი განათლების სისტემა და პროფესიონალები. . .



მესმის რო იდეალიზმია,როცა გჯერა,რომ შენი და შენი თუნდაც 100 მეგობრის ხმა რამეს შეცვლის,მესმის რომ გია ბუღაძე არ ხვდება და არ შეხვდება სტუდენტებს,იმიტო რომ თავს ისედაც კარგად გრძნობს,მესმის რომ არ შეიძლება მარტო ცუდს ხედავდე და მუდმივად პროტესტით ცხოვრობდე,მაგრამ,არც ის არ შემიძლია ვისმინო,რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი,რომელიც ასევე სამხატვროში სწავლობს და სულ არაფერ კავშირშია ამ მოძრაობასთან,მიხსნის, 4 წელი არაფერი მისწავლია,მაგისტრატურა სადმე საზღვარგარეთ მინდა გავაკეთო და სამსახურის მოძებნა მანდ ძალიან რთულიაო?

Aარ არის აქ არც სამსახურის მოძებნა რთული და არც ნორმალური სასწავლებლის,რთული იმის აღქმაა,რომ შენ ქვეყანაში არ გეძლევა განვითარების საშუალება,რომ არ გისმენენ,რომ თვითკმაყოფილ მასად გაქცევენ და რომ აქციებს მარტო G,,მიშა გადადექის’’ მოთხოვნით მართავენ. . .



სანამ ბუღაძე საქართველოში ჩამოვიდოდა, ერთ-ერთ აქციის ორაგანიზატორს ველაპარაკებოდი და მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე ვფიქრობდით. . . მართლა არ მეგონა,თუ შეხვედრაზეც კი უარს იტყოდა. . .

ანი ამბობდა,რომ შეიძლება მთელ ამ ამბებს არანაირი შედეგი არ მოყვეს,მაგრამ როდესმე,რამდენიმე წლის მერე,როცა ვიღაცას ისევ შეაწუხებს ის,რომ სამხატვროში სტუდენტებს გათბობის,ბუფეტის,ტუალეტის,სტიპენდიების,სწავლის ხარისხის, ნატურების,ჩასარიცხი აპარატების, ლექტორების კლანური მეთოდით არჩევის, კრიტიკის მოუსმენლობის და არასწორად შედგენილი პროგრამების პრობლემები აწუხებთ და თან არავინ არ უსმენთ,უფრო გაბედულად და უფრო ხმამაღლა დაიწყებენ ლაპარაკსო. . .



იდეალისტებისთვის ცუდი არ არის,მაგრამ მთელი ცხოვრება იდეალისტი ვერ იქნები. . .

როცა არავის შენი იდეები და რესურსები არ ჭირდება,ან შენ ნაჭუჭში იკეტები,ან ჩანთას ალაგებ და უკეთესი გარემოს საძებნელად მიდიხარ. . .

მე ნაჭუჭი უკვე გამიმყარდა და ჩანთას მანდ ჩასალაგებლად ვამზადებ და არ მინდა ვფიქრობდე,სად მივდივარ,ღმერთო ჩემო თქოო. . .

მინდა მჯეროს,რომ ჩემი პოსტებიც,სტუდენტების აქციებიც, თქვენი ყურადღებაც ყველაფერი ერთად რაღაცას შეცვლის. . .