Monday, November 16, 2009

თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...





სანამ მე პარიზში ვიყავი, ბაბისა ჩემ ბლოგზე პოსტს წერდა და თქვენ კომენტარებს, თურმე ჩემი ბლოგი ბლოგროლზე ოცეულში მოხვდა, ხოოოდა, გამიკვირდა...


კიდევ, გამიკვირდა, რატომ არის პარიზი სიყვარულის ქალაქი... 

ორი დღე ვკითხულობდი სად არის აქ სიყვარული თქო, და სიყვარულის გზის ყველაზე კარგი მასწავლებელი იმდენად დაუნდობელი აღმოჩნდა, მითხრა წესით გულებშიო. . .


არადა, მე მიყვარს ხოლმე  სიყვარულის სუნს რომ ვგრძნობ...
კიდევ, მიყვარს, როცა ბევრი სივრცეა, გვერდით მეგობარი და ქუჩებში ფოთლებთან ერთად დაყრილი შთაბეჭდილებები. . .

და კიდევ, კონტრასტები...
პარიზიც კონტრასტული ქალაქია. . .
აქ ცხოვრობენ ლამაზი ხალხი...
ამ ხალხს ძალიან გემოვნებით აცვია და არსად არ ეჩქარება. . .

აქ ცხოვრობს  ხალხიც, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს სილამაზე და რომ კარგია, როცა ისე ცხოვრობ, არსად რომ არ გეჩქარება...
ეს ხალხი მეტროებში, სენას ნაპირებზე და ბარებში ცხოვრობენ და ზომაზე ბევრად მეტი არიან. . .
აქ არის მეტრო, რომელიც ყველაზე არალოგიკური, დახლართული და აუტანელია და კიდევ, ხალხი,რომლებიც ბედნიერი სახით ეწევიან ლამის მატარებელშიც კი. . .
აქ უზუსტესი თანაფარდობაა ფერად და თეთრ კანიანების. .

აქ არის სენა, რომელსაც უჩვეულოდ განიერი სანაპიროები აქვს და ისე მიმზიდველად გამოიყურება,
ფლეგმა უნდა იყო,ღვინის ბოთლი არ აიღო ,გემრიელად არ მოკალათდე და რამე სისულელეზე არ ილაპარაკო ბედნიერი სახით. . .
ხო გვაქვს თბილისში მტკვარი, რატომ არ დადიან ზედ ნავები და გემები და რატომ არის სანაპიროს ესთეტიკა მარტო ,,პუტანა დეიდებისთვის''?


პარიზს სასტიკად უხდება შემოდგომა, წვიმა და კრუასანის სუნი. . .
სამაგიეროდ არ უხდება ეიფელი :D
უფრო, სწორად, ალბათ უხდება, მაგრამ იმდენ ყურადღებას იქცევს, რომ დამთხვეული ტურისტები სულაც ვეღარ ხვდებიან როგორ  უხდება პარიზს შემოდგომა, რა კარგია, როცა ქუჩებში მარტო ლამაზები და კიდე უფრო ლამაზები დადიან და როგორ უხდება ღვინის დაცლილი ბოთლი და შენი სავსე დღე ერთმანეთს. . .
საერთოდ ვერ ვხვდები ხოლმე, როტომ ხდება ერთი კონკრეტული შენობა, ან ადამიანი,ა ნ მოვლენა რაღაცის სიმბოლო. . .

მაგალითად, ეგვიპტე ხომ ბევრად მეტია, ვიდრე პირამიდები, ამსტერდამი ბევრად მეტი, ვიდრე ბევრი ჰაშიში და რაღა პარიზი გონიათ ეიფელი?

რატომ არ უნდა ხოლმე ამ დამთხვეულ ტურისტებს, განსხვავებული გარემო სადმე სხვაგან ადამიანების სახეებზე, ქუჩის კუთხეებში, მაღაზიებში ეძებონ და არა იქ, სადაც აბორიგენი საერთოდ არ მოიპოვება. . .
მარტივად, ეიფელი ჩვეულებრივი ხრინგალია, რომლის ფუნქცია მარტო პარიზის ზემოდან უფრო კარგად დანახვა და სანამ ზემოთ ახვალ, კალორიების დაწვაა. . .

ხოო, ზემოთ რომ ახვალ და მიკოლოფებულ კორპუსებს დაინახავ, მიხვდები რომ გლდანი შორი არ არის და გლდანი გლდანი მარტო იმიტოა, რომ წინ ისეთი ლამაზი ბაღები არ აქვს და თავზე ეიფელი არ ადგას...


რაც შეეხება თბილისის ანძას, რა თქმა უნდა ჯობია ეიფელს, იმიტომ  რომ იმდენ დამთხვეულ ტურისტს ეგრე უსინდისოდ არ ტაცებს მთელ ყურადღებას და არ მოუწოდებს სნობობისკენ...

პარიზში ეიფელის კოშკებს ზანგები ყიდიან,  გემრიელ ნამცხვრებს ფრანგები...
მე გემრიელობები მიყვარს. . .