Saturday, March 6, 2010

ჭრელი კაბების მაღაზია

აი ასე. როდესღაცა, რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი ორი მეგობარი  ჩემთან ჩაის სმის  ცერემონიალზე ისეთ ამბებზე ვლაპარაკობდით, ჩაის სმას,  სამ გოგოს  და გაზაფხულს რომ უხდება. 
ხოო, მაშინაც გაზაფხული იყო და მე ძალიან მინდოდა გამეხსნა ჭრელი კაბების მაღაზია. მერე  გაზაფხულობით მე და ჩემ მეგობრები აღარ ვიწუწუნებდით, რა ძნელია თბილისში რამე ადამიანურის მოძებნა ისე, რომ ძალიან ბევრი ფული არ გადაიხადო. 
თან იქვე ჩაის ალტერნატიულ მექას მოვაწყობდი და ასე. 

მერე მივხვდი, რომ მართლა ძალიან კარგი იდეაა ჭრელი კაბების მაღაზია, სადაც არა  მარტო ჭრელი კაბები, ზოგადად ლამაზი რამეები გაიყიდებოდა, მხიარული და ლამაზი. და იქვე გვერდზე კაფეში,   ლამაზი და ფერადი რამეების მოყვარულები, ყავის და ჩაის არომატში ერთმანეთის და მოდის ამბებს მოყვებოდნენ.
რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან მე ვიქნებოდი. მოკლედ, აღვფრთოვანდი, გადავირიე და გადავწყვიტე რომ როდესმე აუცილებლად უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ჭრელი კაბების მაღაზია.

მერე  ბევრი დრო გავიდა და ვინაიდან მე ჯერ კიდევ არ მიშოვია  ბევრი ფული სურვილების ასასრულებლად,  ჩემი იდეის რეალიზება მარტო ისაა, რომ თითქმის ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ  როდესმე აუცილებლად მექნება ჩემი ჭრელი კაბების მაღაზია.


 გამომდინარე იქიდან, რომ მე მარტო იდეები მომდის და არანაირი წარმოდგენა არ მაქვს შემოსავალზე, გასავალზე, გადასახადებზზე,იმპორტზე, რეალიზებაზე და მსგავს ამბებზე, არავინ არ იცის, როდის მექნება მაღაზია, სამაგიეროდ მაქვს მოფიქრებული,როგორი უნდა იყოს ვიზუალურად, ვიცი,რა გაიყიდება გვერდზე კაფეში და ასე შემდეგ.
.

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თორნიკე და გავხსნათ ბოლო-ბოლოო და გამიჩნდა 1200 კითხვა, რომლების გამოც ვწერ პრინციპში ამ პოსტს.


გარდა იმისა, რომ ღია ვარ ნებისმიერი  რჩევის და იდეის მიმართ, მაინტერესებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს  ჭრელი კაბების მაღაზია, ან სად იქნება უფრო სტრატეგიული, ტერიტორიული თვალსაზრისით და კიდევ, ხომ არ ჯობია გააკეთო ონლაინ მაღაზია და კრუასანების სუნი და ჭრელი ინტერიერი დაივიწყო,იმიტო რომ კომერციული ფართები კატასტორფულად ძვირი ღირს.

მოკლედ, თქვენი აზრების მომლოდინე მე,საავტორო უფლებას ვადებ იდეას : )