Monday, February 23, 2009

ვოლფ ერლბრუხი

ბატონი ვოლფი გერმანელია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ილუსტრატორია, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

 ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გადაეკეტა კალენდრებზე, ხოოდა, ხატავს საყვარელ რამეებს და აწყობს თვეების მიხედვით.
მანამდე საბავშვო წიგნებისთვის ხატავდა. მოკლედ, კაი ვინმეა.

წელს თბილისშიც კი გამოჩნდა. "დიოგენემ" უსაყვარლესი კალენდარი დაბეჭდა, ილუსტრაციები კოცნის ციკლის იყო და მოგინდებოდა მთელი წელი აუცილებლად ვინმე გყვარებოდა.

მერე მე აქ ჩამოვედი და კი ძაან მეძინებოდა და იდეაში სულ არ მადარდებდა, ჩემი Gastfamilie–ს ოჯახის აღჭურვილობა, მაგრამ სასადილო ოთახში რო შევედი და კედელზე ამის კალენდარი დამხვდა, ისე გამეხარდა, უი, ვოლფითქო. დეკემბერი იყო და მარტო ბოლო ნახატი ქონდა შერჩენილი იმ კალენდარს. შენც იციო, გაუკვირდათ.