Wednesday, September 9, 2009

სიყვარულის ათი მცნება

მესამე დღეა კიდევ ერთხელ დასასვენებლად ავიბარგე და აქ გამოვიბარგე.

სასტიკად მეზარებოდა წამოსვლა და ყველა შესაძლო არსებას ვეწუწუნე, მაგრამ ჩამოსვლისთანავე აღმოვაჩინე რომ იძულებითი შვებულება შეიძლება ძალიან მაგარი იყოს.


მოკლედ,თუ ვინმე შემოგტენით შვებულებას, ჩემსავით წამოსვლამდე არ იბუღრუნოთ. ის შეიძლება კარგიც აღმოჩნდეს.


ნისლებზე, მთებზე, ბათინკებიანი ხალხის გროვაზე და დედოფლის ტბაზე, სახლში რომ დავბრუნდები, მერე დავწერ, ფოტოების თანხლებით, ახლა სიყვარულის ათი საიდუმლოს გასამხელად მოვედი, რომელიც მეც გუშინ ღამე ვიპოვე ასევე შემთხვევით ნაპოვნ წიგნში. ეგეთები ბევრია ამ სახლში.

 ე.წ. სახელძმღვანელო წიგნები, რომლებიც გასწავლიან როგორ უნდა გახდე ბედნიერი, წარმატებული, შეყვარებული, არ მოგიშალოს უფროსმა ნერვები და ათას სხვა სისულელეს.

მსგავს რამეს რო ვხედავ ხოლმე, სასწრაფოდ იმ ხალხზე ვფიქრობ, ვისთვისაც ეგ იწერება, და იმაზეც, როგორ კითხულობენ და როგორ გონიათ რომ თუ ყველაფერს საგულდაგულოდ დაიმახსოვრებენ და პრაქტიკაში დანერგავენ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც აღთქმულ ქვეყანაში და მერე ყავაზე დაქალებს  უყვებიან: "აიი,სიყვარულის ათი საიდუმლო გავიგე და შენც აუცილებლად უნდა წაიკითხო,აქამდე სად ვიყავი თურმე...ან უნივერზუმს რო უნდა შეუკვეთო თურმე სურვილები,იცი?" და ეგრე სულ. 



მოკლედ, ადამ ჯექსონი ირწმუნება, რომ  სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ბედთან ან იღბალთან, ეს არის ის,რაც ყველას შეუძლია.

ახლა საიდუმლოები:

1. ფიქრის უნარი

2. დაფასების უნარი

3.გაცემის უნარი

4.მეგობრობის უნარი

5.დამშვიდების და მოდუნების უნარი

6.რაღაცისთვის თავის დანებების უნარი

7.კომუნიკაციის უნარი

8.ვალდებულების უნარი

9.ტკივილის უნარი

10.ნდობის უნარი


ეს უნარები შეიძლება ძალადაც მოინათლოს და კიდე ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა:

როცა სიყვარული ცხოვრების წესია, ადამაინები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ, ნაკლებად ხდებიან დამნაშავეები და ნაკლებს ოცნებობენ ცვლილებებზე, უბრალოდ იცვლებიან...