Friday, September 18, 2009

მე ასე

ჯერ უნდა წაიკითხოთ ამის ქვემოთ მდებარე პოსტი,მერე ამობრუნდეთ აქ...


რატომ, რომ გააკეთებთ,თვითონ მიხვდებით


გუშინ რაღაცის დაწერა მინდოდა და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ შემდეგი პოსტი მე100ე  იქნებდა...
და მე ასე ვიფიქრე, რომ მეასე პოსტს მე არ დავწერდი...
და მე ისიც ვიფიქრე, მე  თუ არა, მაშინ თამთა დაწერდა...

თამთა კეთილია და დავწერო...
მე კიდევ  დღეს მთელი დღე ველოდებოდი, არადა, გუშინ ვუთხარი, როცა გინდა, მაშინ დაწერე თქოო..


ბლოგი რომ  გავაკეთე, მარტო ფოტოებს და ძველ ნაწერებს ვდებდი...
ფოტოებს იმიტომ რომ  ჩემებს გაგზავნის გარეშე ენახათ,
ძველ ნაწერებს იმიტო რომ ჩემი ძველი ,,მე''
მენახა...
და არ მეგონა თუ მკითხველები ასეთი მნიშვნელოვანი იყო, თუ როდესმე მეასე პოსტი დაიწერებოდა, თუ არ მომწყინდებოდა, თუ უცხო ადამიანები არაუცხოები გახდებოდნენ...

მერე გავშინაურდი, გამოვმზეურდი, გამოვეფინე და ახლა უკვე ჩემ თავს ვდებ კვირაში რამდენჯერმე...

იმიტომ რომ წერა მეც მიყვარს, ჩემ ნაწერს რომ კითხულობენ ის მიყვარს და კიდე ჩემი თავი მიყვარს...

სახლი ჩემი ახირებაა...
სახლი განწყობაა, შენაა, სიმყუდროვეა და
ზოგჯერ სახლის გარეშეც სახლია ან სახლშიც არ არის სახლი...
მიწაზე მარტო შენი სახლი არა, მეც ვარ, მიწა ჩემი სტიქიაა, და როცა მიწას ვერ ვგრძნობ, დაუცველობის სინდრომი მიპყრობს...

ვარსკვლავები მთიდან და ჩემი ბავშვობის ღამეებიდან ყველაზე ახლოს ჩანს...
წითელი რა ალმადოვარის, ჩემი ფერია
და
ფოთლებში ჩაწოლა ჩემი საშემოდგომა რიტუალი...

ჩვენი საერთო ქვეყანა არანორმალურად მენატრება და არავინ არ იცის რატომ...
ისეა რა, რომ გიყვარს და არ რატომ, არამედ ხო...

კითხვები ყოველთვის ჯობია პასუხებს....

და იდეალურია მდგომარეობა, როცა არ ლაპარაკობ და ხვდები როგორ  დაფრინავენ იმპულსები, ემოციები, შეგრძნებები...
როცა იცი რო მფრინავ არსებებს ისრუტავ და ინახავ...

ჩემი სახელი...უცნაურია...
საიდან უნდა მცოდნოდა...
მე მარტო ის ვიცი, რომ ჩემს გარდა არსებობს ნასტასია ფილიპოვნა და იმედს ვიტოვებ რომ არც იდიოტის თანაგრძნობის და არც რასკოლნიკოვის დანის მსხვერპლი არ გავხდები...

ბერძნული წარმოშობის ისე დედაჩემიცაა...


თბილისში სულ მეცოდებოდნენ ყვავილების გამყიდველი ქალები და მეგონა რომ ყვავილებს კი არა,თავიანთ ქალურ ეგოს ყიდდნენ და სახლში მაგათ ნაცვლად საღამოობით ხურდები მიჩხრიალებდნენ...და კიდევ, ვფიქრობდი, რომ ქალები ყვავილებს არ უნდა ყიდდნენ, მარტო აივნებზე და ეზოებში უნდა ახარებდნენ და კიდევ,  საჩუქრებად იღებდნენ...
ესენი ყვავილებს ფუტკრებივით დაბზუიან თავზე და თვალები არ ვიცი...



აბსოლუტური ალბათ იშვიათად და ცოტა, მირაჟები რომ იწყება ხოლმე ...ან არც...

მე თითქმის სულ გულახდილი ვარ და გიჟები მიყვარს, იმიტომ რომ სადაც გიჟებია, იქ აუცილებლად გადაუფრენს ვიღაცა გუგულის ბუდეს და იქ ნაკლები ნორმებია...

მთა იმიტოა უფრო მაღალი, რომ  მე მიყვარს...

თავისუფლება - როდესმე მოვიფიქრებ...
ისე, ხარანაული ჭკვიანია და მიყვარს...

ფერები
და კარეც...
ფერები მაქვს, კარე კიდევ  კაი ხანს არ მექნება, თმის შეჭრა აქ კატასტროფულად ძვირია...

ფერები ჩემთვის მრავალია, არამოსაწყენია, სხვადასხვაა, ალტერნატივაა, არჩევანია...

გაზრდა რა ვიცი...
ამ ბოლოს ხშირად მესმის...არადა, ვერ ვრძნობ...დღეს ვფიქობდი 2 თვეში ორი 2-ის გავხდები  და ისევ ვჭყლოპინებ...ისიც არ ვიცი,უნდა გავიზარდო თუ არა, ან როგორ უნდა, მოკლედ  მაბნევს...

ხო, ჭყლოპინი ის არის, ბავშვები თან რომ იცინიან და თან რომ ლაპარაკობენ და რომ არ იციან,რას აკეთებენ...
ხარანაულის თავისუფლებასავით არის...
და როდესმე აუცილებლად ნახავ აჭყლოპინებულ ნასტასიას...

ეგ კიდე უფრო ადვილია, ვიდრე ბლოგზე მოწვეული სტუმრობა...


პ.ს.
გუშინ გითხარი,მოულოდნელობა გემრიელია თქო...
ეს განსაკუთრებით გემრიელბა იყო...

ალბათ მაგიტომაც  იყავი შენ მეასე...