Thursday, June 4, 2009

დილას მე და საბრინა კაპუჩინოს და დილისთვის დამახასიათებელი დასიებული თვალების თანხლებით სამზარეულოში შევიყარეთ და აღმოჩნდა რო ორივე ჭორაობის ხასიათზე ვიყავით... პრაღის და ბუდაპეშტის ამბებს ვუყვებოდი და მკითხა,შემდეგი რა იქნებაო...გამომდინარე იქიდან რომ ამსტერდამი ძალიან შორს არი და ვენეცია ძალიან ძვირია, შემდეგი ციურიხი და ბერნი იქნება... მერე ჩვეული წუწუნი,როგორ გვეზარება მუშაობა... და ჩვეული დასკვნა,სამსახური რო არსებობდეს,რა გვეშველებოდა... უკვე იმდენი ხანია ვმუშაობ,რომ როდესმე უსამსახუროდ დარჩენა,მოსალოდნელი კატასტროფებიდან ალბათ ყველაზე საშინელი იქნება...თბილისში დაბრუნებისაც მაგიტო მეშინია..მაგიტო და აყროლებულ-აბომჟებული რუსთაველის გამო... მინიმალურად ინფორმირებული ადამიანი ვარ,თუ მაინცდამაინც ომი არ დაიწყო და რევოლუცია არ მოხდა,არასოდეს არ ვიცი ,რა ხდება ქვეყანაში,მაგრამ ის,რაც ახლა თბილისში ხდება,აშკარად ცუდად მხვდება გულზე...ბოლო-ბოლო მინდა ჩემ ქალაქში ვიყო, სამსახურის პოვნის შიში არ მქონდეს,ყოველი წლის ბოლოს მიტინგებს არ ვუყურებდე და ყოველ საღამოს ახუბარდიას ჩემი ოჯახი...რატო არ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სრულიად იმპოტენტი პოზიცია-ოპოზიცია თბილ ქვეყნებში გაემგზავრონ უკან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე და თან ძველი ნაცნობობის ხათრით გრიგოლია-ახუბარდია და ყველა მსგავსი არსება გაიყოლონ,რომელთა გამოც ტელევიზორის ყურება აზრადაც არ მომდის... მინდა რო ვინმეს გაღიზიანების გარეშე ყურება შესაძლებელი იყოს და გულგრილობა და ნიჰილიზმი მუდმივი განწყობა არ იყოს... ხოოოდა,სანამ ეგენი თბილ ქვეყნებში გაემგზავრებიან,ისევ ჩემ სამზარეულოში დავბრუნდები და ისევ ყავას შევექცევი...საბრინას ვუხსნიდი,რო,კი ბატონო,ამდენს დავწანწალებ,მეზარება,მაგრამ მაინც ვმუშაობ და მაინც საშინლად ხშირად მაწუხებს განცდა იმისა,რო არაფერს მნიშვნელოვანს არ ვაკეთებ...ის,რასაც მე ვაკეთებ,ვწერ ან ვიღებ,არავის არ ჭირდება ჩემ გარდა და როდესმე,როცა გარდავიცვლები ან უფრო მოვკვდები,როგორც იქნება,სასიკვდილო დიაგნოზში მოწყენილობის გადაჭარბებულ დოზას ჩამიწერენ თქოო... მიუხედავად იმისა რო თავის მოსაწყენ ცხოვრებაზე წუწუნი საბრინასგანაც არაერთხელ მომისმენია,სასწრაფოდ წამიკითხა ლექცია,როგორ სასტიკად ვცდებოდი და სულ უმადური არსება მიძახა...:P ხუთ თვეში ხუთი ქვეყანა მოიწანწალე,ყოველ დღე შენი გერმანულის გამო კომპლიმენტებს ისმენ და იმ დოზით წიგნებს კითხულობ,რო არ მეზარებოდეს,თავზარი დამეცემოდა...მეტი რა გინდა..თუ გინდა კიდე და შენი ფოტოები გაიხსენეო...კაცმა რო თქვას,ის,რაც მაგან თქვა,მართალია,მაგრამ მე მაინც მეტი მინდა :(((((( არადა,ზუსტად ერთი წლის ჯერ კიდევ თსუ-ში და ,,დიოგენეში'' დავდიოდი,ჩემი საყვარელი სახლუკა ჯერ კიდევ არ მქონდა გარემონტებული და როგროც ჩემი წესია, ვიღაცა გამოშტერებულთან აფიორა მქონდა... კიდე,ჯერ კიდე არ ვიცნობდი ჩემთვის აწ უკვე მნიშვნელოვან რამდენიმე ადამიანს, არ ვატარებდი სათვალეს და მწეველის სტატუსს და გერმანია-ავსტრიის საზღვარზე ცხოვრება ისევე შორეულ პერსპექტივად მესახებოდა,როგორც ახლა სკანდინავიის ქვეყნებში მოგზაურობა... და კიდე,ახლა ერთი წლის წინანდელი ჩემი თავიც ვიღაც სხვა მგონია,მიუხედავად იმისა რომ მაშინაც ძალიან ჩემი იყო ის,რაც მასშინ ხდებოდა...ალბათ ასევე ჩემი იქნება მოწყენილობისგან სიკვდილის დიაგნოზიც...მანამდე კი,ძალიან ნაადრევად რო არ გარდავიცვალო,აუცილებლად მჭირდება რაღაცეები,რაც გამიმძაფრებს ჩემი თავის აღქმას,როგორც არაუსარგებლო არსებისას...ბლოგზე მეტი მკითხველი მჭირდება,ფლიკრზე მეტი კომენტარი,რეალურ ცხოვრებაში მეტი საინტერესო ადამიანები და ის ადამიანები,რომლებიც უკვე მნიშვნელოვანები არიან,სადმე ახლოს... ხოოოდა,ციურიხის მერე ,თბილისში რო ჩამოვიდე, სამსახურის და უადამინობის პრობლემა კიდე იქნება? თუ პოზიცია- ოპოზიციამ განაცხადა უარი თბილ ქვეყნებში გაფრენაზე?