Sunday, February 22, 2009

შიზო-ფრენ-all-ლოგია

სად დევს ჩემი გაყვითლებული ადამიანებით სავსე ალბომი ?
-მტვრისგან დაჭმული შენი დღეებით გამოტენილი კარადის ბოლო თაროზე.
-უსწორმასწოროდ დაკიდებული გახუნებული მოგონებებიც გასასწორებელია,როდემდე უნდა იყოს ეგრე?
-ეგრე ვადაგასული ემოციებიც გადასაყრელია და შენ განწყობებსე გაბმული აბლაბუდებიც ჩამოსაცმენდია...
-დავიღალე ამ ფუსფუსით,ორ-სამ დღეში მაინც უნდა გამოვიხურო კარი და წავიდე და რა აზრი აქვს.
-ეგრეა როცა ძალიან დიდი დრო გავა რაც საკუთარი თავიდან გამოხვალ და ათას ერთმანეთის გადამკვეთ გზაზე დაიწყებ სიარული, აუცილებლად მოგენატრება შენი მშვიდი თავი, მყუდრო განწყობა, კეთილბოლოიანი ამბების მოსმენა და მონატრებისგან დაგავიწყდება მუხტი, რომელმაც საკუთარი თავიდან გამოგიყვანა და ის ამბები, რაც კეთილ ბოლომდე ხდებოდა შენს გამოსაკვებად მოხარშულ ამბებში და შენი თავისკენ მიმავალ გზას დაადგები…
გზაში ერთხელ მაინც რო გეფიქრა იმაზე, რომ შენ დატოვებულ ,,შენში’’ რაღაცეები შეცვლილი და გადაადგილებული დაგხვდებოდა, ალბათ ასე ძაან არ გემოულოდნელობებოდა ძველი ჩვევები დაბერებული მეზობლებივით რომ ვეღარ გცნობენ და ყველა შენი მეგობარი უკვე ჩამოყალიბებულია და შენსავით გადახლართულ გზებსე კი არა, ათასი გათვლითა და აწონით დაგებულ,ათას მათნაირის გატკეპნილ გზაზე დგას...
-ხო,მაგრამ მე არ მქონდა უფრო კომფორტული მე,რომ იქ წავსულიყავი,არადა მომწყინდა სხვებში ცხოვრება,ჩემ საკუთარ მეში მინდოდა დაჯდომა და დასვენება....


.................

უკომფორტულმეო პაციენტმა თავისი არაკომფორტული ,,მე\\'\\' კომფორტული მეს აუშენებლად დაკარგა...

...............

ახლა მეორე პაციენტი ოცნებობს მეზე,რომლის შემოსასვლელშიც იქნება აბრა წარწერით:
შემოსასვლელში დატოვეთ სახელები,გვარები, სოციალური სტატუსები და მდგომარეობები,მორალურ-მოქალაქეობრივ-სამსახურებრივი მოვალეობები და გარემოებებით გამოწვეული ახლობელ-მეგობრები...გამოაღეთ საკუთარი თავები, ჩამოხსენით საკიდებიდან ფერები და ემოციები...ჩაიცვით ისინი და ნუ იფიქრებთ გიხდებათ თუ არა...
აქ ყველა თანასწორია მზის,მუსიკისა და ერთმანეთის მიმართ...
მოკალათდით მოხერხებულად და მიირთვით სიმშვიდე და ცვლილებები საკუთარი თავებიდან...

..........................

პაციენტებზე საუბრისას ექიმები შენიშნავენ რომ არ არსებობს არანაირი მე და თქვენ,ისევე როგორც არ არსებობენ პაიენტები და რეალობა,სადაც ისინი შეძლებდნენ არსებობას.
ეს ყველაფერი სუბიექტური შეგრძნებებისა და დამოკიდებულებების ნაყოფია,რომლებიც თავისი მხრივ არ არსებობენ და ყველანაირი სუბიექტივიზმი,რომელიც გვაიძულებს ერთმანეთის ყოლასა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი დამოკიდებულებებისა და გრძნობების ქონას,აზრს კარგავს სწორედ თავისი და თავისი და თავისი ასრებობისთვის საჭირო გარემოს არარსებობის გამო...

............................


არაკომფორტულმეიანი პაციენტი სიცოცხლის ბოლო დღეებში დაჟინებით ითხოვდა ბაბიამისის მოქსოვილ ჭრელ,ორნამენტებიან წინდებს.როგორც თვითონ ამბობდა,სხვას არაფერს შეეძლო მისი გაყინული ფეხების გათბობა.

...........

ასაშენებელმეიანი პაციენტი იხსენებდა იმ გზას,სადაც შუქნიშნის ნაცვლად ცისარტყელა იდგა და რომელზეც ვერ გადავიდა,იმიტო რო შვიდივე ფერი ერთად ენთო,იმან კი არც ერთის მნიშვნელობა არ იცოდა;და ვერ იხსენებდა ადამიანს,რომელიც გზის იქით იდგა და რომელიც არ უნახავს,იმიტო რო გზაზე ვერ გადავიდა.

...........

ექიმები კი ვერ იხსენებდნენ ვერაფერს,იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ ყველაფერი,რისი გახსენებაც მათ შეეძლოთ არარეალურები იყვნენ,ისევე როგორც თავად ისინი.

პ.ს.მე უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებ პაპაჩემის სიკვდილის წინა ზაფხულს,როცა ერთად ვუსმენდით ბითლზებს