Wednesday, September 23, 2009

შეგროვების ინსტინქტი და ლინზებიანი ფილმების კოლექციონერი ქალი

.
შეგროვების ინსტიქტი რო არ ქონოდა ადამიანს,გამოქვაბულში მოკვდებოდა ზამთარში შიმშილით...

ზოგს იმდენად გაძლიერებულად აქვს ეგ ინსტიქტი, მაინც გამოქვაბულში კვდება, ოღონდ არა შიმშილისგან, არამედ თვითიზოლაციისგან...

მე ინსტიქტების მოსმენა და შიგადაშიგ აყოლაც მიყვარს და კიდევ, რაღაცეების შეგროვებაAlle anzeigenც...

ადრე ქვებს ვაგროვებდი, მერე კალენდრებს, ახლა წუთებს, ქალაქებს და ადამიანებს...

ვიცი რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აგროვებენ დისკებს, მარკებს, ბილეთებს, წიგნებს, მონეტებს,
ტანსაცმელს, სამკაულებს, სათვალეებს, მოკლედ, ათას ხრინგალს...
მუსულმანი კაცები ცოლებს აგროვებენ...

ხოოდა, იმ წიგნის გმირი, რომელსაც აგერ უკვე 2 კვირაა ვკითხულობ და აუტანლად გამიჯანჯლდა,(იმიტომ რომ   ფაქტობრივად არ ვკითხულობ), აგროვებს ფილმებს, რომლებშიც სათვალეები ან ლინზები ფუნქციური დატვირთვის მატარებელია...
კიდევ, ლინზების მუზეუმის გახსნაზე ოცნებობს და გამომდინარე იქიდან რომ თვითონაც მხედველობის პრობლემები აქვს, ღრმად ბედნიერია, რომ ლინზები გამოიგონეს, თორემ იმ გამოქვაბულში, საიდანაც შემგროვებლობის ინსტინქტი მოდის, ახლომხედველი და ულინზებო, ახირებული ქალი აშკარად კანიბალის ან რომელიმე კანიბალს გამოქცეული ცხოველის მხვერპლი გახდებოდა...

ამ ,,ჩემმა ქალმა'' გამიჩინა იდეა, რომ ის, რასაც ვაგროვებთ, უდაოდ კავშირში უნდა იყოს ჩვენ შინაგან მდგომარეობასთან...

მე, როგორც უცნაური ამბების მოყვარული, დაველოდები თქვენ უცნაურ შემგროველურ ამბებს...

და იქნებ იმაზე უფრო მეტი გავიგო თქვენზე,ვიდრე ახლა ვიცი :)