Friday, September 4, 2009

graffiti



გრაფიტზე პიკასოს რიგით მესამე ბლოგზე დავწერე გუშინ და ვიფიქრე,ჩემთანაც დამეწერა რამე.

საზოგადოების კუთვნილ კედლებზე შესრულებული წარწერები და ნახატები და ნაკაწრები საზოგადოების მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმება.
ზოგისთვის ვანდალიზმია (სავარაუდოდ ფიდელ კასტროსთვის),ზოგისთვის ხელოვნების დარგი ან თვითგამოხატვის საშუალება.

გამოიყენება სოციალური გზავნილებისთვის, რეკლამებისთვის, ნაცრისფერი გარემოს გამხიარულებისთვის.

ზოგადად გრაფიტი არალეგალურია,მარტო ბერლინის მთავრობა წლის განმავლობაში საკმაოდ კოლოსალურ თანხას გზავნის ბიუჯეტიდან გრაფიტით ,,დამახინჯებული'' კედლებისთვის ჩვეული იერსახის დასაბრუნებლად და მაინც, ბერლინი ნიუ იორკის შემდეგ ამსტერდამთან ერთად გრაფიტის ერთ-ერთი სავანეა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი და სიმბოლურ-შინაარსობრივად დატვირთული გრაფიტთა შორის,სწორედ ბერლინის კედელი იყო.
ორად გაყოფილ გერმანიაში ახალგაზრდობა ქვეყნის გაყოფისადმი პროტესტს მისი სიმბოლოს ბერლინის კედლის გაფერადებით და მასზე ანტისაბჭოთა ლოზუნგების წერით გამოხატავდა.
















მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოკ კულტურა, გრაფიტი და ბრეიკდასი ჩემი კულტურა არ არის, არის რაღაც, რის გამოც გრაფიტი სიამოვნებით ჯდება ჩემი ინტერესების სფეროში.

ზოგადად ეს არის ცოცხალი ხელოვნება, რომელთან საზიარებლადაც აუცილებელი არის ზიარება და რიტუალები,  ხელოვნება ისე გახდა, არც უფიქრია ხელოვნებაზე, თავისი ხასიათიდან გამომდინარე იწყება ნულიდან და მზად არის ისევ ნული გახდეს,  ყოველდღიურობის ანარეკლია და შეუძლია ვიღაცას ყოველდღიურობა შეუცვალოს.

თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების ერთ-ერთი საშუალება, მეგობრებთან ერთად დალევის ალტერანტივა, ჩვევა, რიტუალი, ახირება...
კ გეტოს გარღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცა.
ისე, როგორც ბერლინის მოხატული კედელი ან რამდენიმე წლის წინ თბილისში გამოჩენილი ,ნაკლებად მასშტაბური მაგრამ შემთვის პირადად არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყვარელი პირველი სტენსილები.



















რიგ ქალაქებში არსებობს კედლები,სადაც ხატვა ნებადართული და ლეგალურია...თუმცა,როგორც გრაფიტების მკეთებლების ნაწილი ამბობს, გრაფიტის გალეგალება სულაც არ არის საჭირო, რომ არ დაეკარგოს თავისებურობა რაც აკრძალულ ხილს ახლავს. თან  გრაფიტი, როგორც პოლიტიკური ან სოციალური პროტესტის გამოხატვის საშუალება, აზრს დაკარგავს და პაროდია გახდება.
დაახლოებით ისეთი, რუსთავი 2 და პირველი არხი რომ თავისუფალი სიტყვის არარსებობაზე დაიწუწუნებენ.







ანიმ თქვა, რომ ჩემ
ჩამოსვლამდე
ამ ფოტოს გამოჭრის და თბილისში ჩამოსულს რომელიმე კედლზე ჩემი თავი მექნება მექნება მოსაძებნი...

მე მომწონს ანის გაკეთებული სტენსილები.





 გრაფიტი ამბობს,რომ ცხოვრებაში მოსაწყენად მიზეზი არ არსებობს და არ უნდა ელოდო,ვინ რას შემოგთავაზებს..დაკავდი თუნდაც არალეგალური ჰობებით და იქნებ როდესმე პროფესიონალი ან ხელოვანი გახდე :))))))))

ან იპოვე ფერადი ავტობუსი და იმოგზაურე სიყვარულის და ბედნიერების ბილეთით და გჯერდეს ყვითელი ყვავილების ძალის...