Tuesday, May 5, 2009

სიხარულები, ბავშვებისთვის მოსაყოლი ამბები და სურვილები

რამდენიმე დღის წინ გამეხარდა რომ ჩემგან ძალიან შორს, ჩემ საყვარელ ქალაქში ორმა ადამიანმა მომიკითხა,რომლებისთვისაც სადღაც რამდენჯერმე ნანახი ადამიანი ვარ..რომლებზეც არასოდეს ვიფიქრებდი თუ  დამიმახსოვრებდნენ და მიტ უმეტეს, მომკითხავდნენ...ჩემი ”პარიკმახერშა” და საავადმყოფოს რეგისტრატორი ქალი...
უცნაური ამბავია...

სულ ვფიქრობ რომ ცხოვრება ღირს იმათ, რომ  ვიღაცას სადღაც, ნებისმიერ კონტექსტში გაახსენდები, როცა შენზე ფიქრობენ და როცა ჩვეულებრივი შემთხვევითი ნაცნობი ვინმეს მოგონებების ნაწილი ხდები...

ვიცი მაროს ხშირად ვახსენდები და არასოდეს დაავიწყდება ნაას ყველაზე მეტად შატილის მთვარე რომ  უყვარს, რომელიც ყველაზე დიდია, ყველაზე ახლოს და ერთ ღამეში ორჯერ ამოდის...
ყოველ შემთხვევაში ნაა ასე ამბობს და ნაას მარო უყვარს..
მარო ამბობს რომ:  ”ნაა თბილა”...

მაგრამ ”პარიკმახერშა” და რეგისტრატორი ქალი მეუცნაურა...სასიამოვნოდ, რაღა თქმა უნდა...

რამდენიმე დღის წინ სიგარეტი არ მომყიდა ახალგაზრდა ბიჭმა, უპასპორტოდ 18 წლისას არ ვგავდი...კაცმა რომ თქვას,პირველი ჩაბურტყუნების მერე ეგეც გამეხარდა,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მაგას არ დავამახსოვრდები ...

დღეს ჩემმა 83 წლის ნაცნობმა ბებომ წარბების კონტურული მაკიაჟის გაკეთება გადაწყვიტა და უფრო მეტად შემიყვარდა ბებიაჩემი,რომელიც ისეთი ნატურალურია, როგორც ყველაფერი მაგის მაგის გარემოში...

გუშინ ალპებზე ნისლი იყო, დიდი,ნაცრისფერი სქელი ფარდის მსგავსი და ნისლების არამსგავსი...
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველაზე ლამასია ნისლები მაწმაოშია...

თითქმის ყოველდღე ვფიქრობ ჩემ სულელ ილოზე, რომელიც კაცმა რომ  თქვას, სულაც არ არის ჩემი და მიუხედავად იმისა, რომ მაგისთვის ოდნავ მაინც მეტი ვარ, ვიდრე ”პარიკმახერშასთვის” და რეგისტრატორისთვის, ვიცი, რომ ეგ ის არ არი, რაზეც ასე ინტენსიურად უნდა ვფიქრობდე...მაგრამ ეგეც ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბებიაჩემი და მოწმაოს ნისლები...

დღეს ჩემ ბავშვს არ ეძინებოდა და ამბების მოყოლა მთხოვა...
მინდა მსგავსი ისტორიები ჩემ როდესმე დასაბადებელ ბავშვს მოვუყვე...
რომ გაიზრდება, ალბათ ისე, რომ მე აზრზე არ ვიქნები, გაახსენდება რომ  ძველ სახლში დაკიდებული ორი აფსოლუტურად თეთრი სურათი ეკიდა, რომლებზე დახატულ მინდორს და ლუფტბალონებს ბავშვების გარდა ვერავინ ხედავდა...
მინდა მეც ხულ მახსოვდეს რომ ისეთი რაღაცეები უნდა დავინახო, რასაც სხვები ვერ ხედავენ...
მინდა ოდესმე ისეთ მინდორზე მოვხვდე, სადაც არავინ არასოდეს არ ყოფილა და სადაც ყვავილები ცეკავვენ და ბზიკები არ იკბინებიან:DD...

რომ ჩამოვალ,მოწაოში ავალ...