Showing posts with label კრეატივი. Show all posts
Showing posts with label კრეატივი. Show all posts

Sunday, April 18, 2010

ელექტრონავტები 2009



წელს მესამედ ჩატარდა.
მე პირველად ვიყავი.
ამბობენ რომ პირველიდან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა, უფრო მეტი აკეთებს უფრო კარგ მუსიკას, ვიდრე ადრე.
მომეჩვენა, რომ  ვინც გაიმარჯვა, არაფერ  შუაში არ იყო. თვითონ თქვა ბევრს ვმუშაობდი ბოლო ერთი წელი და მეკუთვნოდაო.
მეგონა, რომ ნომინაციები უფრო მუსიკოსებზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, თორემ საუკეთესო მხარდამჭერი კომპანია მარლბოროა თუ რედ ბული, დიდად არავის ადარდებს.
დაჯილდოებები გაკვეთილების ჩაბარებასავით არის.
სულ რამდენიმეს მოაყოლებენ გაკვეთილს და სულ რამდენიმეს დააწერენ შუბლზე წითელ ხუთიანს.
ყველაზე კარგად თვალში ტუსიას ხუთიანი მომხვდა, იმიტომ  კი არა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი ტრეკის ავტორი უპირობოდ ეგ იყო, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან დახვეწილია, ძალიან საყვარლად დაიცვა დაცვისგან თავისი სცენაზე ამოსული ალკოჰოლით გაბედნიერებული მეგობარი, იმიტომ რომ არ უთქვამს, ბევრი ვიმუშავე და დავიმსახურეო, თქვა ბევრი მადლობა სერგისო.

ხოოდა, ეგ ყველამ თქვა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ყველა ამბობდა, რომ აუცილებელია ტარდებოდეს ელექტრონავტები და როცა ყველამ იცოდა, რომ სერგისთვის მადლობა უნდა ეთქვა.
ხოოდა, ბედნიერებაა, როცა რაიმე სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხარ. როდესმე თუ გავხდი რაიმე სფეროში ეგეთი, მერე აუცილებლად მეც გადავუხდი მადლობას სერგისაც და სხვებსაც.

ისე, რას ვერჩი ჩემ თავს?
ბოლო სამი დღეა ისეთი პროდუქტიული ვარ, თვითონ მიკვირს.
ასე თუ გავაგრძელე, სამი წლის მერე ბევრად პროდუქტიული და სხვა, უფრო განსაკუთრებული ჟღერადობის ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ.
მერე საუკეთესო მხარდამჭერი კომპანია მარლბორო იქნება, და საუკეთესო ელექტრონავტი ვინმე ისეთი, არაფერ შუაში რომ არ იქნება ჩემი აზრით.
თვითონ იტყვის, დავიმსახურეო და დაუკერებენ.
მოკლედ . სულ ერთი და იგივე ამბები ხდება დედამიწაზე.

ხო, გუშინაც არანაკლებ საინტერესო ამბები ხდებოდა, ვიდრე გუშინწინ, მაგრამ ყველაფრის მოყოლა მეზარება.

Saturday, March 6, 2010

ჭრელი კაბების მაღაზია

აი ასე. როდესღაცა, რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი ორი მეგობარი  ჩემთან ჩაის სმის  ცერემონიალზე ისეთ ამბებზე ვლაპარაკობდით, ჩაის სმას,  სამ გოგოს  და გაზაფხულს რომ უხდება. 
ხოო, მაშინაც გაზაფხული იყო და მე ძალიან მინდოდა გამეხსნა ჭრელი კაბების მაღაზია. მერე  გაზაფხულობით მე და ჩემ მეგობრები აღარ ვიწუწუნებდით, რა ძნელია თბილისში რამე ადამიანურის მოძებნა ისე, რომ ძალიან ბევრი ფული არ გადაიხადო. 
თან იქვე ჩაის ალტერნატიულ მექას მოვაწყობდი და ასე. 

მერე მივხვდი, რომ მართლა ძალიან კარგი იდეაა ჭრელი კაბების მაღაზია, სადაც არა  მარტო ჭრელი კაბები, ზოგადად ლამაზი რამეები გაიყიდებოდა, მხიარული და ლამაზი. და იქვე გვერდზე კაფეში,   ლამაზი და ფერადი რამეების მოყვარულები, ყავის და ჩაის არომატში ერთმანეთის და მოდის ამბებს მოყვებოდნენ.
რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან მე ვიქნებოდი. მოკლედ, აღვფრთოვანდი, გადავირიე და გადავწყვიტე რომ როდესმე აუცილებლად უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ჭრელი კაბების მაღაზია.

მერე  ბევრი დრო გავიდა და ვინაიდან მე ჯერ კიდევ არ მიშოვია  ბევრი ფული სურვილების ასასრულებლად,  ჩემი იდეის რეალიზება მარტო ისაა, რომ თითქმის ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ  როდესმე აუცილებლად მექნება ჩემი ჭრელი კაბების მაღაზია.


 გამომდინარე იქიდან, რომ მე მარტო იდეები მომდის და არანაირი წარმოდგენა არ მაქვს შემოსავალზე, გასავალზე, გადასახადებზზე,იმპორტზე, რეალიზებაზე და მსგავს ამბებზე, არავინ არ იცის, როდის მექნება მაღაზია, სამაგიეროდ მაქვს მოფიქრებული,როგორი უნდა იყოს ვიზუალურად, ვიცი,რა გაიყიდება გვერდზე კაფეში და ასე შემდეგ.
.

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თორნიკე და გავხსნათ ბოლო-ბოლოო და გამიჩნდა 1200 კითხვა, რომლების გამოც ვწერ პრინციპში ამ პოსტს.


გარდა იმისა, რომ ღია ვარ ნებისმიერი  რჩევის და იდეის მიმართ, მაინტერესებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს  ჭრელი კაბების მაღაზია, ან სად იქნება უფრო სტრატეგიული, ტერიტორიული თვალსაზრისით და კიდევ, ხომ არ ჯობია გააკეთო ონლაინ მაღაზია და კრუასანების სუნი და ჭრელი ინტერიერი დაივიწყო,იმიტო რომ კომერციული ფართები კატასტორფულად ძვირი ღირს.

მოკლედ, თქვენი აზრების მომლოდინე მე,საავტორო უფლებას ვადებ იდეას : )

Thursday, February 4, 2010

მოსკოვური ღამეები და გერდ ლუდვიგი

სულ რამდენიმე საათის წინ ვიპოვე,შემთხვევით,ხვალ მუზამეზე დასაწერ მასალას ვქექავდი და საიდანღაც გამოჩნდა.უცნაური კაცია,სახელადაც და გვარადაც სახელი აქვს,ადრე გერმანულ ლიტერატურას,სოციალურ მეცნიერებებს და ფიზიკასაც კი სწავლობდა,მერე სკანდინავიის ქვყნებსა და ჩრდილო ამერიკაში მებაღეობდა,მშენებლობდა,მეზღვაურობდა და მიხვდა რომ ამდენი სიარულისას სუვენირები უნდა შეეგროვებინა სამშობლოში ჩასატანად.ფოტოაპარატი იყიდა და გერმანიაში დაბრუნებულმა არა მარტო უამრავი სუვენირად ქვეული კადრი,არამედ გადაწყვეტილებაც ჩაიტანა,რომ ფოტოგრაფიის სწავლას იწყებდა.


მშობლების აღფრთოვანებას არ დალოდებია,ისე დაამთავრა ესენის ფოტოგრაფიის უნივერსიტეტი,ერთ-ერთი პირველი გერმანული ფოტოსააგენტოს vision-ის  დამაარსებელი გახდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფოტოგრაფად ითვლება.წარმატებულობის,გამორჩეულობის და პოპულარობის ბევრი კრიტერიუმი არსებობს და მე ვერცერთს ვერ ვენდობი ხოლმე სიმყიფის და ცვალებადობის გამო. ამიტომ მე ჩემი არანაკლებ მყიფე,მაგრამ ჩემი კრიტერიუმები მაქვს: გერდის შემთხვევაში,ის რომ ძალიან ადრევე მიხვდა,ფოტოებით იმაზე მეტს მოყვებოდა,ვიდრე რომელიმე მეცნიერების საფუძვლიანი შესწავლით,მერე ის,რომ რომ ახალგაზრდობაში ოცნებობდა,პირველი ფოტოგრაფი ყოფილიყო,ვინც მთვარეზე გაფრინდებოდა,ეგრეა,თუ რამე ძალიან დიდზე არ ოცნებობ,დიდს ვერაფერს მიაღწევ და მთავარი იმიტომ,რომ ძირითადად მუშაობს სოციალური ცვლილებების დაჭერაზე გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
თუმცა ამჯერად უნდა მოგიყვეთ ფოტოებზე,რომელიც გერდმა მოსკოვში გადაიღო.


მოსკოვი ჩემთვის სულ არის საშინელი ქალაქი,რომელიც ასოცირდება წითელ მოედანთან,სკინჰედებთან,საშინელ ყინვასთან,სოციალიზმთან და სულ ვამბობ,რომ მანდ ყველაზე ბოლოს წავიდოდი. სხვებისთვის არის საბჭოთა კავშირის სიმბოლო,უდინამიკო,რიტმის და ინდივიდუალიზმის გარეშე წლების განმავლობაში მცხოვრები დიდი ქვეყნის დიდი დედაქალაქი.

გერდმა კი გვაჩვენა,რომ არ არსებობს ქალაქი,რომელიც ერთი რომელიმე ცხოვრებით ცხოვრობს და რომ გამონაკლისი არც მოსკოვია.აქ ერთდროულად ნახავ დიორის მაღაზიისკენ მიმავალ ლედის და ყინვისგან რკინიგზის სადგურზე გაყინული მათხოვრის დამხმარე ექთანს.ეს ჩვეულებრივი ქალაქია
უელიტარულესი რესტორნით მოცარტით ცენტრში და გოთიკ კლუბი იდეალიზმით შეპყრობილი მოდეპრესიულო ახალგაზრდებით,
ელიტარული ბორდელით და გეი კლუბით,აბანოში თევზის და ლუდისთვის შეკრებილი მეგობრებით და საბჭოთა კავშირის დროს ოპოზოციონერი მხატვრებით,რომლებიც ახალ ბედნიერები ხატავენ იმას,რაც უკვე ტაბუ აღარ არის.აქ,ისევე როგორც ყველგან ბებიები საღამოობით ტელევიზორს არიან მიშტერებულები და შვილიშვილები ვირტუალურ ქსელებშიიყვნენ გახლართულნი,აქ ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და ცხოვრება ზოგისთვის დიორსა და არმანს შორის არჩევანის გაკეთებაა,ზოგისთვის ნათლისღებას გაყინულ წყალში ბანაობა,ზოგისთვის სოციალიზმის ნარჩენებთან ბრძოლა,ან სულაც ნაციზმის მრწამსად ქცევა.
მე სიამოვნებით მოვუყვებოდი გერდის შესახებ ყველა იმ ადამიანს,რომელიც ბავშვობიდან გვეუბნებოდა რომ არსებობს ორი რუსეთი და იმათაც,ვინც გვეუბნებოდა რომ რუსეთში მარტო არყით ცხვირდაწითლებული ივანუშკები და ქართველ კაცებზე მეოცნებე გრძელფეხება ქალები ცხოვრობენ და იმათაც,რომლებისთვისაც პუტინსაც კი დოსტოევსკის მადლი ფარავს,მაგრამ ახლა ეგეთი არავინ მახსენდება,ამიტომ თქვენ მოგიყვებით,თქვენ კი თუ ვინმე მსგავსი მოგეპოვებათ სადმე, ბლოგი დაულინკეთ :)

ხოო,თუ პოსტი აქტუალური აღმოჩნდება,მერე გერდის მეორე პროექტსაც დავდებ,რომელიც ასევე რუსეთში განახორციელა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ასახავს და არანაკლებ საინტერესოა,ვიდრე მოსკოვური უძილო ღამეები

Tuesday, September 29, 2009

სოციალისტური ეროტიზმი

  ოლაფ მარტენი პირველად ყურადღების  ცენტრში  ბერლინის სოციალისტურ ნაწილში გადაღებული ეროტიკული ფოტოებით მოხვდა.

ამბობენ რომ მის ფოტოებში იგრძნობა ,რომ
აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდa.
თვითონ ამბობს,რომ სოციალიზმის პირობებში ცხოვრება გარკვეული ბიძგი აღმოჩნდა   კრეატიულობის გასაღვიძებლად...


როცა სექსუალურობა ტაბუა,ეროტიკულ ხელოვნებას არავინ აკეთებს, არ არსებობს მაგალითი და კონკურენცია, გარე სამყაროდან მხოლოდ ფილტრირებული ინფორმაცია მოდის,ჯდები და იწყებ ფიქრს და ნელა და მშვიდად პოულობ შენ საკუთარს...


ასეთ პირობებში უფრო ადვილია მუშაობაო,ირწმუნება...

ორიგინალურობაც გარკვეულ წილად გროთესკია,იმიტომ რომ დროს პრინციპში არც იცნობდა ვინმე ისეთ ხელოვანს,რომელსაც ამსზე შეიძლებდა გავლნა მოეხდინა...



თავიდან,როცა ფოტოგრაფირება დაიწყო,ჩვეულებრივ ბინებში საკუთარ ქალებს,მეზობლებს,მეგობრებს,ქუჩიდან მოყვანილ ხალხს უმიზნებდა ობიქტივს...ახლა მოდის ფოტოგრაფია და ამბობს,რომ ინდივიდუალურობის შენარჩუნება აუცილებელია და მისი სტილი არ არის ყველა გადაღება 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ელვარებაში მოაწყოს...ამოტომაც ერთ-ერთი ბოლო გადაღება ბაქოში,ნავთობის სუნზე ქონდა...აფსოლუტურად შეუფერებელი გარემო უკეთ უსვამს ხელს იმას,რისი პრეზენტირებაც გინდა..

ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოვლენებია,რაც მოულოდნელად ხდება...მარადიული კონტროლი და დაგეგმვა,კონცენტრირება იმაზე,რომ კლიენტი 100პროცენტით კმაყოფილი უნდა იყოს,ქმნის სამყაროს,სადაც შემთხვევითობების ფობია არსებობს...

ამოსავალი წერტილი მარტო ადამიანი შეიძლება იყოს,მისი გაქცევა  ყოველდღიურობიდან...

მარტენისთვის ადამიანებისთვის შექმნის სამყაროში სამი ძალა არსებობს: დაბადება,სიკვდილი და სექსი. ფოტოებზე ხშირად ჩანს ქალებისა და კაცების ძალის დაპირისპირება,პროვოცირება...

ხელოვანი იძულებულია ყოველ ახალ დღეს უკეთესმა გაიღვიძოს.თვითონ ხელოვნება შესაძლებობებიდან,ბევრის კეთებიდან მოდის...უკეთესად ქცევა კი ნარკოტიკია...

მიუხედავად იმისა,რომ ხელოვანი თავის სამყაროს ქმნის,მისთვის რეალობა ყველაზე კარგი ადგილია...

ხშირად ეუბნება თავის სტუდენტებს რომ კომპიუტერთან ავატარს ამოფარებას,მოკიდონ ვინმე გოგოს ხელი,იარონ მასთან ერთად,ვინც უყვართ,შექმან თავიანთი რეალობა,აიგონ სამყაროსგან ის,რაც ჭირდებათ და როცა დაბერდებიან და ამ ყველაფერს კადრების სახით ნახავენ,მიხვდებიან,რომ იცხოვრეს,რომ ცხოვრება სიამოვნებაა...


მყარი საგნები უყვარს და იცის რას ნიშნავს,როცა ცხოვრობ საკუთარ ქვეყანაში უსახლკაროდ...ზუსტად იმიტომ,რომ ბერლინის სოციალისტური ნაწილს მთელი სიმყარე გამოაცალეს,ახალი კანონებით,ახალი ცხოვრების წესით,ახალი ფასეულობებით ზუსტად ის შეცვალეს,რაც მყარია და მარტო ნელ ცვლილებებს ექვემდებარება...მას მყარი ხასიათის,მდგომარეობის საგნები უყვარს და არა იმის ყურება,როგორ იცვლება გარემო,ან ძველდება კედელი...

ალბათ ამოტომაც დაიწყო სოციალიზმის პირობებში სიყვარულით,ქალურობით და ეროტიულობით პროვოცირება... 

ზოგი ამბობს,რომ მისმა ფოტოებმა დროის სულის ხატები შექმნეს,ზოგი ფიქრობს რომ უბრალოდ კომერციული ნაგავია..თვითონ ომერციულ ნაგავსა და მაღალ ხელოვნებას შორის ზღვარს დადებას თითიდან გამოწოვილად თვლის,ამბობს,რომ კომერციული ნაგავიც ხელოვნებაა და მუზეუმებში დაობებულ ნახატებს ადვილად უწევს კონკურენციას...



თავის მხრივ არც ერთ ფოტოს არ გაანადგურებდა დედამიწის ზურგზე,იმიტომ რომ ცუდი ფოტოები თვითონ ინადგურებენ საკუთარ თავს...

სამაგიეროდ ენატრება ფერწერა...განსაკუთრებით იტალიური...


მიუხედავად მისი პროვოკაციულობისა,სარკაზმისა და მის შესხებ არსებული განსხვავებული აზრებისა,არსებობს ფრაზა,რომელიც მე თუ მკითხს კაცი,ყველაზე მეტად შეეფერება მარტენს:

,,მისი ფოტოები ცივს არავის ტოვებს''...


p.s. ეგეც ოფიციალური გვერდი.

Friday, September 4, 2009

graffiti



გრაფიტზე პიკასოს რიგით მესამე ბლოგზე დავწერე გუშინ და ვიფიქრე,ჩემთანაც დამეწერა რამე.

საზოგადოების კუთვნილ კედლებზე შესრულებული წარწერები და ნახატები და ნაკაწრები საზოგადოების მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმება.
ზოგისთვის ვანდალიზმია (სავარაუდოდ ფიდელ კასტროსთვის),ზოგისთვის ხელოვნების დარგი ან თვითგამოხატვის საშუალება.

გამოიყენება სოციალური გზავნილებისთვის, რეკლამებისთვის, ნაცრისფერი გარემოს გამხიარულებისთვის.

ზოგადად გრაფიტი არალეგალურია,მარტო ბერლინის მთავრობა წლის განმავლობაში საკმაოდ კოლოსალურ თანხას გზავნის ბიუჯეტიდან გრაფიტით ,,დამახინჯებული'' კედლებისთვის ჩვეული იერსახის დასაბრუნებლად და მაინც, ბერლინი ნიუ იორკის შემდეგ ამსტერდამთან ერთად გრაფიტის ერთ-ერთი სავანეა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი და სიმბოლურ-შინაარსობრივად დატვირთული გრაფიტთა შორის,სწორედ ბერლინის კედელი იყო.
ორად გაყოფილ გერმანიაში ახალგაზრდობა ქვეყნის გაყოფისადმი პროტესტს მისი სიმბოლოს ბერლინის კედლის გაფერადებით და მასზე ანტისაბჭოთა ლოზუნგების წერით გამოხატავდა.
















მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოკ კულტურა, გრაფიტი და ბრეიკდასი ჩემი კულტურა არ არის, არის რაღაც, რის გამოც გრაფიტი სიამოვნებით ჯდება ჩემი ინტერესების სფეროში.

ზოგადად ეს არის ცოცხალი ხელოვნება, რომელთან საზიარებლადაც აუცილებელი არის ზიარება და რიტუალები,  ხელოვნება ისე გახდა, არც უფიქრია ხელოვნებაზე, თავისი ხასიათიდან გამომდინარე იწყება ნულიდან და მზად არის ისევ ნული გახდეს,  ყოველდღიურობის ანარეკლია და შეუძლია ვიღაცას ყოველდღიურობა შეუცვალოს.

თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების ერთ-ერთი საშუალება, მეგობრებთან ერთად დალევის ალტერანტივა, ჩვევა, რიტუალი, ახირება...
კ გეტოს გარღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცა.
ისე, როგორც ბერლინის მოხატული კედელი ან რამდენიმე წლის წინ თბილისში გამოჩენილი ,ნაკლებად მასშტაბური მაგრამ შემთვის პირადად არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყვარელი პირველი სტენსილები.



















რიგ ქალაქებში არსებობს კედლები,სადაც ხატვა ნებადართული და ლეგალურია...თუმცა,როგორც გრაფიტების მკეთებლების ნაწილი ამბობს, გრაფიტის გალეგალება სულაც არ არის საჭირო, რომ არ დაეკარგოს თავისებურობა რაც აკრძალულ ხილს ახლავს. თან  გრაფიტი, როგორც პოლიტიკური ან სოციალური პროტესტის გამოხატვის საშუალება, აზრს დაკარგავს და პაროდია გახდება.
დაახლოებით ისეთი, რუსთავი 2 და პირველი არხი რომ თავისუფალი სიტყვის არარსებობაზე დაიწუწუნებენ.







ანიმ თქვა, რომ ჩემ
ჩამოსვლამდე
ამ ფოტოს გამოჭრის და თბილისში ჩამოსულს რომელიმე კედლზე ჩემი თავი მექნება მექნება მოსაძებნი...

მე მომწონს ანის გაკეთებული სტენსილები.





 გრაფიტი ამბობს,რომ ცხოვრებაში მოსაწყენად მიზეზი არ არსებობს და არ უნდა ელოდო,ვინ რას შემოგთავაზებს..დაკავდი თუნდაც არალეგალური ჰობებით და იქნებ როდესმე პროფესიონალი ან ხელოვანი გახდე :))))))))

ან იპოვე ფერადი ავტობუსი და იმოგზაურე სიყვარულის და ბედნიერების ბილეთით და გჯერდეს ყვითელი ყვავილების ძალის...







Wednesday, April 15, 2009

ფერები

ვიმაიმუნე.
თქვენ შეგიძლიათ 10 განსხვავება იპოვოთ ან რამე უკეთესი მოიფიქროთ.


Tuesday, April 14, 2009

Kinderland ანუ იდეალური ადგილი ბავშვებისთვის და ზღაპრებისთვის














                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      cina kviras,roca  aranairi gegam ar mqonda,sad  sheizleba  cavcancalebuliyavi,mivige  shemotavaseba,kinderlandshi mivdivart avstriashi da tu ginda camodio...zaan mesareboda rame sxvis mofiqreba, da vifiqre davubrundebi bavshvobas,jandabas tqoo...mara rac iq vanxe yvelaferi iyo chemi bavshvobis garda,ertaderti,rac saerot vnaxe,citelquda iyo...eg ki mgoni afrikelma bavshvebmac ician...mokled,martla yvelaferi iyo,rac sheizleba bavshvs uyvardes da  ritic sheizleba gaarto...indoelebidan da amerikeli kovbeodidan dacyebuli,gijuri atraqcionebi,pacacuan mdinareshi mocurave   navebi da  zgapris gmirebis saxlebshi   kedlidan  cakitxuli saxlebi.,.. da kide,es soko saxlebi...mokled,yvela egetshi tito ojaxi cxovrobs,da isini profesiuli nishnit arian gansxvavebulebi,magalitad   rqimis saxlidan mudam esmis bavshvs,kbilebi dgeshi 2jer unda gaixexo,tore  rogorc  chven tagunias atkivda,shenc ise dagemartebao...xarazi ambobs,tu axali   fexsacmeli jer ar giyidiat  ,zveli daxevamde ar miiyvanot,maleve momitanet da  axalivit dagibrunebtoo da  ase,bavshvic dadis da  tavisdauneburad  ragaceebs scavlobs( an zombdeba,gaachnia rogori tvalit shevxedavt)...magram me agmzrdelobit funqciebse imdenad  ar  gamimaxvilebia yuradgeba,ramdenadac tviton vizualurma mxarem momxibla,yvelaferi imdenad naturaluri da    lamasia,znelia   sastikad ar mogeconos....
zustad egeti ragaceebis gamoa,ro vizaxi,bavshvi ro meyoleba kide ertxel  camoval germaniashi-tqoo...aq imdeni ramea bavshvebistvis ro zalian advilia chkvianebi   gasardo da  xshirad  dainaxo magati  bedneiri saxe....rato  ar sheizleba vinmem celicadshi xutjer parlamentis  cin  jdomis  nacvlad, rame cesierse ifiqros..