Saturday, March 13, 2010

კრიზისული და პოსტ კრიზისული ამბები

როდესღაც ძალიან ადრე გადავწყვიტე რომ ადამიანებს მხიარული,ბედნიერი და წარმატებული ადამიანები უყვარდათ,  მეც ასე, ბედნეირი დეგენერატივით ვყვებოდი მხიარულ ამბებს, ვიყავი ჭკვიანი და წარმატებული, დავდიოდი უამრავგან, ვიცნობდი თავზესაყრელ ადამიანს და არ ვაპროტესტებდი სულელურღიმილიან და არაფრისმთქმელ მოკითხვიან ურთიერთობებს.  და საერთოდ, ჩემი თავიდან დაწყებული უამრავ ადამიანს გონია რომ ზუსტად ისეთი ვარ, ადამიანებს რომ უყვართ.
ხოოდა,ამოვიდა ყელში წიგნს უკან ამოფარებული  უჟმური განწყობა, თითიდან გამოწოვილი სახლიდან გასვლის მიზეზი, მუხლებზე მარადიულად დასვენებულ ლეპტოპს  მიმკვდარი კონცენტრაცია და სადღაც ჯანდაბიდან მოთრეული იმედი,რომ როდესმე ყველაფერი კარგად იქნება.
რა ვიცი, თქვენ თუ გინდათ გჯეროდეთ,მაგრამ მე გრანდიოზული კრიზისის ფაზა მაქვს, და აღარ მინდა კიდევ ტრანკვილიზაროტებით ვიჭყიპო, იმიტომ  რომ ყელში ამოვიდა ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება და მიბმულობა.

ვოტ,მოვიდა გაზაფხული და ზუსტად ისე ვზივარ სახლში,  როგორც ზამთრის დღეებში ვიჯექი, მერე სადმე წავალ და იქიდან ისევ სახლში დავბრუნდები, ეს სახლი კარგა ხნის წინ დამიპატარავდა და მიჭერს. კონცენტრირებას ისევ ვერ მოვახდენ ვერაფერზე და ისევ სინდისის ქენჯნით დავიძინებ რომ  დღესაც  ვერაფერი წავიკითხე, ვერაფერს ვუყურე, ვერაფერი ვნახე,  ვერავინ მიყვარდა და სიზმრებიდან ვერაფერი დავიმახსოვრე და მერე კიდე უფრო მომიჭერს სახლი,რომლიდანაც ვეღარ გავრბივარ.

დედაჩემი ამბობს რომ ახირებული ბავშვივით ვარ, რომ ტირის და არავინ იცის რატომ, მამაჩემი ამბობს რომ  თავი უნდა დამანებონ კი არადა, უფრო ყურადღებიანები იყვნენ და როდესმე გამივლის, მე ვამბობ, რომ ვერ ვიტან, როცა ვინმეს კალთაში მიწევს ტირილი და მჭიდროდ ვკუმავ ტუჩებს.

.......................................................................................
ეს ზუსტად ერთი კვირის წინ დავწერე, ისტერიკის შემდეგ...
რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს რომ სავარაუდოდ მუშაობას დავიწყებდი..
და ორ დღეში ფიტნესზე დავიწყე სიარული, კიდე ამ ეტაპზე ყველაზე ადამიანურ ადგილას მუშაობა და ახალი,პოსტ კრიზისული ეტაპი მაქვს...

გუშინ დედაჩემს ვუთხარი,რომ იდეალურია სახლში ჯდომა,როცა იციმ,რომ სულ მალე სამსახურში წახვალ.

ხოოდა,ასე...
მუშათა კლასს + ერთი წევრი...
მე უფრო ადრე ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ
და
ჯერ-ჯერობით ისტერიკებს აღარ ვგეგმავ...

.............................................

გამოდის რომ ცოტა ხნით ისევ ტრანკვილიზატორებზე შევჯექი, ცოტა ხნით ადამიანებს ისევ ეყოლებათ  ბედნიერი ადამიანი ეყოლებათ, რომელსაც ითხოვენ ხოლმე რომ მერე შეიყვარონ,  ცოტა ხანს აღარ ვიფიქრებ იმაზე, რომ  ცხოვრება მოსაწყენი ლოდინია რომ რაღაც მოხდება...
ხოოდა, ადაიმიანებო,მე არაბედნიერებიც მიყვარხართ, წარუმატებლებებიც, ნევრასთენიკებიც და  თუ არამხიარული ამბის მოყოლა მოგინდებათ,ნუ მომიყვებით მხიარულ ამბებს...


პ.ს.
გაზაფხული უკვე მოვიდა,წვიმა შხაპუნობს და მე  ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ამ გაზაფხულზე შესაყვარებელი მუსიკა...