Thursday, November 19, 2009

სნობიზმი,მუზეუმოფობია და ფოტოგრაფთა მეორე ბიენალე სენას სანაპიროზე


წინა პოსტში ხო ვამბობდი,გამეფებული შეხედულებები არ მიყვარს თქო...

ერთ-ერთი ეგეთია,პარიზში რო ჩახვალ და აუცილებლად ლუვრში რო უნდა  შეხვიდე და  ზალცბურგში  რო ჩამოხვალ,აუცილებლად მოცარტის სახლი  ნახო...

 რა თქმა უნდა,ზოგს მართლა უყვარს კლასიკური მუსიკაც და მიქელანჯელოც,მაგრამ იმაში ვერ დამარწმუნებთ,რომ ზოგს უყვარს და დანარჩენები უბრალოდ არ სნობობენ. .




 შიგადაშიგ ალბათ მეც წავუსნობებ,მაგრამ არა მუზეუმების შემთხვევაში. . .მაგ შემთხვევაში უფრო წავუთავხედებ,კატეგორიულად ვაცხადებ ხოლმე რო არ მიყვარს დაკონსერვებული არსებები და ვეძებ ჩემ ალტერნატივებს. . .

პარიზში ალტერნატივა სენას ნაპირზე,ეიფელის უკან და Museum am Quai Branly-ის წინ დამხვდა.
მსოფლიო ფოტოგრაფების მეორე ბიენალე:გამოფენაზე 34ქვეყნიდან არც თუ ისე ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები იყო გამოფენილი,რომლებიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად უცნობ საზოგადეობაზე და სამყაროზე ყვებიან ამბებს,თანაც სულ ჭრელა-ჭრულა საინტერესოობებს სამხრეთ აფრიკიდან,ნიგერიიდან,მალაიზიიდან,ყაზახეთიდან,ბრაზილიიდან,მექსიკოდან,ალიასკადან და საიდან აღარ...

ეს არის ხალხი,რომლებსაც პროფესიონალიზმი დასამტკიცებელი აქვთ,ხალხი,რომლებსაც ევროპის ბაზარზე თავი აქვთ დასამკვიდრებელი და ხალხი,რომლებიც ყვება ხალხზე,რომლებსაც დასამტკიცებელი აქვთ რომ საინტერესო ცხოვრება აქვთ,რომ ცხოვრება მარტო სნობობა და სულელური კანონებით ცხოვრება არ არის,რომლებმაც ევროპას და დანარჩენ ხალხს უნდა უთხრან,რომ  ცხოვრობენ,არსებობენ და საინტერესოები არიან,რომ,რომ,რომ...

თუ ლუვრში არ გეჩქარებათ,ალტერნატივები და უცხო სამყარეობი გიყვართ,სავარაუდოდ ბიენალეს ოფიციალური საიტი გამოგადგებათ .აშკარად უფრო საინტერესო ფოტოებს ნახავთ,ვიდრე ჩემმა პოსტმა დაიტია