Saturday, March 27, 2010

ბაბუა ჯიმი მოკვდა

75 წლის ბაბუა იყო, ადგა და აფსოლუტურად დროულად და ლოგიკურად სასტუმროს ნომერში ძილში გაიპარა.
არაფერი განსაკუთრებული.
ნიუ-იორკში იყო, ძილის წინ ალბათ არც ბარში ჩავიდა და აღარც ნიუ-იორკს გადახედა სასტუმროს ფანჯრიდან, ისედაც ათიასჯერ ექნებოდა ეგ გაკეთებული, არც ბითლებს მოუსმენდა, რაღა დროს ეგენიაო და დაიძინებდა.
მართლა არაფერი განსაკუთრებული...

განსაკუთრებული მანამდე ხდებოდა, ჩემ საყვარელ 70-იანებში.
ჯიმ მარშალი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ფოტოგრაფი იყო, რომელიც კულისებშიც კი იღებდა ბითლის როგორც მერე აღმოჩნდა ბოლო კონცერტს, გადაიღო ვუდსტოკის ფესტივალის საკულტო კადრები,  ისეთი ჯენის ჯოპლინი, ბობ დილანი, მაილს დევისი და კიდევ სხვა ბევრი, როგორებიც ახლა ჩემ და თქვენ ტვინებში არიან.
ჯენისი სავარაუდოდ სულაც არ იქნებოდა მუდამ ასეთ ხასიათზე, მარა მე ასეთი მყავს.
არც ვუდსტოკი იყო ასეთი ბედნიერი, მაგრამ მე ეგეთ ვუდსტოკში ყოფნაზე ვოცნებობდი ხოლმე.
 და საერთოდ, როცა დრო გადის, მთავარი ის კი არ არის, როდესღაც რეალურად რა იყო, მთავარია, შენამდე როგორს მოიტანენ.

კიდევ მთავარია, ვინ თამაშობს მთავარ როლს,იმის გარდა, ვინც სცენაზე დგას და კიდევ მთავარია, როგორ დავატარებთ ჩვენ ამბებს.

აი, ბაბუა ჯონის სიკვდილის ამბავი მე ეგრე მოვიტანე თქვენამდე.
ადრე ჩემი სხვა ბაბუას ამბავიც მოვიტანე, ბითლებს ვისთან ერთადაც ვუსმენდი ხოლმე და
კიდე  ძალიან უსაქმურობისას მაინტერესებს ჩემი ამბები როგორ დაიარებიან, ან თუ დაიარებიან.


მოკლედ, კაი კაცი იყო ბაბუა ჯიმი :)