Saturday, September 19, 2009

ბარიკადი კარგად მჟღერი სიტყვაა

ყველა დაჭერილი წუთი იდელური დასაწყისია სქელტანიანი წიგნისთვის...
წუთების დაჭერაზე რთული დაწყებული საქმის დამთავრებაა...

შენიშვნა: წუთებს პეპლების საჭერი ბადით არ იჭერენ..
წუთებზე არც ნადირობენ, დიდია რისკი რომ იარაღის ხმაზე დაფრთხეს, თუ არ დაფრთხა, შემთხვევითი გასრილით მოკვდეს...
მატარებლებს დიდი მუცლები აქვთ და ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ყლაპავენ...
მიუხედავად იმისა, რომ გადაყლაპვოფობი არ ვარ, სიმინდები ყანებს შუა სადგურის საპირისპირო მიმართულებით მივდიოდი, როცა ჩემი ბილეთი მშვიდად განმისვენებდა ჩანთის წინა ჯიბეში და მატარებელი ზუსტად წუთნახევარში გადიოდა...
სიმინდების ყანებს შუა ველოსიპედით სიარულისას გამახსენდა, რომ ცივი ნიავი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ცივი ურთიერთობები...
და კიდევ, ბაბუას კუთვნილი მიწა ერთადერთი ადგილი არ იყო, სადაც სიმინდები არსებობდნენ...
უბრალოდ ბაბუა იყო ერთადერთი, ბევრ კატებთან და აკვიატებული გოგოს მოგონებებთან ცხოვრობდა და აგვისტოს ბოლოს სიმინდს ნაკვერჩხალზე წვავდა...

მერე ბაბუაც აღარ იყო...
რამდენიმე საათში მაინც მატარებელში ჩავჯექი და ვფიქრობდი, ჩეჩენ ქალზე, რომელიც არაფერთან დაკავშირებით უჩვეულოდ საყვარლად მოიქცა ისე მეთბილა კავკასიელი მეზობელი, ვიფიქრე, რომ იმდენი კარგი ვინმეს პოვნა შეიძლება, ცივ ურთიერთობებზე ბუზღუნი ბაბუას აკვიატებულ მოგონებებს ემსგავსება...

შენიშვნა: აკვიატებულობა ცუდი სინდრომია, იწვევს ჩაციკვლას, შეჩვევას და პარანოიას...
ჩეჩენ ქალს საღამოს, ვიწრო ქუჩაში კიდე ერთხელ შევხვდი, ბევრი ვექაქანე და ვუთხარი რომ დიდხანს მემახსოვრებოდა...პირველი შემთხვევა იყო, როცა უცხო ადამიანი ჩემი ახსნა განმარტებების გარეშე.

მიხვდა რომ ქართველი ვიყავი...
ვიწრო ქუჩის ბოლომდე გავლამდე ვფიქრობდი, რომ ანარქიზმი მიმზიდველია, მაგრამ სავარაუდოდ არაიდეალური...ანარქიზმის მიხედვით ბაბუა კატების მაგივრად იმ თავის აკვიატებულ გოგოსთან ერთად იცხოვრებდა, მე მატარებელში არ ჩავჯდებოდი რამდენიმე საათის მერე, წუთებზე იარიღით ნადირობა ლეგალური გახდებოდა და ჩეჩენი ქალი წითელი ყავის ფინჯნის მაგივრად შაჰიდის ქამარს მაჩუქებდა და სიმინდის ყანების მაგივრად ბარიკადები იქნებოდა...
იდეალი არა, მარა მოჟნა ტაკ საინტერესო ყოფილიყო...
მერე ალბათ მეც დავწერდი სქელტანიან წიგნს, რომელსაც დაჭერილი წუთით არა, სიტყვა ,,პირიქით'' დავიწყებდი და ბარიკადებზე დავამთავრებდი...
ბარიკადი კარგად მჟღერი სიტყვაა...