Monday, June 8, 2009

თანამედროვე მონები ანუ ცხენები ეტლების გარეშე






აქციის ადგილი- ზალცბურგი

აქციის თარიღი -7 ივნისი,დღის მეორე ნახევარი

თვალშისაცემი ფაქტი- აქციის მონაწილეთა სიმცირე და თავსხმა წვიმა

აქციის მოთხოვნა- ეტლის ცხენების სამუშაო გრაფიკი


საინფორმაციო ბუკლეტში,რომელიც აქციაზე რიგდებოდა, გულისამაჩუყებელი კი არადა,გულზე მოსახვედრი ფრაზებით არი აღწერილი ამ მართლა საწყალი ცხენების მდგომარეობა...

12 საათი სიცხესა და წიმაში,10-დან 4-მდე ზამთარში, 10-დან 9-მდე ზაფხულში,ყველანაირი დასასვენებელი დღეებისა და ,,შვებულების გარეშე'',მაშინ როცა ქალაქში მოსიარულე ტურისტები (რომლებისთვისაც არსებობს ეტლები) იღლიაში ამოჩრილი წყლის ბოთლებით ჩრდილს ეძებენ,ასფალტზე,ეტლში შებმული ცხენები კლიენტის მოლოდინში სიცხისგან იხარშებიან,ამიტომაცაა,რო ჩვეულებრივთან შედარებით ისინი ნაკლებს ცოცხლობენ...

აქციის მონაწილეების აზრით ეს ცხენები თანამდედროვე სამყაროში მონები არიან,რადგან მხოლოდ მონა მუშაობს ყველანაირი საზღაურის გარეშე დაუსვენებლად...

ცხენების და საერთოდ ცხოველების მონების როლში წარმოდგენა,ცოტა არ იყოს და გაზვიადებულად მეჩვენება,მაგრამ ფაქტი ის არის,რო ამ ჩვენ მარადიულად შეშფოთებულ და მაინც სანატრელ ევროპაში,ცხოველების როლი ზოგჯერ არეულია ხოლმე...

როგორც აქციის მონაცილეების ბროშურაში ეწერა,ცხენი არის ცხოველი,რომელიც გაჩენილია იმისთვის,რომ თავისუფალ,გაშლილ სივრცეში იყოს და არა მანქანებით გაჭედილ ქუჩაში ეტლი ახრიგინოს,რასაც აფსოლუტურად ვეთანხმები...ადრე,ერთმა გერმანელმა ბავშვმა მითხრა,ჩემი საყვარელი ცხოველი ცხენიაო და გამინათდა თვალები,ჯირითზე დადიხარ თქოო?

არა,მეშინიაო და გამოატრია თავისი ოთახიდან სათამაშო ცხენები და კიდე წიგნები,ცხენების სურათებით...

გამახსენდა როცა მაგისხელა ვიყავი და ცხენების სიყვარულზე ვდებდი თავს,როგორ მიხაროდა ზაფხულში ხევსურეთში ასვლა და ცხენზე ჯდომა...

ამ ბავშვის სიყვარული ჩემთვის პლატონურად შეყვარებული იმპონეტიტის სიყვარულია...

ისევე,როგორც ამათი დემოკრატიაა ხოლმე ხშირად იმპოტენტი და არაფრის მაქნისი...


მაგრამ ცხენები ერთადერთი არ არიან,ვინც მეცოდებიან...

სახლში გვყვავს კურდღელი,რომელიც არც ავად გამხდარა და ვერც იმას ეტყვი,არც სტაფილო ეამაოო,მაგრამ მაინც ,,ამ საწყალ კურდღელს'' ვუძახი...

ჯერ იმიტომ რო კასრტირებულია..

მერე იმიტომ რო დღე და ღამე გალიაში ზის და თუ ეზოში გავუშვი ბალახზე სარბენად,სასწრაფოდ მეზობლის ეზოში აღმოჩნდება ხოლმე და ჩემი რისხვა ატყდება თავზე...(მეზობლის ეზოში იმიტო,რო იქ დედალი კურდღელი მოიპოვება, ასევე გალიაში,რა თქმა უნდა)...


ხოოოდა,ჩემ ბავშვს რო კითხო,ამასაც უყვარს კურდღელი...


ოგონდ ყველაფერს დაუშვებს იმის გარდა რო კურდღელმა ტყეში უნდა იცხოვროს და რამდენიც უნდა იმდენი ირბინოს

პ.ს.

ჩემი მეგობარი ორი დღის წინ თევზების საჭმლის საყიდლად წავიდა და ცხოველთა მაღაზიის მისამართი სხვა მაღაზიაში იკითხა,სადაც კითხეს,ჩვეულებრივი ცხოველების თუ სპეციფიურისო...

რაზეც ეს რა თქმა უნდა გამოშტერდა

ხოოოდა,მერე მე ავუხსენი,რო ეტლის ცხენები,კასტირებული კურდღლები და მსგავსი არსებები არიან სპეციფიური ცხოველები და შესაფერის გარემოში არსებული ცხოველები ჩვეულებრივები...

გამომდინარე იქიდან,რო უკეთესი განმარტება ჯერ -ჯერობით არავის შეუთავაზებია, ჩემი ახსნა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა ...