Friday, March 19, 2010

დაუცველი მე

რაც სახლში პიჟამოებით ბორიალს წერტილი დავუსვი და შედარებით აქტიური არსება გავხდი, ყველაზე ხშირი განცდა, რაც მაქვს, დაუცველობის განცდაა.
ოღონდ ისეთი არა, ბავშვები რომ ამბობენ, მამაჩემი არ ჩამომაყვანინოო და ვიღაცებს რომ გონიათ  ღამით სახლს გაუტეხავენ.
მე უფრო ბევრ წვეტოებიანი და ცუდი სინდრომი მაქვს:

მგონია, რომ როდესმე შეიძლება ისე ჩამომეკონწიალოს კუნთები, როგორც იმ ქალებს, აუზში ჩემს მერე რომ  ჩადიან  და აერობიკით ცდილობენ საქმის გამოსწორებას.

მგონია, რომ რა წამსაც  მარტო დავიწყებ რამის კეთებას, იმწამს ჩავფლავდები.

მგონია, რომ თუ ბევრს ვილაპარაკებ, დამღლელი  ვიქნები, თუ ცოტას, უინტერესო და უჟმური.

მგონია, რომ როდესმე მოხუცი თუ გავხდი, მეც უყურადღებოდ მომისმენენ და გულგრილად მომიკითხავენ.

 მგონია რომ ერთ მეგობარს სამუდამოდ დაავიწყდა მეგობრობის კონცეფცია და შეხსენებას არანაირი აზრი არ აქვს.

მგონია რომ როდესმე შეიძლება მეც მოვწყინდე ვინმე მამრს და ამ დროს ჯერ კიდევ არ მქონდეს ისეთი ჩამოწელილი კუნთები, აუზის ქალებს რომ აქვთ.

მგონია, რომ ჯობია რაღაც თემებზე აქ არ ვწერო, მერე ისე რომ არ გაიგონ ვინმე შემთხვევითებმა ჩემზე ყველანაირი ინფორმაცია, მე როგორც გავიგე ჩემდაუნებურად არაერთის არაერთი ამბავი.
მგონია რომ ამ ბოლოს სისულეებს ვწერ.

და საერთოდ, მგონია, რომ ბევრად მეტი რამე მგონია, ვიდრე ახლა გამახსენდა.
და
გახსენებით იმიტო გაამხსენდა, რომ დილას, ყოვლად უსახურად რო დავტივტივებდი იმ უკვე 800ჯერ ნახსენებ აუზში,  ჩემი 8 თანამშრომლიდან 5 საიდანღაც აღმოცენდა,მთელი თავიანთი შტატივებიან-კამარებიან-მეგობრულ შეძახილებიანად.
კიდე ეგ უნდოდა ჩემ საცოდავ მგონიებს?
:(
მეგონა, რომ აღარასოდეს ამოვიდოდი აუზიდან, იმიტომ რომ ჩემი ვარდისფერი კუპალნიკი ყველაზე  დიდი კატასტროფა იყო დედამიწის ზურგზე  და თუ აქ დავრჩებოდი, მაინც ვერასოდეს ვისწავლიდი ცურვას და სულ ასე უსახურად უნდა მეტივტივა.

ხო,  სისულელებია.
მაგრამ  სისულეები ძირითადად რეალურია.
ხოოდა, შემდეგი მინიმუმ ორი დღე იდეალური რეალობა  მაქვს,კონცერტებიანი და თან კარგ კონცეტებიანი და სავარაუდოდ ნაკლებს ვიფიქრებ იმაზე, რა მგონია, და მეტს მოვისმენ.
ვოტ ტაკ,წავტკბილძილდი