Tuesday, February 24, 2009

სააღდგომო კვერცხები



ეს კვერცხები მარტო სააღდგომოდ არა, სულ იყიდება.
ზამთარ-ზაფხულ.

ქალაქში, სადაც მოცარტი დაიბადა და მე ერთი წელი ვცხოვრობდი, ძალიან, ძალიან ბევრი პატარა, ვიწრო ქუჩაა, მარჯვნივ და მარცხნივ ტურისტების გულთამპყრობელი მაღაზიებით.

ზუსტად იქ, ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის პატარა ვიწრო ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ ფერად-ფერადი სააღდგომო კვერცხები წელიწადის ნებისმიერ დროს.