Tuesday, March 23, 2010

დამუხტული

ათასჯერ ნათქვამი,მაგრამ მაინც რომ უნდა ვთქვა ისეთი :

მიყვარს როცა ადამიანები მიბრუნდებიან და ვიცი, რომ მონატრება ურთიერთობის ფორმა  არ უნდა იყოს.

კატასტორფულად ვერ ვიტან, როცა ჩემ მეგობრებს ვიღაც სხვები  ჩემ ცხვირწინ თვალებში შეციცინებენ.

თავი გაფუჭებული მაცივარი ან  რამე ეგეთი არაფუნქციონირებადი ნივთი მგონია, როცა ვინმესთან ლაპარაკი მინდა და ვსიო, რამე სხვას ვაკეთებ, თუნდაც იმას, რაც უფრო საჭიროა.

იდეალურია, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც  პერიოდულად, მაგრამ ნებისმიერი  ,,შენ'' უყვარხარ,

ალკოჰოლის მოჭარბებული დოზა არაფერს არ ცვლის, შენ მაინც გიხარია, რომ შენ გვერდით მუდამ ,,შენებიც'' არსებობენ და მაინც ვერ იტან რომ შენ ადგილს, რომელიც იდეაში შენი არ არის, სხვები იკავებენ.

აჟიტირებული და შენთვის გაუგებარი მიზეზების გამო გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობა გღლის, გფიტავს და ღიმილის და კონცენტრაციის უნარს გიქვეითებს. უფრო ხშირად იყურები საათზე და უფრო მეტი ადგილი გახსენდება, სადაც წასასვლელი ხარ.

თუ არ დავიძინე, ხვალ ისევ დავრჩები იმ ჩემ პრაიმ ფიტნესში წაუსვლელი და ანუშკა, მოდი რა ისევ,მომენატრე :(

ეს ყველაფერი არაფერი, ხვალ დილიდან ისევ ჩემი დაბნეული, ინდიფირენტული და ფხიზელი გამომეტყველება მექნება და აუცილებლად გაგიღიმებთ, თუ ვინმე შემთხვევით შემხვდით.


ადამიანებო,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ვაკეთებ, მე ყოველთვის შემიძლია, რომ თქვენი ვიყო, უბრალოდ უნდა ვიცოდე, რომ თქვენ ჩემთან  ზუსტად ისე არ იქცევით, როგორ ნებისმიერ სხვასთან და რომ მე მართალია, არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ თქვენთვის ვიღაც  ვარ.

როგორი ვიქნები მე, მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. და შეიძლება აფსოლუტურად სულერთია ამწუთას ტკბილად მძინარებისთვის, სხვებთან მყოფებისთვის და სულ ჩემებისთვის, ნასტასიას მთელი დღის ფრაგმენტული ემოციები, და არამარტო თქვენთვის, ჩემთვისაც, მაგრამ უბრალოდ, ზოგჯერ დღეს იმაზე მეტი საათი აქვს, ვიდრე ჩვენი საათები ითვლიან, ჩვენ იმაზე მეტად ვეჯაჭვებით გარემოებებს, ვიდრე საჭიროა და საერთოდ, არ გვჯერა, რომ ყველაფერი თუ არა, უმეტესობა მაინც ჩვენგან გამომავალი ემოციური მუხტების ბრალია.


არ ვბუზღუნებ, უბრალოდ მინდა, რომ ემოციები დავაფიქსირო.

ხოოდა, მე ტკბილი ძილი და თქვენ დილა მშვიდობისა.

:)